სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2025 წელს ზოდიაქოს 5 ნიშნის ცხოვრება მკვეთრად შეიცვლება!
2025 წელს ზოდიაქოს 5 ნიშნის ცხოვრება მკვეთრად შეიცვლება!

წინ ძა­ლი­ან დი­ნა­მი­კუ­რი წელი გვე­ლო­დე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვლე­ბა თით­ქმის ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის. თუ 2024 წელს წყლი­სა და მი­წის სტი­ქი­ის გავ­ლე­ნის ქვეშ ვი­ყა­ვით, 2025 წელს მო­ვექ­ცე­ვით ორი ძა­ლი­ან სწრა­ფი ელე­მენ­ტის - ცე­ცხლი­სა და ჰა­ე­რის გავ­ლე­ნის ქვეშ და სი­ცო­ცხლის ტემ­პი მკვეთ­რად გა­იზ­რდე­ბა.

მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი ნი­შა­ნი სხვებ­ზე მეტ სარ­გე­ბელს მი­ი­ღებს, ვნა­ხოთ სიის მი­ხედ­ვით

მე­ხუ­თე ად­გილ­ზე არი­ან კირჩხი­ბე­ბი!

2025 წლის და­სა­წყი­სი იქ­ნე­ბა 2024 წლის გაგ­რძე­ლე­ბა და თქვენს ნი­შან­ში, რეტ­როგ­რა­დუ­ლი მარ­სი ბრუნ­დე­ბა, გა­ი­ძუ­ლებთ გარ­კვე­ულ ცვლი­ლე­ბებს და გა­მო­ავ­ლენს პრობ­ლე­მებს. თუმ­ცა, ზა­ფხულ­ში თქვენს ნი­შან­ში გად­მო­ვა დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი და ახალ ჰო­რი­ზონტს გა­გიხ­სნით. იუ­პი­ტე­რი, რო­გორც სი­უხ­ვი­სა და ზრდის პლა­ნე­ტა, მო­გი­ტანთ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს თქვე­ნი ჰო­რი­ზონ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბის­თვის, იქ­ნე­ბა ეს სწავ­ლის, მოგ­ზა­უ­რო­ბის თუ პრო­ფე­სი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გზით. იმა­ტებს სიყ­ვა­რუ­ლი და მიმ­ღებ­ლო­ბა, რაც ხელს შე­უ­წყობს გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ინ­ტუ­ი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით შეძ­ლებთ მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წი­ოთ რო­გორც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, ასე­ვე კა­რი­ე­რა­ში

გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი მათ­თვის, ვინც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სწავ­ლე­ბას­თან, ბავ­შვე­ბის აღ­ზრდას­თან და მე­დი­ცი­ნას­თან. შე­საძ­ლოა და­წი­ნა­უ­რე­ბა, კა­რი­ე­რუ­ლი ზრდა, სწავ­ლის და­წყე­ბა.

მე­ო­თხე ად­გი­ლი მერ­წყუ­ლე­ბის­თვის!

უკვე 2024 წლის ბო­ლოს პლუ­ტო­ნი სა­ბო­ლო­ოდ გად­მო­ვა თქვენს ნი­შან­ში და აღარ მოგ­ცილ­დე­ბათ 2043 წლამ­დე! ნელა, მაგ­რამ გა­ნუ­წყვეტ­ლივ, პლუ­ტო­ნი კარ­დი­ნა­ლუ­რად ცვლის ყვე­ლა მერ­წყუ­ლის ცხოვ­რე­ბას. სა­კუ­თარ თავ­ში შეძ­ლებთ აღ­მო­ა­ჩი­ნოთ ფა­რუ­ლი ნიჭი და გახ­დეთ უფრო გა­აზ­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გზის არ­ჩე­ვი­სას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გვეს­მო­დეთ, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­გორც რთუ­ლი, ასე­ვე პო­ზი­ტი­უ­რი, ხში­რად იწ­ვევს ხა­რის­ხობ­რი­ვად ახალ ცხოვ­რე­ბას.

ტყუ­პი - მე­სა­მე ად­გილ­ზეა!

სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით. თქვენს ნი­შან­ში გად­მო­ვა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის პლა­ნე­ტა ურა­ნი და გა­ა­აქ­ტი­ურ­დე­ბა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა, რა­ღაც ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­ვა. ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლო­დე­ბათ სა­ცხოვ­რე­ბელ­ში, პრო­ფე­სი­ა­ში და ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბის წეს­ში. 2025 წელი შე­სა­ნიშ­ნა­ვი დრო იქ­ნე­ბა სწავ­ლის­თვის, მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერგვის­თვის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის მზად­ყოფ­ნა. ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ.

მე­ო­რე ად­გილს იკა­ვებს მო­რი­ე­ლი!

