მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2025 წელს ქორწინებისთვის შესაფერისი თარიღები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
2025 წელს ქორწინებისთვის შესაფერისი თარიღები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2025 წელი სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში ბევრ სი­ურპრიზს, ცვლი­ლე­ბას და აღ­მო­ჩე­ნას გვპირ­დე­ბა. ეს არის ნა­თე­ლი გრძნო­ბე­ბის, გარ­დაქ­მნე­ბი­სა და ზო­გი­ერ­თის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ურპრი­ზე­ბის დრო. მთვა­რის აღ­მა­ვა­ლი კვან­ძის თევ­ზებ­ში და იუ­პი­ტე­რის გა­დას­ვლა კირჩხიბ­ში მიგ­ვიყ­ვანს სუ­ლი­ე­რი და ემო­ცი­უ­რი სი­ახ­ლო­ვის­კენ.

ქორ­წი­ლის­თვის თა­რი­ღის არ­ჩე­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია და პირ­ველ რიგ­ში იფიქ­რეთ იმა­ზე, თუ რო­მე­ლი სე­ზო­ნია ყვე­ლა­ზე ახ­ლოს თქვენ­თან, მაგ­რამ მა­ინც გახ­სოვ­დეთ, რომ სა­უ­კე­თე­სო დრო ქორ­წი­ლე­ბი­სა და სხვა ოჯა­ხუ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბის­თვის იწყე­ბა 9 ივ­ნი­სის შემ­დეგ და გაგ­რძელ­დე­ბა წლის ბო­ლომ­დე.

ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი:

ქორ­წი­ნე­ბის და­გეგ­მვი­სას მო­ე­რი­დეთ რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რა­სა და მერ­კუ­რის პე­რი­ო­დებს. გან­სა­კუთ­რე­ბით არა­ხელ­საყ­რე­ლია მათ­თვის, ვინც პირ­ვე­ლად ქორ­წინ­დე­ბა. რეტ­რო პლა­ნე­ტე­ბის ენერ­გი­ებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს გა­უ­გებ­რო­ბე­ბი, ეჭ­ვე­ბი და არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

ვე­ნე­რა რეტ­როგ­რა­დუ­ლია 3 მარ­ტი­დან 14 აპ­რი­ლამ­დე – თევ­ზე­ბი­სა და ვერ­ძის ნიშ­ნებ­ში.

მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლია:

15 მარ­ტი­დან 7 აპ­რი­ლამ­დე – თევ­ზებ­ში.

18 ივ­ლი­სი­დან 11 აგ­ვის­ტომ­დე – ლომ­ში.

9-დან 29 ნო­ემ­ბრამ­დე – მშვილ­დოს­ნი­სა და მო­რი­ე­ლის ნიშ­ნებ­ში.

შე­ე­ცა­დეთ აირ­ჩი­ოთ მზარ­დი მთვა­რის დღე­ე­ბი. მო­ე­რი­დეთ ახალმთვა­რე­ო­ბას და კლე­ბად მთვა­რეს, თუ გსურთ სტა­ბი­ლუ­რო­ბა და ჰარ­მო­ნი­უ­ლო­ბა ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

ნუ და­ნიშ­ნავთ ქორ­წილს უკურ­სო მთვა­რის პე­რი­ოდ­ში. ეს დრო­ის მცი­რე მო­ნაკ­ვე­თია, მაგ­რამ საკ­მა­ოდ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო.

