სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2025 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგნოზი ასტროლოგიურ ჭრილში - ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზი
2025 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგნოზი ასტროლოგიურ ჭრილში - ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზი

(პლა­ნე­ტა­რუ­ლი ინ­გრე­სი­ე­ბი და ციკ­ლე­ბი)

ურა­ნის ინ­გრე­სია

ურა­ნი კუ­როს ნი­შან­ში პირ­ვე­ლად 2018 წელს შე­ვი­და და სა­ბო­ლო­ოდ მას 2026 წლის აპ­რილ­ში და­ტო­ვებს, თუმ­ცა 2025 წლის 7 ივ­ლი­სი­დან - 2025 წლის 8 ნო­ემ­ბრამ­დე ურა­ნი ტყუპ­ში მცი­რე ხნით იმოძ­რა­ვებს (შემ­დეგ რეტ­როგ­რა­დუ­ლი მოძ­რა­ო­ბით დაბ­რუნ­დე­ბა კუ­რო­ში და რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, სა­ბო­ლო­ოდ, ტყუპ­ში 2026 წლის აპ­რილ­ში გა­და­ვა).

ურა­ნის ტრან­ზი­ტი ტყუ­პის ნი­შან­ში და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი წინსვლის მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებ­თან. ტყუ­პის ენერ­გია, რო­მე­ლიც სიმ­ბო­ლუ­რად გა­ნა­სა­ხი­ე­რებს იდე­ე­ბის გაც­ვლას, სწავ­ლას და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, ურა­ნის რე­ვო­ლუ­ცი­ურ ხა­სი­ათს აძ­ლი­ე­რებს და ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა სწრაფ ცვლი­ლე­ბებ­სა და ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ე­ბის და­ნერგვა­ზე.

ამ ტრან­ზი­ტის დროს ხში­რად იზ­რდე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა და მისი გა­და­ცე­მის ინო­ვა­ცი­უ­რი გზე­ბი. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ გა­მო­გო­ნე­ბე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პროგ­რე­სის სფე­რო­ში გაჩ­ნდეს ახა­ლი იდე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფუნ­და­მენ­ტუ­რად შეც­ვლის სა­ზო­გა­დო­ე­ბას. მა­გა­ლი­თად, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ახა­ლი გარ­ღვე­ვე­ბი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მე­ბის, მე­დი­ის და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც კი­დევ უფრო მე­ტად და­ა­კავ­ში­რებს გლო­ბა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. მუნ­და­ნურ დო­ნე­ზე, ურა­ნი ტყუპ­ში აძ­ლი­ე­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რესს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბი­სად­მი. ჩნდე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი გაც­ვლა-გა­მოც­ვლის ახა­ლი ფორ­მე­ბი, იზ­რდე­ბა მრა­ვა­ლე­ნო­ვა­ნი პლატ­ფორ­მე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნა. ურა­ნის ეს ტრან­ზი­ტი ასე­ვე ხაზს უს­ვამს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას, რად­გან კო­ლექ­ტი­უ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბა მო­ი­თხოვს სწავ­ლის უფრო მოქ­ნილ, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად მდი­დარ და მრა­ვალ­ფე­რო­ვან მიდ­გო­მას. სატ­რან­სპორ­ტო სფე­რო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის წა­მო­წყე­ბა, რო­გო­რი­ცაა მა­ღალ­სიჩ­ქა­რი­ა­ნი კავ­ში­რე­ბის ან ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ენერ­გი­ის სის­ტე­მე­ბის და­ნერგვა.

