მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2025 წლის შეხვედრის საიდუმლოებები: როგორ მოვიზიდოთ იღბალი, როგორ და სად შევხვდეთ ახალ წელს“
"2025 წლის შეხვედრის საიდუმლოებები: როგორ მოვიზიდოთ იღბალი, როგორ და სად შევხვდეთ ახალ წელს“

2025 წელი ჩი­ნურ კა­ლენ­დარ­ში გვე­ლის წე­ლია. გვე­ლი სიბ­რძნის, ტრანსფორ­მა­ცი­ი­სა და ღრმა ცვლი­ლე­ბე­ბის სიმ­ბო­ლოა. ეს წელი გა­ნახ­ლე­ბას და ცვლი­ლე­ბებს მო­ი­ტანს, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მას სწო­რად შევ­ხვდეთ, რათა მო­ვი­ზი­დოთ იღ­ბა­ლი და ჰარ­მო­ნია.

ვერ­ძი

ჩაც­მუ­ლო­ბა: თქვენ ნა­თე­ლი, აქ­ტი­უ­რი ფე­რე­ბი გიხ­დე­ბათ, რო­გო­რი­ცაა წი­თე­ლი, ნა­რინ­ჯის­ფე­რი ან ოქ­როს­ფე­რი. ეს ფე­რე­ბი ხაზს უს­ვამს თქვენს ენერ­გი­ულ ბუ­ნე­ბას და ხელს შე­უ­წყობს წარ­მა­ტე­ბის მო­ზიდ­ვას. გირ­ჩევთ ლი­თო­ნის აქ­სე­სუ­ა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას.

შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი: ახა­ლი წელი ღია ან ნა­თელ, ხალ­ხმრა­ვალ გა­რე­მო­ში უნდა იზე­ი­მოთ – მა­გა­ლი­თად, ქუ­ჩა­ში ან კლუბ­ში. მთა­ვა­რია იყოს მოძ­რა­ო­ბა და დი­ნა­მი­კა.

კურო

ჩაც­მუ­ლო­ბა: მშვი­დი, მაგ­რამ ელე­გან­ტუ­რი ფე­რე­ბი იდე­ა­ლუ­რია თქვენ­თვის: მწვა­ნე, ფი­რუ­ზის­ფე­რი და პას­ტე­ლის გამა. ქსო­ვი­ლი უნდა იყოს რბი­ლი და კომ­ფორ­ტუ­ლი, რო­გო­რი­ცაა აბ­რე­შუ­მი ან ქაშ­მი­რი.

შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი: ახა­ლი წელი მყუდ­რო, თბილ ატ­მოს­ფე­რო­ში უნდა აღ­ნიშ­ნოთ, მა­გა­ლი­თად, აგა­რაკ­ზე ან შინ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად. მშვი­დი და კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ში და სუ­ლი­ე­რი ჰარ­მო­ნი­ის მო­პო­ვე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

ტყუ­პი

ჩაც­მუ­ლო­ბა: თქვენ­თვის კაშ­კა­შა ფე­რე­ბია მი­სა­ღე­ბი, რო­გო­რი­ცაა ყვი­თე­ლი, ლურ­ჯი ან ვერ­ცხლის­ფე­რი. ტან­საც­მე­ლი უნდა იყოს მსუ­ბუ­ქი და რამ­დე­ნი­მე­ფე­ნი­ა­ნი, რათა იო­ლად მო­ერ­გოთ გან­წყო­ბის ცვლი­ლე­ბებს.

შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი: თქვენ გიყ­ვართ კო­მუ­ნი­კა­ცია და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, ამი­ტომ ჯო­ბია ახა­ლი წელი ისეთ ად­გი­ლას აღ­ნიშ­ნოთ, სა­დაც ბევრ ადა­მი­ანს შეხ­ვდე­ბით და გა­ე­სა­უბ­რე­ბით. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს დიდი ზე­ი­მი გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მით ან დღე­სას­წა­უ­ლი მე­გობ­რებ­თან ერ­თად თა­მა­შე­ბი­თა და გარ­თო­ბით.

