პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2025 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგნოზი: ასტროლოგიურ ჭრილში - რამაზ გიგაურის პროგნოზი
2025 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგნოზი: ასტროლოგიურ ჭრილში - რამაზ გიგაურის პროგნოზი

(მსოფ­ლიო და სა­ქარ­თვე­ლო)

მსოფ­ლიო

რო­გორც გა­სუ­ლი წლე­ბის პროგ­ნო­ზებ­შიც არა­ერ­თხელ აღ­ვნიშ­ნეთ, მსოფ­ლიო იმ­ყო­ფე­ბა ნე­გა­ტი­ურ პე­რი­ოდ­ში, რო­მე­ლიც და­ი­წყო 2018 წლის გა­ზა­ფხულ­ზე და ის მეტ-ნაკ­ლე­ბად დას­რუ­ლე­ბულ ფორ­მას მხო­ლოდ 2026 წლის გა­ზა­ფხუ­ლის­თვის მი­ი­ღებს. ამ პე­რი­ო­დის ერ­თგვა­რი "ფსკე­რი" 2022 წელი იყო (აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­სე­თი სწო­რედ ამ დროს და­ეს­ხა თავს უკ­რა­ი­ნას და რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი და­ი­წყო).

2023 წელი წარ­მო­ად­გენ­და ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი "ფსკე­რის" გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას, 2024 წელი კი იყო არა ამ "ორ­მო­დან"ერ­თბა­შად ამოხ­ტო­მის პე­რი­ო­დი, არა­მედ იმ "გა­დამ­რჩე­ნი" ფორ­მე­ბის ძი­ე­ბა, რომ­ლე­ბიც შექ­მნილ კრი­ზისს და­ას­რუ­ლებ­დნენ (აქ ბუ­ნებ­რი­ვია, პირ­ველ რიგ­ში რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი იგუ­ლის­ხმე­ბა). ასე რომ, სწო­რედ 2025 წელი უნდა აღ­მოჩ­ნდეს დრო­ის ის მო­ნაკ­ვე­თი, რო­დე­საც ბევ­რი კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით ამა თუ ქვე­ყა­ნას, რე­გი­ონს აწევს - დას­რუ­ლე­ბის­კენ წავა (სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­ნოზს ქვე­მოთ შე­ვე­ხე­ბი, თუმ­ცა აქვე უნდა ით­ქვას, რომ ამა­ში სა­ქარ­თვე­ლოც იგუ­ლის­ხმე­ბა).

თუმ­ცა აქ კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რი უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. ეს არის ე.წ. ეპო­ქა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც 2020 წლის 21 დე­კემ­ბერს მოხ­და. ამ დროს მერ­წყუ­ლის ნი­შან­ში ერ­თმა­ნეთს იუ­პი­ტე­რი და სა­ტურ­ნი შე­უ­ერ­თდნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს შე­ერ­თე­ბა ოც წე­ლი­წად­ში ერთხელ ხდე­ბა, ამ­ჯე­რად ეს შე­ერ­თე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, რად­გან ეს მოხ­და ჰა­ე­რის სტი­ქი­ა­ში და ასე ვთქვათ, ჰა­ე­რის სტი­ქი­ამ "ჩა­ა­ნაც­ვლა" მიწა, რაც ფორ­მე­ბის რყე­ვებ­სა და ჩა­მოშ­ლას გუ­ლის­ხმობს. "სტი­ქი­ე­ბის ცვლი­ლე­ბას" ყო­ველ­თვის მოს­დევს კრი­ზი­სე­ბი და 2025 წელს ყვე­ლა ეს კრი­ზი­სი ასე ვთქვათ, ერთ წერ­ტილ­ში მო­იყ­რის თავს (ცხა­დია აქ იგუ­ლის­ხმე­ბა არა ფი­ზი­კურ-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი, არა­მედ უფრო ტრან­სცენ­დენ­ტუ­ლი სივ­რცე). სწო­რედ ამი­ტომ, 2025 წელი ბევრ კრი­ზისს და­ას­რუ­ლებს ან გა­მოჩ­ნდე­ბა ასე ვთქვათ, და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სი, ან შე­იძ­ლე­ბა ეს კრი­ზი­სი გახ­დეს სა­ყო­ველ­თაო და ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რი (იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც კა­ცობ­რი­ო­ბის უმე­ტე­სო­ბას აწუ­ხებ­და, სწო­რედ 2025 წელს დას­რულ­დე­ბა ან თით­ქმის დას­რულ­დე­ბა).

