სამართალი
პოლიტიკა

27

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის პირველი დღე დადგება 04:45-ზე; მთვარის მეორე დღე დაიწყება 08:43 დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მეტად დაისვენეთ. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად.
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის: “ტრადიციები, ოჯახური კავშირები და მემკვიდრეობითი საკითხები იქნება მნიშვნელოვანი“
2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის: “ტრადიციები, ოჯახური კავშირები და მემკვიდრეობითი საკითხები იქნება მნიშვნელოვანი“

2024 წლის ზო­გა­დი ტენ­დენ­ცია

2024 წელი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ამ სფე­როს­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იქ­ნე­ბა. მო­ემ­ზა­დეთ მხი­ა­რუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის­თვის, მღელ­ვა­რე­ბი­სა და მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ურპრი­ზე­ბის­თვის. იქ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ნა­ახ­ლოთ ან შეც­ვა­ლოთ ბი­ნა­ში დი­ზა­ი­ნი, გა­ა­კე­თოთ რე­მონ­ტი ან გა­ზარ­დოთ ოჯა­ხის წევრთა რა­ო­დე­ნო­ბა. იუ­პი­ტე­რის წყა­ლო­ბით შეძ­ლებთ ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბას. წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ბი­ნის, სახ­ლის ან აგა­რა­კის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის გა­რი­გე­ბე­ბი. არ გა­უშ­ვათ ხე­ლი­დან შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­იქ­მნათ თქვე­ნი კომ­ფორ­ტუ­ლი "ბუდე". მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ, რომ რე­მონ­ტი მო­ი­თხოვს მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ვეს­ტი­ცი­ას. შე­საძ­ლოა, წვრილ­მა­ნე­ბით და­ი­წყოთ, მაგ­რამ საქ­მე­ე­ბი გა­იზ­რდე­ბა. იყა­ვით მომთმე­ნი და მშვი­დი, 2024 წლის ბო­ლოს ნა­ხავთ, რა დიდი სა­მუ­შაო გა­ა­კე­თეთ. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფე­რი მო­გე­წო­ნე­ბათ, ოჯა­ხი ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა. ტრა­დი­ცი­ე­ბი, ოჯა­ხუ­რი კავ­ში­რე­ბი და მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი სა­კი­თხე­ბი - ეს ყვე­ლა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა 2024 წელს. მო­გინ­დე­ბათ იცო­დეთ ვინ იყო თქვე­ნი დიდი ბა­ბუა, შე­ის­წავ­ლოთ ოჯა­ხის, საგ­ვა­რე­უ­ლოს ის­ტო­რია, შექ­მნათ გე­ნი­ა­ლო­გი­უ­რი ხე.

თქვენ­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი და და­უ­ვი­წყა­რი პე­რი­ო­დია 26 მა­ი­სი­დან წლის ბო­ლომ­დე. თავს ფორ­ტუ­ნას ფა­ვო­რი­ტად იგ­რძნობთ. ეს აი­სა­ხე­ბა თქვენს ში­ნა­გან სიმ­შვი­დე­სა და შთა­გო­ნე­ბა­ზე, რაც და­გეხ­მა­რე­ბათ სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში ყვე­ლა სფე­რო­ში. ნა­თე­ლი იდე­ე­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გეგ­მე­ბი­სა და აქ­ტი­ვო­ბის ზღვა გე­ლო­დე­ბათ. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ ყვე­ლა­ფერს, რა­საც მო­ი­სურ­ვებთ. რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა, აღი­ა­რე­ბე­ბი და გრძნო­ბე­ბის აფეთ­ქე­ბე­ბი გე­ლო­დე­ბათ წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში. მო­გინ­დე­ბათ ფლირ­ტი და ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სა­პი­რის­პი­რო სქეს­თან.

2024 წლის პროგ­ნო­ზი მერ­წყუ­ლი მან­დი­ლოს­ნე­ბის­თვის

2024 წელი გარ­დამ­ტე­ხი იქ­ნე­ბა მერ­წყუ­ლი ქა­ლის­თვის. ბევ­რი ცვლი­ლე­ბაა, რაც თავ­სა­ტეხს და გა­ო­ცე­ბას გა­მო­იწ­ვევს, თუმ­ცა თა­ვი­დან ისი­ნი ტრი­ვი­ა­ლუ­რად მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ. მთა­ვა­რია, წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მო­ემ­ზა­დოთ იმის­თვის, რაც იქ­ნე­ბა წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში. შე­საძ­ლო მიგ­რა­ცია, გა­და­ად­გი­ლე­ბა ან სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი შე­მო­დის ცხოვ­რე­ბა­ში, მა­შინ, როცა ძველ­მა უკვე მო­ჭა­მა თა­ვი­სი დრო. ამის გა­რე­შე რე­ფორ­მე­ბი არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მაგ­რამ გან­საც­დე­ლი სუ­ლი­ე­რად გა­გაძ­ლი­ე­რებთ და თვით­შე­ფა­სე­ბას გა­გიზ­რდით. რაც შე­ე­ხე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­როს, ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი თა­ვად თქვენ­ზე. თუ პარტნი­ო­რის მი­მართ რბი­ლი და ლმო­ბი­ე­რი ხართ, ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო ჰარ­მო­ნი­უ­ლი გახ­დე­ბა. ზა­ფხუ­ლი­დან მარ­ტო­ხე­ლა ქა­ლებს გა­უ­მარ­თლებთ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რა პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბას მო­გი­ტანთ.

2024 წლის პროგ­ნო­ზი მერ­წყუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბის­თვის

2024 წელი მერ­წყუ­ლი მა­მა­კა­ცის­გან ფო­კუ­სი­რე­ბა­სა და დის­ციპ­ლი­ნას მო­ი­თხოვს, თუ გსურთ მი­აღ­წი­ოთ წინსვლას პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში. გა­რე­მო­ე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად შე­იც­ვა­ლოს და თქვენ უნდა იყოთ მოქ­ნი­ლი და სწრა­ფად მო­ერ­გოთ ცვლი­ლე­ბებს. თუ ოჯა­ხი გყავთ, მა­შინ მას მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ. დროა იზ­რუ­ნოთ ოჯახ­ზე, სა­ო­ჯა­ხო და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხებ­ზე. მერ­წყუ­ლებს არ გიყ­ვართ რუ­ტი­ნუ­ლი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა, მაგ­რამ ახლა ცხოვ­რე­ბა თქვენ­გან მოთ­მი­ნე­ბა­სა და თავ­მდაბ­ლო­ბას მო­ი­თხოვს.