სა­ტურ­ნის ინ­გრე­სია

სა­ტურ­ნი ვერ­ძის ნი­შან­ში 25 მა­ისს შევა, შემ­დეგ 1 სექ­ტემ­ბერს, რეტ­როგ­რა­დუ­ლი მოძ­რა­ო­ბით დაბ­რუნ­დე­ბა თევ­ზებ­ში და უკვე სა­ბო­ლო­ოდ, ვერ­ძში 2026 წლის 14 თე­ბერ­ვალს გა­და­ვა. ეს მი­ა­ნიშ­ნებს, რომ 2025 წელს პირ­ველ ეტა­პად და­ი­წყე­ბა და შემ­დეგ უკვე 2026-28 წლებ­ში დღის წეს­რიგ­ში დად­გე­ბა ახა­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, მაგ­რამ ამის პა­რა­ლე­ლუ­რად გაჩ­ნდე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბი და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბიც. სა­ტურ­ნის ეს გან­ლა­გე­ბა ხაზს უს­ვამს იმ­პულ­სე­ბი­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა საქ­მე ეხე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის სტრა­ტე­გი­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. ვერ­ძის ენერ­გია სა­ტურ­ნის სტრუქ­ტუ­რა­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აკავ­ში­რებს, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ხა­ტოს მკვეთ­რი, მაგ­რამ მო­ზო­მი­ლი ქმე­დე­ბე­ბით. ამ პე­რი­ოდ­ში ხში­რად ხდე­ბა კა­ნო­ნე­ბის გამ­კაც­რე­ბა, სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­და­ხედ­ვა ან ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა, რომ­ლე­ბიც მი­მარ­თუ­ლია კო­ლექ­ტი­უ­რი რე­სურ­სე­ბის უკე­თე­სად ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე. მე­ო­რე მხრივ, ეს გან­ლა­გე­ბა შე­იძ­ლე­ბა მი­ა­ნიშ­ნებ­დეს სირ­თუ­ლე­ებ­ზე ლი­დე­რო­ბა­ში, გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბულ რე­ფორ­მებ­სა და კონ­ფლიქ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც მო­ი­თხოვს მოთ­მი­ნე­ბას, სტრა­ტე­გი­უ­ლო­ბა­სა და გრძელ­ვა­დი­ან ხედ­ვას.

იუ­პი­ტე­რის ინ­გრე­სია

2025 წლის 10 ივ­ნისს გან­ვი­თა­რე­ბის, პროგ­რე­სის და გა­მარ­ჯვე­ბის პლა­ნე­ტა ტყუ­პი­დან კირჩხიბ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს და იქ 2026 წლის ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე იმოძ­რა­ვებს. იუ­პი­ტე­რის კირჩხი­ბის ნი­შან­ში გა­დას­ვლა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ემო­ცი­უ­რი სიღ­რმეს­თან, კო­ლექ­ტი­ურ და სო­ცი­ა­ლურ ზრუნ­ვას­თან, ასე­ვე ოჯა­ხუ­რი, ეროვ­ნუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას­თან. კირჩხი­ბი უკავ­შირ­დე­ბა - სახ­ლს, სამ­შობ­ლო­სა და ემო­ცი­ურ კავ­ში­რებს, ასე რომ იუ­პი­ტე­რის გავ­ლე­ნით კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ერ­თი­ა­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა. ბევ­რი ქვე­ყა­ნა ფო­კუ­სირ­დე­ბა ისეთ შიდა სა­კი­თხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სო­ცი­ა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, სა­ბი­ნაო პროგ­რა­მე­ბი­სა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ან შიდა ეკო­ნო­მი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა. იუ­პი­ტე­რი ასე­ვე ხელს უწყობს ოჯა­ხუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის პროგ­რა­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­სა და გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­აქ­ტი­ურ­დეს მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხე­ბი, რა­საც თან სდევ­დეს ეროვ­ნუ­ლი ან ეთ­ნი­კუ­რი იდენ­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ კლი­მა­ტუ­რი და ეკო­ლო­გი­უ­რი თე­მა­ტი­კა გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას შე­ი­ძენს, რად­გან კირჩხი­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია წყალ­თან, ზღვებ­თან და გა­რე­მოს დაც­ვას­თან. შე­საძ­ლოა, გაძ­ლი­ერ­დეს ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი ეკო­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის­თვის და ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­დეს წყლის რე­სურ­სებ­ზე. იუ­პი­ტე­რის ეს პო­ზი­ცია ასე­ვე მი­ა­ნიშ­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ემო­ცი­ურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვა­ზე, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სა­ერ­თო სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე.

