პარტნიორები:

    24-26 იანვარი - მთვარე მშვილდოსანშია, დაისახეთ კონკრეტული მიზნები და გააქტიურდით სასურველის მისაღწევად

    24-26 იანვარი - მთვარე მშვილდოსანშია, დაისახეთ კონკრეტული მიზნები და გააქტიურდით სასურველის მისაღწევად

    მთვარე მშვილდოსანში გადავა 24 იანვრის 08:26-ზე და დარჩება 26 იანვრის 17:38-მდე

    • აქტიურია ცეცხლის სტიქია.
    • დაისახეთ კონკრეტული მიზნები და გააქტიურდით სასურველის მისაღწევად, დაწყებული საქმეების დასასრულებლად.
    • საოჯახო საქმეების სიმრავლეს ნუ შეუშინდებით.
    • ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი, ძოწისფერი.
    • მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
    • მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე.
    • არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
    • ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
    • არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
    • ებრძოლეთ მიწაში არსებულ მავნებლებს.
    • კანისთვის გამოიყენეთ ორგანულ ცხიმებზე დამზადებული კრემები (ზეითუნი, სეზამის, ყურძნის კურკა და ა.შ.).
    • ესტუმრეთ სპა-სალონს, კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების მოშორება აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.
    • მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას. განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.