შაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე, მთვარე ქალწულში იქნება 03:01-ზე
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
უამრავი ადამიანი იქნება, ვისაც თქვენი პროვოცირება მოუნდება, არ გამოავლინოთ უარყოფითი ემოციები, მაგრამ არ მისცეთ მათ უფლება, რომ დაგჩაგრონ.
ნუ ეცდებით მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრას ძალის გამოყენებით, სჯობს დიპლომატიის გამოვლენა. ამგვარად არა მხოლოდ მიაღწევთ თქვენს მიზანს, არამედ ღირსეულად წარმოჩნდებით.
მეგობრებთან ან ნათესავებთან ნებისმიერი შეხვედრა ჩხუბით რომ არ დასრულდეს და ნერვები არ მოგეშალოთ, იყავით პოზიტიური და ნეიტრალური.
ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი დიდი ალბათობით გადაღლილობაა. გახსოვდეთ, რომ კალენდარში უქმეებიც არსებობს და დაუთმეთ ეს დღეები დასვენებას.
იმ ადამიანებთან კომუნიკაციაზე უარის თქმით, რომლებიც არ მოგწონთ, თქვენ არა მხოლოდ შეინარჩუნებთ კარგ განწყობას, არამედ თავიდან აიცილებთ კონფლიქტს, რომელიც გარდაუვალი გეჩვენებოდათ.
გულთან ახლოს ნუ მიიტანთ ამბებს, რომლებსაც სხვები მოგიყვებიან, სავარაუდოდ, მათ არაფერი ექნებათ საერთო რეალობასთან და მათი მიზანია ზეწოლა მოახდინონ თქვენს ფსიქიკაზე.
არ არის საუკეთესო დღე, რომ ხმამაღლა გამოხატოთ თქვენი აზრი სხვა ადამიანების ქმედებებთან დაკავშირებით, მით უმეტეს, თუ ის არ არის დადებითი - მასზე რეაქცია შეიძლება ძალიან მკაცრი იყოს.
არ უნდა ჩაიგდოთ თავი უხერხულ მდგომარეობაში კამათით, სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწევთ და სიამაყე შეგელახებათ.
არც ერთი მოვლენა - თუნდაც დღესასწაული - არ უნდა გახდეს ჭარბი ალკოჰოლის დალევის მიზეზი: ორგანიზმის რეაქცია მასზე შეიძლება იყოს მოულოდნელი და უსიამოვნო.
ვარსკვლავები გირჩევენ, დღევანდელი დღე საოჯახო საქმეების შესრულებას დაუთმოთ: აქ არსებული ყველა პრობლემის გადაჭრის შემდეგ, მომავალ კვირას კი მთლიანად დაუთმობთ სამუშაოს.
ნუ გასცემთ დაპირებებს, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ შეძლებთ მათ შესრულებას - აჩქარებით თავს უსიამოვნო მდგომარეობაში ჩაიგდებთ.
ადამიანებთან ურთიერთობისას - განსაკუთრებით მათ, ვისაც კარგად არ იცნობთ - ყურადღებით დააკვირდით თქვენს სიტყვებს: არსებობს საიდუმლოის გაცემის მაღალი რისკი, რაც მათ საშუალებას მისცემს შემდგომში გამოიყენონ თქვენი გულწრფელობა თქვენს წინააღმდეგ.