კირჩხი­ბი

ჩაც­მუ­ლო­ბა: თქვენ გიხ­დე­ბათ ღია, მშვი­დი ფე­რე­ბი: თეთ­რი, კრე­მის­ფე­რი, ლა­ვან­დის­ფე­რი. ტან­საც­მე­ლი უნდა იყოს კომ­ფორ­ტუ­ლი და მყუდ­რო, რათა თავი და­ცუ­ლად იგ­რძნოთ. ქსო­ვი­ლე­ბი­დან აირ­ჩი­ეთ ხა­ვერ­დი ან ქაშ­მი­რი.

შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი: ახალ წელს ოჯახ­თან ან ახლო მე­გობ­რებ­თან ერ­თად, მშვიდ ატ­მოს­ფე­რო­ში უნდა შეხ­ვდეთ. სახ­ლში, ბუ­ხარ­თან იდე­ა­ლუ­რი გა­რე­მო იქ­ნე­ბა თქვენ­თვის. ასეთ მო­მენ­ტში აფა­სებთ სით­ბოს და ჰარ­მო­ნი­ას.

ლომი

ჩაც­მუ­ლო­ბა: თქვენ გიყ­ვართ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა. ამი­ტომ ახა­ლი წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მორ­ჩე­ულ სა­მო­სი უნდა შე­არ­ჩი­ოთ: ოქ­როს­ფე­რი, წი­თე­ლი, შავი. მდიდ­რუ­ლი ქსო­ვი­ლი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, რაც ასა­ხავს თქვენს სი­დი­ა­დეს.

შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი: თავს შე­სა­ნიშ­ნა­ვად იგ­რძნობთ ნა­თელ, გლა­მუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია ელე­გან­ტუ­რი წვე­უ­ლე­ბა ან კერ­ძო კლუ­ბი სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი შო­უ­თი, სა­დაც ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშიც იქ­ნე­ბით და მე­ფუ­რი ბუ­ნე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა­საც მო­ახ­დენთ.

ქალ­წუ­ლი

ჩაც­მუ­ლო­ბა: თქვენ­თვის შე­სა­ფე­რი­სია სუფ­თა, მშვი­დი ფე­რე­ბი: ნაც­რის­ფე­რი, კრე­მის­ფე­რი, მუქი მწვა­ნე. ტან­საც­მე­ლი უნდა იყოს ელე­გან­ტუ­რი, მაგ­რამ პრაქ­ტი­კუ­ლი, დამ­ზა­დე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ქსო­ვი­ლე­ბის­გან, რო­გო­რი­ცაა ბამ­ბა. ზედ­მე­ტი სამ­კა­უ­ლი ისე­დაც არ გიყ­ვართ.

შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი: ახა­ლი წელი უნდა აღ­ნიშ­ნოთ მყუდ­რო და ელე­გან­ტურ გა­რე­მო­ში, მა­გა­ლი­თად, კარ­გი სამ­ზა­რე­უ­ლოს მქო­ნე რეს­ტო­რან­ში ან საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ოჯახ­ში. თქვენ გიყ­ვართ წეს­რი­გი და დე­ტა­ლე­ბი­სად­მი ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტის იყოს.

სას­წო­რი

ჩაც­მუ­ლო­ბა: თქვენ­თვის შე­სა­ფე­რი­სია დახ­ვე­წი­ლი და ელე­გან­ტუ­რი სა­მო­სი. რო­გო­რი­ცაა პას­ტე­ლის ფე­რის კაბა ან კოს­ტი­უ­მი ოქ­რო­სა და ვერ­ცხლის ელე­მენ­ტე­ბით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩაც­მუ­ლო­ბა იყოს ჰარ­მო­ნი­უ­ლი.

შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი: გირ­ჩევ­ნი­ათ ად­გი­ლი, სა­დაც ელე­გან­ტუ­რო­ბა და დახ­ვე­წი­ლო­ბა სუ­ფევს. შე­უძ­ლი­ათ ახა­ლი წლის აღ­ნიშ­ვნა ელე­გან­ტურ წვე­უ­ლე­ბა­ზე, მა­გა­ლი­თად, რეს­ტო­რან­ში ან თე­ატ­რა­ლი­ზე­ბულ სა­ლონ­ში. მთა­ვა­რია გა­რე­მო ეს­თე­ტი­კუ­რი და სა­სი­ა­მოვ­ნო იყოს.

მო­რი­ე­ლი

ჩაც­მუ­ლო­ბა: თქვენ გიხ­დე­ბათ ღრმა, მის­ტი­კუ­რი ფე­რე­ბი: შავი, მუქი წი­თე­ლი, მე­წა­მუ­ლი. ჩაც­მუ­ლო­ბა უნდა იყოს ელე­გან­ტუ­რი და იდუ­მა­ლი, რაც ქმნის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის აუ­რას. აირ­ჩი­ეთ დახ­ვე­წი­ლი სამ­კა­უ­ლე­ბი.

შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი: შე­გიძ­ლი­ათ ახა­ლი წლის აღ­ნიშ­ვნა ისეთ ად­გი­ლას, რო­მე­ლიც თქვენ­ში ძლი­ერ ემო­ცი­ებს იწ­ვევს. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ღა­მო ახლო მე­გობ­რებ­თან პი­რად გა­რე­მო­ში ან მის­ტი­კუ­რი ად­გი­ლას, მა­გა­ლი­თად, კლუბ­ში და ცო­ცხა­ლი მუ­სი­კით.

მშვილ­დო­სა­ნი

ჩაც­მუ­ლო­ბა: მო­გიხ­დე­ბათ ნა­თე­ლი, ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი კოს­ტი­უ­მი: ლურ­ჯი, მე­წა­მუ­ლი ან იის­ფე­რი. ჩაც­მუ­ლო­ბა უნდა იყოს კომ­ფორ­ტუ­ლი და დი­ნა­მი­კუ­რი, რათა თა­ვი­სუფ­ლად იმოძ­რა­ოთ და დატ­კბეთ სა­დღე­სას­წა­უ­ლო გა­რე­მო­თი.

შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი: თქვენ გიყ­ვართ გარ­თო­ბა და თავ­გა­და­სა­ვა­ლი, ამი­ტომ შე­გიძ­ლი­ათ ახა­ლი წლის აღ­ნიშ­ვნა აქ­ტი­ურ დღე­სას­წა­ულ­ზე, მა­გა­ლი­თად, ქუ­ჩის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ან სპორ­ტულ კლუბ­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­რე­მო სავ­სე იყოს ენერ­გი­ი­თა და მხი­ა­რუ­ლე­ბით.

თხის რქა

ჩაც­მუ­ლო­ბა: თქვენ მო­გიხ­დე­ბათ მკაც­რი, კლა­სი­კუ­რი ფე­რე­ბი: მუქი ლურ­ჯი, ნაც­რის­ფე­რი, შავი. ჩაც­მუ­ლო­ბა უნდა იყოს ელე­გან­ტუ­რი და სადა, მაგ­რამ ამა­ვე დროს კომ­ფორ­ტუ­ლი. თქვენ აფა­სებთ ხა­რისხს და სი­მარ­ტი­ვეს, ირ­ჩევთ დახ­ვე­წილ ქსო­ვი­ლებ­სა და აქ­სე­სუ­ა­რებს.

შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი: ახა­ლი წელი პრეს­ტი­ჟულ რეს­ტო­რან­ში ან ოფი­ცი­ა­ლურ წვე­უ­ლე­ბა­ზე უნდა აღ­ნიშ­ნოთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ შეხ­ვედ­რა უმაღ­ლეს დო­ნე­ზე იყოს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და ატ­მოს­ფე­რო შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს თქვენს მა­ღალ სტა­ტუსს.

