პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნისთვის: “შეძლებთ მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელებას და მიზნების მიღწევას“
2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნისთვის: “შეძლებთ მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელებას და მიზნების მიღწევას“

2025 წლის ზო­გა­დი ტენ­დენ­ცი­ე­ბი

2025 წელს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან, კო­ლე­გებ­თან და ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხე­ბი. ზა­ფხუ­ლამ­დე სა­მუ­შაო გუნდში ავ­ტო­რი­ტე­ტის გან­მტკი­ცე­ბი­თა და ოჯახ­ში ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კლი­მა­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბით იქ­ნე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი. უფრო მე­ტად იზ­რუ­ნებთ სხვებ­ზე, გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ მათ მო­საზ­რე­ბებს და სურ­ვი­ლებს. არ იქ­ნე­ბით ეგო­ის­ტი, და­ი­წყებთ დათ­მო­ბას და რთულ მო­მენ­ტებ­ში კომ­პრო­მი­სუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ძი­ე­ბას. რა თქმა უნდა, ეს და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს თქვენს ოჯა­ხურ და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.

თუ მარ­ტო­ხე­ლა ხართ, დი­დია ალ­ბა­თო­ბა, რომ შეხ­ვდეთ გან­სა­კუთ­რე­ბულ ადა­მი­ანს და და­ი­წყოთ სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. უფრო მე­ტად უნდა ენ­დოთ პო­ტენ­ცი­ურ პარტნი­ორს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ემო­ცი­უ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა. მი­ე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა სხვებს უკეთ გა­გიც­ნონ, იყა­ვით ღია ახა­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი­სა და ნაც­ნო­ბო­ბის­თვის. არ გა­მო­ავ­ლი­ნოთ ზედ­მე­ტი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, არ იყოთ ზედ­მე­ტად კრი­ტი­კუ­ლი და შე­ე­ცა­დეთ გა­უ­გოთ სხვა ადა­მი­ანს. კარ­გი იქ­ნე­ბა, უფრო ხში­რად იმუ­შა­ოთ თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის გუნდში, მო­ძებ­ნოთ ახა­ლი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბი და და­ამ­ყა­როთ სა­ჭი­რო კავ­ში­რე­ბი კო­ლე­გებ­თან. ამ­გვა­რად მი­აღ­წევთ უფრო დიდ წარ­მა­ტე­ბას და უფრო სწრა­ფად მი­ი­ღებთ სა­სურ­ველ შე­დეგს.

ზა­ფხუ­ლის და­სა­წყის­ში პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი ფი­ნან­სურ სფე­რო­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. შე­გიძ­ლი­ათ მო­ძებ­ნოთ ინ­ვეს­ტო­რე­ბი ან სპონ­სო­რე­ბი. ასე­თი ტაქ­ტი­კა წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტანს და სო­ცი­ა­ლურ სტა­ტუსს აგი­მაღ­ლებთ. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მო­გი­წევთ დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თოთ ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რებს, მო­ი­ძი­ოთ მომ­გე­ბი­ა­ნი სეს­ხე­ბი და აი­ღოთ ვალი.

2025 წლის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი მა­მა­კა­ცი მშვილ­დოს­ნის­თვის

გვე­ლის წელ­ში გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გექ­ნე­ბათ მან­დი­ლოს­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბა. უამ­რა­ვი ნაც­ნო­ბო­ბა და რო­მა­ნი გე­ლო­დე­ბათ. თუმ­ცა, თუ გსურთ სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბა, არ არის სა­ჭი­რო აჩ­ქა­რე­ბა ან ძა­ლა­დო­ბა.

კარ­გი დროა ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­მუ­შაო სფე­რო­შიც, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად უნდა მარ­თოთ თქვე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი პრაქ­ტი­კუ­ლად ან შეც­ვა­ლოთ სი­ტუ­ა­ცია თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ. არ და­კარ­გოთ კავ­ში­რი რე­ა­ლო­ბას­თან, იყა­ვით თვითკრი­ტი­კუ­ლი.

