პარტნიორები:

    22 აპრილს დაბადებული ადამიანები როდის ხდებიან გულჩათხრობილები და სიტყვაძუნწები

    22 აპრილს დაბადებული ადამიანები როდის ხდებიან გულჩათხრობილები და სიტყვაძუნწები

    აპრილის ყვავილი თოვლს ტეხავსო – ასე ამბობდნენ ძველად. აპრილში დაბადებული ადამიანებიც, ამ ყვავილის შესაბამისად ჯიუტი, პრინციპული და მიზანსწრაფული ხასიათით არიან გამორჩეულნი. ეს თვე ცეცხლოვანი ვერძისა და მიწის სტიქიის პირველი წარმომადგენლის – კუროს ზოდიაქოს ნიშნებს აერთიანებს. აპრილის ადამიანები, გასაოცარი გამძლეობითა და სიცოცხლის უნარიანობით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომაც შეადარეს ისინი აპრილის ყვავილს – მამაც ყოჩივარდას.

    • როგორია 22 აპრილს დაბადებული ადამიანი

    22 აპრილს დაბადებული ადამიანები ძალიან კარგი ორგანიზატორული შესაძლებლობებით გამოირჩევიან. მათ გააჩნიათ საკმარისი სიმამაცე, საიმისოდ, რომ ოსტატურად მართონ როგორც ოჯახის წევრები, ისე კერძო ბიზნესი ან დიდი კორპორაცია. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მათ მართვის სადავეები ჩამოართვეს და მეორე პლანზე გადასწიეს, გულჩათხრობილები და სიტყვაძუნწები ხდებიან.