აპრილის ყვავილი თოვლს ტეხავსო – ასე ამბობდნენ ძველად. აპრილში დაბადებული ადამიანებიც, ამ ყვავილის შესაბამისად ჯიუტი, პრინციპული და მიზანსწრაფული ხასიათით არიან გამორჩეულნი. ეს თვე ცეცხლოვანი ვერძისა და მიწის სტიქიის პირველი წარმომადგენლის – კუროს ზოდიაქოს ნიშნებს აერთიანებს. აპრილის ადამიანები, გასაოცარი გამძლეობითა და სიცოცხლის უნარიანობით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომაც შეადარეს ისინი აპრილის ყვავილს – მამაც ყოჩივარდას.
21 აპრილს დაბადებული ადამიანებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია პროფესიული მიღწევები და პატიოსნება. მათ ძალიან ნათელი გონება და ლოგიკური აზროვნების უნარი გააჩნიათ. აქვთ ძლიერი მოთხოვნილება რომ ჰქონდეთ ოჯახი და ჰარმონიული პირადი ცხოვრება. თუმცა სწრაფვა კარიერისკენ ხშირად ხელს უშლის ამ ადამიანებს პირადი ურთიერთობების დალაგებაში.