პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის: “შეძლებთ ღირსეულად გადალახოთ პრობლემები და გამოავლინოთ საუკეთესო თვისებები“
2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის: “შეძლებთ ღირსეულად გადალახოთ პრობლემები და გამოავლინოთ საუკეთესო თვისებები“

2025 წლის ზო­გა­დი ტენ­დენ­ცი­ე­ბი

ოჯა­ხუ­რი საზ­რუ­ნა­ვი და პრობ­ლე­მე­ბი 2025 წელს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი გახ­დე­ბა. დიდ დროს და ძა­ლის­ხმე­ვას და­უთ­მობთ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რას, მი­ი­ღებთ ნა­თელ ემო­ცი­ებს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან და მე­გობ­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­გან და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებთ ოჯახ­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. იქ­ნე­ბა ძვე­ლი რთუ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტის, ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნი­სა და ოჯა­ხის გაზ­რდის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. შეძ­ლებთ სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­როთ თქვენს მო­მა­ვალ გან­ვი­თა­რე­ბას და კე­თილ­დღე­ო­ბას. კარ­გი წე­ლია კომ­ფორ­ტუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის შე­საქ­მნე­ლად და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ან მი­წის შე­სა­ძე­ნად. თუ სახ­ლის აშე­ნე­ბას ან ბი­ნის რე­მონტს გეგ­მავთ, გა­ა­კე­თეთ ეს 2025 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში. ამას­თან, სახ­ლის რე­მონ­ტი მო­ი­თხოვს ენერ­გი­ის, ძა­ლის­ხმე­ვი­სა და ფუ­ლის დიდ ინ­ვეს­ტი­ცი­ას, ამი­ტომ სა­ნამ და­ი­წყებთ, შე­ა­ფა­სეთ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი რე­სურ­სე­ბი. კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თემა თქვენს ოჯახ­ში ბავ­შვის და­ბა­დე­ბა იქ­ნე­ბა. ამი­ტომ, ზო­გი­ერთს მო­გი­წევთ შე­იც­ვა­ლოთ დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი წეს­რი­გი ცხოვ­რე­ბა­ში.

10 ივ­ნი­სის შემ­დეგ უფრო ხში­რად გა­გი­მარ­თლებთ. მა­გა­ლი­თად, სამ­სა­ხურ­ში არ­სე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი გა­რე­მო­ე­ბა თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ შე­იც­ვლე­ბა, თქვე­ნი კა­რი­ე­რა გა­იზ­რდე­ბა, მე­ნე­ჯმენ­ტი მო­გის­მენთ. ან შეძ­ლებთ შექ­მნათ რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სო. წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი 2026 წლის შუა რი­ცხვე­ბამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. გა­მო­ი­ყე­ნეთ გა­მარ­ჯვე­ბის მო­მენ­ტე­ბი თქვე­ნი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად და მი­ი­ღეთ მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი. ასე­ვე, წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მათ­თვის, ვინც ეძებს მე­წყვი­ლეს. დიდ დროს და­უთ­მობთ პი­რად ცხოვ­რე­ბას, გრძნო­ბებ­სა და რო­მან­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას. მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დე­ბით სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის. იქ­ნე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და რო­მა­ნე­ბი. გაც­ნო­ბა და შეხ­ვედ­რა გა­გამ­ხი­ა­რუ­ლებთ და აგი­მაღ­ლებთ თვით­შე­ფა­სე­ბას, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბით ვერ გე­ტყვით, რომ ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ძი­ე­ბა წარ­მა­ტე­ბით დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა.

2025 წლის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი მა­მა­კა­ცი თევ­ზე­ბის­თვის

რაც არ უნდა გა­და­წყვი­ტოთ, დაგ­ჭირ­დე­ბათ სიბ­რძნე და ინ­ტუ­ი­ცია. მა­შინ შეძ­ლებთ წარ­მა­ტე­ბით მო­აგ­ვა­როთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი, გა­და­ლა­ხოთ სირ­თუ­ლე­ე­ბი და უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი. და­ძა­ბულ მო­მენ­ტებ­ში, იყა­ვით უფრო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, გა­მო­ი­ყე­ნეთ თქვე­ნი ხიბ­ლი და მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. თუ რთუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა გი­წევთ, კარ­გად და­ფიქ­რდით თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე და არ მი­ი­ღოთ სა­ეჭ­ვო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი. წლის და­სა­წყი­სი კარ­გი დროა ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბის და თა­მა­მი გეგ­მე­ბი­სა და იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. თქვე­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გებს შე­მოდ­გო­მა­ზე ნა­ხავთ. არ და­ი­ვი­წყოთ დას­ვე­ნე­ბა.

2025 წლის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი ქალი თევ­ზე­ბის­თვის

გვე­ლი შეგ­მა­ტებთ პრაქ­ტი­კუ­ლო­ბას და მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას. მიხ­ვდე­ბით, რომ უფრო მეტი ხართ, ვიდ­რე მხო­ლოდ მზრუნ­ვე­ლი დედა და კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი. კარ­გი წე­ლია თქვე­ნი გეგ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად და აქ­ტი­უ­რო­ბის­თვის. შე­გიძ­ლი­ათ გა­აძ­ლი­ე­როთ თქვე­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტი და გახ­დეთ სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბის გე­ნე­რა­ტო­რი რო­მე­ლი­მე სფე­რო­ში. შე­გიძ­ლი­ათ წინ გა­დად­გათ ნა­ბი­ჯი თქვენს კა­რი­ე­რა­ში ან და­ი­წყოთ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი. შე­იძ­ლე­ბა გინ­დო­დეთ რა­ი­მე ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის შეს­წავ­ლა. ზა­ფხულ­ში სა­ინ­ტე­რე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი გექ­ნე­ბათ შე­მოქ­მე­დე­ბით სფე­რო­ში.

2025 წლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ოჯა­ხი

2025 წელი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ყვე­ლა­ზე ცხე­ლი იქ­ნე­ბა ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა გაბრ­წყინ­დე­ბა ნა­თე­ლი ფე­რე­ბით, გა­იზ­რდე­ბა ვნე­ბე­ბის ხა­რის­ხი, ყვე­ლა­ზე მშვი­დე­ბიც კი არ იქ­ნე­ბით გულ­გრი­ლე­ბი. ამას­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით და­ჟი­ნე­ბუ­ლი და კა­ტე­გო­რი­უ­ლი იქ­ნე­ბით კონ­ფლიქ­ტებ­ში. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს კა­მა­თის სა­გა­ნი. სხვი­სი რწმე­ნის შეც­ვლის მცდე­ლო­ბა უშე­დე­გო იქ­ნე­ბა და მოთ­მი­ნე­ბა და ერ­თგუ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვევს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა აფეთ­ქდეს.

პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მოვ­ლე­ნე­ბის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად გან­ვი­თარ­დე­ბა 2025 წლის იან­ვრი­დან მარ­ტამ­დე და ოქ­ტომ­ბრი­დან დე­კემ­ბრამ­დე. ამ დროს მოხ­დე­ბა ყვე­ლა­ზე სა­ბე­დის­წე­რო ნაც­ნო­ბო­ბა და არა­შემ­თხვე­ვი­თი შეხ­ვედ­რე­ბიც, გაჩ­ნდე­ბა ვნე­ბის ნა­პერ­წკლე­ბი და გაძ­ლი­ერ­დე­ბა მი­ზი­დუ­ლო­ბა. სიყ­ვა­რულ­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან ისი­ნი, ვინც გა­მო­ავ­ლენს ნიჭს, სი­ლა­მა­ზეს, გან­სა­კუთ­რე­ბულ სტილს - თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი თქვენ­კენ გა­მოფ­რინ­დე­ბი­ან, რო­გორც ფუტ­კა­რი თაფ­ლის­კენ. მო­გი­წევთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის უფრო ეფექ­ტუ­რად წარ­მო­ჩე­ნა და გა­რეგ­ნო­ბა­სა და იმიჯ­ზე მუ­შა­ო­ბა. ხელ­საყ­რე­ლია გა­რეგ­ნო­ბის შეც­ვლა, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ვარ­ცხნი­ლო­ბე­ბი­თა და კოს­ტი­უ­მე­ბით.

მუ­შა­ო­ბა და კა­რი­ე­რა

2025 წელს შე­გეც­ვლე­ბათ მიზ­ნე­ბი, გეგ­მე­ბი და ფუ­ლი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რაც გა­მო­იწ­ვევს მა­ტე­რი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე უფრო მშვიდ და ოპ­ტი­მის­ტურ შე­ხე­დუ­ლე­ბას. ბევ­რი ჩა­დებთ ინ­ვეს­ტი­ცი­ას თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ში და ჰო­რი­ზონ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბა­ში, ჩა­ერ­თვე­ბით შე­მოქ­მე­დე­ბით არა­კო­მერ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, პო­ზი­ტი­ურ წვლილს შე­ი­ტანთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ან გა­უ­წევთ ვინ­მეს დახ­მა­რე­ბას და მხარ­და­ჭე­რას.

პარტნი­ო­რებ­თან და დამ­საქ­მებ­ლებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ როლს შე­ას­რუ­ლებს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში. დი­დია წარ­სულ­ში კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი სა­მუ­შა­ოს­თვის ჯილ­დო­ე­ბი­სა და პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის მი­ღე­ბის ალ­ბა­თო­ბა - 2025 წლის 22 ოქ­ტომ­ბრი­დან 10 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ წა­მო­წყე­ბებს, დიდ ხარ­ჯებს და ინ­ვეს­ტი­ცი­ებს, უმ­ჯო­ბე­სია ეს გა­ა­კე­თოთ 2025 წლის იან­ვრი­დან აპ­რი­ლამ­დე, როცა თქვენს ნი­შანს გა­ივ­ლი­ან ყვე­ლა­ზე ფუ­ლის მომ­ტა­ნი პლა­ნე­ტე­ბი, ვე­ნე­რა, მზე და მერ­კუ­რი.

სა­მუ­შა­ო­სა და ბიზ­ნეს­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან თავ­და­დე­ბუ­ლი, თა­ვი­ან­თი საქ­მის/პრო­ფე­სი­ი­სად­მი, ასე­ვე მა­ღა­ლი იდე­ა­ლე­ბი­სა და რწმე­ნის მა­ტა­რებ­ლე­ბი.

2025 წლის 30 მარ­ტი­დან თქვე­ნი მმარ­თვე­ლი ნეპ­ტუ­ნი ვერ­ძში გა­და­ვა. ეს გრან­დი­ო­ზუ­ლი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა სამ­ხედ­რო­ე­ბის, მე­ზღვა­უ­რე­ბის, უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის­თვის მებ­რძო­ლე­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ფე­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კა­რი­ე­რა­ზე - ექი­მე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი. შე­მოქ­მე­დე­ბით სექ­ტორ­ში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წე­ვენ ფო­ტოგ­რა­ფე­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი, მუ­სი­კო­სე­ბი და კი­ნო­ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - სცე­ნა­რის­ტე­ბი, რე­ჟი­სო­რე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი.

სა­მუ­შაო გუნ­დებ­ში მეტი სიმ­შვი­დე დაგ­ჭირ­დე­ბათ. სა­ვა­რა­უ­დოა შე­ტა­კე­ბე­ბის სე­რია კო­ლე­გებ­თან და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან. კრი­ტი­კი­სად­მი მტკივ­ნე­ულ­მა მგრძნო­ბე­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა კონ­ფლიქ­ტე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს.

შე­მოდ­გო­მის დაბ­ნე­ლე­ბის დე­რე­ფან­ში (2025 წლის 7 სექ­ტემ­ბრი­დან 21 სექ­ტემ­ბრამ­დე) თქვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, სახ­ლი და ოჯა­ხი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ვიდ­რე სამ­სა­ხუ­რი და კა­რი­ე­რა. და­უთ­მეთ ეს პე­რი­ო­დი თქვენს ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებს!

ურა­ნის გავ­ლე­ნა

ჰო­როს­კოპ­ში მე-3 სექ­ტო­რი ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. სწო­რედ აქ იქ­ნე­ბა ურა­ნი, მო­უ­ლოდ­ნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სა და სი­ურპრი­ზე­ბის პლა­ნე­ტა თით­ქმის მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ პე­რი­ოდ­ში გა­იზ­რდე­ბა თქვე­ნი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა. ამას­თან, შე­იძ­ლე­ბა გა­ფუჭ­დეს თქვე­ნი ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და გა­მო­იწ­ვი­ოს ჩხუ­ბი და წყე­ნა. ზო­გი­ერ­თმა შე­საძ­ლოა ოჯა­ხის შე­სა­ხებ მო­უ­ლოდ­ნე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აც კი გა­ი­გოთ. მა­გა­ლი­თად, თქვე­ნი და ან ძმა შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს, რო­მელ­თა შე­სა­ხებ არა­სო­დეს გსმე­ნი­ათ. ან თქვე­ნი ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რი სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილს შე­იც­ვლის.

ნეპ­ტუ­ნის გავ­ლე­ნა

ნეპ­ტუ­ნი მო­გა­ნი­ჭებთ მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას, ხიბლს და კე­თილ­გან­წყო­ბას. არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბის შექ­მნა, თა­ნა­მო­სა­უბ­რე­ე­ბის მო­ხიბ­ვლა და სა­სურ­ვე­ლის მიღ­წე­ვა. ამ პლა­ნე­ტის გავ­ლე­ნით შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს თქვე­ნი ქცე­ვა და მა­ნე­რე­ბი. შე­საძ­ლოა, გახ­დეთ უფრო მგრძნო­ბი­ა­რე და სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი. და­ი­წყებთ ყუ­რა­დღე­ბის გა­მოვ­ლე­ნას ისეთ რა­მე­ებ­ზე, რა­საც ადრე არ აქ­ცევ­დით ყუ­რა­დღე­ბას, უფრო ხში­რად თა­ნა­უგ­რძნობთ ადა­მი­ა­ნებს. უპა­ტი­ოს­ნო ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლონ თქვე­ნი ამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით და მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ თქვენ­ზე. ფრთხი­ლად იყა­ვით ახალ ნაც­ნო­ბებ­თან, ნუ იქ­ნე­ბით გულ­წრფე­ლი.

პლუ­ტო­ნის გავ­ლე­ნა

შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნოთ პლუ­ტო­ნის გავ­ლე­ნა თქვე­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ცვლი­ლე­ბე­ბით, თქვე­ნი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს ტრანსფორ­მა­ცი­ის გზით. ზო­გი­ერ­თი რამ ან დოგ­მა, რო­მე­ლიც ხელს გიშ­ლი­დათ წინსვლა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში, წარ­სულ­ში დარ­ჩე­ბა. თქვე­ნი გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. მა­გა­ლი­თად, თუ ოც­ნე­ბობ­დით სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­დას­ვლა­ზე, ამ პე­რი­ოდ­ში შეძ­ლებთ თქვე­ნი გეგ­მე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას.

თქვენ გარ­შე­მო შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას ჯგუ­ფი ან სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბით. ზო­გი­ერ­თი შეძ­ლებთ გახ­დეთ ცნო­ბი­ლი ინ­ტერ­ნეტბ­ლო­გე­რი და და­ი­წყოთ სა­კუ­თა­რი არ­ხის გაშ­ვე­ბა. ეს კარ­გი პე­რი­ო­დია საქ­ველ­მოქ­მე­დო ან მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის.

2025 წლის ჯან­მრთე­ლო­ბა

სამ­სა­ხურ­ში არ­სე­ბულ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა და გა­მოწ­ვე­ვებ­მა შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. შე­საძ­ლოა, პრობ­ლე­მე­ბის გამო ბევ­რი ფიქ­რი და­ი­წყოთ და ძა­ლი­ან ბევ­რი დრო და­უთ­მოთ სა­მუ­შაო სა­კი­თხებს. ეცა­დეთ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ემო­ცი­უ­რი წო­ნას­წო­რო­ბა, გულ­თან არ მი­ი­ტა­ნოთ ის, რაც ხდე­ბა. ასე­ვე 2025 წელს შე­საძ­ლოა გქონ­დეთ ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და კუ­ჭის პრობ­ლე­მე­ბი. ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, იკ­ვე­ბეთ სწო­რად და ნუ ჩა­ა­ტა­რებთ ექ­სპე­რი­მენ­ტებს უც­ნობ კერ­ძებ­ზე. დას­ვე­ნე­ბა და მოგ­ზა­უ­რო­ბა გა­აძ­ლი­ე­რებს თქვენს იმუ­ნურ სის­ტე­მას და შეგ­მა­ტებთ ძა­ლას. არ და­გა­ვი­წყდეთ ვი­ტა­მი­ნე­ბის მი­ღე­ბა და პრე­ვენ­ცი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

გვე­ლის წელი წარ­მა­ტე­ბუ­ლია თევ­ზე­ბის­თვის?

2025 წელი ნა­ყო­ფი­ე­რი იქ­ნე­ბა თქვენ­თვის. შე­გიძ­ლი­ათ გა­მოხ­ვი­დეთ სტაგ­ნა­ცი­ის პე­რი­ო­დი­დან და გა­დად­გათ ნა­ბი­ჯი დიდი კა­რი­ე­რა­ში, პრო­ფე­სი­ა­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. შეძ­ლებთ ღირ­სე­უ­ლად გა­და­ლა­ხოთ პრობ­ლე­მე­ბი და გა­მო­ავ­ლი­ნოთ სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ მო­მა­ვა­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის: მათ­თან ერ­თად თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­მო­ვა.

რო­გორ გავ­ხა­დოთ 2025 წელი წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი?

თქვე­ნი ინ­ტუ­ი­ცია თქვე­ნი ერ­თგუ­ლი თა­ნა­შემ­წე იქ­ნე­ბა. მო­უს­მი­ნეთ სა­კუ­თარ თავს, მაგ­რამ არ და­ი­ვი­წყოთ თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, არ გა­ი­მე­ო­როთ შეც­დო­მე­ბი. რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს. ფი­ნან­სურ სფე­რო­ში და პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ფრთხი­ლად იყა­ვით, არ ენ­დოთ ყვე­ლა­ფერს, რა­საც გე­ტყვი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის: “შეძლებთ ღირსეულად გადალახოთ პრობლემები და გამოავლინოთ საუკეთესო თვისებები“

2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის: “შეძლებთ ღირსეულად გადალახოთ პრობლემები და გამოავლინოთ საუკეთესო თვისებები“

2025 წლის ზოგადი ტენდენციები

ოჯახური საზრუნავი და პრობლემები 2025 წელს პრიორიტეტული გახდება. დიდ დროს და ძალისხმევას დაუთმობთ საყოფაცხოვრებო საკითხების გადაჭრას, მიიღებთ ნათელ ემოციებს საყვარელ ადამიანებთან, ნათესავებთან და მეგობრებთან კომუნიკაციისგან და მონაწილეობას მიიღებთ ოჯახთან ერთად სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებში. იქნება ძველი რთული საკითხების გადაწყვეტის, ცხოვრების პირობების გაუმჯობესების, უძრავი ქონების შეძენისა და ოჯახის გაზრდის შესაძლებლობა. შეძლებთ საფუძველი ჩაუყაროთ თქვენს მომავალ განვითარებას და კეთილდღეობას. კარგი წელია კომფორტული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად და უძრავი ქონების ან მიწის შესაძენად. თუ სახლის აშენებას ან ბინის რემონტს გეგმავთ, გააკეთეთ ეს 2025 წლის პირველ ნახევარში. ამასთან, სახლის რემონტი მოითხოვს ენერგიის, ძალისხმევისა და ფულის დიდ ინვესტიციას, ამიტომ სანამ დაიწყებთ, შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და ხელმისაწვდომი რესურსები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა თქვენს ოჯახში ბავშვის დაბადება იქნება. ამიტომ, ზოგიერთს მოგიწევთ შეიცვალოთ დამკვიდრებული წესრიგი ცხოვრებაში.

10 ივნისის შემდეგ უფრო ხშირად გაგიმართლებთ. მაგალითად, სამსახურში არსებული ზოგიერთი გარემოება თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება, თქვენი კარიერა გაიზრდება, მენეჯმენტი მოგისმენთ. ან შეძლებთ შექმნათ რაიმე საინტერესო. წარმატებული პერიოდი 2026 წლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. გამოიყენეთ გამარჯვების მომენტები თქვენი მიზნების მისაღწევად და მიიღეთ მაქსიმალური სარგებელი. ასევე, წლის მეორე ნახევარი წარმატებული იქნება მათთვის, ვინც ეძებს მეწყვილეს. დიდ დროს დაუთმობთ პირად ცხოვრებას, გრძნობებსა და რომანტიკულ გამოცდილებას. მიმზიდველი გახდებით საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის. იქნება სასიყვარულო ურთიერთობები და რომანები. გაცნობა და შეხვედრა გაგამხიარულებთ და აგიმაღლებთ თვითშეფასებას, მაგრამ დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ ნამდვილი სიყვარულის ძიება წარმატებით დაგვირგვინდება.

2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი თევზებისთვის

რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, დაგჭირდებათ სიბრძნე და ინტუიცია. მაშინ შეძლებთ წარმატებით მოაგვაროთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, გადალახოთ სირთულეები და უსიამოვნებები. დაძაბულ მომენტებში, იყავით უფრო დიპლომატიური, გამოიყენეთ თქვენი ხიბლი და მეგობრული დამოკიდებულება. თუ რთული არჩევანის გაკეთება გიწევთ, კარგად დაფიქრდით თქვენს გადაწყვეტილებაზე და არ მიიღოთ საეჭვო შეთავაზებები. წლის დასაწყისი კარგი დროა ბიზნესის გაფართოების და თამამი გეგმებისა და იდეების განსახორციელებლად. თქვენი მუშაობის შედეგებს შემოდგომაზე ნახავთ. არ დაივიწყოთ დასვენება.

2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი თევზებისთვის

გველი შეგმატებთ პრაქტიკულობას და მიმზიდველობას. მიხვდებით, რომ უფრო მეტი ხართ, ვიდრე მხოლოდ მზრუნველი დედა და კარგი დიასახლისი. კარგი წელია თქვენი გეგმების განსახორციელებლად და აქტიურობისთვის. შეგიძლიათ გააძლიეროთ თქვენი ავტორიტეტი და გახდეთ საინტერესო იდეების გენერატორი რომელიმე სფეროში. შეგიძლიათ წინ გადადგათ ნაბიჯი თქვენს კარიერაში ან დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი. შეიძლება გინდოდეთ რაიმე ახალი მიმართულების შესწავლა. ზაფხულში საინტერესო შესაძლებლობები და შემოთავაზებები გექნებათ შემოქმედებით სფეროში.

2025 წლის სასიყვარულო ურთიერთობები და ოჯახი

2025 წელი ურთიერთობებისა და სიყვარულისთვის ყველაზე ცხელი იქნება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. პირადი ცხოვრება გაბრწყინდება ნათელი ფერებით, გაიზრდება ვნებების ხარისხი, ყველაზე მშვიდებიც კი არ იქნებით გულგრილები. ამასთან, განსაკუთრებით დაჟინებული და კატეგორიული იქნებით კონფლიქტებში. განსხვავებული მსოფლმხედველობა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებები შეიძლება გახდეს კამათის საგანი. სხვისი რწმენის შეცვლის მცდელობა უშედეგო იქნება და მოთმინება და ერთგულება გამოიწვევს გაღიზიანებას, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს.

პირად ცხოვრებაში მოვლენების ყველაზე აქტიურად განვითარდება 2025 წლის იანვრიდან მარტამდე და ოქტომბრიდან დეკემბრამდე. ამ დროს მოხდება ყველაზე საბედისწერო ნაცნობობა და არაშემთხვევითი შეხვედრებიც, გაჩნდება ვნების ნაპერწკლები და გაძლიერდება მიზიდულობა. სიყვარულში ყველაზე წარმატებულები იქნებიან ისინი, ვინც გამოავლენს ნიჭს, სილამაზეს, განსაკუთრებულ სტილს - თაყვანისმცემლები თქვენკენ გამოფრინდებიან, როგორც ფუტკარი თაფლისკენ. მოგიწევთ საზოგადოებაში საკუთარი თავის უფრო ეფექტურად წარმოჩენა და გარეგნობასა და იმიჯზე მუშაობა. ხელსაყრელია გარეგნობის შეცვლა, ექსპერიმენტები ვარცხნილობებითა და კოსტიუმებით.

მუშაობა და კარიერა

2025 წელს შეგეცვლებათ მიზნები, გეგმები და ფულისადმი დამოკიდებულება, რაც გამოიწვევს მატერიალურ პრობლემებზე უფრო მშვიდ და ოპტიმისტურ შეხედულებას. ბევრი ჩადებთ ინვესტიციას თვითგანვითარებაში და ჰორიზონტის გაფართოებაში, ჩაერთვებით შემოქმედებით არაკომერციულ საქმიანობაში, პოზიტიურ წვლილს შეიტანთ საზოგადოებაში ან გაუწევთ ვინმეს დახმარებას და მხარდაჭერას.

პარტნიორებთან და დამსაქმებლებთან კარგი ურთიერთობა დიდ როლს შეასრულებს მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში. დიდია წარსულში კეთილსინდისიერი სამუშაოსთვის ჯილდოებისა და პრივილეგიების მიღების ალბათობა - 2025 წლის 22 ოქტომბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. რაც შეეხება ახალ წამოწყებებს, დიდ ხარჯებს და ინვესტიციებს, უმჯობესია ეს გააკეთოთ 2025 წლის იანვრიდან აპრილამდე, როცა თქვენს ნიშანს გაივლიან ყველაზე ფულის მომტანი პლანეტები, ვენერა, მზე და მერკური.

სამუშაოსა და ბიზნესში ყველაზე წარმატებულები იქნებიან თავდადებული, თავიანთი საქმის/პროფესიისადმი, ასევე მაღალი იდეალებისა და რწმენის მატარებლები.

2025 წლის 30 მარტიდან თქვენი მმართველი ნეპტუნი ვერძში გადავა. ეს გრანდიოზული ასტროლოგიური მოვლენა განსაკუთრებით დადებითად აისახება სამხედროების, მეზღვაურების, უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მებრძოლების, სოციალურად მნიშვნელოვანი პროფესიების წარმომადგენლების კარიერაზე - ექიმები, მასწავლებლები. შემოქმედებით სექტორში წარმატებას მიაღწევენ ფოტოგრაფები, მოცეკვავეები, მუსიკოსები და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები - სცენარისტები, რეჟისორები, მსახიობები.

სამუშაო გუნდებში მეტი სიმშვიდე დაგჭირდებათ. სავარაუდოა შეტაკებების სერია კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან. კრიტიკისადმი მტკივნეულმა მგრძნობელობამ შეიძლება კონფლიქტების პროვოცირება მოახდინოს.

შემოდგომის დაბნელების დერეფანში (2025 წლის 7 სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე) თქვენი პირადი ცხოვრება, სიყვარული, სახლი და ოჯახი უფრო მნიშვნელოვანი იქნება ვიდრე სამსახური და კარიერა. დაუთმეთ ეს პერიოდი თქვენს ძვირფას ადამიანებს!

ურანის გავლენა

ჰოროსკოპში მე-3 სექტორი ოჯახურ ურთიერთობებსა და ინფორმაციას უკავშირდება. სწორედ აქ იქნება ურანი, მოულოდნელი მოვლენებისა და სიურპრიზების პლანეტა თითქმის მთელი წლის განმავლობაში. ამ პერიოდში გაიზრდება თქვენი თავდაჯერებულობა. ამასთან, შეიძლება გაფუჭდეს თქვენი ოჯახური ურთიერთობები და გამოიწვიოს ჩხუბი და წყენა. ზოგიერთმა შესაძლოა ოჯახის შესახებ მოულოდნელი ინფორმაციაც კი გაიგოთ. მაგალითად, თქვენი და ან ძმა შეიძლება გამოჩნდეს, რომელთა შესახებ არასოდეს გსმენიათ. ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი საცხოვრებელ ადგილს შეიცვლის.

ნეპტუნის გავლენა

ნეპტუნი მოგანიჭებთ მომხიბვლელობას, ხიბლს და კეთილგანწყობას. არ გაგიჭირდებათ ახალი ნაცნობობის შექმნა, თანამოსაუბრეების მოხიბვლა და სასურველის მიღწევა. ამ პლანეტის გავლენით შეიძლება შეიცვალოს თქვენი ქცევა და მანერები. შესაძლოა, გახდეთ უფრო მგრძნობიარე და სენტიმენტალური. დაიწყებთ ყურადღების გამოვლენას ისეთ რამეებზე, რასაც ადრე არ აქცევდით ყურადღებას, უფრო ხშირად თანაუგრძნობთ ადამიანებს. უპატიოსნო ადამიანებს შეუძლიათ ისარგებლონ თქვენი ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობით და მანიპულირება მოახდინონ თქვენზე. ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან, ნუ იქნებით გულწრფელი.

პლუტონის გავლენა

შეიძლება იგრძნოთ პლუტონის გავლენა თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობის ცვლილებებით, თქვენი შინაგანი სამყაროს ტრანსფორმაციის გზით. ზოგიერთი რამ ან დოგმა, რომელიც ხელს გიშლიდათ წინსვლასა და განვითარებაში, წარსულში დარჩება. თქვენი გრძელვადიანი გეგმები შეიძლება განხორციელდეს. მაგალითად, თუ ოცნებობდით სხვა ქვეყანაში გადასვლაზე, ამ პერიოდში შეძლებთ თქვენი გეგმების რეალიზებას.

თქვენ გარშემო შეიძლება შეიქმნას ჯგუფი ან საზოგადოება, რომელიც გაერთიანებულია საინტერესო იდეებით. ზოგიერთი შეძლებთ გახდეთ ცნობილი ინტერნეტბლოგერი და დაიწყოთ საკუთარი არხის გაშვება. ეს კარგი პერიოდია საქველმოქმედო ან მოხალისეობრივი საქმიანობისთვის.

2025 წლის ჯანმრთელობა

სამსახურში არსებულმა ცვლილებებმა და გამოწვევებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს თქვენს ჯანმრთელობაზე. შესაძლოა, პრობლემების გამო ბევრი ფიქრი დაიწყოთ და ძალიან ბევრი დრო დაუთმოთ სამუშაო საკითხებს. ეცადეთ შეინარჩუნოთ ემოციური წონასწორობა, გულთან არ მიიტანოთ ის, რაც ხდება. ასევე 2025 წელს შესაძლოა გქონდეთ ვირუსული დაავადებები და კუჭის პრობლემები. ალერგიული რეაქციების თავიდან ასაცილებლად, იკვებეთ სწორად და ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს უცნობ კერძებზე. დასვენება და მოგზაურობა გააძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას და შეგმატებთ ძალას. არ დაგავიწყდეთ ვიტამინების მიღება და პრევენციული გამოკვლევების ჩატარება.

გველის წელი წარმატებულია თევზებისთვის?

2025 წელი ნაყოფიერი იქნება თქვენთვის. შეგიძლიათ გამოხვიდეთ სტაგნაციის პერიოდიდან და გადადგათ ნაბიჯი დიდი კარიერაში, პროფესიასა და პირად ცხოვრებაში. შეძლებთ ღირსეულად გადალახოთ პრობლემები და გამოავლინოთ საუკეთესო თვისებები. ნუ შეგეშინდებათ მომავალი ცვლილებების: მათთან ერთად თქვენს ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობები შემოვა.

როგორ გავხადოთ 2025 წელი წარმატებული და ბედნიერი?

თქვენი ინტუიცია თქვენი ერთგული თანაშემწე იქნება. მოუსმინეთ საკუთარ თავს, მაგრამ არ დაივიწყოთ თქვენი გამოცდილება, არ გაიმეოროთ შეცდომები. რთულ სიტუაციებში დახმარებისთვის მიმართეთ საყვარელ ადამიანებს. ფინანსურ სფეროში და პირად ურთიერთობებში ფრთხილად იყავით, არ ენდოთ ყველაფერს, რასაც გეტყვიან.