თუ ქორ­წი­ნე­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად, ას­ტრო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე გეგ­მავთ, სა­სურ­ვე­ლია, მთვა­რეს ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი ჰქონ­დეს ვე­ნე­რას­თან ან იუ­პი­ტერ­თან. ეს ხელს შე­უ­წყობს კავ­ში­რის, ჰარ­მო­ნი­ი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რას. და­გეგ­მეთ სა­ქორ­წი­ნო დღე­სას­წა­უ­ლი, რო­დე­საც მთვა­რე ხელ­საყ­რელ ას­პექ­ტებ­შია და ძლი­ე­რი ნიშ­ნე­ბი - კუ­რო­ში, კირჩხიბ­ში ან სას­წორ­ში, რათა გა­აძ­ლი­ე­როთ კავ­ში­რის ჰარ­მო­ნია და დღეგ­რძე­ლო­ბა.

qorwili

2025 წლის სიყ­ვა­რუ­ლის ზო­გა­დი ტენ­დენ­ცი­ე­ბი:

კირჩხიბ­ში იუ­პი­ტე­რის გა­დას­ვლა 9 ივ­ნი­სი­დან ჰარ­მო­ნი­ას შე­მო­ი­ტანს თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში და გა­გიძ­ლი­ე­რებთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­ზე ზრუნ­ვის, კომ­ფორ­ტის შექ­მნი­სა და ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბის სურ­ვილს.

ურა­ნის ტყუპ­ში გა­დას­ვლა 7 ივ­ლი­სი­დან მოგ­ვი­ტანს დი­ნა­მი­კას, გრძნო­ბებ­ში ინო­ვა­ცი­ურ მიდ­გო­მას და ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის სურ­ვილს. მო­გინ­დე­ბათ თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ურა­ნი ხელს შე­უ­წყობს სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რას. პერ­სპექ­ტი­უ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით.

ვერ­ძში ნეპ­ტუ­ნის გა­დას­ვლა 30 მარ­ტი­დან გა­აღ­ვი­ძებს ვნე­ბას, გულ­წრფე­ლო­ბას და ნამ­დვილ ემო­ცი­ებს, მაგ­რამ მო­ი­თხოვს სა­კუ­თარ თავ­თან პა­ტი­ოს­ნე­ბას. ნეპ­ტუ­ნის გავ­ლე­ნით, ბევ­რი და­ი­წყებს სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბას.

ვე­ნე­რა რეტ­როგ­რა­დუ­ლი იქ­ნე­ბა 3 მარ­ტი­დან 14 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით: ეს არის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­და­ხედ­ვის, ძველ პარტნი­ო­რებ­თან დაბ­რუ­ნე­ბის ან მიმ­დი­ნა­რე კავ­ში­რებ­ზე მუ­შა­ო­ბის პე­რი­ო­დი.

ზო­გა­დად, წლის და­სა­წყი­სი ხელ­საყ­რე­ლია ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბის­თვის. თუ ვერ და­ე­ლო­დე­ბით ზა­ფხულს, მა­შინ ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეთ ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ პე­რი­ო­დებ­ზე:

პირ­ვე­ლი­დან 15 იან­ვრამ­დე - იდე­ა­ლუ­რია მგრძნო­ბი­ა­რე და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის­თვის, სა­დაც რო­მან­ტი­კა თა­მა­შობს მთა­ვარ როლს.

30 იან­ვრი­დან 13 თე­ბერ­ვლამ­დე - კარ­გი პე­რი­ო­დია წყვი­ლე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც სურთ ქორ­წი­ნე­ბა­ში სი­მარ­ტი­ვე, მე­გობ­რო­ბა და გახ­სნი­ლო­ბა.

მარ­ტი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ არის შე­სა­ფე­რი­სი ქორ­წი­ნე­ბის­თვის. რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რი­სა და ვე­ნე­რას გარ­და, 14-დან 29 მარ­ტამ­დე გვე­ლო­დე­ბა დაბ­ნე­ლე­ბა­თა სა­გა­ზა­ფხუ­ლო დე­რე­ფა­ნი.

29 მარ­ტამ­დე ლი­ლი­ტი, კარ­მუ­ლი წერ­ტი­ლი, მოძ­რა­ობს სას­წო­რის ნი­შან­ში, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ამ პე­რი­ოდ­ში ქორ­წი­ნე­ბას ნუ გა­ა­ფორ­მებთ.