შავი მთვა­რის (ლი­ლი­ტის) ინ­გრე­სია

* 2024 წლის 29 ივ­ნი­სი­დან - 2025 წლის 27 მარ­ტამ­დე ლი­ლი­ტი იმ­ყო­ფე­ბა სას­წო­რის ნი­შან­ში, რაც გაძ­ლი­ე­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს კო­ლექ­ტი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებს, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­სა და დიპ­ლო­მა­ტი­ას. ამ პე­რი­ოდ­ში გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე ჩნდე­ბა კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, სა­დაც ჰარ­მო­ნი­ი­სა და ბა­ლან­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი ხში­რად ეჯა­ხე­ბა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს, პო­ლი­ტი­კუ­რი კომ­პრო­მი­სე­ბის მიღ­წე­ვის სირ­თუ­ლე­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის აგ­რე­სი­ულ ბრძო­ლას. სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მა­ღა­ლია წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის იმედ­გაც­რუ­ე­ბა.

* 2025 წლის 27 მარ­ტი­დან - 2025 წლის 20 დე­კემ­ბრამ­დე ლი­ლი­ტის გა­დას­ვლა მო­რი­ე­ლის ნი­შან­ში სამ­ყა­როს დი­ნა­მი­კა­ში შე­მო­ი­ტანს კრი­ზი­სე­ბის, ტრანსფორ­მა­ცი­ე­ბის და ფა­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბის აქ­ტი­ვა­ცი­ას. პო­ლი­ტი­კურ, სო­ცი­ა­ლურ თუ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დო­ნე­ზე და­ი­წყე­ბა ღრმა ემო­ცი­უ­რი, ენერ­გე­ტი­კუ­ლი და ფი­ნან­სუ­რი ბრძო­ლა. მო­ი­მა­ტებს გლო­ბა­ლუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის და სა­ი­დუმ­ლო გეგ­მე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ლო­გი­ის სა­კი­თხებ­ში შე­იქ­მნას კრი­ზი­სუ­ლი ვი­თა­რე­ბე­ბი, ხოლო კო­ლექ­ტი­ურ დო­ნე­ზე გა­იზ­რდე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბის სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უმე­ტეს­წი­ლად შიშ­ზე იქ­ნე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. მო­რი­ე­ლის სიმ­ბო­ლი­კა - ეს არის სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის წრებ­რუნ­ვა, ამი­ტომ ბევ­რი კულ­ტუ­რა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღ­მოჩ­ნდე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის წი­ნა­შე, რაც გა­მო­იწ­ვევს ძვე­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის ნგრე­ვას და ახა­ლი სის­ტე­მე­ბის შექ­მნის­კენ სწრაფ­ვას (2025 წლის 20 დე­კემ­ბრი­დან ლი­ლი­ტის გა­და­ვა მშვილ­დო­სან­ში, თუმ­ცა მისი გავ­ლე­ნა ძი­რი­თა­დად 2026 წელს გა­მოვ­ლინ­დე­ბა)

numerologia

ას­ტრო­ნუ­მე­რო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზი

ამ თვალ­საზ­რი­სით, 2025 წელი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ციფ­რებ­თან 2 და 5. ეს არის "გა­ო­რე­ბუ­ლი" მთვა­რი­სა და მერ­კუ­რის სინ­თე­ზი. ეს არის 2/3 მთვა­რი­სა და 1/3 მერ­კუ­რის ენერ­გია. პირ­ვე­ლი წარ­მო­ად­გენს ემო­ცი­ას, პი­რად ქვეც­ნო­ბი­ერს, ქა­ლუ­რო­ბას, "ინ" ენერ­გი­ას, ინ­ტუ­ი­ცი­ას, სი­ფა­ქი­ზეს, წარ­სულს, ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბას, ხოლო მერ­კუ­რი - ეს არის აზ­როვ­ნე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა-გა­და­ცე­მა, ინ­ტე­ლექ­ტი, ცოდ­ნა, სწავ­ლა, გა­და­ად­გი­ლე­ბა, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს იქ­ნე­ბა საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი წელი და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა ქა­ლე­ბის­თვის და იმ სფე­რო­ე­ბის­თვის, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბას არა ფი­ზი­კუ­რი ძალა, ემო­ცი­უ­რი ემო­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტი და მოქ­ნი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ ლო­გი­კუ­რი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი გან­წი­რუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან. თუ ისი­ნი შეძ­ლე­ბენ სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ის მარ­თვას, მა­შინ ისი­ნიც შეძ­ლე­ბენ მიზ­ნე­ბის სწო­რად და­გეგ­მვა­სა და მათ მიღ­წე­ვას.

