22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 08:30-ზე, მთვარე ლომშია

მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. გაამდიდრეთ რაციონი ხილით, მწვანილეულით.

ვერძი

დღეს შესაძლოა ისეთი საქმიანი წინადადება მიიღოთ, რომელიც თავიდან განსაკუთრებით საინტერესო არ მოგეჩვენებათ. ოღონდ უარის თქმას ნუ იჩქარებთ, კარგად დაფიქრდით. არ არის გამორიცხული, ერთი შეხედვით არაპერსპექტიულმა ბიზნესმა მომავალში კარგი მოგება მოიტანოთ.

კურო

დღეს მხოლოდ ლოგიკა და ფხიზელი აზროვნების უნარი დაგეხმარებათ. იყავით გააზრებული ბიზნესშიც და სხვებთან ურთიერთობაშიც, არ იმოქმედოთ სპონტანურად; გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით სიტუაციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სერიოზული შეცდომა დაუშვათ.

ტყუპი

ხუთშაბათს იქნებით არაჩვეულებრივად პროდუქტიული, შეძლებთ მთების გადაადგილებას და მარტივად გაუმკლავდებით უამრავ დავალებას. არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა ხელიდან. შეეცადეთ დღეს გაუმკლავდეთ ყველაზე მეტ საქმეს, რათა შაბათ-კვირა დასვენებისთვის გამოითავისუფლოთ.

კირჩხიბი

სანამ პირობას მისცემდეთ და ვინმეს დახმარებას შესთავაზებთ, დაფიქრდით, რამდენად კომფორტულია ეს თქვენთვის. დღეს თქვენ ზედმეტად გულკეთილი ხართ და დიდი რისკია დაეთანხმოთ თქვენთვის უკიდურესად არახელსაყრელ პირობებს.

ლომი

დაგეგმილი მივლინებები მომავალ კვირამდე უნდა გადადოთ. დღეს შესარულეთ მხოლოდ აუცილებელი საქმეები. შეეცადეთ არ გაღიზიანდეთ, თუ ყველაფერი არასწორედ მიდის - გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, დანარჩენს მოგვიანებით გაუმკლავდეთ.

ქალწული

დღეს მოგიწევთ სიმტკიცისა და თავდაჯერებულობის გამოვლენა. არავის მისცეთ უფლება გაგაკრიტიკოთ ან დაგცინოთ. თავხედი თავის ადგილზე დააყენეთ ცივად და მკაცრად, თორემ ამ სიტუაციის შემსწრეები მალე მას შეუერთდებიან.

სასწორი

დღეს შეგიძლიათ ნებისმიერის მოხიბვლა! ისარგებლეთ სიტუაციით და დაამყარეთ საქმიანი კავშირები, მოლაპარაკება სასარგებლო ადამიანებთან. და თუ დიდი ხანია გინდოდათ თქვენი ახალი ნაცნობის პაემანზე მოწვევა, უკეთესი მომენტი არ არსებობს – წარუშლელი შთაბეჭდილება დაგრჩებით.

მორიელი

დღეს თქვენ იგრძნობთ ძალების უპრეცედენტო მატებას და შეძლებთ ბევრი ვალდებულების შესრულებას, დაწყებული პროექტების დასრულებას! მაგრამ მძიმე დღის შემდეგ არ დაივიწყოთ დასვენება და საკუთარი თავის გაბედნიერება.

მშვილდოსანი

შეწყვიტეთ ყველასთვის ჭკუის სწავლება, კონცენტრირდით თქვენს ცხოვრებაზე! არავის მისცეთ რჩევა, თუ არ გთხოვენ. ნება მიეცით ადამიანებს თავად გაერკვნენ საკუთარ საქმეში, ნუ ჩაერევით სხვის ცხოვრებაში, თორემ ყველაფერი ხმამაღალი სკანდალით დასრულდება.

თხის რქა

მოვლენები ისე განვითარდება, როგორც თქვენ ელოდით. მაშინაც კი, თუ მოგეჩვენებათ, რომ ყველაფერი არცთუ ისე ხელსაყრელი აღმოჩნდა, შეეცადეთ იპოვოთ შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ სიტუაცია სათქვენოდ.

მერწყული

ამ დღეს ყველა საკითხში იღბალიანი ხართ. შეეცადეთ მოაგვაროთ პრობლემების მაქსიმალური რაოდენობა და დაიწყეთ იმით, რაც ყველაზე რთული გეჩვენებათ. საღამოსთვის კი დაგეგმეთ პაემანი ან ოჯახური შეკრება.

თევზები

დღეს მხიარული და ფლირტის ხასიათზე ხართ, მაგრამ არ დაკარგოთ ზომიერების შეგრძნება. წინააღმდეგ შემთხვევაში არასერიოზული, თავქარიანი ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებთ გარშემო მყოფებზე. და თუ სასიყვარულო პარტნიორი გყავთ, ეს ქცევა გამოიწვევს ეჭვიანობას და საფრთხეს შეუქმნის თქვენს ურთიერთობას.