თუ ე.წ. გუ­შონ-ბარ­ბოს ციკ­ლებს გა­დავ­ხე­დავთ, ვნა­ხავთ, რომ 2000 წლის შემ­დეგ ორი "მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი" იყო - პირ­ვე­ლი, 2008-10 წლებ­ში და მე­ო­რე 2022-24 წლებ­ში (ეს ციკ­ლე­ბი ამ ეტა­პის მაქ­სი­მუმს მხო­ლოდ 2028-30 წლებ­ში მი­აღ­წევს). აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 2025 წლის დი­ნა­მი­კა შე­იძ­ლე­ბა უფრო ჩავ­თვა­ლოთ სვლა "ქვე­მო­დან - ზე­მოთ", ანუ ის გარ­დამ­ტე­ხი მოქ­მე­დე­ბე­ბი თუ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­მარ­თუ­ლი იყო 2022-24 წლებ­ში შექ­მნი­ლი კრი­ზი­სე­ბის აღ­მო­ფხვრის­კენ, 2025 წლი­დან უფრო გა­მო­იკ­ვე­თე­ბა და შე­სამ­ჩნე­ვი გახ­დე­ბა, რაც ადა­მი­ა­ნებს მათი დას­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს.

2025-2026 წლის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი – სამი ნელა მოძ­რა­ვი პლა­ნე­ტის - ნეპ­ტუ­ნის, ურა­ნის და სა­ტურ­ნის ინ­გრე­სი­აა (ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის შეც­ვლაა), ანუ ისი­ნი სხვა ნიშ­ნებ­ში გა­დავ­ლენ: ნეპ­ტუ­ნი და სა­ტურ­ნი - ვერ­ძში, ხოლო ურა­ნი – ტყუპ­ში. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ 2025 წელს სა­მი­ვე პლა­ნე­ტა ამ ინ­გრე­სი­ე­ბის შემ­დეგ რეტ­როგ­რა­დუ­ლი მოძ­რა­ო­ბით და­უბ­რუნ­დე­ბი­ან შე­სა­ბა­მი­სად, თევ­ზებ­სა და კუ­როს და სა­ბო­ლო­ოდ, ისი­ნი 2026 წლებ­ში ისევ ხე­ლახ­ლა შევ­ლენ ვერ­ძი­სა და ტყუ­პის ნი­შან­ში. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ 2025-26 წლე­ბი ერთ ფა­ზად უნდა მო­ვი­აზ­როთ, ანუ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2025 გარ­კვე­ულ­წი­ლად აგ­რძე­ლებს 2024 წლის ტენ­დენ­ცი­ებს, ის უფრო მე­ტად კავ­შირ­შია 2026 წელ­თან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 2025 წელს ბევ­რი ახა­ლი რე­ა­ლო­ბა ფორ­მირ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც 2026 წელს მი­ნი­მუმ, დას­რულ­დე­ბა და მაქ­სი­მუმ, გან­ვი­თარ­დე­ბა.

აქვე არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ 2024 წლის ბო­ლოს პლუ­ტო­ნი სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ვი­და მერ­წყუ­ლის ნი­შან­ში და თა­ვის კოს­მო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი ენერ­გი­ის გა­მოვ­ლე­ნას სწო­რედ 2025 წლი­დან და­ი­წყებს. ასე რომ, ურა­ნის, ნეპ­ტუ­ნის, პლუ­ტო­ნის, ანუ რო­გორც მათ ას­ტრო­ლო­გი­ა­ში უწო­დე­ბენ "უნი­ვერ­სა­ლუ­რი" პლა­ნე­ტე­ბის ინ­გრე­სია მი­უ­თი­თებს ეპო­ქა­ლურ ცვლი­ლე­ბებ­ზე, წარ­სუ­ლი­სა და მო­მავ­ლის ენერ­გი­ე­ბის ბრძო­ლა­ზე. 2025 წლი­დან დრო "ხდე­ბა" დი­ნა­მი­კუ­რი, ინ­ტენ­სი­უ­რი, რაც გუ­ლის­ხმობს, ენერ­გი­ის გა­ნახ­ლე­ბას და მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კურ ცვლი­ლე­ბებს.

2025 წლის მთა­ვა­რი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ას­პექ­ტი

2025 წლის მთა­ვა­რი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ფონი სა­ტურ­ნი­სა და ნეპ­ტუ­ნის შე­ერ­თე­ბა იქ­ნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზუს­ტი შე­ერ­თე­ბა მხო­ლოდ 2026 წლის 20 თე­ბერ­ვალს იქ­ნე­ბა, მისი გავ­ლე­ნა მთე­ლი 2025 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა (გან­სა­კუთ­რე­ბით საგ­რძნო­ბი მე­ო­რე და მე­სა­მე კვარ­ტალ­ში იქ­ნე­ბა). ას­ტრო­ლო­გი­ა­ში სა­ტურ­ნი სის­ტე­მის, სტრუქ­ტუ­რი­სა და რე­ა­ლო­ბის, ხოლო ნეპ­ტუ­ნი წარ­მო­სახ­ვის, ოც­ნე­ბე­ბი­სა და ილუ­ზი­ე­ბის პლა­ნე­ტაა. მათი შე­ერ­თე­ბა კი მი­ა­ნიშ­ნებს ყვე­ლა იმ ილუ­ზი­უ­რი გა­რე­მო­ე­ბი­დან გა­მორ­კვე­ვა­ზე და "რე­ა­ლო­ბის სარ­კე­ში ჩა­ხედ­ვა­ზე", რო­მელ­შიც ბოლო წლებ­ში მსოფ­ლიო იმ­ყო­ფე­ბა.