2024 წელი არის შე­სა­ფე­რი­სი დრო თქვე­ნი კა­რი­ე­რუ­ლი გეგ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ რა­ღა­ცის შეც­ვლა თქვენს მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა­ში, წა­შა­ლოთ ზო­გი­ერ­თი რწმე­ნა, პრინ­ცი­პი, რო­მე­ლიც აღარ არის აქ­ტუ­ა­ლუ­რი. დიახ, და ღირს ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა გა­რეგ­ნო­ბა­შიც. მა­გა­ლი­თად, ზო­გი­ერ­თი მერ­წყუ­ლის­თვის ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა მო­ი­თხოვს უფრო ძვი­რად ღი­რე­ბულ, მა­ღა­ლი სტა­ტუ­სის სა­მოსს.

2024 წლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი

2024 წლის 26 მა­ი­სამ­დე, იუ­პი­ტე­რი - ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და იღ­ბლის პლა­ნე­ტა, იქ­ნე­ბა თქვე­ნი სახ­ლი­სა და ოჯა­ხის სექ­ტორ­ში. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებს, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის კუ­თხით უკე­თე­სი დრო გე­ლო­დე­ბათ წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში. თქვე­ნი კავ­ში­რი პარტნი­ორ­თან შე­იძ­ლე­ბა გაღ­რმავ­დეს, იყოს ჰარ­მო­ნი­უ­ლი; სა­უ­კე­თე­სო დროა ოჯა­ხის გა­ფარ­თო­ე­ბის­თვის. იუ­პი­ტე­რის გავ­ლე­ნით პარტნი­ო­რე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ უფრო ოპ­ტი­მის­ტუ­რად და დიდსუ­ლოვ­ნად იგ­რძნობთ თავს, რაც ხელს შე­უ­წყობს ემო­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის შეგ­რძნე­ბას. უფრო მეტ დროს გა­ა­ტა­რებთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან. ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, რომ­ლებ­თა­ნაც დიდი ხა­ნია არ გქო­ნი­ათ კო­მუ­ნი­კა­ცია.

2024 წლის 26 მა­ისს იუ­პი­ტე­რი გა­და­ვა თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ვნე­ბის სექ­ტორ­ში. ამ პე­რი­ოდ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. თუ მარ­ტო­ხე­ლა ხართ, იუ­პი­ტე­რის გავ­ლე­ნამ შე­იძ­ლე­ბა გა­ზარ­დოს თქვე­ნი შან­სე­ბი შეხ­ვდეთ გან­სა­კუთ­რე­ბულ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც იზი­ა­რებს თქვენს ინ­ტე­რე­სებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. შე­გიძ­ლი­ათ გახ­დეთ უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, ად­ვი­ლად მი­ი­ზი­დოთ პო­ტენ­ცი­უ­რი პარტნი­ო­რე­ბი.

16 თე­ბერ­ვლი­დან 11 მარ­ტამ­დე სიყ­ვა­რუ­ლის­თვის უფრო გახ­სნი­ლი გახ­დე­ბით. გა­და­ხე­დეთ თქვენს ფა­სე­უ­ლო­ბებ­სა და პრი­ო­რი­ტე­ტებს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. და­ფიქ­რდით, ვის­ზე ხარ­ჯავთ თქვენს დროს, ენერ­გი­ა­სა და ემო­ცი­ებს. ამ პე­რი­ოდ­ში გა­ირ­კვე­ვა, თუ რას მო­აქვს ნამ­დვი­ლი სი­ხა­რუ­ლი და კმა­ყო­ფი­ლე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო სა­კი­თხებ­ში. არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში იმა­ტებს ვნე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი.

23 მა­ი­სი­დან 17 ივ­ნი­სამ­დე შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა ოჯახ­თან ერ­თად გა­სა­ტა­რებ­ლად. ერ­თად და­ის­ვე­ნეთ და გა­ერ­თეთ. თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, წა­დით შვე­ბუ­ლე­ბა­ში შვი­ლებ­თან ერ­თად. მარ­ტო­ხე­ლებს გაც­ნო­ბის უამ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ. კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ხართ, სახ­ლში ნუ იჯ­დე­ბით, წა­დით იქ, სა­დაც შეძ­ლებთ შეხ­ვდეთ პო­ტენ­ცი­ურ რჩე­ულს.

11 ივ­ლი­სი­დან 5 აგ­ვის­ტომ­დე პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი წინა პლან­ზე მოვა. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ამ დროს შეხ­ვდე­ბით, შე­საძ­ლოა, ერთი შე­ხედ­ვით, თქვე­ნი აზ­რით, სა­ერ­თოდ არ შე­გე­ფე­რე­ბო­დეთ. მაგ­რამ არ დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ აზრს შე­იც­ვლით. მი­ე­ცით ადა­მი­ანს შან­სი, რომ თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცი­ოს. შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ა­ფა­სებთ მის ქმე­დე­ბებს, ხა­სი­ათს და მიხ­ვდე­ბით, რომ ეს არის ზუს­ტად ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ელო­დით.

17 ოქ­ტომ­ბრი­დან 11 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით მე­გობ­რე­ბი გა­გაც­ნო­ბენ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს. უფრო ხში­რად უნდა იყოთ მე­გობ­რულ კომ­პა­ნი­ებ­ში ან თა­ნა­მო­აზ­რე­თა წრე­ში. სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი და­გა­ახ­ლო­ებთ და შე­იძ­ლე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა ფლირ­ტი­დან რო­მან­ში გა­და­ი­ზარ­დოს.

15 დე­კემ­ბრი­დან თუ ისევ მარ­ტო­ხე­ლა ხართ, უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოთ ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ თქვე­ნი აქ­ტი­უ­რო­ბის, ქა­რიზ­მის, მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბის წყა­ლო­ბით, გა­ი­ჩი­ნოთ პარტნი­ო­რი ახა­ლი წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად და, შე­საძ­ლოა, თა­ნა­ცხოვ­რე­ბის­თვი­საც.