2025 წლის ჯამი გვაძ­ლევს რი­ცხვს 9 (2+0+2+5 = 9). ეს უკვე მარ­სის ძალა, მი­ზან­სწრაფ­ვა, დი­ნა­მიზ­მი და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბაა. ასე რომ, მარ­სის გავ­ლე­ნით 2025 წელ­ში სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­მოვ­ლე­ნა. იმ ადა­მი­ანს, ვი­საც გან­ვი­თა­რე­ბა სურს, კი არ უნდა და­ე­ლო­დოს, არა­მედ აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში უნდა შე­ე­ცა­დოს სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­ღე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

2025 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგნოზი ასტროლოგიურ ჭრილში - ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზი

2025 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგნოზი ასტროლოგიურ ჭრილში - ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზი

(პლანეტარული ინგრესიები და ციკლები)

ურანის ინგრესია

ურანი კუროს ნიშანში პირველად 2018 წელს შევიდა და საბოლოოდ მას 2026 წლის აპრილში დატოვებს, თუმცა 2025 წლის 7 ივლისიდან - 2025 წლის 8 ნოემბრამდე ურანი ტყუპში მცირე ხნით იმოძრავებს (შემდეგ რეტროგრადული მოძრაობით დაბრუნდება კუროში და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საბოლოოდ, ტყუპში 2026 წლის აპრილში გადავა).

ურანის ტრანზიტი ტყუპის ნიშანში დაკავშირებულია კომუნიკაციის, ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალური წინსვლის მნიშვნელოვან ცვლილებებთან. ტყუპის ენერგია, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს იდეების გაცვლას, სწავლას და მრავალფეროვნებას, ურანის რევოლუციურ ხასიათს აძლიერებს და ფოკუსირებული ხდება სწრაფ ცვლილებებსა და ახალი კონცეფციების დანერგვაზე.

ამ ტრანზიტის დროს ხშირად იზრდება ინფორმაციის მნიშვნელობა და მისი გადაცემის ინოვაციური გზები. შესაძლებელია, რომ გამოგონებებისა და ტექნოლოგიური პროგრესის სფეროში გაჩნდეს ახალი იდეები, რომლებიც ფუნდამენტურად შეცვლის საზოგადოებას. მაგალითად, მოსალოდნელია ახალი გარღვევები კომუნიკაციის, სატრანსპორტო სისტემების, მედიის და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში, რომლებიც კიდევ უფრო მეტად დააკავშირებს გლობალურ საზოგადოებას. მუნდანურ დონეზე, ურანი ტყუპში აძლიერებს საზოგადოების ინტერესს მრავალფეროვნებისა და სიახლეებისადმი. ჩნდება კულტურული გაცვლა-გამოცვლის ახალი ფორმები, იზრდება მრავალენოვანი პლატფორმების მნიშვნელობა და ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნა. ურანის ეს ტრანზიტი ასევე ხაზს უსვამს განათლების სისტემის რეფორმების საჭიროებას, რადგან კოლექტიური ცნობიერება მოითხოვს სწავლის უფრო მოქნილ, ტექნოლოგიურად მდიდარ და მრავალფეროვან მიდგომას. სატრანსპორტო სფეროში მოსალოდნელია ინოვაციური პროექტების წამოწყება, როგორიცაა მაღალსიჩქარიანი კავშირების ან ალტერნატიული ენერგიის სისტემების დანერგვა.