ამ ას­პექ­ტის კი­დევ ერთი გან­მარ­ტე­ბაა, წარ­მო­სახ­ვის რე­ა­ლი­ზა­ცია, ილუ­ზი­ე­ბის ნგრე­ვა და გეგ­მე­ბის რე­ა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბა. ეს მი­ა­ნიშ­ნებს, რომ წინა წლებ­ში დაგ­რო­ვი­ლი ილუ­ზია სწო­რედ 2025 წელს "ჩა­ი­ფუ­შე­ბა". ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ეს პრო­ცე­სი მტკივ­ნე­უ­ლად გან­ვი­თარ­დე­ბა, თუმ­ცა სა­ბო­ლოო ჯამ­ში სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სო­ცი­უმს ეს თვით­გა­მორ­კვე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ეს ასე­ვე მი­ა­ნიშ­ნებს სის­ტე­მურ და სტრუქ­ტუ­რულ ცვლი­ლე­ბებ­ზე, სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი და პრაგ­მა­ტუ­ლი გზე­ბის ძი­ე­ბა­ზე, ქა­ო­სის და­ლა­გე­ბა-მო­წეს­რი­გე­ბას და მო­ტი­ვა­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე. ეს ას­პექ­ტი იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლია, რომ ადა­მი­ა­ნებ­ში შე­საძ­ლოა, წარ­მო­იშ­ვას კონ­ფლიქ­ტე­ბი მათ იდე­ებ­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ფორ­მებს შო­რის.

რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, სა­ტურ­ნი ყო­ველ­თვის უკავ­შირ­დე­ბა სტრუქ­ტუ­რას, დის­ციპ­ლი­ნას და სიმ­ყა­რეს, ხოლო ნეპ­ტუ­ნი – ილუ­ზი­ებს, იდე­ა­ლიზმს და შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბას. მათი კომ­ბი­ნა­ცია მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ ბევრ ადა­მი­ანს მო­უ­წევს უფრო პრაქ­ტი­კუ­ლად მი­უდ­გეს თა­ვის ფან­ტა­ზი­ებ­სა და მიზ­ნებს. ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი, რათა ოც­ნე­ბა­ში გა­და­სუ­ლი სურ­ვი­ლე­ბი რე­ა­ლურ პრო­ექ­ტე­ბად გა­და­აქ­ცი­ონ. თუ ანა­ლი­ზუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის ტერ­მი­ნო­ლო­გი­ას გა­მო­ვი­ყე­ნებთ, ეს იქ­ნე­ბა კო­ლექ­ტი­უ­რი არაც­ნო­ბი­ე­რის ტრანსფორ­მა­ცი­ის პე­რი­ო­დი (რო­გორც 2025, ისე 2026 წელი). მა­გა­ლი­თად, ბო­ლოს სა­ტურ­ნი-ნეპ­ტუ­ნის შე­ერ­თე­ბა 1989 წელს იყო (ეს ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა 36 წელ­ში ერთხელ ხდე­ბა). თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, რა პრო­ცე­სე­ბი ხდე­ბო­და, რო­გორც მა­შინ­დელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, ისე მთელ მსოფ­ლი­ო­ში, მივ­ხვდე­ბით, რომ ეს მი­ა­ნიშ­ნებს უდი­დეს გა­მოწ­ვე­ვებ­ზე. დიდი ალ­ბა­თო­ბით ეს იქ­ნე­ბა ძვე­ლი სის­ტე­მე­ბის ნგრე­ვა და ახა­ლი, პროგ­რე­სუ­ლი იდე­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა და ეკო­ნო­მი­კა დიდ­წი­ლად გარ­და­იქ­მნე­ბა, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძლი­ე­რი მო­თხოვ­ნის ფონ­ზე ბევ­რი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­ეც­დე­ბა ეს ყო­ვე­ლი­ვე გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, მი­ი­ღოს სიღ­რმი­სე­უ­ლი და რაც მთა­ვა­რია, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რათა თავი გა­არ­თვას არ­სე­ბულ კრი­ზი­სებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებს. გარ­და ამი­სა, ეს იქ­ნე­ბა ასე ვთქვათ, სუ­ლი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაც - ადა­მი­ა­ნე­ბი და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან თვით­გან­ვი­თა­რე­ბით, სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კე­ბით, ფსი­ქო­ლო­გი­ი­თა და მე­დი­ტა­ცი­ით.

2025 წლის გა­ზა­ფხულ­სა და ზა­ფხულ­ში და­ვი­ნა­ხავთ, თუ რა ტენ­დენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უნდა ვე­ლო­დოთ 2026 წელს. სწო­რედ, 2025 წლის აპ­რი­ლი­დან სექ­ტემ­ბრამ­დე პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა პიკი იმ ბო­ბო­ქა­რი პე­რი­ო­დი­სა, რო­მე­ლიც და­ი­წყო 2024 წლის მე­ო­თხე კვარ­ტალ­ში და დას­რულ­დე­ბა 2026 წელს. ეს იქ­ნე­ბა ერ­თგვა­რი "შემ­კრე­ბი წერ­ტი­ლი", სა­დაც თავს მო­იყ­რის ბევ­რი სა­კი­თხი და მათი მოგ­ვა­რე­ბა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან, ეკო­ნო­მის­ტე­ბის­გან, ფი­ნან­სის­ტე­ბის­გან და მეც­ნი­ე­რე­ბის­გან დიდ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს. ამა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, ურა­ნის - ტყუ­პის, ხოლო სა­ტურ­ნის - ვერ­ძის ნი­შან­ში გა­დას­ვლა (ეს პირ­ვე­ლი შე­მოტ­რი­ა­ლე­ბის წერ­ტი­ლი იქ­ნე­ბა და ამ ყვე­ლაფ­რის გა­ნახ­ლე­ბა 2026 წლის პირ­ვე­ლი კვარ­ტალ­ში მოხ­დე­ბა).