2025 წლის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი ქალი მშვილ­დოს­ნის­თვის

სა­ო­ჯა­ხო თუ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო საქ­მე­ე­ბი დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­ი­თხოვს. მეტი დრო და­უთ­მეთ ბავ­შვებს. ზოგი ოჯა­ხის შექ­მნის ან სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხის წი­ნა­შე დად­გე­ბით. მო­უს­მი­ნეთ სა­კუ­თარ თავს, თქვენს სურ­ვი­ლებს. უნდა იყოთ მტკი­ცე და შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ში­ნა­გა­ნი ემო­ცი­უ­რი კომ­ფორ­ტი და არ მო­ერ­გოთ სხვის სურ­ვი­ლებს. უმ­ჯო­ბე­სია არ მი­ი­ღოთ მკვეთ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, არ შეხ­ვი­დეთ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში.

2025 წლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ოჯა­ხი

2025 წელს მო­გე­თხო­ვე­ბათ ერ­თგუ­ლე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მხარ­და­ჭე­რა, ზრუნ­ვა და თა­ნაგ­რძნო­ბა. იმა­ზე მე­ტის გა­ცე­მა მო­გი­წევთ, ვიდ­რე მი­ი­ღებთ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. პრე­ტენ­ზი­ე­ბი­სა და გა­უ­გებ­რო­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, თავი უნდა აა­რი­დოთ გრან­დი­ო­ზულ და­პი­რე­ბებს.

10 ივ­ნი­სი­დან ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი და მო­დუ­ნე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაც კი შე­იძ­ლე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ტვირ­თად გა­და­ი­ზარ­დოს. იქ­ნე­ბა ბევ­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რია, რომ­ლე­ბიც გა­ი­ძუ­ლებთ გა­მო­ი­ტა­ნოთ დას­კვნე­ბი და ზოგ­ჯერ შეც­ვა­ლოთ თქვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, რწმე­ნა, ჩვე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წესი და გეგ­მე­ბიც კი.

ამას­თან, 2025 წელი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო წე­ლია ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ქორ­წი­ნე­ბი­სა და თა­ნა­ცხოვ­რე­ბის და­სა­წყე­ბად. თუ დიდი ხა­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ხართ, მა­შინ და­ქორ­წი­ნე­ბის დროა. ქორ­წი­ლის­თვის ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი თვე­ე­ბია: ივ­ნი­სი, ივ­ლი­სი და დე­კემ­ბე­რი.

2025 წლის ფი­ნან­სუ­რი პროგ­ნო­ზი

2025 წელს ფული უფრო მეტ კმა­ყო­ფი­ლე­ბას მო­გი­ტანთ. მომ­გე­ბი­ა­ნია ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის გო­ნივ­რუ­ლი მარ­თვა. კარ­გი იქ­ნე­ბა ინ­ვეს­ტი­რე­ბა ოჯა­ხის ბი­უ­ჯეტ­ში, მხარ­და­ჭე­რის გა­წე­ვა ახ­ლობ­ლე­ბის­თვის. კა­პი­ტა­ლის მარ­თვი­სას სა­უ­კე­თე­სო კონ­სულ­ტან­ტი და მრჩე­ვე­ლი თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა. მას ასე­ვე შე­უძ­ლია შე­მოგ­თა­ვა­ზოთ ორი­გი­ნა­ლუ­რი ბიზ­ნე­სი­დეა ან მომ­გე­ბი­ა­ნი სტრა­ტე­გია მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად.