2024 წლის ფი­ნან­სუ­რი პროგ­ნო­ზი

2024 წელს სა­ტურ­ნი აგ­რძე­ლებს მოძ­რა­ო­ბას თქვენს ფი­ნან­სურ სექ­ტორ­ში. ეს არის გაზ­რდი­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და დის­ციპ­ლი­ნის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც საქ­მე ფულს ეხე­ბა. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ ფი­ნან­სურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას, და­ნა­ზოგს და გრძელ­ვა­დი­ან და­გეგ­მვას. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს დრო, რომ ხე­ლახ­ლა შე­ა­ფა­სოთ თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი მიზ­ნე­ბი და შე­ი­ტა­ნოთ კო­რექ­ტი­რე­ბა უსაფრ­თხო მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. 2024 წლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გაკ­ვე­თი­ლი არის ფი­ნან­სუ­რი ზო­მი­ე­რე­ბის და კონ­ტრო­ლის შეს­წავ­ლა. ამან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ხარ­ჯე­ბის შე­ზღუდ­ვა, უფრო ფრთხი­ლი უნდა გახ­დეთ ხარ­ჯვი­სას. შე­საძ­ლოა მო­გი­წი­ოთ ადრე უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რამ და ვა­ლე­ბის გა­დახ­დამ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს რთუ­ლი პე­რი­ო­დი, ის ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს ზრდი­სა და უფრო ძლი­ე­რი ფი­ნან­სუ­რი ფონ­დის აშე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. დის­ციპ­ლი­ნა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნეთ, რათა სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­როთ უსაფრ­თხო და სრულ­ფა­სო­ვან ფი­ნან­სურ მო­მა­ვალს.

16 თე­ბერ­ვლი­დან თქვე­ნი სურ­ვი­ლი, მი­ი­პყროთ მეტი ყუ­რა­დღე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე, და­გეხ­მა­რე­ბათ ფუ­ლის მო­ზიდ­ვა­ში. აჩ­ვე­ნეთ თქვე­ნი ნიჭი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს. კარ­გი პე­რი­ო­დია სა­მუ­შა­ოს მო­სა­ძებ­ნად, რომ­ლის ხელ­ფა­სიც ახ­ლან­დელ­ზე მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა. ზო­გი­ერთს გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის წყა­რო.

2024 წლის 23 მა­ი­სი­დან 17 ივ­ნი­სამ­დე სა­სარ­გებ­ლო ადა­მი­ა­ნებს შეხ­ვდე­ბით, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ­ში და­გეხ­მა­რე­ბი­ან. შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა შეხ­ვედ­რე­ბი­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის. კარ­გია, რომ მო­ი­თხო­ვოთ და­წი­ნა­უ­რე­ბა, და­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი.

29 აგ­ვის­ტო­დან 23 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით კარ­გი დროა შე­მო­სავ­ლის უცხო ქვეყ­ნე­ბი­დან მი­სა­ღე­ბად.

23 სექ­ტემ­ბრი­დან 17 ოქ­ტომ­ბრის ფრთხი­ლად უნდა იყოთ. მო­ი­მა­ტებს დაბ­რკო­ლე­ბე­ბი, ინ­ტრი­გე­ბი და კუ­ლი­სებს მიღ­მა თა­მა­შე­ბი. თუ მი­ზან­სწრა­ფუ­ლი იქ­ნე­ბით მხო­ლოდ ასე მი­აღ­წევთ თქვენს მი­ზანს.

2024 წლის დე­კემ­ბერ­ში ნუ და­ზო­გავ ფულს სა­კუ­თარ თავ­ზე. ახლა თქვე­ნი ტრანსფორ­მა­ცი­ის დროა. ქა­რიზ­მა, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და უნაკ­ლო გა­რეგ­ნო­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ უფრო სწრა­ფად მი­აღ­წი­ოთ ფი­ნან­სურ მიზ­ნებს და მო­ახ­დი­ნოთ სწო­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა სწორ ადა­მი­ა­ნებ­ზე.

2024 წლის სა­მუ­შა­ო­სა და ბიზ­ნე­სის პროგ­ნო­ზი

2024 წელს ჩრდი­ლო­ე­თი კვან­ძი თქვენს მე-3 სახ­ლშია, გახ­შირ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ი­ღე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია, სწავ­ლა და მოგ­ზა­უ­რო­ბა. შე­საძ­ლოა მო­გი­წი­ოთ მუ­შა­ო­ბის ახალ გზებ­თან ადაპ­ტა­ცი­ამ ან ახა­ლი უნა­რე­ბის სწავ­ლამ, რათა გახ­დეთ უფრო ეფექ­ტუ­რი თქვენს სამ­სა­ხურ­ში. კო­ლე­გებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია უფრო ღრმა და მჭიდ­რო გახ­დე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ თქვე­ნი დედ­მა­მიშ­ვი­ლი, თა­ნაკ­ლა­სე­ლი ან მე­ზო­ბე­ლი და­გეხ­მა­როთ თქვენს საქ­მე­ში. სა­უ­კე­თე­სო დროა მათ­თვის, ვინც წერს სტა­ტი­ებს, წიგ­ნებს, საქ­მი­ა­ნობს ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში, გა­ყიდ­ვე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სფე­რო­ში. და­ი­წყებთ უფრო მეტ ურ­თი­ერ­თო­ბას ადა­მი­ა­ნებ­თან, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ მი­მო­წე­რას, წახ­ვალთ მივ­ლი­ნე­ბებ­ში, გა­და­ად­გილ­დე­ბით ქა­ლაქ­ში.

5 თე­ბერ­ვლი­დან მარ­ტის ბო­ლომ­დე შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­რი­ო­დია ახა­ლი პრო­ექ­ტის და­სა­წყე­ბად, სხვა სა­მუ­შა­ო­ზე გა­და­სას­ვლე­ლად ან ახა­ლი პო­ზი­ცი­ის და­სა­კა­ვებ­ლად. თქვენს მცდე­ლო­ბებ­სა და იდე­ებს მხარს და­უ­ჭე­რენ კო­ლე­გე­ბი, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და ქვე­შევ­რდო­მე­ბი. თქვე­ნი ქა­რიზ­მი­სა და შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იდე­ე­ბის წყა­ლო­ბით, შეძ­ლებთ მი­აღ­წი­ოთ სა­სურ­ველს. ბევ­რი თქვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ფუ­ლის მო­პო­ვე­ბა­ზე და სა­კუ­თა­რი თა­ვის ლი­დე­რად წარ­მო­ჩე­ნა­ზე. მარ­ტში თქვე­ნი კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბა და კონ­ტაქ­ტე­ბის მარ­ტი­ვად დამ­ყა­რე­ბის უნა­რი და­გეხ­მა­რე­ბათ საქ­მე­ე­ბის უფრო სწრა­ფად მოგ­ვა­რე­ბა­ში. გახ­შირ­დე­ბა მივ­ლი­ნე­ბა ან ბევ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა ქა­ლაქ­ში, მის შე­მო­გა­რენ­ში.