2025 წელს აღ­მოჩ­ნდე­ბით მძლავ­რი ემო­ცი­უ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გარ­დაქ­მნე­ბის შუ­ა­გულ­ში. ლი­ლი­ტი თქვენს ნი­შან­ში გად­მო­ვა. აქ ის გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ე­რი და და­მან­გრე­ვე­ლია. ლი­ლიტს შე­უძ­ლია თქვე­ნი ღრმა ში­შე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და ყვე­ლა სა­ი­დუმ­ლოს გამ­ჟღავ­ნე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა, გუ­ლახ­დი­ლად გა­და­ხე­დოთ თქვენს პრობ­ლე­მებს და თუ სა­ჭი­როდ ჩათ­ვლით, ფსი­ქო­ლოგ­საც კი მი­მარ­თოთ. უნდა და­ი­წყოთ რთულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და პი­რად პრობ­ლე­მებ­ზე მუ­შა­ო­ბა.

პირ­ველ ად­გილ­ზეა - ვერ­ძი!

პირ­ველ რიგ­ში, თქვენ­ზე გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს თქვე­ნი მმარ­თვე­ლის მარ­სის რეტ­როგ­რა­დუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც შე­გა­ნე­ლებთ. გარ­და ამი­სა, თქვენს ნი­შან­ში გად­მო­დი­ან სა­ტურ­ნი და ნეპ­ტუ­ნი. ბევ­რი პრობ­ლე­მაც იქ­ნე­ბა და ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც! სა­ტურ­ნი, რო­გორც დის­ციპ­ლი­ნი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სიმ­ბო­ლო, ხელს შე­უ­წყობს მოქ­მე­დე­ბის მკა­ფიო გეგ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, ნეპ­ტუ­ნი კი გა­გიძ­ლი­ე­რებთ ინ­ტუ­ი­ცი­ა­სა და შეგ­მა­ტებთ კრე­ა­ტი­უ­ლო­ბას.

2025 წელს შე­იძ­ლე­ბა იყოს და­წი­ნა­უ­რე­ბა კა­რი­ე­რა­ში და გა­მარ­თლე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ თავ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნოთ ახა­ლი ნიჭი და და­ი­წყოთ საქ­მი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც დიდი ხნის წინ და­გეგ­მეთ.

ახლა კი მოკ­ლედ მი­მო­ვი­ხი­ლოთ და­ნარ­ჩე­ნი ნიშ­ნე­ბი:

  • თევ­ზე­ბი სა­ბო­ლო­ოდ ამო­ი­სუნ­თქავთ, რად­გან სა­ტურ­ნიც, რო­მელ­საც უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი მო­აქვს, და ნეპ­ტუ­ნიც (ილუ­ზი­ე­ბი და მათ­რო­ბე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სად­მი ლტოლ­ვა) თქვენს ნი­შანს და­ტო­ვე­ბენ.
  • თხის რქე­ბიც ამო­ი­სუნ­თქავთ, თქვენს ნი­შანს პლუ­ტო­ნი სა­ბო­ლო­ოდ და­ტო­ვებს, თქვე­ნი ტრანსფორ­მა­ცია დას­რუ­ლე­ბუ­ლია და ახლა შე­გიძ­ლი­ათ მშვი­დად იცხოვ­როთ.
  • მშვილ­დო­სანს არაფ­რის ეში­ნია, თუმ­ცა, გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლო­დე­ბათ ურა­ნის­გან, გა­ი­ძუ­ლებთ გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნოთ ცხოვ­რე­ბა­ში. ისე, 2025 წლის ბო­ლოს ლი­ლი­ტიც გეწ­ვე­ვათ, თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბულ ბო­რო­ტე­ბას მის­გან ნუ ელით.
  • სას­წო­რი კი 2025 წელს თავს უკე­თე­სად იგ­რძნობს – ყვე­ლა კარ­მუ­ლი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც 2024 წელს გა­ი­ა­რეთ, მოგ­ცილ­დე­ბათ. სა­ტურ­ნი­სა და ნეპ­ტუ­ნის გავ­ლე­ნას კი იგ­რძნობთ, მაგ­რამ მაგ­რამ უფრო პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.
  • ქალ­წუ­ლის ნი­შან­ში გად­მო­დის დაღ­მა­ვა­ლი კვან­ძი და მო­გი­წევთ უარი თქვათ რა­ი­მე არა­სა­ჭი­რო­ზე, შეც­ვა­ლოთ თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ან ცხოვ­რე­ბის წესი. ცვლი­ლე­ბე­ბი გარ­და­უ­ვა­ლია, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ იყოს მკვეთ­რი.
  • ლო­მებს ცო­ტა­თი შე­გა­ფერ­ხებთ რეტ­როგ­რა­დუ­ლი მარ­სი, პლუ­ტონ­საც ექ­ნე­ბა გავ­ლე­ნა. მო­გი­წევთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა და ნე­ბის­ყო­ფის გა­მოვ­ლე­ნა. კარ­გი დროა კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის­თვის, მაგ­რამ არ და­ი­ვი­წყოთ თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ უკვე გან­გა­შის ზარ­მა ჩა­მოჰ­კრა.
  • კუ­როც ამო­ი­სუნ­თქავს, თქვენს ნი­შანს და­ტო­ვებს ურა­ნი. სა­ბო­ლო­ოდ სიმ­შვი­დეს და­იბ­რუ­ნებთ, თო­რემ ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია ხან დაბ­ნე­ლე­ბა და ხან ურა­ნი გარ­ყევთ. 2025 წელს შე­გიძ­ლი­ათ პო­პ­კორ­ნი მო­ი­მა­რა­გოთ და სე­რი­ა­ლი­ვით ნა­ხოთ რა ბედი ეწე­ვა ვერძს, მო­რი­ელს და მერ­წყულს. თუ ისი­ნი მოგ­ბეზ­რდე­ბი­ან, შე­გიძ­ლი­ათ ტყუპ­საც გა­და­ხე­დოთ ხოლ­მე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