სატურნის ინგრესია

სატურნი ვერძის ნიშანში 25 მაისს შევა, შემდეგ 1 სექტემბერს, რეტროგრადული მოძრაობით დაბრუნდება თევზებში და უკვე საბოლოოდ, ვერძში 2026 წლის 14 თებერვალს გადავა. ეს მიანიშნებს, რომ 2025 წელს პირველ ეტაპად დაიწყება და შემდეგ უკვე 2026-28 წლებში დღის წესრიგში დადგება ახალი სტრუქტურების შექმნის აუცილებლობა, მაგრამ ამის პარალელურად გაჩნდება შეზღუდვები და წინააღმდეგობებიც. სატურნის ეს განლაგება ხაზს უსვამს იმპულსებისა და ძალაუფლების სწორად გამოყენების საჭიროებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება სახელმწიფოს ან საზოგადოების სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს. ვერძის ენერგია სატურნის სტრუქტურასა და პასუხისმგებლობას აკავშირებს, რაც შეიძლება გამოიხატოს მკვეთრი, მაგრამ მოზომილი ქმედებებით. ამ პერიოდში ხშირად ხდება კანონების გამკაცრება, სტრატეგიული გადაწყვეტილებების გადახედვა ან ახალი რეგულაციების შემოღება, რომლებიც მიმართულია კოლექტიური რესურსების უკეთესად ორგანიზებაზე. მეორე მხრივ, ეს განლაგება შეიძლება მიანიშნებდეს სირთულეებზე ლიდერობაში, გაჭიანურებულ რეფორმებსა და კონფლიქტებზე, რომლებიც მოითხოვს მოთმინებას, სტრატეგიულობასა და გრძელვადიან ხედვას.

იუპიტერის ინგრესია

2025 წლის 10 ივნისს განვითარების, პროგრესის და გამარჯვების პლანეტა ტყუპიდან კირჩხიბში გადაინაცვლებს და იქ 2026 წლის ივნისის ბოლომდე იმოძრავებს. იუპიტერის კირჩხიბის ნიშანში გადასვლა დაკავშირებულია ემოციური სიღრმესთან, კოლექტიურ და სოციალურ ზრუნვასთან, ასევე ოჯახური, ეროვნული და კულტურული ფასეულობების გაძლიერებასთან. კირჩხიბი უკავშირდება - სახლს, სამშობლოსა და ემოციურ კავშირებს, ასე რომ იუპიტერის გავლენით კიდევ უფრო გაძლიერდება ეროვნული იდენტობის, ტრადიციებისა და ერთიანობის მნიშვნელობა. ბევრი ქვეყანა ფოკუსირდება ისეთ შიდა საკითხებზე, როგორიცაა სოციალური უსაფრთხოების გაძლიერება, საბინაო პროგრამებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ან შიდა ეკონომიკური მხარდაჭერა. იუპიტერი ასევე ხელს უწყობს ოჯახური კეთილდღეობის პროგრამების გაძლიერებას, ბავშვთა უფლებების დაცვასა და განათლების განვითარებას. ასევე შეიძლება გააქტიურდეს მიგრაციის საკითხები, რასაც თან სდევდეს ეროვნული ან ეთნიკური იდენტობის შენარჩუნების სურვილი. უნდა აღინიშნოს, რომ კლიმატური და ეკოლოგიური თემატიკა განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს, რადგან კირჩხიბი დაკავშირებულია წყალთან, ზღვებთან და გარემოს დაცვასთან. შესაძლოა, გაძლიერდეს ინიციატივები ეკოლოგიური პროექტებისთვის და ყურადღება გამახვილდეს წყლის რესურსებზე. იუპიტერის ეს პოზიცია ასევე მიანიშნებს საზოგადოების ემოციურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე ზრუნვაზე, ფსიქოლოგიური სერვისების განვითარებასა და საერთო სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებაზე.