მერ­წყუ­ლი

ჩაც­მუ­ლო­ბა: თქვენ გიხ­დე­ბათ უჩ­ვე­უ­ლო და ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­მო­სი. ნა­თე­ლი, არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ფე­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა ვერ­ცხლის­ფე­რი, ფი­რუ­ზის­ფე­რი ან ელექტრი­კი ლურ­ჯი.

შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი: თქვენ გიყ­ვართ არატ­რა­დი­ცი­უ­ლი არ­და­დე­გე­ბი, ამი­ტომ ახა­ლი წელი არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ და უჩ­ვე­უ­ლო ად­გი­ლას უნდა აღ­ნიშ­ნოთ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს უც­ნა­უ­რი წვე­უ­ლე­ბა, სა­დაც სტუმ­რებს შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ხა­ტონ თა­ვი­ან­თი კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა, ან ღო­ნის­ძი­ე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი ელე­მენ­ტე­ბით.

თევ­ზე­ბი

ჩაც­მუ­ლო­ბა: შე­გე­ფე­რე­ბათ რბი­ლი და მის­ტი­კუ­რი ფე­რე­ბი: ზღვის ტალ­ღის­ფე­რი, პას­ტე­ლი გამა, ვერ­ცხლის­ფე­რი. ტან­საც­მე­ლი უნდა იყოს მსუ­ბუ­ქი, ჰა­ე­რო­ვა­ნი და კომ­ფორ­ტუ­ლი, ისე­თი დე­კო­რა­ტი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბით, რო­გო­რი­ცაა ბუმ­ბუ­ლი, მაქ­მა­ნი.

შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი: ახა­ლი წლის აღ­ნიშ­ვნას ამ­ჯო­ბი­ნებთ ინ­ტი­მურ, მშვიდ გა­რე­მო­ში. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე ან ლა­მაზ ად­გი­ლას სა­სი­ა­მოვ­ნო ინ­ტე­რი­ე­რით. მთა­ვა­რია გქონ­დეთ დას­ვე­ნე­ბის და ში­ნა­გა­ნი ჰარ­მო­ნი­ის შეგ­რძნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"2025 წლის შეხვედრის საიდუმლოებები: როგორ მოვიზიდოთ იღბალი, როგორ და სად შევხვდეთ ახალ წელს“

"2025 წლის შეხვედრის საიდუმლოებები: როგორ მოვიზიდოთ იღბალი, როგორ და სად შევხვდეთ ახალ წელს“

2025 წელი ჩინურ კალენდარში გველის წელია. გველი სიბრძნის, ტრანსფორმაციისა და ღრმა ცვლილებების სიმბოლოა. ეს წელი განახლებას და ცვლილებებს მოიტანს, მაგრამ მნიშვნელოვანია მას სწორად შევხვდეთ, რათა მოვიზიდოთ იღბალი და ჰარმონია.

ვერძი

ჩაცმულობა: თქვენ ნათელი, აქტიური ფერები გიხდებათ, როგორიცაა წითელი, ნარინჯისფერი ან ოქროსფერი. ეს ფერები ხაზს უსვამს თქვენს ენერგიულ ბუნებას და ხელს შეუწყობს წარმატების მოზიდვას. გირჩევთ ლითონის აქსესუარების გამოყენებას.

შეხვედრის ადგილი: ახალი წელი ღია ან ნათელ, ხალხმრავალ გარემოში უნდა იზეიმოთ – მაგალითად, ქუჩაში ან კლუბში. მთავარია იყოს მოძრაობა და დინამიკა.

კურო

ჩაცმულობა: მშვიდი, მაგრამ ელეგანტური ფერები იდეალურია თქვენთვის: მწვანე, ფირუზისფერი და პასტელის გამა. ქსოვილი უნდა იყოს რბილი და კომფორტული, როგორიცაა აბრეშუმი ან ქაშმირი.