2025 წელს ზოდიაქოს 5 ნიშნის ცხოვრება მკვეთრად შეიცვლება!

2025 წელს ზოდიაქოს 5 ნიშნის ცხოვრება მკვეთრად შეიცვლება!

წინ ძალიან დინამიკური წელი გველოდება, ფაქტობრივად, ცხოვრება შეიცვლება თითქმის ყველა ჩვენგანისთვის. თუ 2024 წელს წყლისა და მიწის სტიქიის გავლენის ქვეშ ვიყავით, 2025 წელს მოვექცევით ორი ძალიან სწრაფი ელემენტის - ცეცხლისა და ჰაერის გავლენის ქვეშ და სიცოცხლის ტემპი მკვეთრად გაიზრდება.

მაგრამ ზოგიერთი ნიშანი სხვებზე მეტ სარგებელს მიიღებს, ვნახოთ სიის მიხედვით

მეხუთე ადგილზე არიან კირჩხიბები!

2025 წლის დასაწყისი იქნება 2024 წლის გაგრძელება და თქვენს ნიშანში, რეტროგრადული მარსი ბრუნდება, გაიძულებთ გარკვეულ ცვლილებებს და გამოავლენს პრობლემებს. თუმცა, ზაფხულში თქვენს ნიშანში გადმოვა დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი და ახალ ჰორიზონტს გაგიხსნით. იუპიტერი, როგორც სიუხვისა და ზრდის პლანეტა, მოგიტანთ შესაძლებლობებს თქვენი ჰორიზონტის გაფართოებისთვის, იქნება ეს სწავლის, მოგზაურობის თუ პროფესიული შესაძლებლობების გზით. იმატებს სიყვარული და მიმღებლობა, რაც ხელს შეუწყობს გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ინტუიციაზე დაყრდნობით შეძლებთ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოთ როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში

განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი მათთვის, ვინც დაკავშირებულია სწავლებასთან, ბავშვების აღზრდასთან და მედიცინასთან. შესაძლოა დაწინაურება, კარიერული ზრდა, სწავლის დაწყება.

მეოთხე ადგილი მერწყულებისთვის!

უკვე 2024 წლის ბოლოს პლუტონი საბოლოოდ გადმოვა თქვენს ნიშანში და აღარ მოგცილდებათ 2043 წლამდე! ნელა, მაგრამ განუწყვეტლივ, პლუტონი კარდინალურად ცვლის ყველა მერწყულის ცხოვრებას. საკუთარ თავში შეძლებთ აღმოაჩინოთ ფარული ნიჭი და გახდეთ უფრო გააზრებული ცხოვრებისეული გზის არჩევისას. მნიშვნელოვანია გვესმოდეთ, რომ ცვლილებები, როგორც რთული, ასევე პოზიტიური, ხშირად იწვევს ხარისხობრივად ახალ ცხოვრებას.

ტყუპი - მესამე ადგილზეა!

საინტერესო თავგადასავლები და ცვლილებები გელით. თქვენს ნიშანში გადმოვა მოულოდნელობების პლანეტა ურანი და გაააქტიურდება თქვენი ცხოვრება, რაღაც ახალი და საინტერესო შემოვა. ცვლილებები გელოდებათ საცხოვრებელში, პროფესიაში და ზოგადად ცხოვრების წესში. 2025 წელი შესანიშნავი დრო იქნება სწავლისთვის, მოგზაურობისა და სიახლეების დანერგვისთვის. მნიშვნელოვანი იქნება ცვლილებებისთვის მზადყოფნა. ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ.