3-დან 17 ივ­ნი­სამ­დე პე­რი­ო­დი ხელ­საყ­რე­ლია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. ამ დროს, კარ­გია, მო­ძებ­ნოთ სპონ­სო­რე­ბი თქვე­ნი პრო­ექ­ტე­ბის­თვის, და­ი­წყოთ თქვე­ნი ჰო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და უფრო აქ­ტი­უ­რი გახ­დეთ თქვე­ნი პრო­დუქ­ტის ან სერ­ვი­სე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა­ში. გა­აქ­ტი­ურ­დით, რომ გა­ა­ფარ­თო­ოთ თქვე­ნი კლი­ენ­ტე­ბის სია და მას­თან ერ­თად მო­გე­ბაც.

2-დან 25 ივ­ლი­სამ­დე შე­სა­ფე­რი­სი დროა სან­დო პარტნი­ო­რე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მო­სა­ძებ­ნად. ამ დროს წყვი­ლებ­ში მუ­შა­ო­ბა სა­უ­კე­თე­სო შე­დეგს გა­მო­ი­ღებს და იქ­ნე­ბა უფრო პრო­დუქ­ტი­უ­ლი. ასე­ვე მა­ღა­ლია მომ­ხმა­რებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდის ალ­ბა­თო­ბა. ან ეს იქ­ნე­ბა პე­რი­ო­დი, რო­დე­საც და­ი­წყებთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ მომ­სა­ხუ­რე­ბას.

26 სექ­ტემ­ბრი­დან 13 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით კარ­გი დროა ახა­ლი უნა­რე­ბი­სა და ცოდ­ნის მი­სა­ღე­ბად, რაც შემ­დგომ­ში და­გეხ­მა­რე­ბათ მი­ი­ღოთ უფრო მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა ან გა­ზარ­დოთ მომ­სა­ხუ­რე­ბის ფასი. კარ­გი პე­რი­ო­დია მივ­ლი­ნე­ბი­სა და თქვე­ნი ხედ­ვის გა­ფარ­თო­ე­ბის­თვის.

2024 წლის 13 ოქ­ტომ­ბრი­დან 2 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­მა შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს თქვენს კა­რი­ე­რა­სა და მის ზრდა­ზე. მი­ი­ღებთ დახ­მა­რე­ბას სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბი­დან და პარტნი­ო­რე­ბის­გან თქვე­ნი გეგ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. იქ­ნე­ბა ხელ­ფა­სის გაზ­რდის ან ახალ სა­მუ­შა­ო­ზე გა­დას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

2024 წლის ჯან­მრთე­ლო­ბის პროგ­ნო­ზი

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ ჯან­მრთე­ლო­ბას იან­ვრი­დან მარ­ტის ბო­ლომ­დე. ენერ­გი­ის მა­ტე­ბა და და­ცე­მა მო­ნაც­ვლე­ო­ბით მოხ­დე­ბა, შე­ა­მოწ­მეთ თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა. სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა სპორ­ტი და ცუდი ჩვე­ვე­ბის და­ვი­წყე­ბა. გა­ზა­ფხულ­ზე გა­იძ­ლი­ე­რეთ იმუ­ნი­ტე­ტი, აქ­ცენ­ტი გა­და­ი­ტა­ნეთ კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის, სის­ხლძარ­ღვე­ბის და გუ­ლის მუ­შა­ო­ბა­ზე. ია­რეთ ხში­რად ფე­ხით, თუნ­დაც გრილ ამინ­დში. და, რა თქმა უნდა, იძი­ნოთ მი­ნი­მუმ 7 სა­ა­თი. მთე­ლი სხე­უ­ლის აღ­დგე­ნა ამა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ვნა­ხოთ რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დე­ნენ მერ­წყუ­ლებ­ზე პლა­ნე­ტე­ბის ტრან­ზი­ტე­ბი 2024 წელს

სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნა

სა­ტურ­ნი თქვე­ნი ფი­ნან­სე­ბის სახ­ლში მოგ­ზა­უ­რობს. ახლა უმ­ჯო­ბე­სია და­ზოგ­ვა, ვიდ­რე და­ხარ­ჯვა. უნდა აწონ-და­წო­ნოთ ყვე­ლა ფი­ნან­სუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და და­ზო­გოთ ფული შავი დღის­თვის. სა­უ­კე­თე­სო დროა მათ­თვის, ვი­საც დიდი ხა­ნია სურ­და გამ­ხდა­რი­ყო ფერ­მე­რი, და­ე­უფ­ლე­ბო­და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას. მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ, რომ დას­ვე­ნე­ბის გა­რე­შე მუ­შა­ო­ბა სა­ა­ვად­მყო­ფომ­დე მი­გიყ­ვანთ. თქვენ უნდა და­ის­ვე­ნოთ, თუ და­უ­ფიქ­რებ­ლად ხარ­ჯავთ ენერ­გი­ას, ვერ გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბით.

2024 წელს გულ­დას­მით უნდა გა­ნი­ხი­ლოთ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ვი­ღაც "იკ­ვე­ბე­ბა" თქვე­ნი ფი­ნან­სე­ბით, ენერ­გი­ით, ან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მოქ­მე­დებს თქვენ­ზე. მო­ი­ცი­ლეთ ყვე­ლა­ფე­რი არა­სა­ჭი­რო და ნე­გა­ტი­უ­რი. ეს ეხე­ბა არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებს, არა­მედ ნივ­თებ­საც. უნდა გახ­დეთ უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი.

