მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის: “შეძლებთ ყველა სირთულის გადალახვას“
2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის: “შეძლებთ ყველა სირთულის გადალახვას“

2024 წლის ზო­გა­დი ტენ­დენ­ცია

ეს წელი თქვენ­თვის გა­ნუ­მე­ო­რებ­ლად ნა­თე­ლი, სა­ო­ცა­რი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბით აღ­სავ­სე იქ­ნე­ბა. რა თქმა უნდა, უღ­რუბ­ლო არ იქ­ნე­ბა, ამი­ტომ ძა­ლი­ან ნუ მო­დუნ­დე­ბით. პი­რი­ქით, რამ­დე­ნი­მე მო­მენ­ტი და­ძა­ბუ­ლიც კი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ სწო­რედ ამ დროს იგ­რძნობთ თავს ძლი­ე­რად და მი­ზან­სწრა­ფუ­ლად. სა­ბო­ლოო ნა­ბი­ჯის გა­დად­გმამ­დე და­ფიქ­რდით, სწო­რი გზა აირ­ჩი­ეთ თუ არა? ნუ­რაფ­რის ნუ გე­ში­ნი­ათ. მე­ტიც, დი­დე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბის მწვერ­ვა­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა 2024 წელს არც ისე ეკ­ლი­ა­ნი და რთუ­ლი იქ­ნე­ბა თქვენ­თვის. იან­ვრი­დან ივ­ნი­სამ­დე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თქვენს სტა­ტუს­ზე, პრო­ფე­სი­ულ სა­კი­თხებ­ზე და პი­რად მიზ­ნებ­ზე. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ თქვე­ნი გეგ­მე­ბი. დიდი შან­სი გაქვთ, მი­აღ­წი­ოთ წარ­მა­ტე­ბას იმ საქ­მე­ებ­ში, რაც ივ­ნი­სამ­დე და­გეგ­მეთ. ძი­რი­თა­დად, ისი­ნი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კა­რი­ე­რას­თან და პარტნი­ო­რებს შო­რის ავ­ტო­რი­ტე­ტის მო­პო­ვე­ბას­თან. ემო­ცი­უ­რი გან­წყო­ბა წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში სულ სხვა, უფრო პო­ზი­ტი­უ­რი და ხა­ლი­სი­ა­ნი გა­გიხ­დე­ბათ. მო­გე­ცე­მათ სა­შუ­ა­ლე­ბა და­ის­ვე­ნოთ, გა­ნიტ­ვირ­თოთ და და­ი­წყოთ თქვე­ნი საქ­მე. შე­ე­გუ­ეთ იმას, რომ გარ­შე­მო მყო­ფე­ბი გა­მუდ­მე­ბით შე­გა­ქე­ბენ და დაგ­პა­ტი­ჟე­ბენ სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­სა და პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე. უარს ნუ იტყვი, წა­დით. თქვე­ნი ნიჭი და­ფა­სე­ბუ­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი უნდა იყოს, ისე, რო­გორც ამას იმ­სა­ხუ­რებთ.

2024 წლის ივ­ნი­სი­დან დე­კემ­ბრამ­დე შე­გიძ­ლი­ათ გა­აძ­ლი­ე­როთ სა­კუ­თა­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი. თქვე­ნი პო­პუ­ლა­რო­ბა გა­მო­იწ­ვევს იმას, რა­ზეც ოც­ნე­ბობ­დით - ხალ­ხის ნდო­ბას. შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­რი­ო­დია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, არ­ტის­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და მსა­ხი­ო­ბე­ბის­თვის.

2024 წელს გე­ლო­დე­ბათ უამ­რა­ვი კონ­ტაქ­ტი, მოძ­რა­ო­ბა და სა­ერ­თო პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ვი­ღაც შეხ­ვდეთ პირ­ველ, სას­კო­ლო ან სტუ­დენ­ტურ, სიყ­ვა­რულს. შე­საძ­ლოა, მე­გობ­რებ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნოთ, რომ დიდი ხა­ნია გიყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი. ისე, თუ გრძნო­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, მა­შინ ურ­თი­ერ­თო­ბა ხან­გრძლი­ვი იქ­ნე­ბა.