2025 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში თქვე­ნი მმარ­თვე­ლი იუ­პი­ტე­რი გა­და­დის კირჩხიბ­ში და აკავ­ში­რებს თქვე­ნი ფი­ნან­სე­ბის, სახ­ლი­სა და ოჯა­ხის სფე­რო­ებს. სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სი აღ­მარ­თზე წავა. ერ­თობ­ლი­ვი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა. თქვე­ნი სახ­ლის­თვის ახა­ლი შეს­ყიდ­ვე­ბი გა­გა­ხა­რებთ. ზო­გი­ერ­თი დახ­მა­რე­ბას ახ­ლობ­ლე­ბის­გან მი­ი­ღებთ. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ფული შე­იძ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს­გა­ნაც მი­ი­ღოთ: სუბ­სი­დი­ე­ბის, შე­ღა­ვა­თე­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის სა­ხით. მთა­ვა­რია იცო­დეთ კა­ნო­ნე­ბი და გა­ნა­ცხა­დი დრო­უ­ლად წა­რად­გი­ნოთ.

2025 წელს ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია არის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბი მე­უღ­ლეს­თან და ნა­თე­სა­ვებ­თან. არა­ნაკ­ლებ ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი გაჩ­ნდე­ბა იპო­თე­კუ­რი სეს­ხის, ქო­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

მუ­შა­ო­ბა და კა­რი­ე­რა

2025 წელს უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ მეტი ინი­ცი­ა­ტი­ვა, აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ი­ღოთ სა­წარ­მოს/და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­მუ­შაო და კორ­პო­რა­ტი­ულ ცხოვ­რე­ბა­ში: და­ეს­წა­რით და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რებს, კონ­ფე­რენ­ცი­ებს, სე­მი­ნა­რებს, წი­ნა­და­დე­ბე­ბის წარ­დგე­ნას. გუნდში არ­სე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ატ­მოს­ფე­რო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი იქ­ნე­ბა.

თქვენ გვერ­დით არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის არ­სე­ბო­ბა შე­ამ­ცი­რებს მო­ტი­ვა­ცი­ას და პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბას, შე­ა­ნე­ლებს თქვენს კა­რი­ე­რას და გა­მო­იწ­ვევს დაღ­ლი­ლო­ბას და გა­ნად­გუ­რე­ბას. ამი­ტომ, დროა ტოქ­სი­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ტო­ვე­ბა და სხვა სა­მუ­შა­ოს მო­ძებ­ნა. ეს ნა­ბი­ჯი მი­გიყ­ვანთ უფრო მე­გობ­რულ გუნდში, სა­დაც აუ­ცი­ლებ­ლად მი­გი­ღე­ბენ და და­გა­ფა­სე­ბენ!

2025 წელს ყვე­ლა­ზე გუ­ლუხ­ვი სფე­რო­ე­ბია: უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, გა­ნათ­ლე­ბა, მშობ­ლო­ბა, შეს­ყიდ­ვე­ბი­სა და მი­წო­დე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტი, კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბა, რეს­ტორ­ნე­ბი და სას­ტუმ­რო ბიზ­ნე­სი.

ურა­ნის გავ­ლე­ნა

თით­ქმის მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ურა­ნი თქვე­ნი ჰო­როს­კო­პის მე-6 სექ­ტორ­ში იქ­ნე­ბა, რაც სი­ურპრი­ზებ­თან და მო­უ­ლოდ­ნელ მოვ­ლე­ნებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ვი­ნა­ი­დან მე-6 სახ­ლი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია თქვენს კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, ისე­ვე რო­გორც სა­მუ­შა­ო­ზე, ცვლი­ლე­ბებ­მა შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ამ სფე­რო­ებ­ზე. გა­გა­ღი­ზი­ა­ნებთ ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნა. მა­გა­ლი­თად, ჭურ­ჭლის რე­ცხვა ან სახ­ლის მო­წეს­რი­გე­ბა. ზო­გი­ერთს მო­გინ­დე­ბათ სა­მუ­შა­ოს შეც­ვლა და იპო­ვით კი­დეც სა­ინ­ტე­რე­სო ად­გილს, სა­დაც გექ­ნე­ბათ მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ან შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნოს თქვე­ნი ნიჭი. ნუ გა­და­იტ­ვირ­თე­ბით იხელ­მძღვა­ნე­ლეთ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით. თუ და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბი გა­მო­გივ­ლინ­დე­ბათ, მი­მარ­თეთ ექიმს, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ უსი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზე­ბი და მი­ი­ღოთ პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი.