ურა­ნის გავ­ლე­ნა

ურა­ნი თქვე­ნი ოჯა­ხის სახ­ლში მოგ­ზა­უ­რობს. შე­საძ­ლე­ბე­ლია ცვლი­ლე­ბე­ბი ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ზო­გი­ერ­თი ზრდას­რუ­ლი ბავ­შვი გა­და­წყვეტს ცალ­კე ცხოვ­რე­ბას, ზოგს კი სურს ცხოვ­რე­ბა დე­დას­თან და მა­მას­თან. სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და, ზოგ­ჯერ, მო­უ­ლოდ­ნე­ლიც, მაგ­რამ თქვენ უნდა მო­იქ­ცეთ მშვი­დად და გო­ნივ­რუ­ლად. ოჯა­ხის ხან­დაზ­მუ­ლი წევ­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას და ზრუნ­ვას სა­ჭი­რო­ე­ბენ. ზო­გი­ერთ მათ­განს სახ­ლში მი­იყ­ვანთ, ან მათ ბი­ნა­ში და­ი­წყებთ რე­მონტს. მთა­ვა­რია, გო­ნებ­რი­ვად და ფი­ნან­სუ­რად მზად იყოთ ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის­თვის. 2024 წელს შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად შეხ­ვდეს ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წე­ლია არ გი­ნა­ხავთ. კავ­ში­რი გა­ნახ­ლდე­ბა და უფრო გულ­წრფე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, თქვე­ნი მშობ­ლე­ბის ქორ­წი­ნე­ბაც, თუ ასა­კი ხელს უწყობთ.

ნეპ­ტუ­ნის გავ­ლე­ნა

ნეპ­ტუ­ნი თქვე­ნი ფი­ნან­სე­ბის სახ­ლში მოძ­რა­ობს. ვი­ღაც მო­უ­ლოდ­ნე­ლად გამ­დიდ­რდე­ბა, მი­ი­ღებს მემ­კვიდ­რე­ო­ბას ან მი­აღ­წევს სი­მაღ­ლე­ებს კა­რი­ე­რა­ში. ფი­ნან­სურ სექ­ტორ­ში გა­მარ­ჯვე­ბა გე­ლით, მაგ­რამ სიფრ­თხი­ლეს თავი არ სტკი­ვა და ამი­ტომ გა­მო­ი­ჩი­ნეთ პრაქ­ტი­კუ­ლი მიდ­გო­მა შე­მო­სავ­ლის გა­ნა­წი­ლე­ბი­სას. გულ­დას­მით დათ­ვა­ლეთ თქვე­ნი ხარ­ჯე­ბი. თუ ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად თაღ­ლი­თო­ბის, თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­სა და ტყუ­ი­ლის გზას და­ად­გე­ბით, და­კარ­გავთ ყვე­ლა­ფერს, რაც გა­მო­ი­მუ­შა­ვეთ.

ლი­ლი­ტის გავ­ლე­ნა

იან­ვრი­დან ივ­ლი­სის ჩათ­ვლით ლი­ლი­ტი გა­ივ­ლის თქვენს მე-8 სახ­ლში. ამან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სახ­სრე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, სეს­ხე­ბის გა­და­სახ­და, შე­საძ­ლე­ბე­ლია ვა­ლე­ბი და ფი­ნან­სუ­რი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი­სას წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში არ უნდა აი­ღოთ სეს­ხი, იპო­თე­კა. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დეთ ქორ­წი­ნე­ბას ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რის დახ­მა­რე­ბით. შე­იძ­ლე­ბა იყოს და­მაბ­ნე­ვე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი პენ­სი­ე­ბის და ალი­მენ­ტის გა­დახ­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე უფრთხილ­დით სა­ხი­ფა­თო სპორ­ტს, არ ჩა­ერ­თოთ მოვ­ლე­ნებ­ში, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე შე­უქ­მნას თქვენს სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას.

ივ­ლი­სი­დან წლის ბო­ლომ­დე ლი­ლი­ტი გა­და­ვა თქვე­ნი შო­რე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის სახ­ლში. ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა, იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უცხო­ეთ­თან (სა­ბუ­თე­ბი, ფი­ნან­სე­ბი, მოგ­ზა­უ­რო­ბა). ნუ გახ­დე­ბით ცრუ გუ­რუ­ე­ბის მსხვერ­პლი.

წარ­მა­ტე­ბე­ბი, ბედ­ნი­ე­რე­ბა და ყო­ვე­ლი­ვე სა­უ­კე­თე­სო მო­ე­ტა­ნოს თქვენ­თვის 2024 წელს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა
ავტორი:

2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის: “ტრადიციები, ოჯახური კავშირები და მემკვიდრეობითი საკითხები იქნება მნიშვნელოვანი“

2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის: “ტრადიციები, ოჯახური კავშირები და მემკვიდრეობითი საკითხები იქნება მნიშვნელოვანი“

2024 წლის ზოგადი ტენდენცია

2024 წელი საოჯახო საქმეების პერიოდი იქნება. ყველაფერი, რაც ამ სფეროსთან არის დაკავშირებული, თქვენი ყურადღების ცენტრში იქნება. მოემზადეთ მხიარული მოვლენებისთვის, მღელვარებისა და მოულოდნელი სიურპრიზებისთვის. იქნება შესაძლებლობა განაახლოთ ან შეცვალოთ ბინაში დიზაინი, გააკეთოთ რემონტი ან გაზარდოთ ოჯახის წევრთა რაოდენობა. იუპიტერის წყალობით შეძლებთ ნათესავებთან ურთიერთობების განმტკიცებას. წარმატებული იქნება ბინის, სახლის ან აგარაკის ყიდვა-გაყიდვის გარიგებები. არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა შეიქმნათ თქვენი კომფორტული "ბუდე". მაგრამ გახსოვდეთ, რომ რემონტი მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციას. შესაძლოა, წვრილმანებით დაიწყოთ, მაგრამ საქმეები გაიზრდება. იყავით მომთმენი და მშვიდი, 2024 წლის ბოლოს ნახავთ, რა დიდი სამუშაო გააკეთეთ. რაც მთავარია, ყველაფერი მოგეწონებათ, ოჯახი ბედნიერი იქნება. ტრადიციები, ოჯახური კავშირები და მემკვიდრეობითი საკითხები - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი იქნება 2024 წელს. მოგინდებათ იცოდეთ ვინ იყო თქვენი დიდი ბაბუა, შეისწავლოთ ოჯახის, საგვარეულოს ისტორია, შექმნათ გენიალოგიური ხე.

თქვენთვის წარმატებული და დაუვიწყარი პერიოდია 26 მაისიდან წლის ბოლომდე. თავს ფორტუნას ფავორიტად იგრძნობთ. ეს აისახება თქვენს შინაგან სიმშვიდესა და შთაგონებაზე, რაც დაგეხმარებათ საკუთარი თავის რეალიზებაში ყველა სფეროში. ნათელი იდეების, შემოქმედებითი გეგმებისა და აქტივობის ზღვა გელოდებათ. განახორციელებთ ყველაფერს, რასაც მოისურვებთ. რომანტიკული ნაცნობობა, აღიარებები და გრძნობების აფეთქებები გელოდებათ წლის მეორე ნახევარში. მოგინდებათ ფლირტი და ურთიერთობის გაუმჯობესება საპირისპირო სქესთან.