2025 წელი ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვას მო­უ­ტანს არა მხო­ლოდ გან­ვი­თა­რე­ბად, არა­მედ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­საც. მნიშ­ვნე­ლო­ვან რყე­ვებს უნდა ვე­ლო­დოთ ამე­რი­კა­ში, ჩი­ნეთ­ში, ირან­სა და რუ­სეთ­ში (გან­სა­კუთ­რე­ბით ამ უკა­ნას­კნელ­თან მი­მარ­თე­ბა­შია სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლი). ამ ქვეყ­ნებ­ში უნდა ვე­ლო­დოთ მოვ­ლე­ნე­ბის ბო­ბო­ქარ და მო­უ­ლოდ­ნელ გან­ვი­თა­რე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლო

ბუ­ნებ­რი­ვია, პირ­ველ კვარ­ტალ­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა ის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც 2024 წლის გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბის ჰო­როს­კოპს უკავ­შირ­დე­ბა (ეს არა­ერ­თხელ გან­ვი­ხი­ლეთ), რო­მე­ლიც რო­გორც გვახ­სოვს, კავ­შირ­ში იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ილუ­ზი­ის შექ­მნას და ტყუ­ი­ლე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბას­თან (მზე-ნეპ­ტუ­ნის შე­ერ­თე­ბა ას­ცენ­დენ­ტთან). 2025 წლის პირ­ვე­ლი სამი თვე ამ ყვე­ლაფ­რის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა და "ამოტ­რი­ა­ლე­ბა" იქ­ნე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს პე­რი­ო­დი არის "გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის" პე­რი­ო­დი პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის წინ. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­შია მა­ღა­ლი იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მთე­ლი რიგი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს (ან სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე რა­ი­მე შე­თან­ხმე­ბა იქ­ნას მიღ­წე­უ­ლი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის­თვის სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა). ასე რომ, 2025 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მკვეთ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ვი­ხი­ლოთ, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში წლის დარ­ჩე­ნილ პე­რი­ოდ­ში მოვ­ლე­ნე­ბი დიდი ალ­ბა­თო­ბით ბევ­რად უკეთ გან­ვი­თარ­დე­ბა. ამის­თვის კი 2025 წლის გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბის ჰო­როს­კო­პი გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

ამ ჰო­როს­კოპ­ში (20.03.2025. 13:01. თბი­ლი­სი) ვხე­დავთ, მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლია მე-10 მუნ­და­ნუ­რი სახ­ლი (სა­დაც ვხე­დავთ მზეს, მერ­კურს, ვე­ნე­რა­სა და ნეპ­ტუნს). ეს მი­ა­ნიშ­ნებს ქვეყ­ნის ლი­დე­რო­ბის, ავ­ტო­რი­ტე­ტის და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ტუ­სის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე. დიდი ალ­ბა­თო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე "გა­მოვ­ლინ­დე­ბა" რო­გორც ინი­ცი­ა­ტი­ვი­ა­ნი, გა­ბე­დუ­ლი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც სურს თა­ვის რე­გი­ონ­ში წამ­ყვა­ნი როლი და­ი­კა­ვოს.

მუნ­და­ნურ ჰო­როს­კოპ­ში მზე "ხაზს უს­ვამს" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცენ­ტრა­ლურ როლს და მის ახალ დი­ნა­მი­კას. მერ­კუ­რი "უზ­რუნ­ველ­ყოფს" ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ და კო­მუ­ნი­კა­ცი­ურ აქ­ტი­ვო­ბას, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სა და ახა­ლი პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბას "უწყობს ხელს". ვე­ნე­რა "ქმნის" ქვეყ­ნის­თვის მიმ­ზიდ­ველ და ჰარ­მო­ნი­ულ იმიჯს, რაც ეხ­მა­რე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში. ნეპ­ტუ­ნი, თა­ვის მხრივ, სუ­ლი­ერ და იდე­ა­ლის­ტურ გან­ზო­მი­ლე­ბას "ამა­ტებს", თუმ­ცა ეს მო­ი­თხოვს სიფრ­თხი­ლეს, რათა პრაქ­ტი­კუ­ლი მიზ­ნე­ბი ილუ­ზი­ებ­სა და არა­რე­ა­ლურ ხედ­ვებ­ში არ და­ი­კარ­გოს. ასე­თი გან­ლა­გე­ბა მო­ას­წა­ვებს დი­ნა­მი­კურ პე­რი­ოდს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა მი­ის­წრაფ­ვის ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სა და გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბის­კენ, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ემ­ყა­რე­ბო­დეს რე­ა­ლურ სტრა­ტე­გი­ებს და არა გა­და­ჭარ­ბე­ბულ ოპ­ტი­მიზმს და ილუ­ზი­ას (რო­მე­ლიც კი­დევ უფრო საგ­რძნო­ბი იყო 2024 წელს).

