აპრილის ყვავილი თოვლს ტეხავსო – ასე ამბობდნენ ძველად. აპრილში დაბადებული ადამიანებიც, ამ ყვავილის შესაბამისად ჯიუტი, პრინციპული და მიზანსწრაფული ხასიათით არიან გამორჩეულნი. ეს თვე ცეცხლოვანი ვერძისა და მიწის სტიქიის პირველი წარმომადგენლის – კუროს ზოდიაქოს ნიშნებს აერთიანებს. აპრილის ადამიანები, გასაოცარი გამძლეობითა და სიცოცხლის უნარიანობით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომაც შეადარეს ისინი აპრილის ყვავილს – მამაც ყოჩივარდას.
23 აპრილს დაბადებული ადამიანები, კომუნიკაბელურები და ნიჭიერები არიან. მათ ძალიან მოსწონთ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა და ყოველთვის ცდილობენ, საკუთარი ტალანტი ამ მიმართულებით ოსტატურად გამოიყენონ. თუმცა, მუდმივი სწრაფვა ცვლილებებისკენ, მათ ხშირად არასაიმედო ადამიანის სახელს უმკვიდრებს.