2024 წლის პროგნოზი მერწყული მანდილოსნებისთვის

2024 წელი გარდამტეხი იქნება მერწყული ქალისთვის. ბევრი ცვლილებაა, რაც თავსატეხს და გაოცებას გამოიწვევს, თუმცა თავიდან ისინი ტრივიალურად მოგეჩვენებათ. მთავარია, წლის პირველ ნახევარში მოემზადოთ იმისთვის, რაც იქნება წლის მეორე ნახევარში. შესაძლო მიგრაცია, გადაადგილება ან სამსახურიდან გათავისუფლება. ბუნებრივია, ყველაფერი ახალი შემოდის ცხოვრებაში, მაშინ, როცა ძველმა უკვე მოჭამა თავისი დრო. ამის გარეშე რეფორმები არ განხორციელდება. მაგრამ განსაცდელი სულიერად გაგაძლიერებთ და თვითშეფასებას გაგიზრდით. რაც შეეხება სასიყვარულო სფეროს, ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად თქვენზე. თუ პარტნიორის მიმართ რბილი და ლმობიერი ხართ, ურთიერთობა უფრო ჰარმონიული გახდება. ზაფხულიდან მარტოხელა ქალებს გაუმართლებთ პირად ცხოვრებაში. რომანტიკული შეხვედრა პოზიტიური განწყობას მოგიტანთ.

2024 წლის პროგნოზი მერწყული მამაკაცებისთვის

2024 წელი მერწყული მამაკაცისგან ფოკუსირებასა და დისციპლინას მოითხოვს, თუ გსურთ მიაღწიოთ წინსვლას პროფესიულ სფეროში. გარემოებები შეიძლება სწრაფად შეიცვალოს და თქვენ უნდა იყოთ მოქნილი და სწრაფად მოერგოთ ცვლილებებს. თუ ოჯახი გყავთ, მაშინ მას მეტი დრო უნდა დაუთმოთ. დროა იზრუნოთ ოჯახზე, საოჯახო და საყოფაცხოვრებო საკითხებზე. მერწყულებს არ გიყვართ რუტინული საქმეების კეთება, მაგრამ ახლა ცხოვრება თქვენგან მოთმინებასა და თავმდაბლობას მოითხოვს.

2024 წელი არის შესაფერისი დრო თქვენი კარიერული გეგმების განსახორციელებლად. შეიძლება მოგიწიოთ რაღაცის შეცვლა თქვენს მსოფლმხედველობაში, წაშალოთ ზოგიერთი რწმენა, პრინციპი, რომელიც აღარ არის აქტუალური. დიახ, და ღირს ცვლილებების შეტანა გარეგნობაშიც. მაგალითად, ზოგიერთი მერწყულისთვის ახალი თანამდებობა მოითხოვს უფრო ძვირად ღირებულ, მაღალი სტატუსის სამოსს.

2024 წლის სასიყვარულო პროგნოზი

2024 წლის 26 მაისამდე, იუპიტერი - ბედნიერებისა და იღბლის პლანეტა, იქნება თქვენი სახლისა და ოჯახის სექტორში. დაოჯახებულებს, პირადი ცხოვრების კუთხით უკეთესი დრო გელოდებათ წლის პირველ ნახევარში. თქვენი კავშირი პარტნიორთან შეიძლება გაღრმავდეს, იყოს ჰარმონიული; საუკეთესო დროა ოჯახის გაფართოებისთვის. იუპიტერის გავლენით პარტნიორები ერთმანეთის მიმართ უფრო ოპტიმისტურად და დიდსულოვნად იგრძნობთ თავს, რაც ხელს შეუწყობს ემოციური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შეგრძნებას. უფრო მეტ დროს გაატარებთ საყვარელ ადამიანებთან. ეს შესანიშნავი დროა ნათესავებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, რომლებთანაც დიდი ხანია არ გქონიათ კომუნიკაცია.

2024 წლის 26 მაისს იუპიტერი გადავა თქვენი სიყვარულისა და ვნების სექტორში. ამ პერიოდმა შეიძლება გამოიწვიოს ახალი და საინტერესო რომანტიკული ურთიერთობები. თუ მარტოხელა ხართ, იუპიტერის გავლენამ შეიძლება გაზარდოს თქვენი შანსები შეხვდეთ განსაკუთრებულ ადამიანს, რომელიც იზიარებს თქვენს ინტერესებსა და ღირებულებებს. შეგიძლიათ გახდეთ უფრო თავდაჯერებული და ქარიზმატული, ადვილად მიიზიდოთ პოტენციური პარტნიორები.

16 თებერვლიდან 11 მარტამდე სიყვარულისთვის უფრო გახსნილი გახდებით. გადახედეთ თქვენს ფასეულობებსა და პრიორიტეტებს ურთიერთობებში. დაფიქრდით, ვისზე ხარჯავთ თქვენს დროს, ენერგიასა და ემოციებს. ამ პერიოდში გაირკვევა, თუ რას მოაქვს ნამდვილი სიხარული და კმაყოფილება სასიყვარულო საკითხებში. არსებულ ურთიერთობებში იმატებს ვნება და სიყვარული.

23 მაისიდან 17 ივნისამდე შესანიშნავი დროა ოჯახთან ერთად გასატარებლად. ერთად დაისვენეთ და გაერთეთ. თუ შესაძლებელია, წადით შვებულებაში შვილებთან ერთად. მარტოხელებს გაცნობის უამრავი შესაძლებლობა ექნებათ. კომუნიკაბელური ადამიანი ხართ, სახლში ნუ იჯდებით, წადით იქ, სადაც შეძლებთ შეხვდეთ პოტენციურ რჩეულს.

11 ივლისიდან 5 აგვისტომდე პარტნიორული ურთიერთობები წინა პლანზე მოვა. ადამიანი, რომელსაც ამ დროს შეხვდებით, შესაძლოა, ერთი შეხედვით, თქვენი აზრით, საერთოდ არ შეგეფერებოდეთ. მაგრამ არ დროის გასვლის შემდეგ აზრს შეიცვლით. მიეცით ადამიანს შანსი, რომ თქვენი ყურადღება მიიქციოს. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მოგვიანებით დააფასებთ მის ქმედებებს, ხასიათს და მიხვდებით, რომ ეს არის ზუსტად ის ადამიანი, რომელსაც ელოდით.

17 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით მეგობრები გაგაცნობენ საინტერესო ადამიანს. უფრო ხშირად უნდა იყოთ მეგობრულ კომპანიებში ან თანამოაზრეთა წრეში. საერთო ინტერესები დაგაახლოებთ და შეიძლება ურთიერთობა ფლირტიდან რომანში გადაიზარდოს.

15 დეკემბრიდან თუ ისევ მარტოხელა ხართ, უნდა გამოიჩინოთ ინიციატივა, რომ თქვენი აქტიურობის, ქარიზმის, მიმზიდველობის წყალობით, გაიჩინოთ პარტნიორი ახალი წლის აღსანიშნავად და, შესაძლოა, თანაცხოვრებისთვისაც.

2024 წლის ფინანსური პროგნოზი

2024 წელს სატურნი აგრძელებს მოძრაობას თქვენს ფინანსურ სექტორში. ეს არის გაზრდილი პასუხისმგებლობისა და დისციპლინის პერიოდი, როდესაც საქმე ფულს ეხება. უპირატესობა მიანიჭეთ ფინანსურ სტაბილურობას, დანაზოგს და გრძელვადიან დაგეგმვას. ეს შეიძლება იყოს დრო, რომ ხელახლა შეაფასოთ თქვენი ფინანსური მიზნები და შეიტანოთ კორექტირება უსაფრთხო მომავლის უზრუნველსაყოფად. 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი არის ფინანსური ზომიერების და კონტროლის შესწავლა. ამან შეიძლება გამოიწვიოს ხარჯების შეზღუდვა, უფრო ფრთხილი უნდა გახდეთ ხარჯვისას. შესაძლოა მოგიწიოთ ადრე უგულებელყოფილი ფინანსური პრობლემების გადაჭრამ და ვალების გადახდამ. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს რთული პერიოდი, ის ასევე შეიძლება იყოს ზრდისა და უფრო ძლიერი ფინანსური ფონდის აშენების შესაძლებლობა. დისციპლინა და პასუხისმგებლობა გამოავლინეთ, რათა საფუძველი ჩაუყაროთ უსაფრთხო და სრულფასოვან ფინანსურ მომავალს.

16 თებერვლიდან თქვენი სურვილი, მიიპყროთ მეტი ყურადღება საკუთარ თავზე, დაგეხმარებათ ფულის მოზიდვაში. აჩვენეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები თქვენთვის საინტერესო ადამიანებს. კარგი პერიოდია სამუშაოს მოსაძებნად, რომლის ხელფასიც ახლანდელზე მაღალი იქნება. ზოგიერთს გამოგიჩნდებათ დამატებითი შემოსავლის წყარო.

2024 წლის 23 მაისიდან 17 ივნისამდე სასარგებლო ადამიანებს შეხვდებით, რომლებიც შემდგომში დაგეხმარებიან. შესანიშნავი დროა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. კარგია, რომ მოითხოვოთ დაწინაურება, დაიწყოთ ახალი საქმეები.

29 აგვისტოდან 23 სექტემბრის ჩათვლით კარგი დროა შემოსავლის უცხო ქვეყნებიდან მისაღებად.

23 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ფრთხილად უნდა იყოთ. მოიმატებს დაბრკოლებები, ინტრიგები და კულისებს მიღმა თამაშები. თუ მიზანსწრაფული იქნებით მხოლოდ ასე მიაღწევთ თქვენს მიზანს.

2024 წლის დეკემბერში ნუ დაზოგავ ფულს საკუთარ თავზე. ახლა თქვენი ტრანსფორმაციის დროა. ქარიზმა, თავდაჯერებულობა და უნაკლო გარეგნობა დაგეხმარებათ უფრო სწრაფად მიაღწიოთ ფინანსურ მიზნებს და მოახდინოთ სწორი შთაბეჭდილება სწორ ადამიანებზე.

2024 წლის სამუშაოსა და ბიზნესის პროგნოზი

2024 წელს ჩრდილოეთი კვანძი თქვენს მე-3 სახლშია, გახშირდება ინფორმაციის მიიღება, კომუნიკაცია, სწავლა და მოგზაურობა. შესაძლოა მოგიწიოთ მუშაობის ახალ გზებთან ადაპტაციამ ან ახალი უნარების სწავლამ, რათა გახდეთ უფრო ეფექტური თქვენს სამსახურში. კოლეგებთან კომუნიკაცია უფრო ღრმა და მჭიდრო გახდება. შესაძლებელია, რომ თქვენი დედმამიშვილი, თანაკლასელი ან მეზობელი დაგეხმაროთ თქვენს საქმეში. საუკეთესო დროა მათთვის, ვინც წერს სტატიებს, წიგნებს, საქმიანობს ჟურნალისტიკაში, გაყიდვებისა და კომუნიკაციის სფეროში. დაიწყებთ უფრო მეტ ურთიერთობას ადამიანებთან, განახორციელებთ მიმოწერას, წახვალთ მივლინებებში, გადაადგილდებით ქალაქში.

5 თებერვლიდან მარტის ბოლომდე შესანიშნავი პერიოდია ახალი პროექტის დასაწყებად, სხვა სამუშაოზე გადასასვლელად ან ახალი პოზიციის დასაკავებლად. თქვენს მცდელობებსა და იდეებს მხარს დაუჭერენ კოლეგები, ხელმძღვანელობა და ქვეშევრდომები. თქვენი ქარიზმისა და შემოთავაზებული იდეების წყალობით, შეძლებთ მიაღწიოთ სასურველს. ბევრი თქვენი ძალისხმევა მიმართული იქნება, პირველ რიგში, ფულის მოპოვებაზე და საკუთარი თავის ლიდერად წარმოჩენაზე. მარტში თქვენი კომუნიკაბელურობა და კონტაქტების მარტივად დამყარების უნარი დაგეხმარებათ საქმეების უფრო სწრაფად მოგვარებაში. გახშირდება მივლინება ან ბევრი მოგზაურობა ქალაქში, მის შემოგარენში.

3-დან 17 ივნისამდე პერიოდი ხელსაყრელია შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ამ დროს, კარგია, მოძებნოთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის, დაიწყოთ თქვენი ჰობის განვითარება და უფრო აქტიური გახდეთ თქვენი პროდუქტის ან სერვისების რეკლამირებაში. გააქტიურდით, რომ გააფართოოთ თქვენი კლიენტების სია და მასთან ერთად მოგებაც.