9 ივ­ნისს იუ­პი­ტე­რი გა­და­დის კირჩხიბ­ში ერთი წლით. იზ­რდე­ბა ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი და ორი­ენ­ტა­ცია ოჯა­ხურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე. ეს არის ზრუნ­ვის, მხარ­და­ჭე­რი­სა და სით­ბოს დრო. ამი­ტომ, 2025 წლის ბო­ლომ­დე, ენერ­გე­ტი­კუ­ლი ფონი იდე­ა­ლუ­რია ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად, სა­დაც ტრა­დი­ცი­ებს, ბავ­შვებ­სა და სახ­ლს უმ­თავ­რე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მაგ­რამ არ და­გეგ­მოთ ქორ­წი­ლი შე­მოდ­გო­მის დაბ­ნე­ლე­ბის დე­რეფ­ნის დროს 17-დან 21 სექ­ტემ­ბრამ­დე.

გი­სურ­ვებთ, რომ 2025 წელი იყოს სიყ­ვა­რუ­ლის, ჰარ­მო­ნი­ი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის დრო ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა ნიშ­ნის­თვის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

2025 წელს ქორწინებისთვის შესაფერისი თარიღები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2025 წელს ქორწინებისთვის შესაფერისი თარიღები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2025 წელი სასიყვარულო სფეროში ბევრ სიურპრიზს, ცვლილებას და აღმოჩენას გვპირდება. ეს არის ნათელი გრძნობების, გარდაქმნებისა და ზოგიერთისთვის მოულოდნელი სიურპრიზების დრო. მთვარის აღმავალი კვანძის თევზებში და იუპიტერის გადასვლა კირჩხიბში მიგვიყვანს სულიერი და ემოციური სიახლოვისკენ.

ქორწილისთვის თარიღის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია და პირველ რიგში იფიქრეთ იმაზე, თუ რომელი სეზონია ყველაზე ახლოს თქვენთან, მაგრამ მაინც გახსოვდეთ, რომ საუკეთესო დრო ქორწილებისა და სხვა ოჯახური დღესასწაულებისთვის იწყება 9 ივნისის შემდეგ და გაგრძელდება წლის ბოლომდე.

ძირითადი რეკომენდაციები:

ქორწინების დაგეგმვისას მოერიდეთ რეტროგრადული ვენერასა და მერკურის პერიოდებს. განსაკუთრებით არახელსაყრელია მათთვის, ვინც პირველად ქორწინდება. რეტრო პლანეტების ენერგიებმა შეიძლება გამოიწვიოს გაუგებრობები, ეჭვები და არასტაბილურობა ურთიერთობებში.

ვენერა რეტროგრადულია 3 მარტიდან 14 აპრილამდე – თევზებისა და ვერძის ნიშნებში.

მერკური რეტროგრადულია:

15 მარტიდან 7 აპრილამდე – თევზებში.

18 ივლისიდან 11 აგვისტომდე – ლომში.

9-დან 29 ნოემბრამდე – მშვილდოსნისა და მორიელის ნიშნებში.

შეეცადეთ აირჩიოთ მზარდი მთვარის დღეები. მოერიდეთ ახალმთვარეობას და კლებად მთვარეს, თუ გსურთ სტაბილურობა და ჰარმონიულობა ოჯახურ ურთიერთობებში.

ნუ დანიშნავთ ქორწილს უკურსო მთვარის პერიოდში. ეს დროის მცირე მონაკვეთია, მაგრამ საკმაოდ არასასიამოვნო.