ნეპ­ტუ­ნის გავ­ლე­ნა

ეს პლა­ნე­ტა თით­ქმის მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა თქვე­ნი ოჯა­ხის, სახ­ლის, მშობ­ლე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის სექ­ტორ­ში. ამი­ტომ, შე­საძ­ლოა ლტოლ­ვა მო­გე­ძა­ლოთ მშობ­ლი­უ­რი ად­გი­ლე­ბი­სად­მი, ნოს­ტალ­გია ბავ­შვო­ბის მი­მართ. არის შან­სი, რომ გა­ი­გოთ რა­ი­მე ოჯა­ხუ­რი სა­ი­დუმ­ლო, ინ­ფორ­მა­ცია ახ­ლობ­ლე­ბის შე­სა­ხებ ან წარ­სუ­ლი­დან უც­ნო­ბი ფაქ­ტე­ბი.

გირ­ჩევთ შე­ის­წავ­ლოთ თქვე­ნი ოჯა­ხის ის­ტო­რია, ისა­უბ­როთ უფ­რო­სებ­თან და და­უს­ვათ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვე­ბი. თუ გაქვთ რა­ი­მე სა­კა­მა­თო თემა ნა­თე­სა­ვებ­თან, მა­შინ წელს უნდა მო­აგ­ვა­როთ, და­ას­რუ­ლოთ ყვე­ლა ჩხუ­ბი და იპო­ვოთ კომ­პრო­მი­სე­ბი. სახ­ლშიც და ოჯახ­შიც მშვი­დი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი გა­რე­მო გჭირ­დე­ბათ. მო­ძებ­ნეთ ად­გი­ლი, სა­დაც სა­მუ­შა­ოს შემ­დეგ და­ის­ვე­ნებთ და სიმ­შვი­დეს აღიდ­გენთ.

პლუ­ტო­ნის გავ­ლე­ნა

ეს პლა­ნე­ტა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ახლო ნა­თე­სა­ვებ­თან. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და-ძმებ­თან. ზო­გი­ერ­თი უფრო მეტს იმოგ­ზა­უ­რებთ, გა­ემ­გზავ­რე­ბით უცხო­ეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად. კარ­გი პე­რი­ო­დია უცხო ენე­ბის, პროგ­რა­მი­რე­ბის, IT ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­სას­წავ­ლად. სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ნა­თე­სა­ვებ­ზე მეტი ზრუნ­ვა, შე­საძ­ლოა ფი­ნან­სუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბამ და მათ­თან დრო­ის უფრო ხში­რად გა­ტა­რე­ბამ მო­გი­წი­ოთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ შე­იც­ვა­ლოთ თქვე­ნი ჩვე­უ­ლი მარ­შრუ­ტი, სკო­ლა ან სა­მუ­შაო ად­გი­ლი. ამ­გვა­რად თქვე­ნი კონ­ტაქ­ტე­ბის წრე გა­ფარ­თოვ­დე­ბა.

2025 წლის ჯან­მრთე­ლო­ბა

2025 წელს ჯან­მრთე­ლო­ბა პრობ­ლე­მებს არ შე­გიქ­მნით, მაგ­რამ უნდა მო­უს­მი­ნოთ სა­კუ­თარ თავს, არ გა­და­იტ­ვირ­თოთ და გახ­სოვ­დეთ დას­ვე­ნე­ბა. უმ­ჯო­ბე­სია შე­ამ­ცი­როთ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, გა­უფრ­თხილ­დეთ სახ­სრებს და თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, მშვი­დი ცხოვ­რე­ბის წესი იქო­ნი­ოთ. ვი­ტა­მი­ნე­ბის მი­ღე­ბა ხელს შე­უ­წყობს თქვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას და სა­სურ­ვე­ლია, მო­ი­ცი­ლოთ ცუდი ჩვე­ვე­ბი.

