21 აპრილს მერკური და პლუტონი ჰარმონიულ ასპექტში არიან, ხოლო 21-დან 24 აპრილამდე ვენერა და სატურნი თევზებში შეერთდებიან. დღე გამოირჩევა ძლიერი ენერგიით, რომელიც ორიენტირებულია ღრმა ცნობიერებაზე, პასუხისმგებლობასა და ჰარმონიაზე. ხელსაყრელი დღეა ინტელექტუალური მუშაობისთვის, ღრმა ანალიზისა და ფარული ჭეშმარიტების საპოვნელად. საერთაშორისო დონეზე არის სტრატეგიული კომუნიკაციის დამყარების დიდი შესაძლებლობა. პლანეტების ენერგიები ხელს უწყობს რთული საკითხების არსში ჩაწვდომას და ინტუიციის გამძაფრებას. იდეალური პერიოდია რთული მოლაპარაკებებისა და კვლევის დასაგეგმავად და ფარული შესაძლებლობების გამოსავლენად.
26 აპრილს გველოდება მარსისა და პლუტონის დაპირისპირება, რომელიც იძლევა სახიფათო და დესტრუქციულ სიტუაციებს, მზარდ სამხედრო და პოლიტიკურ დაპირისპირებას. თვის ბოლომდე ფონი ძალიან საგანგაშოა, მარსსა და პლუტონს შორის ასეთი დაპირისპირება უკვე იყო 2024 წლის დეკემბრის ბოლოს და გაიხსენეთ, რა ხდებოდა ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში, გარშემო, ზოგადად სამყაროში.
27 აპრილს, ახალმთვარეობა გველოდება კუროში 23:30 საათზე. იქნება სერიოზულობა და სტაბილურობა ურთიერთობების, შემოქმედებისა და ფინანსების სფეროში. ეს ახალმთვარეობა ხელს შეუწყობს ვალდებულებების გაძლიერებას, ემოციების დამუშავებას და ჰარმონიის შექმნას თქვენთვის მნიშვნელოვან სფეროებში. დღე შესაფერისია კავშირების გასაძლიერებლად, ნდობის გასამყარებლად და გრძელვადიანი პროექტების დასაგეგმად.
ბედნიერ კვირას გისურვებთ!