შეხვედრის ადგილი: ახალი წელი მყუდრო, თბილ ატმოსფეროში უნდა აღნიშნოთ, მაგალითად, აგარაკზე ან შინ ოჯახის წევრებთან ერთად. მშვიდი და კომფორტული გარემო გამოჯანმრთელებაში და სულიერი ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

ტყუპი

ჩაცმულობა: თქვენთვის კაშკაშა ფერებია მისაღები, როგორიცაა ყვითელი, ლურჯი ან ვერცხლისფერი. ტანსაცმელი უნდა იყოს მსუბუქი და რამდენიმეფენიანი, რათა იოლად მოერგოთ განწყობის ცვლილებებს.

შეხვედრის ადგილი: თქვენ გიყვართ კომუნიკაცია და მრავალფეროვნება, ამიტომ ჯობია ახალი წელი ისეთ ადგილას აღნიშნოთ, სადაც ბევრ ადამიანს შეხვდებით და გაესაუბრებით. ეს შეიძლება იყოს დიდი ზეიმი გასართობი პროგრამით ან დღესასწაული მეგობრებთან ერთად თამაშებითა და გართობით.

კირჩხიბი

ჩაცმულობა: თქვენ გიხდებათ ღია, მშვიდი ფერები: თეთრი, კრემისფერი, ლავანდისფერი. ტანსაცმელი უნდა იყოს კომფორტული და მყუდრო, რათა თავი დაცულად იგრძნოთ. ქსოვილებიდან აირჩიეთ ხავერდი ან ქაშმირი.

შეხვედრის ადგილი: ახალ წელს ოჯახთან ან ახლო მეგობრებთან ერთად, მშვიდ ატმოსფეროში უნდა შეხვდეთ. სახლში, ბუხართან იდეალური გარემო იქნება თქვენთვის. ასეთ მომენტში აფასებთ სითბოს და ჰარმონიას.

ლომი

ჩაცმულობა: თქვენ გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ამიტომ ახალი წლის აღსანიშნავად გამორჩეულ სამოსი უნდა შეარჩიოთ: ოქროსფერი, წითელი, შავი. მდიდრული ქსოვილი და აქსესუარები, რაც ასახავს თქვენს სიდიადეს.

შეხვედრის ადგილი: თავს შესანიშნავად იგრძნობთ ნათელ, გლამურულ ღონისძიებებზე. საუკეთესო ადგილია ელეგანტური წვეულება ან კერძო კლუბი სანახაობრივი შოუთი, სადაც ყურადღების ცენტრშიც იქნებით და მეფური ბუნების დემონსტრირებასაც მოახდენთ.

ქალწული

ჩაცმულობა: თქვენთვის შესაფერისია სუფთა, მშვიდი ფერები: ნაცრისფერი, კრემისფერი, მუქი მწვანე. ტანსაცმელი უნდა იყოს ელეგანტური, მაგრამ პრაქტიკული, დამზადებული ბუნებრივი ქსოვილებისგან, როგორიცაა ბამბა. ზედმეტი სამკაული ისედაც არ გიყვართ.

შეხვედრის ადგილი: ახალი წელი უნდა აღნიშნოთ მყუდრო და ელეგანტურ გარემოში, მაგალითად, კარგი სამზარეულოს მქონე რესტორანში ან საყვარელ ადამიანებთან ოჯახში. თქვენ გიყვართ წესრიგი და დეტალებისადმი ყურადღების მიქცევა და მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი უმაღლესი სტანდარტის იყოს.

სასწორი

ჩაცმულობა: თქვენთვის შესაფერისია დახვეწილი და ელეგანტური სამოსი. როგორიცაა პასტელის ფერის კაბა ან კოსტიუმი ოქროსა და ვერცხლის ელემენტებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩაცმულობა იყოს ჰარმონიული.

შეხვედრის ადგილი: გირჩევნიათ ადგილი, სადაც ელეგანტურობა და დახვეწილობა სუფევს. შეუძლიათ ახალი წლის აღნიშვნა ელეგანტურ წვეულებაზე, მაგალითად, რესტორანში ან თეატრალიზებულ სალონში. მთავარია გარემო ესთეტიკური და სასიამოვნო იყოს.

მორიელი

ჩაცმულობა: თქვენ გიხდებათ ღრმა, მისტიკური ფერები: შავი, მუქი წითელი, მეწამული. ჩაცმულობა უნდა იყოს ელეგანტური და იდუმალი, რაც ქმნის საიდუმლოების აურას. აირჩიეთ დახვეწილი სამკაულები.

შეხვედრის ადგილი: შეგიძლიათ ახალი წლის აღნიშვნა ისეთ ადგილას, რომელიც თქვენში ძლიერ ემოციებს იწვევს. ეს შეიძლება იყოს საღამო ახლო მეგობრებთან პირად გარემოში ან მისტიკური ადგილას, მაგალითად, კლუბში და ცოცხალი მუსიკით.

მშვილდოსანი

ჩაცმულობა: მოგიხდებათ ნათელი, ექსცენტრიკული კოსტიუმი: ლურჯი, მეწამული ან იისფერი. ჩაცმულობა უნდა იყოს კომფორტული და დინამიკური, რათა თავისუფლად იმოძრაოთ და დატკბეთ სადღესასწაულო გარემოთი.

შეხვედრის ადგილი: თქვენ გიყვართ გართობა და თავგადასავალი, ამიტომ შეგიძლიათ ახალი წლის აღნიშვნა აქტიურ დღესასწაულზე, მაგალითად, ქუჩის ღონისძიებაზე ან სპორტულ კლუბში. მნიშვნელოვანია, რომ გარემო სავსე იყოს ენერგიითა და მხიარულებით.

თხის რქა

ჩაცმულობა: თქვენ მოგიხდებათ მკაცრი, კლასიკური ფერები: მუქი ლურჯი, ნაცრისფერი, შავი. ჩაცმულობა უნდა იყოს ელეგანტური და სადა, მაგრამ ამავე დროს კომფორტული. თქვენ აფასებთ ხარისხს და სიმარტივეს, ირჩევთ დახვეწილ ქსოვილებსა და აქსესუარებს.

შეხვედრის ადგილი: ახალი წელი პრესტიჟულ რესტორანში ან ოფიციალურ წვეულებაზე უნდა აღნიშნოთ. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრა უმაღლეს დონეზე იყოს ორგანიზებული და ატმოსფერო შეესაბამებოდეს თქვენს მაღალ სტატუსს.

მერწყული

ჩაცმულობა: თქვენ გიხდებათ უჩვეულო და ორიგინალური სამოსი. ნათელი, არატრადიციული ფერები, როგორიცაა ვერცხლისფერი, ფირუზისფერი ან ელექტრიკი ლურჯი.

შეხვედრის ადგილი: თქვენ გიყვართ არატრადიციული არდადეგები, ამიტომ ახალი წელი არაჩვეულებრივ და უჩვეულო ადგილას უნდა აღნიშნოთ. ეს შეიძლება იყოს უცნაური წვეულება, სადაც სტუმრებს შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი კრეატიულობა, ან ღონისძიება მოულოდნელი ელემენტებით.

თევზები

ჩაცმულობა: შეგეფერებათ რბილი და მისტიკური ფერები: ზღვის ტალღისფერი, პასტელი გამა, ვერცხლისფერი. ტანსაცმელი უნდა იყოს მსუბუქი, ჰაეროვანი და კომფორტული, ისეთი დეკორატიული ელემენტებით, როგორიცაა ბუმბული, მაქმანი.

შეხვედრის ადგილი: ახალი წლის აღნიშვნას ამჯობინებთ ინტიმურ, მშვიდ გარემოში. ეს შეიძლება იყოს საყვარელ ადამიანებთან ერთად ზღვის სანაპიროზე ან ლამაზ ადგილას სასიამოვნო ინტერიერით. მთავარია გქონდეთ დასვენების და შინაგანი ჰარმონიის შეგრძნება.