შავი მთვარის (ლილიტის) ინგრესია

* 2024 წლის 29 ივნისიდან - 2025 წლის 27 მარტამდე ლილიტი იმყოფება სასწორის ნიშანში, რაც გაძლიერებულ ყურადღებას უთმობს კოლექტიურ ურთიერთობებს, სამართლიანობასა და დიპლომატიას. ამ პერიოდში გლობალურ დონეზე ჩნდება კონფლიქტური სიტუაციები, სადაც ჰარმონიისა და ბალანსის შენარჩუნების სურვილი ხშირად ეჯახება მანიპულაციებს, პოლიტიკური კომპრომისების მიღწევის სირთულესა და ძალაუფლებისთვის აგრესიულ ბრძოლას. საერთაშორისო ურთიერთობებში მაღალია წარუმატებელი მოლაპარაკებების იმედგაცრუება.

* 2025 წლის 27 მარტიდან - 2025 წლის 20 დეკემბრამდე ლილიტის გადასვლა მორიელის ნიშანში სამყაროს დინამიკაში შემოიტანს კრიზისების, ტრანსფორმაციების და ფარული პროცესების აქტივაციას. პოლიტიკურ, სოციალურ თუ ინდივიდუალურ დონეზე დაიწყება ღრმა ემოციური, ენერგეტიკული და ფინანსური ბრძოლა. მოიმატებს გლობალური მანიპულაციების და საიდუმლო გეგმების გამჟღავნების ალბათობა. შესაძლებელია ეკონომიკისა და ეკოლოგიის საკითხებში შეიქმნას კრიზისული ვითარებები, ხოლო კოლექტიურ დონეზე გაიზრდება ცვლილებების სურვილი, რომელიც უმეტესწილად შიშზე იქნება დაფუძნებული. მორიელის სიმბოლიკა - ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის წრებრუნვა, ამიტომ ბევრი კულტურა და საზოგადოება აღმოჩნდება აუცილებელი ტრანსფორმაციის წინაშე, რაც გამოიწვევს ძველი სტრუქტურების ნგრევას და ახალი სისტემების შექმნისკენ სწრაფვას (2025 წლის 20 დეკემბრიდან ლილიტის გადავა მშვილდოსანში, თუმცა მისი გავლენა ძირითადად 2026 წელს გამოვლინდება)

numerologia

ასტრონუმეროლოგიური ანალიზი

ამ თვალსაზრისით, 2025 წელი დაკავშირებულია ციფრებთან 2 და 5. ეს არის „გაორებული“ მთვარისა და მერკურის სინთეზი. ეს არის 2/3 მთვარისა და 1/3 მერკურის ენერგია. პირველი წარმოადგენს ემოციას, პირად ქვეცნობიერს, ქალურობას, „ინ“ ენერგიას, ინტუიციას, სიფაქიზეს, წარსულს, ირაციონალურობას, ხოლო მერკური - ეს არის აზროვნება, კომუნიკაცია, ინფორმაციის მიღება-გადაცემა, ინტელექტი, ცოდნა, სწავლა, გადაადგილება, რაციონალურობა. აქედან გამომდინარე, ეს იქნება საკმაოდ ემოციური წელი და განსაკუთრებით სასიკეთო იქნება ქალებისთვის და იმ სფეროებისთვის, რომლის განვითარებას არა ფიზიკური ძალა, ემოციური ემოციური ინტელექტი და მოქნილება სჭირდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ლოგიკური და რაციონალური ადამიანები განწირულები იქნებიან. თუ ისინი შეძლებენ საკუთარი ემოციის მართვას, მაშინ ისინიც შეძლებენ მიზნების სწორად დაგეგმვასა და მათ მიღწევას.

2025 წლის ჯამი გვაძლევს რიცხვს 9 (2+0+2+5 = 9). ეს უკვე მარსის ძალა, მიზანსწრაფვა, დინამიზმი და ბრძოლისუნარიანობაა. ასე რომ, მარსის გავლენით 2025 წელში საჭირო იქნება ინიციატივის გამოვლენა. იმ ადამიანს, ვისაც განვითარება სურს, კი არ უნდა დაელოდოს, არამედ აქტიურ რეჟიმში უნდა შეეცადოს სასურველი შედეგის მიღებას.