ამ ჰო­როს­კოპ­ში მარსს ვხე­დავთ კირჩხი­ბის ნი­შან­ში და პირ­ველ სახ­ლში (ას­ცენ­დენ­ტთან შე­ერ­თე­ბით), რაც მი­უ­თი­თებს ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის ძლი­ერ იმ­პულსზე. ეს გან­ლა­გე­ბა ასა­ხავს ქვეყ­ნის იდენ­ტო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­სა და კო­ლექ­ტი­უ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­ზე. და­დე­ბი­თი ას­პექ­ტე­ბი სა­ტურნ­თან (მე-9 სახ­ლში) და ურან­თან (მე-11 სახ­ლში) აერ­თი­ა­ნებს სტა­ბი­ლუ­რო­ბას და ინო­ვა­ცი­ას. სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნა ხაზს უს­ვამს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კი­სად­მი და სე­რი­ო­ზულ მიდ­გო­მას გა­ნათ­ლე­ბის, იდე­ო­ლო­გი­ის ან სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბი­სად­მი, ხოლო ურა­ნის და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა "აძ­ლი­ე­რებს" ტექ­ნო­ლო­გი­ურ და სო­ცი­ა­ლურ პროგ­რესს, მო­უ­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბებს ჯგუ­ფუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. სა­ერ­თო ჯამ­ში, ეს გან­ლა­გე­ბა მი­ა­ნიშ­ნებს სტა­ბი­ლურ, მაგ­რამ პროგ­რეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ თავ­დაც­ვით სტრა­ტე­გი­ებ­ზე და ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო და კო­ლექ­ტი­ურ ას­პა­რეზ­ზე.

მთვა­რე მე-5 სახ­ლში მი­უ­თი­თებს ქვეყ­ნის კულ­ტუ­რულ და შე­მოქ­მე­დე­ბით აღ­მავ­ლო­ბა­ზე, ახალ­გაზ­რდო­ბი­სა და გარ­თო­ბის სფე­რო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე. მისი და­დე­ბი­თი ას­პექ­ტე­ბი მე-7 და მე-10 სახ­ლებ­თან მი­ა­ნიშ­ნებს ჰარ­მო­ნი­ულ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რო­ბა­ზე და მთავ­რო­ბის ეფექ­ტი­ან მუ­შა­ო­ბა­ზე, რაც ხელს უწყობს ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი იმი­ჯის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ეს კომ­ბი­ნა­ცია ადას­ტუ­რებს, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი, კულ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ფარ­თო მხარ­და­ჭე­რას პო­უ­ლობს რო­გორც შიდა, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე.

ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

2025 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგნოზი: ასტროლოგიურ ჭრილში - რამაზ გიგაურის პროგნოზი

2025 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგნოზი: ასტროლოგიურ ჭრილში - რამაზ გიგაურის პროგნოზი

(მსოფლიო და საქართველო)

მსოფლიო

როგორც გასული წლების პროგნოზებშიც არაერთხელ აღვნიშნეთ, მსოფლიო იმყოფება ნეგატიურ პერიოდში, რომელიც დაიწყო 2018 წლის გაზაფხულზე და ის მეტ-ნაკლებად დასრულებულ ფორმას მხოლოდ 2026 წლის გაზაფხულისთვის მიიღებს. ამ პერიოდის ერთგვარი „ფსკერი“ 2022 წელი იყო (აღსანიშნავია, რომ რუსეთი სწორედ ამ დროს დაესხა თავს უკრაინას და რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო).

2023 წელი წარმოადგენდა ზემოთ ნახსენები „ფსკერის“ გაცნობიერებას, 2024 წელი კი იყო არა ამ „ორმოდან“ერთბაშად ამოხტომის პერიოდი, არამედ იმ „გადამრჩენი“ ფორმების ძიება, რომლებიც შექმნილ კრიზისს დაასრულებდნენ (აქ ბუნებრივია, პირველ რიგში რუსეთ-უკრაინის ომი იგულისხმება). ასე რომ, სწორედ 2025 წელი უნდა აღმოჩნდეს დროის ის მონაკვეთი, როდესაც ბევრი კრიზისი, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით ამა თუ ქვეყანას, რეგიონს აწევს - დასრულებისკენ წავა (საქართველოს პროგნოზს ქვემოთ შევეხები, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ამაში საქართველოც იგულისხმება).

თუმცა აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. ეს არის ე.წ. ეპოქალური ცვლილება, რომელიც 2020 წლის 21 დეკემბერს მოხდა. ამ დროს მერწყულის ნიშანში ერთმანეთს იუპიტერი და სატურნი შეუერთდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეერთება ოც წელიწადში ერთხელ ხდება, ამჯერად ეს შეერთება გამორჩეული იყო, რადგან ეს მოხდა ჰაერის სტიქიაში და ასე ვთქვათ, ჰაერის სტიქიამ „ჩაანაცვლა“ მიწა, რაც ფორმების რყევებსა და ჩამოშლას გულისხმობს. „სტიქიების ცვლილებას“ ყოველთვის მოსდევს კრიზისები და 2025 წელს ყველა ეს კრიზისი ასე ვთქვათ, ერთ წერტილში მოიყრის თავს (ცხადია აქ იგულისხმება არა ფიზიკურ-გეოგრაფიული, არამედ უფრო ტრანსცენდენტული სივრცე). სწორედ ამიტომ, 2025 წელი ბევრ კრიზისს დაასრულებს ან გამოჩნდება ასე ვთქვათ, დასასრულის დასაწყისი, ან შეიძლება ეს კრიზისი გახდეს საყოველთაო და ძალიან მასშტაბური (იმედი ვიქონიოთ, რომ ბევრი მნიშვნელოვანი კრიზისი, რომელიც კაცობრიობის უმეტესობას აწუხებდა, სწორედ 2025 წელს დასრულდება ან თითქმის დასრულდება).

თუ ე.წ. გუშონ-ბარბოს ციკლებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2000 წლის შემდეგ ორი „მინიმალური ზღვარი“ იყო - პირველი, 2008-10 წლებში და მეორე 2022-24 წლებში (ეს ციკლები ამ ეტაპის მაქსიმუმს მხოლოდ 2028-30 წლებში მიაღწევს). აქედან გამომდინარე, 2025 წლის დინამიკა შეიძლება უფრო ჩავთვალოთ სვლა „ქვემოდან - ზემოთ“, ანუ ის გარდამტეხი მოქმედებები თუ გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართული იყო 2022-24 წლებში შექმნილი კრიზისების აღმოფხვრისკენ, 2025 წლიდან უფრო გამოიკვეთება და შესამჩნევი გახდება, რაც ადამიანებს მათი დასრულების შესაძლებლობას მისცემს.

2025-2026 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები – სამი ნელა მოძრავი პლანეტის - ნეპტუნის, ურანის და სატურნის ინგრესიაა (ზოდიაქოს ნიშნების შეცვლაა), ანუ ისინი სხვა ნიშნებში გადავლენ: ნეპტუნი და სატურნი - ვერძში, ხოლო ურანი – ტყუპში. უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს სამივე პლანეტა ამ ინგრესიების შემდეგ რეტროგრადული მოძრაობით დაუბრუნდებიან შესაბამისად, თევზებსა და კუროს და საბოლოოდ, ისინი 2026 წლებში ისევ ხელახლა შევლენ ვერძისა და ტყუპის ნიშანში. ეს იმას ნიშნავს, რომ 2025-26 წლები ერთ ფაზად უნდა მოვიაზროთ, ანუ მიუხედავად იმისა, რომ 2025 გარკვეულწილად აგრძელებს 2024 წლის ტენდენციებს, ის უფრო მეტად კავშირშია 2026 წელთან. აქედან გამომდინარე, 2025 წელს ბევრი ახალი რეალობა ფორმირდება, რომლებიც 2026 წელს მინიმუმ, დასრულდება და მაქსიმუმ, განვითარდება.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2024 წლის ბოლოს პლუტონი საბოლოოდ გადავიდა მერწყულის ნიშანში და თავის კოსმობიოლოგიური ენერგიის გამოვლენას სწორედ 2025 წლიდან დაიწყებს. ასე რომ, ურანის, ნეპტუნის, პლუტონის, ანუ როგორც მათ ასტროლოგიაში უწოდებენ „უნივერსალური“ პლანეტების ინგრესია მიუთითებს ეპოქალურ ცვლილებებზე, წარსულისა და მომავლის ენერგიების ბრძოლაზე. 2025 წლიდან დრო „ხდება“ დინამიკური, ინტენსიური, რაც გულისხმობს, ენერგიის განახლებას და მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცვლილებებს.

2025 წლის მთავარი ასტროლოგიური ასპექტი

2025 წლის მთავარი ასტროლოგიური ფონი სატურნისა და ნეპტუნის შეერთება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი შეერთება მხოლოდ 2026 წლის 20 თებერვალს იქნება, მისი გავლენა მთელი 2025 წლის განმავლობაში შენარჩუნდება (განსაკუთრებით საგრძნობი მეორე და მესამე კვარტალში იქნება). ასტროლოგიაში სატურნი სისტემის, სტრუქტურისა და რეალობის, ხოლო ნეპტუნი წარმოსახვის, ოცნებებისა და ილუზიების პლანეტაა. მათი შეერთება კი მიანიშნებს ყველა იმ ილუზიური გარემოებიდან გამორკვევაზე და „რეალობის სარკეში ჩახედვაზე“, რომელშიც ბოლო წლებში მსოფლიო იმყოფება.

ამ ასპექტის კიდევ ერთი განმარტებაა, წარმოსახვის რეალიზაცია, ილუზიების ნგრევა და გეგმების რეალური შეფასება. ეს მიანიშნებს, რომ წინა წლებში დაგროვილი ილუზია სწორედ 2025 წელს „ჩაიფუშება“. ბევრი მიმართულებით ეს პროცესი მტკივნეულად განვითარდება, თუმცა საბოლოო ჯამში სასიკეთო იქნება, რადგან საზოგადოებას, სოციუმს ეს თვითგამორკვევაში დაეხმარება. ეს ასევე მიანიშნებს სისტემურ და სტრუქტურულ ცვლილებებზე, სურვილების ასრულებისთვის კონკრეტული და პრაგმატული გზების ძიებაზე, ქაოსის დალაგება-მოწესრიგებას და მოტივაციის გაძლიერებაზე. ეს ასპექტი იმის დამადასტურებელია, რომ ადამიანებში შესაძლოა, წარმოიშვას კონფლიქტები მათ იდეებსა და რეალიზაციის ფორმებს შორის.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სატურნი ყოველთვის უკავშირდება სტრუქტურას, დისციპლინას და სიმყარეს, ხოლო ნეპტუნი – ილუზიებს, იდეალიზმს და შემოქმედებითობას. მათი კომბინაცია მიანიშნებს იმაზე, რომ ბევრ ადამიანს მოუწევს უფრო პრაქტიკულად მიუდგეს თავის ფანტაზიებსა და მიზნებს. ადამიანები იქნებიან მოტივირებულები, რათა ოცნებაში გადასული სურვილები რეალურ პროექტებად გადააქციონ. თუ ანალიზური ფსიქოლოგიის ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, ეს იქნება კოლექტიური არაცნობიერის ტრანსფორმაციის პერიოდი (როგორც 2025, ისე 2026 წელი). მაგალითად, ბოლოს სატურნი-ნეპტუნის შეერთება 1989 წელს იყო (ეს ასტროლოგიური მოვლენა 36 წელში ერთხელ ხდება). თუ გავიხსენებთ, რა პროცესები ხდებოდა, როგორც მაშინდელ საბჭოთა კავშირში, ისე მთელ მსოფლიოში, მივხვდებით, რომ ეს მიანიშნებს უდიდეს გამოწვევებზე. დიდი ალბათობით ეს იქნება ძველი სისტემების ნგრევა და ახალი, პროგრესული იდეების ჩამოყალიბება.

გლობალური პოლიტიკა და ეკონომიკა დიდწილად გარდაიქმნება, რადგან საზოგადოების ძლიერი მოთხოვნის ფონზე ბევრი ქვეყნის ხელისუფლება შეეცდება ეს ყოველივე გაითვალისწინოს, მიიღოს სიღრმისეული და რაც მთავარია, პრაქტიკული გადაწყვეტილებები, რათა თავი გაართვას არსებულ კრიზისებსა და გამოწვევებს. გარდა ამისა, ეს იქნება ასე ვთქვათ, სულიერების განვითარებაც - ადამიანები დაინტერესდებიან თვითგანვითარებით, სულიერი პრაქტიკებით, ფსიქოლოგიითა და მედიტაციით.

2025 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში დავინახავთ, თუ რა ტენდენციების განვითარებას უნდა ველოდოთ 2026 წელს. სწორედ, 2025 წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდი იქნება პიკი იმ ბობოქარი პერიოდისა, რომელიც დაიწყო 2024 წლის მეოთხე კვარტალში და დასრულდება 2026 წელს. ეს იქნება ერთგვარი „შემკრები წერტილი“, სადაც თავს მოიყრის ბევრი საკითხი და მათი მოგვარება პოლიტიკოსებისგან, ეკონომისტებისგან, ფინანსისტებისგან და მეცნიერებისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამაზე მიანიშნებს, ურანის - ტყუპის, ხოლო სატურნის - ვერძის ნიშანში გადასვლა (ეს პირველი შემოტრიალების წერტილი იქნება და ამ ყველაფრის განახლება 2026 წლის პირველი კვარტალში მოხდება).

2025 წელი ბევრი გამოწვევას მოუტანს არა მხოლოდ განვითარებად, არამედ განვითარებულ ქვეყნებსაც. მნიშვნელოვან რყევებს უნდა ველოდოთ ამერიკაში, ჩინეთში, ირანსა და რუსეთში (განსაკუთრებით ამ უკანასკნელთან მიმართებაშია სერიოზული ცვლილებები მოსალოდნელი). ამ ქვეყნებში უნდა ველოდოთ მოვლენების ბობოქარ და მოულოდნელ განვითარებას.