თუ ქორწინებას დამოუკიდებლად, ასტროლოგთან კონსულტაციის გარეშე გეგმავთ, სასურველია, მთვარეს ჰარმონიული ასპექტი ჰქონდეს ვენერასთან ან იუპიტერთან. ეს ხელს შეუწყობს კავშირის, ჰარმონიისა და სტაბილურობის მხარდაჭერას. დაგეგმეთ საქორწინო დღესასწაული, როდესაც მთვარე ხელსაყრელ ასპექტებშია და ძლიერი ნიშნები - კუროში, კირჩხიბში ან სასწორში, რათა გააძლიეროთ კავშირის ჰარმონია და დღეგრძელობა.

qorwili

2025 წლის სიყვარულის ზოგადი ტენდენციები:

კირჩხიბში იუპიტერის გადასვლა 9 ივნისიდან ჰარმონიას შემოიტანს თქვენს პირად ცხოვრებაში და გაგიძლიერებთ საყვარელ ადამიანებზე ზრუნვის, კომფორტის შექმნისა და ხანგრძლივი ურთიერთობების დამყარების სურვილს.

ურანის ტყუპში გადასვლა 7 ივლისიდან მოგვიტანს დინამიკას, გრძნობებში ინოვაციურ მიდგომას და ექსპერიმენტების სურვილს. მოგინდებათ თავგადასავლები და ახალი გამოცდილების მიღება. ურანი ხელს შეუწყობს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრას. პერსპექტიული ნაცნობობა შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით.

ვერძში ნეპტუნის გადასვლა 30 მარტიდან გააღვიძებს ვნებას, გულწრფელობას და ნამდვილ ემოციებს, მაგრამ მოითხოვს საკუთარ თავთან პატიოსნებას. ნეპტუნის გავლენით, ბევრი დაიწყებს საკუთარი გრძნობებისა და ურთიერთობების გადაფასებას.

ვენერა რეტროგრადული იქნება 3 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით: ეს არის ურთიერთობების გადახედვის, ძველ პარტნიორებთან დაბრუნების ან მიმდინარე კავშირებზე მუშაობის პერიოდი.

ზოგადად, წლის დასაწყისი ხელსაყრელია ურთიერთობების გაფორმებისთვის. თუ ვერ დაელოდებით ზაფხულს, მაშინ ყურადღება გაამახვილეთ ქვემოთ ჩამოთვლილ პერიოდებზე:

პირველიდან 15 იანვრამდე - იდეალურია მგრძნობიარე და შემოქმედებითი გაერთიანებებისთვის, სადაც რომანტიკა თამაშობს მთავარ როლს.

30 იანვრიდან 13 თებერვლამდე - კარგი პერიოდია წყვილებისთვის, რომლებსაც სურთ ქორწინებაში სიმარტივე, მეგობრობა და გახსნილობა.

მარტი აბსოლუტურად არ არის შესაფერისი ქორწინებისთვის. რეტროგრადული მერკურისა და ვენერას გარდა, 14-დან 29 მარტამდე გველოდება დაბნელებათა საგაზაფხულო დერეფანი.

29 მარტამდე ლილიტი, კარმული წერტილი, მოძრაობს სასწორის ნიშანში, რომელიც პასუხისმგებელია ურთიერთობებსა და ოფიციალურ ქორწინებაზე. შესაბამისად, ამ პერიოდში ქორწინებას ნუ გააფორმებთ.

9 ივნისს იუპიტერი გადადის კირჩხიბში ერთი წლით. იზრდება ემოციური კავშირი და ორიენტაცია ოჯახურ კეთილდღეობაზე, გაფართოებაზე. ეს არის ზრუნვის, მხარდაჭერისა და სითბოს დრო. ამიტომ, 2025 წლის ბოლომდე, ენერგეტიკული ფონი იდეალურია ოჯახის შესაქმნელად, სადაც ტრადიციებს, ბავშვებსა და სახლს უმთავრესი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ არ დაგეგმოთ ქორწილი შემოდგომის დაბნელების დერეფნის დროს 17-დან 21 სექტემბრამდე.

გისურვებთ, რომ 2025 წელი იყოს სიყვარულის, ჰარმონიისა და ბედნიერების დრო ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის!