პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბისთვის: შეებრძოლეთ კონკურენტებს, მაგრამ მოუსმინეთ თქვენს პარტნიორს
2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბისთვის: შეებრძოლეთ კონკურენტებს, მაგრამ მოუსმინეთ თქვენს პარტნიორს

ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე სულ ცოტა დრო რჩე­ბა, გთა­ვა­ზობთ მინი ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს, ვნა­ხოთ რას გირ­ჩე­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი, რის­თვის უნდა მო­ემ­ზა­დოთ

2025 წელი პრობ­ლე­მუ­რი წელი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მო­გი­ვათ. შეძ­ლებთ ვა­ლე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბას და სა­მუ­შა­ოს შეც­ვლას. უბ­რა­ლოდ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ: ეს ყვე­ლა­ფე­რი ნერ­ვე­ბი­სა და ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე უნდა გა­კეთ­დეს. ეს არის დრო, როცა უნდა შე­ხე­დოთ სა­კი­თხებს პრაქ­ტი­კუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვი­დან და იპო­ვოთ თქვენ­თვის სა­სარ­გებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი.

სამ­სა­ხურ­ში ნე­ბის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბა უნდა გა­ნი­ხი­ლოთ, რო­გორც გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ზრდის, პრო­ფე­სი­უ­ლი და კა­რი­ე­რუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მაგ­რამ თქვენს ბიზ­ნეს­კონ­კუ­რენ­ტებს წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ იმოქ­მე­დონ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად, პირ­და­პირ და და­უნ­დობ­ლად. არ ინერ­ვი­უ­ლოთ, ეს მოგ­ცემთ და­მა­ტე­ბით ენერ­გი­ას და ბრძო­ლის მო­ტი­ვა­ცი­ას, უბ­რა­ლოდ, უფრთხილ­დით სკან­და­ლებს და კონ­ფლიქ­ტებს. იმოქ­მე­დეთ გა­აზ­რე­ბუ­ლად და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად.

წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მო­გი­წევთ კონ­კუ­რენ­ცია უფრო მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის. არ გა­უშ­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ხე­ლი­დან მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლი და ტაქ­ტი­ა­ნი ხართ.

ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ ფრთხი­ლად იმოქ­მე­დოთ და არ იყოთ გულ­წრფე­ლი კო­ლე­გებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მოდ­გო­მა­ზე. ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა, ან შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მემ, შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რად მო­გაჩ­ვე­ნოთ თავი და სი­ნამ­დვი­ლე­ში თქვენ­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის­თვის სარ­გე­ბე­ლი ნა­ხოს. ეს შე­იძ­ლე­ბა დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბა იყოს თქვენ­თვის, მაგ­რამ მა­ინც ის­წავ­ლით ცხოვ­რე­ბის კარგ გაკ­ვე­თილს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია პე­რი­ო­დი მთვა­რის სრუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბის დროს (7 სექ­ტემ­ბე­რი).

ფი­ნან­სუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის და­ი­ცა­ვით ოქ­როს წესი: ნუ გა­სეს­ხებთ ფულს ოჯა­ხის წევ­რებ­ზე. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ამან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს დიდი ზა­რა­ლი.

გა­ზა­ფხუ­ლი და ზა­ფხუ­ლი ვნე­ბი­ა­ნი და სენ­სუ­ა­ლუ­რი დროა ყვე­ლა კირჩხი­ბის­თვის - რო­გორც მა­მა­კა­ცის­თვის, ასე­ვე ქა­ლის­თვის. ეს სე­ზო­ნე­ბი თით­ქოს შექ­მნი­ლია იმის­თვის, რომ მო­გი­ტა­ნოთ ნა­ნატ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა. ოღონდ ეცა­დეთ, პარტნი­ორ­ზე იზ­რუ­ნოთ, რომ ისიც კმა­ყო­ფი­ლი იყოს თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით. მა­ში­ნაც კი, თუ შე­და­რე­ბით ახა­ლი წყვი­ლი ხართ, მა­ინც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ მისი აზრი და ნუ მი­ი­ღებთ ეგო­ის­ტურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბისთვის: შეებრძოლეთ კონკურენტებს, მაგრამ მოუსმინეთ თქვენს პარტნიორს

2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბისთვის: შეებრძოლეთ კონკურენტებს, მაგრამ მოუსმინეთ თქვენს პარტნიორს

ახალი წლის დადგომამდე სულ ცოტა დრო რჩება, გთავაზობთ მინი ასტროლოგიურ პროგნოზს, ვნახოთ რას გირჩევენ ვარსკვლავები, რისთვის უნდა მოემზადოთ

2025 წელი პრობლემური წელი იქნება, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად გამოგივათ. შეძლებთ ვალებიდან გათავისუფლებას, ურთიერთობების დარეგულირებას და სამუშაოს შეცვლას. უბრალოდ გაითვალისწინეთ: ეს ყველაფერი ნერვებისა და ემოციების გარეშე უნდა გაკეთდეს. ეს არის დრო, როცა უნდა შეხედოთ საკითხებს პრაქტიკული პერსპექტივიდან და იპოვოთ თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები.

სამსახურში ნებისმიერი ცვლილება უნდა განიხილოთ, როგორც განვითარებისა და ზრდის, პროფესიული და კარიერული შესაძლებლობა. მაგრამ თქვენს ბიზნესკონკურენტებს წლის პირველ ნახევარში ასევე შეუძლიათ იმოქმედონ თავდაჯერებულად, პირდაპირ და დაუნდობლად. არ ინერვიულოთ, ეს მოგცემთ დამატებით ენერგიას და ბრძოლის მოტივაციას, უბრალოდ, უფრთხილდით სკანდალებს და კონფლიქტებს. იმოქმედეთ გააზრებულად და დიპლომატიურად.

წლის მეორე ნახევარში მოგიწევთ კონკურენცია უფრო მაღალი თანამდებობისთვის. არ გაუშვათ შესაძლებლობები ხელიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან თავმდაბალი და ტაქტიანი ხართ.

ვარსკვლავები გირჩევენ ფრთხილად იმოქმედოთ და არ იყოთ გულწრფელი კოლეგებთან, განსაკუთრებით შემოდგომაზე. ერთ-ერთმა მათგანმა, ან შესაძლოა რამდენიმემ, შეიძლება მეგობრად მოგაჩვენოთ თავი და სინამდვილეში თქვენთვის ზიანის მიყენებისთვის სარგებელი ნახოს. ეს შეიძლება დიდი იმედგაცრუება იყოს თქვენთვის, მაგრამ მაინც ისწავლით ცხოვრების კარგ გაკვეთილს. განსაკუთრებით საშიშია პერიოდი მთვარის სრული დაბნელების დროს (7 სექტემბერი).

ფინანსური უსაფრთხოებისთვის დაიცავით ოქროს წესი: ნუ გასესხებთ ფულს ოჯახის წევრებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს დიდი ზარალი.

გაზაფხული და ზაფხული ვნებიანი და სენსუალური დროა ყველა კირჩხიბისთვის - როგორც მამაკაცისთვის, ასევე ქალისთვის. ეს სეზონები თითქოს შექმნილია იმისთვის, რომ მოგიტანოთ ნანატრი სიამოვნება. ოღონდ ეცადეთ, პარტნიორზე იზრუნოთ, რომ ისიც კმაყოფილი იყოს თქვენთან ურთიერთობით. მაშინაც კი, თუ შედარებით ახალი წყვილი ხართ, მაინც გაითვალისწინეთ მისი აზრი და ნუ მიიღებთ ეგოისტურ გადაწყვეტილებებს.