საქართველო

ბუნებრივია, პირველ კვარტალში შენარჩუნდება ის ასტროლოგიური ტენდენციები, რომლებიც 2024 წლის გაზაფხულის ბუნიობის ჰოროსკოპს უკავშირდება (ეს არაერთხელ განვიხილეთ), რომელიც როგორც გვახსოვს, კავშირში იყო ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებაში ილუზიის შექმნას და ტყუილების ტირაჟირებასთან (მზე-ნეპტუნის შეერთება ასცენდენტთან). 2025 წლის პირველი სამი თვე ამ ყველაფრის გამოაშკარავება და „ამოტრიალება“ იქნება. ფაქტობრივად, ეს პერიოდი არის „გაცნობიერების“ პერიოდი პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებების წინ. სწორედ ამ პერიოდშია მაღალი იმის ალბათობა, რომ ხელისუფლებაში მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდეს (ან საერთაშორისო დონეზე რაიმე შეთანხმება იქნას მიღწეული, რომელიც ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება). ასე რომ, 2025 წლის პირველ კვარტალში შესაძლებელია, რომ მკვეთრი პოლიტიკური ცვლილებები ვიხილოთ, ასეთ შემთხვევაში წლის დარჩენილ პერიოდში მოვლენები დიდი ალბათობით ბევრად უკეთ განვითარდება. ამისთვის კი 2025 წლის გაზაფხულის ბუნიობის ჰოროსკოპი გამოვიყენოთ.

ამ ჰოროსკოპში (20.03.2025. 13:01. თბილისი) ვხედავთ, მკვეთრად გამოხატულია მე-10 მუნდანური სახლი (სადაც ვხედავთ მზეს, მერკურს, ვენერასა და ნეპტუნს). ეს მიანიშნებს ქვეყნის ლიდერობის, ავტორიტეტის და საერთაშორისო სტატუსის მნიშვნელოვნად გაძლიერებაზე. დიდი ალბათობით, საქართველო საერთაშორისო დონეზე „გამოვლინდება“ როგორც ინიციატივიანი, გაბედული და მიზანმიმართული ქვეყანა, რომელსაც სურს თავის რეგიონში წამყვანი როლი დაიკავოს.

მუნდანურ ჰოროსკოპში მზე „ხაზს უსვამს“ ხელისუფლების ცენტრალურ როლს და მის ახალ დინამიკას. მერკური „უზრუნველყოფს“ ინტელექტუალურ და კომუნიკაციურ აქტივობას, რაც მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისა და ახალი პოლიტიკის შემუშავებას „უწყობს ხელს“. ვენერა „ქმნის“ ქვეყნისთვის მიმზიდველ და ჰარმონიულ იმიჯს, რაც ეხმარება ეკონომიკური ურთიერთობებისა და კულტურული კავშირების გაძლიერებაში. ნეპტუნი, თავის მხრივ, სულიერ და იდეალისტურ განზომილებას „ამატებს“, თუმცა ეს მოითხოვს სიფრთხილეს, რათა პრაქტიკული მიზნები ილუზიებსა და არარეალურ ხედვებში არ დაიკარგოს. ასეთი განლაგება მოასწავებს დინამიკურ პერიოდს, როდესაც ქვეყანა მიისწრაფვის ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვებისკენ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ემყარებოდეს რეალურ სტრატეგიებს და არა გადაჭარბებულ ოპტიმიზმს და ილუზიას (რომელიც კიდევ უფრო საგრძნობი იყო 2024 წელს).

ამ ჰოროსკოპში მარსს ვხედავთ კირჩხიბის ნიშანში და პირველ სახლში (ასცენდენტთან შეერთებით), რაც მიუთითებს ქვეყნის თავდაცვითი და ემოციური მობილიზაციის ძლიერ იმპულსზე. ეს განლაგება ასახავს ქვეყნის იდენტობის გაძლიერებას, რომელიც ორიენტირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კოლექტიური ინტერესების დაცვაზე. დადებითი ასპექტები სატურნთან (მე-9 სახლში) და ურანთან (მე-11 სახლში) აერთიანებს სტაბილურობას და ინოვაციას. სატურნის გავლენა ხაზს უსვამს პასუხისმგებლობას საერთაშორისო პოლიტიკისადმი და სერიოზულ მიდგომას განათლების, იდეოლოგიის ან სამართლებრივი საკითხებისადმი, ხოლო ურანის დადებითი გავლენა „აძლიერებს“ ტექნოლოგიურ და სოციალურ პროგრესს, მოულოდნელ ცვლილებებს ჯგუფური ინიციატივების საშუალებით. საერთო ჯამში, ეს განლაგება მიანიშნებს სტაბილურ, მაგრამ პროგრესზე ორიენტირებულ თავდაცვით სტრატეგიებზე და ინოვაციური პროექტების განვითარებაზე საერთაშორისო და კოლექტიურ ასპარეზზე.

მთვარე მე-5 სახლში მიუთითებს ქვეყნის კულტურულ და შემოქმედებით აღმავლობაზე, ახალგაზრდობისა და გართობის სფეროების გაძლიერებაზე. მისი დადებითი ასპექტები მე-7 და მე-10 სახლებთან მიანიშნებს ჰარმონიულ საერთაშორისო პარტნიორობაზე და მთავრობის ეფექტიან მუშაობაზე, რაც ხელს უწყობს ქვეყნის საზოგადოებრივი იმიჯის გაუმჯობესებას. ეს კომბინაცია ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი ინიციატივები, კულტურული პროექტები და სამომავლო გეგმები ფართო მხარდაჭერას პოულობს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე.

ასტროლოგი რამაზ გიგაური