2024 წლის პროგ­ნო­ზი ლომი მან­დი­ლოს­ნე­ბის­თვის

2024 წელს მზად ხართ ფლირ­ტი­სა და შეყ­ვა­რე­ბის­თვის. მთე­ლი წელი რო­მან­ტი­კულ ხა­სი­ათ­ზე იქ­ნე­ბით. გა­ზა­ფხუ­ლი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას შეგ­მა­ტებთ. მთა­ვა­რია, სწო­რად და­სა­ხოთ თქვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და შე­ხე­დოთ საგ­ნებს რე­ა­ლის­ტუ­რად. ქალ­ბა­ტო­ნი ლო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი საქ­მით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი, უფრო აქ­ტი­უ­რე­ბი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი უნდა გახ­დნენ. მა­შინ შეძ­ლებთ შექ­მნათ ძლი­ე­რი პლატ­ფორ­მა თქვე­ნი კა­რი­ე­რის­თვის და გა­აძ­ლი­ე­როთ თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. თუმ­ცა, წლის პირ­ველ თვე­ებ­ში შე­საძ­ლოა დაბ­რკო­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობ­დეს მიზ­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე. დი­ა­სახ­ლი­სი ლო­მე­ბის ცხოვ­რე­ბაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. გე­ლო­დე­ბათ შე­სამ­ჩნე­ვი წინსვლა და ავ­ტო­რი­ტე­ტის ზრდა სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ში. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ ურ­თი­ერ­თო­ბა მე­უღ­ლე­ებ­თან. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ერ­თად წახ­ვალთ და­სას­ვე­ნებ­ლად, გა­უ­კე­თებთ ერ­თმა­ნეთს სი­ურპრი­ზებს. ასე­თი წვრილ­მა­ნე­ბი და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ურ­თი­ერ­თო­ბის დატ­კბო­ბა­ზე.

2024 წლის პროგ­ნო­ზი ლომი მა­მა­კა­ცე­ბის­თვის

ლომ მა­მა­კაცს მო­უ­წევთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ მეტი ყუ­რა­დღე­ბის გა­მოვ­ლე­ნა. მარ­ტო­ხე­ლებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნეთ მე­გობ­რუ­ლო­ბა და მგრძნო­ბი­ა­რო­ბა და მა­შინ ბედი და­გა­ჯილ­დო­ებთ ისე, რო­გორც ამას იმ­სა­ხუ­რებთ. 2024 წელს გირ­ჩევთ, წი­ნას­წარ და­გეგ­მოთ საქ­მე­ე­ბი და ჩა­მო­წე­როთ თქვე­ნი მიზ­ნე­ბი ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ. თქვენ შეძ­ლებთ ყვე­ლა სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვას და მი­აღ­წევთ უპ­რე­ცე­დენ­ტო სი­მაღ­ლე­ებს. უფრო ხში­რად იყა­ვით თქვენს ოჯახ­ში და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით. ისი­ნი და­გეხ­მა­რე­ბი­ან ყვე­ლა­ზე რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­შიც კი. ხში­რად მო­ი­წყვეთ კულ­ტუ­რუ­ლი დას­ვე­ნე­ბა: ვი­ზი­ტი თე­ატ­რში, გა­მო­ფე­ნა­ზე ან კონ­ცერ­ტზე. სხვა­თა შო­რის, პლაჟ­ზე წიგ­ნით ხელ­ში წო­ლაც სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­სარ­გებ­ლოა. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უ­მარ­თლებს მათ, ვინც შე­მოქ­მე­დე­ბი­თა და ხე­ლოვ­ნე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. მომ­ღერ­ლე­ბი, მხატ­ვრე­ბი, რე­დაქ­ტო­რე­ბი და მსა­ხი­ო­ბე­ბი მი­ი­ღე­ბენ გან­საც­ვიფ­რე­ბელ წარ­მა­ტე­ბას და აპ­ლოდსმენ­ტებს.

2024 წლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი

2024 წლის იან­ვარ­ში კარგ გან­წყო­ბა­ზე იქ­ნე­ბით. თქვენ­თვის ეს იქ­ნე­ბა ფლირ­ტის, გაც­ნო­ბის, რო­მან­ტი­კის თვე. და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­მა ერ­თად გა­ა­ტა­რეთ დრო. წა­დით და­სას­ვე­ნებ­ლად მთე­ლი ოჯა­ხი, ან გა­სარ­თობ ცენ­ტრებ­ში, შე­ე­ჯიბ­რეთ ერ­თმა­ნეთს თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ალ­ში.

16 თე­ბერ­ვლი­დან 11 მარ­ტამ­დე ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია თა­ვი­სუ­ფა­ლი ლო­მის­თვის. ამ დროს შე­გიძ­ლი­ათ შეხ­ვდეთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს, რო­მელ­თა­ნაც შე­გიძ­ლი­ათ მუდ­მი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა.

3 მარტს ურა­ნი­სა და ვე­ნე­რას და­პი­რის­პი­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი უთან­ხმო­ე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ამ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არ უნდა მი­ი­ღოთ. 11 მარ­ტი­დან თვის ბო­ლომ­დე ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­საღ­რმა­ვებ­ლად და სხვა დო­ნის მი­საღ­წე­ვად. მა­გა­ლი­თად, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი გა­და­წყვეტთ ერ­თად ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბას ან შეხ­ვდე­ბით თქვე­ნი პარტნი­ო­რის ოჯახს, მაგ­რამ იქ­ნე­ბი­ან ისე­თე­ბიც, ვინც ურ­თი­ერ­თო­ბას გა­წყვეტს. მარ­ტო­ხე­ლა ლო­მე­ბის­თვის ეს არის ფლირ­ტის დრო.