2-დან 25 ივლისამდე შესაფერისი დროა სანდო პარტნიორებისა და თანამშრომლების მოსაძებნად. ამ დროს წყვილებში მუშაობა საუკეთესო შედეგს გამოიღებს და იქნება უფრო პროდუქტიული. ასევე მაღალია მომხმარებლების რაოდენობის გაზრდის ალბათობა. ან ეს იქნება პერიოდი, როდესაც დაიწყებთ პროფესიონალურ მომსახურებას.

26 სექტემბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით კარგი დროა ახალი უნარებისა და ცოდნის მისაღებად, რაც შემდგომში დაგეხმარებათ მიიღოთ უფრო მაღალი თანამდებობა ან გაზარდოთ მომსახურების ფასი. კარგი პერიოდია მივლინებისა და თქვენი ხედვის გაფართოებისთვის.

2024 წლის 13 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით პერიოდმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს თქვენს კარიერასა და მის ზრდაზე. მიიღებთ დახმარებას სამთავრობო უწყებებიდან და პარტნიორებისგან თქვენი გეგმების განსახორციელებლად. იქნება ხელფასის გაზრდის ან ახალ სამუშაოზე გადასვლის შესაძლებლობა.

2024 წლის ჯანმრთელობის პროგნოზი

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას იანვრიდან მარტის ბოლომდე. ენერგიის მატება და დაცემა მონაცვლეობით მოხდება, შეამოწმეთ თქვენი ჯანმრთელობა. სასარგებლო იქნება სპორტი და ცუდი ჩვევების დავიწყება. გაზაფხულზე გაიძლიერეთ იმუნიტეტი, აქცენტი გადაიტანეთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სისხლძარღვების და გულის მუშაობაზე. იარეთ ხშირად ფეხით, თუნდაც გრილ ამინდში. და, რა თქმა უნდა, იძინოთ მინიმუმ 7 საათი. მთელი სხეულის აღდგენა ამაზე იქნება დამოკიდებული.

ვნახოთ რა გავლენას მოახდენენ მერწყულებზე პლანეტების ტრანზიტები 2024 წელს

სატურნის გავლენა

სატურნი თქვენი ფინანსების სახლში მოგზაურობს. ახლა უმჯობესია დაზოგვა, ვიდრე დახარჯვა. უნდა აწონ-დაწონოთ ყველა ფინანსური გადაწყვეტილება და დაზოგოთ ფული შავი დღისთვის. საუკეთესო დროა მათთვის, ვისაც დიდი ხანია სურდა გამხდარიყო ფერმერი, დაეუფლებოდა სოფლის მეურნეობას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ დასვენების გარეშე მუშაობა საავადმყოფომდე მიგიყვანთ. თქვენ უნდა დაისვენოთ, თუ დაუფიქრებლად ხარჯავთ ენერგიას, ვერ გამოჯანმრთელდებით.

2024 წელს გულდასმით უნდა განიხილოთ ადამიანებთან ურთიერთობა. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც “იკვებება“ თქვენი ფინანსებით, ენერგიით, ან ფსიქოლოგიურად მოქმედებს თქვენზე. მოიცილეთ ყველაფერი არასაჭირო და ნეგატიური. ეს ეხება არა მხოლოდ ადამიანურ ურთიერთობებს, არამედ ნივთებსაც. უნდა გახდეთ უფრო თავდაჯერებული.

ურანის გავლენა

ურანი თქვენი ოჯახის სახლში მოგზაურობს. შესაძლებელია ცვლილებები ნათესავებთან ურთიერთობაში. ზოგიერთი ზრდასრული ბავშვი გადაწყვეტს ცალკე ცხოვრებას, ზოგს კი სურს ცხოვრება დედასთან და მამასთან. სიტუაციები ძალიან განსხვავებული იქნება და, ზოგჯერ, მოულოდნელიც, მაგრამ თქვენ უნდა მოიქცეთ მშვიდად და გონივრულად. ოჯახის ხანდაზმული წევრები განსაკუთრებულ ყურადღებას და ზრუნვას საჭიროებენ. ზოგიერთ მათგანს სახლში მიიყვანთ, ან მათ ბინაში დაიწყებთ რემონტს. მთავარია, გონებრივად და ფინანსურად მზად იყოთ ნებისმიერი სირთულისთვის. 2024 წელს შეიძლება მოულოდნელად შეხვდეს ადამიანს, რომელიც მრავალი წელია არ გინახავთ. კავშირი განახლდება და უფრო გულწრფელი და საინტერესო გახდება. სხვათა შორის, გამორიცხული არაა, თქვენი მშობლების ქორწინებაც, თუ ასაკი ხელს უწყობთ.

ნეპტუნის გავლენა

ნეპტუნი თქვენი ფინანსების სახლში მოძრაობს. ვიღაც მოულოდნელად გამდიდრდება, მიიღებს მემკვიდრეობას ან მიაღწევს სიმაღლეებს კარიერაში. ფინანსურ სექტორში გამარჯვება გელით, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ამიტომ გამოიჩინეთ პრაქტიკული მიდგომა შემოსავლის განაწილებისას. გულდასმით დათვალეთ თქვენი ხარჯები. თუ ფულის საშოვნელად თაღლითობის, თავგადასავლებისა და ტყუილის გზას დაადგებით, დაკარგავთ ყველაფერს, რაც გამოიმუშავეთ.

ლილიტის გავლენა

იანვრიდან ივლისის ჩათვლით ლილიტი გაივლის თქვენს მე-8 სახლში. ამან შეიძლება გამოიწვიოს სახსრების ნაკლებობა, სესხების გადასახდა, შესაძლებელია ვალები და ფინანსური ტრანზაქციებისას წარუმატებლობა. ამ პერიოდში არ უნდა აიღოთ სესხი, იპოთეკა. მატერიალური მდგომარეობა შეიძლება გაგიუმჯობესდეთ ქორწინებას ან სასიყვარულო პარტნიორის დახმარებით. შეიძლება იყოს დამაბნეველი სიტუაციები პენსიების და ალიმენტის გადახდასთან დაკავშირებით. ასევე უფრთხილდით სახიფათო სპორტს, არ ჩაერთოთ მოვლენებში, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

ივლისიდან წლის ბოლომდე ლილიტი გადავა თქვენი შორეული ქვეყნების სახლში. ყურადღებას საჭიროებს უმაღლესი განათლება, იურიდიული საკითხების მოგვარება, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია უცხოეთთან (საბუთები, ფინანსები, მოგზაურობა). ნუ გახდებით ცრუ გურუების მსხვერპლი.

წარმატებები, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო მოეტანოს თქვენთვის 2024 წელს!