გა­ზა­ფხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ დი­ე­ტას, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ ღვიძ­ლის პრობ­ლე­მე­ბი. ასე­ვე აკონ­ტრო­ლეთ თქვე­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, შე­ზღუ­დეთ უარ­ყო­ფი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­კა­დი.

წარ­მა­ტე­ბუ­ლია თუ არა გვე­ლის წელი მშვილ­დოს­ნის­თვის?

კარ­გი, ხელ­საყ­რე­ლი წელი გე­ლო­დე­ბათ შეძ­ლებთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას. ფრთხი­ლად უნდა იყოთ ივ­ნის­ში, როცა გა­რე­მო­ე­ბე­ბი თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ არ შე­იც­ვლე­ბა და ზო­გი­ერ­თი პრო­ექ­ტის გა­და­დე­ბა მო­გი­წევთ.

ნო­ემ­ბერ­ში და ზამ­თრის და­სა­წყის­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი უნდა იყოთ, რეკ­ლა­მი­რე­ბა გა­უ­წი­ეთ სა­კუ­თარ ნიჭს. ეს ქცე­ვა საგ­რძნობ­ლად და­გეხ­მა­რე­ბათ სა­სურ­ვე­ლის მიღ­წე­ვა­ში.

რო­გორ გავ­ხა­დოთ 2025 წელი წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი?

პი­რად თუ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში იყა­ვით უფრო აქ­ტი­უ­რი, გა­მო­ი­ჩი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა. თუ მუდ­მივ პარტნი­ორს ეძებთ, წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზე­ბი გე­ლო­დე­ბათ. გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს დრო, რათა გა­იც­ნოთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სა თუ შეხ­ვედ­რე­ბის­თვის უმ­ჯო­ბე­სია აირ­ჩი­ოთ პე­რი­ო­დი 20 მა­ი­სი­დან 10 ივ­ნი­სამ­დე. ეს სა­უ­კე­თე­სო დროა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის და­სარ­წმუ­ნებ­ლად და შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნისთვის: “შეძლებთ მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელებას და მიზნების მიღწევას“

2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნისთვის: “შეძლებთ მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელებას და მიზნების მიღწევას“

2025 წლის ზოგადი ტენდენციები

2025 წელს მნიშვნელოვანი გახდება საყვარელ ადამიანებთან, კოლეგებთან და ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობის საკითხები. ზაფხულამდე სამუშაო გუნდში ავტორიტეტის განმტკიცებითა და ოჯახში ფსიქოლოგიური კლიმატის გაუმჯობესებით იქნებით დაკავებული. უფრო მეტად იზრუნებთ სხვებზე, გაითვალისწინებთ მათ მოსაზრებებს და სურვილებს. არ იქნებით ეგოისტი, დაიწყებთ დათმობას და რთულ მომენტებში კომპრომისული გადაწყვეტილებების ძიებას. რა თქმა უნდა, ეს დადებითად იმოქმედებს თქვენს ოჯახურ და სასიყვარულო ურთიერთობაზე.

თუ მარტოხელა ხართ, დიდია ალბათობა, რომ შეხვდეთ განსაკუთრებულ ადამიანს და დაიწყოთ სერიოზული ურთიერთობა. უფრო მეტად უნდა ენდოთ პოტენციურ პარტნიორს, შეინარჩუნოთ ემოციური სტაბილურობა და თავდაჯერებულობა. მიეცით საშუალება სხვებს უკეთ გაგიცნონ, იყავით ღია ახალი კონტაქტებისა და ნაცნობობისთვის. არ გამოავლინოთ ზედმეტი გაღიზიანება, არ იყოთ ზედმეტად კრიტიკული და შეეცადეთ გაუგოთ სხვა ადამიანს. კარგი იქნება, უფრო ხშირად იმუშაოთ თანამოაზრეების გუნდში, მოძებნოთ ახალი ბიზნესპარტნიორები და დაამყაროთ საჭირო კავშირები კოლეგებთან. ამგვარად მიაღწევთ უფრო დიდ წარმატებას და უფრო სწრაფად მიიღებთ სასურველ შედეგს.