2024 წლის 23 მა­ი­სამ­დე შე­სა­ფე­რი­სი პე­რი­ო­დია სტა­ტუ­სის შე­საც­ვლე­ლად. ზო­გის­თვის ეს იქ­ნე­ბა ქორ­წი­ლი, ზო­გის­თვის მშობ­ლის სტა­ტუ­სი.

23 მა­ი­სი­დან 17 ივ­ნი­სამ­დე შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა სო­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, შეხ­ვედ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის და მე­გობ­რებ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბის­თვის. თა­ვი­სუ­ფა­ლი ლო­მე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს გა­იც­ნობთ მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით. ან გაც­ნო­ბა მოხ­დე­ბა ინ­ტერ­ნე­ტით.

11 ივ­ლისს ვე­ნე­რა თქვენს ნი­შან­ში გად­მო­დის 5 აგ­ვის­ტომ­დე. ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია გა­რე­გა­ნი გარ­დაქ­მნე­ბის­თვის, პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­მოვ­ლე­ნის­თვის. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის სი­ურპრი­ზე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის, მთე­ლი ოჯა­ხით დას­ვე­ნე­ბის­თვის ან ერ­თად, სა­ჩუქ­რე­ბის ყიდ­ვის­თვის. მარ­ტო­ხე­ლებ­მა გა­მო­ი­ჩი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ გა­იც­ნოთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი.

2024 წლის 17 ოქ­ტომ­ბრი­დან 11 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­რი­ო­დია დას­ვე­ნე­ბის­თვის, ვნე­ბი­ა­ნი რო­მა­ნე­ბი­სა და გარ­თო­ბის­თვის. მო­ი­წყვეთ რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი.

2024 წლის ფი­ნან­სუ­რი პროგ­ნო­ზი

სა­ტურ­ნი მოძ­რა­ობს თქვენს მე-8 სახ­ლში, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ერ­თობ­ლივ ფი­ნან­სებ­ზე, სეს­ხებ­ზე, გა­და­სა­ხა­დებ­ზე, სა­ხელ­მწი­ფოს გა­დახ­დებ­ზე. სა­ტურ­ნი მო­გი­წო­დებთ, იყოთ უფრო ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლე­ბი სხვი­სი ფუ­ლის ხარ­ჯვი­სას. კარ­გად და­ფიქ­რდით სეს­ხის აღე­ბამ­დე. ასე­ვე უნდა და­ფიქ­რდეთ, თუ ვინ­მეს­თან ერ­თობ­ლივ საქ­მი­ა­ნო­ბას გეგ­მავთ. ეს ასე­ვე ეხე­ბა ფუ­ლის ინ­ვეს­ტი­რე­ბა­საც.

2024 წლის 13 თე­ბერ­ვლი­დან 11 მარ­ტამ­დე კარ­გი პე­რი­ო­დია პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის­თვის, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­სა­ძებ­ნად, ვის­თა­ნაც მო­მა­ვალ­ში შეძ­ლებთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას.

მარ­ტის პირ­ველ დე­კა­და­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ფრთხი­ლად იყა­ვით ფულ­თან, მო­სა­ლოდ­ნე­ლია და­ნა­კარ­გე­ბი და სა­ეჭ­ვო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი.

23 მა­ი­სამ­დე ზო­გი­ერთ ლომს ელო­დე­ბა ხელ­ფა­სის მა­ტე­ბა ან და­წი­ნა­უ­რე­ბა.

23 მარ­ტი­დან 17 ივ­ნი­სამ­დე კარ­გი პე­რი­ო­დია ფუ­ლის შოვ­ნის­თვის, შე­საძ­ლოა ვინ­მემ თა­ვი­სი პრო­ექ­ტის სპონ­სო­რი იპო­ვოს, სხვებს ნა­თე­სა­ვე­ბი მის­ცე­მენ ფულს.

11 ივ­ლისს ვე­ნე­რა თქვენს ნი­შან­ში გად­მო­ვა და 5 აგ­ვის­ტომ­დე შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის­თვის ფუ­ლის შოვ­ნის სფე­რო­ში. ზოგი უფ­როსს ხელ­ფა­სის გაზ­რდას სთხოვს, ზო­გიც მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად სა­მუ­შა­ოს მო­ძებ­ნის. იმი­ჯის შეც­ვლამ შე­იძ­ლე­ბა და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დოს თქვენს ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. თქვე­ნი ქა­რიზ­მა და გა­რეგ­ნო­ბა მო­ხიბ­ლავს თქვენს პარტნი­ო­რებს, კლი­ენ­ტებს და უფ­რო­სებს.

