ახალი წლის დადგომამდე სულ ცოტა დრო რჩება, გთავაზობთ მინი ასტროლოგიურ პროგნოზს, ვნახოთ რას გირჩევენ ვარსკვლავები, რისთვის უნდა მოემზადოთ
2025 წელს თავდაჯერებულად მიიწევთ პროფესიული მიზნებისკენ. ზოგიერთი შეწყვეტთ ყველა კოლეგის მოწინააღმდეგედ და კონკურენტად აღქმას და დაიწყებთ მათთან თანამშრომლობას. მარტოხელა მებრძოლიდან გუნდურ მოთამაშედ გარდაიქმნებით და ეს ცვლილება თქვენს პროფესიულ წარმატებაზე დადებითად აისახება.
მაგრამ სიყვარულში ყველაფერი ასე ადვილი არ იქნება. როგორც წესი, იმედგაცრუების შიშით, ავლენთ თქვენს წვეტიან მხარეს, რაც აშინებს პოტენციურ პარტნიორებს. მაგრამ დიდია ალბათობა იმისა, რომ აგვისტოში შეხვდებით ისეთ ვინმეს, ვინც გაიძულებთ, რადიკალურად შეიცვალოთ. გირჩევთ, უბრალოდ ისიამოვნოთ რომანტიკული და სანდო ურთიერთობებით.
წყვილში მყოფებისთვის ურთიერთობის სიძლიერის ან პარტნიორის გამოცდა ან ქორწინებას, ან განშორებას გამოიწვევს. აპრილში ვნებისა და ეჭვიანობის ზეგავლენით სახლში ყველა ნივთი შეგიძლიათ დაამტვრიოთ, ივლისში კი ერთმანეთისგან ცალ-ცალკე მყოფებს ერთმანეთი ძალიან მოგენატრებათ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაძაბული სიტუაციის სწრაფად გამოსწორებას შეძლებთ, მაგრამ პარტნიორის მიმართ ერთგული, პატიოსანი და გულწრფელი უნდა იყოთ.
შემოდგომაზე რეტროგრადული მერკურის პერიოდში თქვენს ცხოვრებაში შეიძლება მოულოდნელად დაბრუნდეს ადამიანი თქვენი წარსულიდან. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ გააგრძელოთ თუ არა ურთიერთობა ყოფილთან. როგორც არ უნდა გიცემდეთ გული, იფიქრეთ ობიექტურად და რაციონალურად. გაიხსენეთ, რატომ დაშორდით ბოლო დროს და კარგად დაფიქრდით, უნდა დაადგათ თუ არა ერთსა და იმავე გზას მეორედ.
ახალგაცნობილი ადამიანები, რომლებსაც ზაფხულში შეხვდებით, გადამწყვეტ როლს შეასრულებენ თქვენს კარიერულ წინსვლაში და ყველაზე სასურველი ოცნებების ასრულებაში დაგეხმარებიან. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მთელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანია მუშაობისა და დასვენების დაბალანსება, რადგან ზოგჯერ ყველაზე შრომისმოყვარე ფუტკარსაც კი სჭირდება ენერგიის მარაგის შევსება.