მეორე ადგილს იკავებს მორიელი!

2025 წელს აღმოჩნდებით მძლავრი ემოციური და ფსიქოლოგიური გარდაქმნების შუაგულში. ლილიტი თქვენს ნიშანში გადმოვა. აქ ის განსაკუთრებით ძლიერი და დამანგრეველია. ლილიტს შეუძლია თქვენი ღრმა შიშების გააქტიურება და ყველა საიდუმლოს გამჟღავნება. კარგი იქნება, გულახდილად გადახედოთ თქვენს პრობლემებს და თუ საჭიროდ ჩათვლით, ფსიქოლოგსაც კი მიმართოთ. უნდა დაიწყოთ რთულ ურთიერთობებზე და პირად პრობლემებზე მუშაობა.

პირველ ადგილზეა - ვერძი!

პირველ რიგში, თქვენზე გავლენას მოახდენს თქვენი მმართველის მარსის რეტროგრადული მდგომარეობა, რომელიც შეგანელებთ. გარდა ამისა, თქვენს ნიშანში გადმოდიან სატურნი და ნეპტუნი. ბევრი პრობლემაც იქნება და ბევრი შესაძლებლობაც! სატურნი, როგორც დისციპლინისა და პასუხისმგებლობის სიმბოლო, ხელს შეუწყობს მოქმედების მკაფიო გეგმის ჩამოყალიბებას, ნეპტუნი კი გაგიძლიერებთ ინტუიციასა და შეგმატებთ კრეატიულობას.

2025 წელს შეიძლება იყოს დაწინაურება კარიერაში და გამართლება პირად ცხოვრებაში. შეიძლება საკუთარ თავში აღმოაჩინოთ ახალი ნიჭი და დაიწყოთ საქმიანი საქმიანობა, რომელიც დიდი ხნის წინ დაგეგმეთ.

ახლა კი მოკლედ მიმოვიხილოთ დანარჩენი ნიშნები:

  • თევზები საბოლოოდ ამოისუნთქავთ, რადგან სატურნიც, რომელსაც უსიამოვნებები და ჯანმრთელობის პრობლემები მოაქვს, და ნეპტუნიც (ილუზიები და მათრობელა საშუალებებისადმი ლტოლვა) თქვენს ნიშანს დატოვებენ.
  • თხის რქებიც ამოისუნთქავთ, თქვენს ნიშანს პლუტონი საბოლოოდ დატოვებს, თქვენი ტრანსფორმაცია დასრულებულია და ახლა შეგიძლიათ მშვიდად იცხოვროთ.
  • მშვილდოსანს არაფრის ეშინია, თუმცა, გარკვეული ცვლილებები გელოდებათ ურანისგან, გაიძულებთ გარკვეული ცვლილებები შეიტანოთ ცხოვრებაში. ისე, 2025 წლის ბოლოს ლილიტიც გეწვევათ, თუმცა, განსაკუთრებულ ბოროტებას მისგან ნუ ელით.
  • სასწორი კი 2025 წელს თავს უკეთესად იგრძნობს – ყველა კარმული ფაქტორი, რომელიც 2024 წელს გაიარეთ, მოგცილდებათ. სატურნისა და ნეპტუნის გავლენას კი იგრძნობთ, მაგრამ მაგრამ უფრო პარტნიორულ ურთიერთობებში.
  • ქალწულის ნიშანში გადმოდის დაღმავალი კვანძი და მოგიწევთ უარი თქვათ რაიმე არასაჭიროზე, შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება ან ცხოვრების წესი. ცვლილებები გარდაუვალია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს მკვეთრი.
  • ლომებს ცოტათი შეგაფერხებთ რეტროგრადული მარსი, პლუტონსაც ექნება გავლენა. მოგიწევთ წინააღმდეგობის გაწევა და ნებისყოფის გამოვლენა. კარგი დროა კარიერული ზრდისთვის, მაგრამ არ დაივიწყოთ თქვენი ჯანმრთელობა, განსაკუთრებით თუ უკვე განგაშის ზარმა ჩამოჰკრა.
  • კუროც ამოისუნთქავს, თქვენს ნიშანს დატოვებს ურანი. საბოლოოდ სიმშვიდეს დაიბრუნებთ, თორემ ბოლო რამდენიმე წელია ხან დაბნელება და ხან ურანი გარყევთ. 2025 წელს შეგიძლიათ პოპკორნი მოიმარაგოთ და სერიალივით ნახოთ რა ბედი ეწევა ვერძს, მორიელს და მერწყულს. თუ ისინი მოგბეზრდებიან, შეგიძლიათ ტყუპსაც გადახედოთ ხოლმე.