ზაფხულის დასაწყისში პრიორიტეტები ფინანსურ სფეროში გადაინაცვლებს. შეგიძლიათ მოძებნოთ ინვესტორები ან სპონსორები. ასეთი ტაქტიკა წარმატებას მოგიტანს და სოციალურ სტატუსს აგიმაღლებთ. წლის მეორე ნახევარში მოგიწევთ დახმარებისთვის მიმართოთ ბიზნესპარტნიორებს, მოიძიოთ მომგებიანი სესხები და აიღოთ ვალი.

2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი მშვილდოსნისთვის

გველის წელში გარანტირებული გექნებათ მანდილოსნების ყურადღება. უამრავი ნაცნობობა და რომანი გელოდებათ. თუმცა, თუ გსურთ სერიოზული ურთიერთობის დაწყება, არ არის საჭირო აჩქარება ან ძალადობა.

კარგი დროა ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მატერიალური კეთილდღეობის გასაძლიერებლად. პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი სამუშაო სფეროშიც, მაგრამ წარმატების შესანარჩუნებლად უნდა მართოთ თქვენი შემოსავალი პრაქტიკულად ან შეცვალოთ სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ. არ დაკარგოთ კავშირი რეალობასთან, იყავით თვითკრიტიკული.

2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი მშვილდოსნისთვის

საოჯახო თუ საყოფაცხოვრებო საქმეები დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს. ზოგი ოჯახის შექმნის ან სერიოზული ურთიერთობის საკითხის წინაშე დადგებით. მოუსმინეთ საკუთარ თავს, თქვენს სურვილებს. უნდა იყოთ მტკიცე და შეინარჩუნოთ შინაგანი ემოციური კომფორტი და არ მოერგოთ სხვის სურვილებს. უმჯობესია არ მიიღოთ მკვეთრი გადაწყვეტილებები, არ შეხვიდეთ დაპირისპირებაში.

2025 წლის სასიყვარულო ურთიერთობები და ოჯახი

2025 წელს მოგეთხოვებათ ერთგულება და პასუხისმგებლობა, მხარდაჭერა, ზრუნვა და თანაგრძნობა. იმაზე მეტის გაცემა მოგიწევთ, ვიდრე მიიღებთ ურთიერთობებში. პრეტენზიებისა და გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, თავი უნდა აარიდოთ გრანდიოზულ დაპირებებს.

10 ივნისიდან ყველაზე მარტივი და მოდუნებული ურთიერთობაც კი შეიძლება პასუხისმგებლობის ტვირთად გადაიზარდოს. იქნება ბევრი სასიყვარულო ისტორია, რომლებიც გაიძულებთ გამოიტანოთ დასკვნები და ზოგჯერ შეცვალოთ თქვენი შეხედულებები, რწმენა, ჩვეული ცხოვრების წესი და გეგმებიც კი.

ამასთან, 2025 წელი ერთ-ერთი საუკეთესო წელია ბოლო 5 წლის განმავლობაში დაქორწინებისა და თანაცხოვრების დასაწყებად. თუ დიდი ხანია ურთიერთობაში ხართ, მაშინ დაქორწინების დროა. ქორწილისთვის ყველაზე ბედნიერი თვეებია: ივნისი, ივლისი და დეკემბერი.

2025 წლის ფინანსური პროგნოზი

2025 წელს ფული უფრო მეტ კმაყოფილებას მოგიტანთ. მომგებიანია ფინანსური რესურსების გონივრული მართვა. კარგი იქნება ინვესტირება ოჯახის ბიუჯეტში, მხარდაჭერის გაწევა ახლობლებისთვის. კაპიტალის მართვისას საუკეთესო კონსულტანტი და მრჩეველი თქვენი საყვარელი ადამიანი იქნება. მას ასევე შეუძლია შემოგთავაზოთ ორიგინალური ბიზნესიდეა ან მომგებიანი სტრატეგია მიზნების მისაღწევად.

2025 წლის მეორე ნახევარში თქვენი მმართველი იუპიტერი გადადის კირჩხიბში და აკავშირებს თქვენი ფინანსების, სახლისა და ოჯახის სფეროებს. საოჯახო ბიზნესი აღმართზე წავა. ერთობლივი ინვესტიციები ყველაზე ეფექტური იქნება. თქვენი სახლისთვის ახალი შესყიდვები გაგახარებთ. ზოგიერთი დახმარებას ახლობლებისგან მიიღებთ. ზოგიერთ შემთხვევაში ფული შეიძლება სახელმწიფოსგანაც მიიღოთ: სუბსიდიების, შეღავათების, სოციალური დახმარებების სახით. მთავარია იცოდეთ კანონები და განაცხადი დროულად წარადგინოთ.

2025 წელს ყველაზე წარმატებული ინვესტიცია არის უძრავი ქონება, ერთობლივი პროექტები მეუღლესთან და ნათესავებთან. არანაკლებ ხელსაყრელი პირობები გაჩნდება იპოთეკური სესხის, ქონების ყიდვა-გაყიდვის საკითხების მოსაგვარებლად.

მუშაობა და კარიერა

2025 წელს უნდა გამოავლინოთ მეტი ინიციატივა, აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოთ საწარმოს/დაწესებულების სამუშაო და კორპორატიულ ცხოვრებაში: დაესწარით დაგეგმილ შეხვედრებს, კონფერენციებს, სემინარებს, წინადადებების წარდგენას. გუნდში არსებული ფსიქოლოგიური ატმოსფერო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

თქვენ გვერდით არაკეთილსინდისიერების არსებობა შეამცირებს მოტივაციას და პროდუქტიულობას, შეანელებს თქვენს კარიერას და გამოიწვევს დაღლილობას და განადგურებას. ამიტომ, დროა ტოქსიკური საზოგადოების დატოვება და სხვა სამუშაოს მოძებნა. ეს ნაბიჯი მიგიყვანთ უფრო მეგობრულ გუნდში, სადაც აუცილებლად მიგიღებენ და დაგაფასებენ!

2025 წელს ყველაზე გულუხვი სფეროებია: უძრავი ქონება, განათლება, მშობლობა, შესყიდვებისა და მიწოდების მენეჯმენტი, კვების მრეწველობა, რესტორნები და სასტუმრო ბიზნესი.

ურანის გავლენა

თითქმის მთელი წლის განმავლობაში ურანი თქვენი ჰოროსკოპის მე-6 სექტორში იქნება, რაც სიურპრიზებთან და მოულოდნელ მოვლენებთან არის დაკავშირებული. ვინაიდან მე-6 სახლი პასუხისმგებელია თქვენს კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე, ისევე როგორც სამუშაოზე, ცვლილებებმა შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი ცხოვრების ამ სფეროებზე. გაგაღიზიანებთ ყოველდღიური რუტინა. მაგალითად, ჭურჭლის რეცხვა ან სახლის მოწესრიგება. ზოგიერთს მოგინდებათ სამუშაოს შეცვლა და იპოვით კიდეც საინტერესო ადგილს, სადაც გექნებათ მეტი თავისუფლება ან შესაძლებლობა გამოავლინოს თქვენი ნიჭი. ნუ გადაიტვირთებით იხელმძღვანელეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. თუ დაავადების სიმპტომები გამოგივლინდებათ, მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნო სიურპრიზები და მიიღოთ პრევენციული ზომები.

ნეპტუნის გავლენა

ეს პლანეტა თითქმის მთელი წლის განმავლობაში იქნება თქვენი ოჯახის, სახლის, მშობლებისა და ახლობლების სექტორში. ამიტომ, შესაძლოა ლტოლვა მოგეძალოთ მშობლიური ადგილებისადმი, ნოსტალგია ბავშვობის მიმართ. არის შანსი, რომ გაიგოთ რაიმე ოჯახური საიდუმლო, ინფორმაცია ახლობლების შესახებ ან წარსულიდან უცნობი ფაქტები.

გირჩევთ შეისწავლოთ თქვენი ოჯახის ისტორია, ისაუბროთ უფროსებთან და დაუსვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები. თუ გაქვთ რაიმე საკამათო თემა ნათესავებთან, მაშინ წელს უნდა მოაგვაროთ, დაასრულოთ ყველა ჩხუბი და იპოვოთ კომპრომისები. სახლშიც და ოჯახშიც მშვიდი და ჰარმონიული გარემო გჭირდებათ. მოძებნეთ ადგილი, სადაც სამუშაოს შემდეგ დაისვენებთ და სიმშვიდეს აღიდგენთ.

პლუტონის გავლენა

ეს პლანეტა გავლენას მოახდენს თქვენს ურთიერთობაზე ახლო ნათესავებთან. მაგალითად, შეიძლება შეიცვალოს თქვენი ურთიერთობა და-ძმებთან. ზოგიერთი უფრო მეტს იმოგზაურებთ, გაემგზავრებით უცხოეთში სასწავლებლად. კარგი პერიოდია უცხო ენების, პროგრამირების, IT ტექნოლოგიების შესასწავლად. საჭირო იქნება ნათესავებზე მეტი ზრუნვა, შესაძლოა ფინანსური პასუხისმგებლობის აღებამ და მათთან დროის უფრო ხშირად გატარებამ მოგიწიოთ. კარგი იქნება, რომ შეიცვალოთ თქვენი ჩვეული მარშრუტი, სკოლა ან სამუშაო ადგილი. ამგვარად თქვენი კონტაქტების წრე გაფართოვდება.

2025 წლის ჯანმრთელობა

2025 წელს ჯანმრთელობა პრობლემებს არ შეგიქმნით, მაგრამ უნდა მოუსმინოთ საკუთარ თავს, არ გადაიტვირთოთ და გახსოვდეთ დასვენება. უმჯობესია შეამციროთ ფიზიკური აქტივობა, გაუფრთხილდეთ სახსრებს და თუ შესაძლებელია, მშვიდი ცხოვრების წესი იქონიოთ. ვიტამინების მიღება ხელს შეუწყობს თქვენი იმუნური სისტემის გაძლიერებას და სასურველია, მოიცილოთ ცუდი ჩვევები.

გაზაფხულსა და შემოდგომაზე ყურადღება მიაქციეთ დიეტას, რათა თავიდან აიცილოთ ღვიძლის პრობლემები. ასევე აკონტროლეთ თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, შეზღუდეთ უარყოფითი ინფორმაციის ნაკადი.

წარმატებულია თუ არა გველის წელი მშვილდოსნისთვის?

კარგი, ხელსაყრელი წელი გელოდებათ შეძლებთ მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელებას და მიზნების მიღწევას. ფრთხილად უნდა იყოთ ივნისში, როცა გარემოებები თქვენს სასარგებლოდ არ შეიცვლება და ზოგიერთი პროექტის გადადება მოგიწევთ.

ნოემბერში და ზამთრის დასაწყისში მაქსიმალურად აქტიური უნდა იყოთ, რეკლამირება გაუწიეთ საკუთარ ნიჭს. ეს ქცევა საგრძნობლად დაგეხმარებათ სასურველის მიღწევაში.

როგორ გავხადოთ 2025 წელი წარმატებული და ბედნიერი?

პირად თუ სასიყვარულო ურთიერთობებში იყავით უფრო აქტიური, გამოიჩინეთ ინიციატივა. თუ მუდმივ პარტნიორს ეძებთ, წლის პირველ ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. გამოიყენეთ ეს დრო, რათა გაიცნოთ განსაკუთრებული ადამიანი.

მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისა თუ შეხვედრებისთვის უმჯობესია აირჩიოთ პერიოდი 20 მაისიდან 10 ივნისამდე. ეს საუკეთესო დროა მოწინააღმდეგის დასარწმუნებლად და შედეგის მისაღწევად.