სექ­ტემ­ბერ­ში გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ნიჭი, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და და­ამ­ტკი­ცეთ, რომ თქვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა უფრო მეტი ღირს.

17 ოქ­ტომ­ბრი­დან 2 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით გან­სა­კუთ­რე­ბით პრო­დუქ­ტი­უ­ლი პე­რი­ო­დია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პი­როვ­ნე­ბე­ბი­სა და მე­წარ­მე­ე­ბის­თვის. და­ნერ­გეთ ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, გა­ა­ცა­ნით თქვე­ნი იდე­ე­ბი მათ, ვი­საც შე­უძ­ლია მათი ფი­ნან­სუ­რი შე­ფა­სე­ბა.

2024 წლის სა­მუ­შა­ო­სა და ბიზ­ნე­სის პროგ­ნო­ზი

წლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი ხელ­საყ­რე­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. თე­ბერ­ვალ­სა და მარ­ტში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ახა­ლი საქ­მი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და­წყე­ბა. შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნოთ, რომ თქვე­ნი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რი გა­უმ­ჯო­ბეს­და, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი იდე­ე­ბი უფრო ეფექ­ტუ­რად. თუ ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე ხართ, ამ გა­დას­ვლამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი თქვე­ნი გუნ­დის დი­ნა­მი­კა­ში.

მარ­ტში მო­გი­წევთ იყოთ უფრო მოქ­ნი­ლი და მზად სხვა­დას­ხვა ცვლი­ლე­ბის­თვის. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ სწრა­ფად მო­ერ­გოთ ახალ გა­რე­მოს და და­ი­კა­ვოთ უფრო ხელ­საყ­რე­ლი პო­ზი­ცია კო­ლე­გებ­თან და კონ­კუ­რენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით. ასე­ვე დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა მა­ი­სი და ივ­ნი­სის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი. შე­იძ­ლე­ბა მივ­ლი­ნე­ბა­ში წახ­ვი­დეთ ან და­ი­წყოთ პარტნი­ო­რე­ბის, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, კლი­ენ­ტე­ბის წრის გა­ფარ­თო­ე­ბა. ზოგს ელო­დე­ბა და­წი­ნა­უ­რე­ბა ან ახა­ლი მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სა­მუ­შაო. ასე­ვე იქ­ნე­ბი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­საც სურთ სა­კუ­თა­რი საქ­მის და­წყე­ბა, ბიზ­ნე­სის გახ­სნა.

2024 წლის სექ­ტემ­ბე­რი და ოქ­ტომ­ბრის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი ასე­ვე აქ­ტი­უ­რი პე­რი­ო­დია სხვა­დას­ხვა მო­ლა­პა­რა­კე­ბის, ტრან­ზაქ­ცი­ი­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის. შე­საძ­ლოა, ნა­თე­სა­ვე­ბი და­გეხ­მა­რონ სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბა­ში ან ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბა­ში.

ნო­ემ­ბერ­ში რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია გა­და­ხე­დოთ თქვენს მო­ვა­ლე­ო­ბებს და თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ სა­მუ­შა­ოს რუ­ტი­ნად გა­დაქ­ცე­ვა. მე­წარ­მე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ გა­ა­ფარ­თო­ონ ბიზ­ნე­სი, კრე­ა­ტი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შეძ­ლე­ბენ კლი­ენ­ტე­ბის პოვ­ნას.

2024 წლის ჯან­მრთე­ლო­ბის პროგ­ნო­ზი

და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან და­სა­ცა­ვად და იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, უნდა და­იც­ვათ პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი. ცივ სე­ზონ­ზე გჭირ­დე­ბათ ვი­ტა­მი­ნე­ბის მი­ღე­ბა. თუ ალერ­გი­ის სიმპტო­მე­ბი გა­მო­გივ­ლინ­დე­ბათ, მა­შინ­ვე მი­ი­ღეთ წამ­ლე­ბი. გთხოვთ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ მხო­ლოდ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა და­გეხ­მა­რე­ბათ მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში. გა­მო­ნა­ხეთ დრო დი­ლა­ო­ბით სირ­ბი­ლის­თვის, შა­ბათ-კვი­რას ეწ­ვი­ეთ აუზს, ხოლო თბილ ამინ­დში უფრო ხში­რად გა­დით ბუ­ნე­ბა­ში.

ვნა­ხოთ რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დე­ნენ ლო­მებ­ზე პლა­ნე­ტე­ბის ტრან­ზი­ტე­ბი 2024 წელს

სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნა

სა­ტურ­ნი თქვენს მე-8 სახ­ლშია. ეს რთუ­ლი პე­რი­ო­დია. მაგ­რამ თუ და­ი­ცავთ წე­სებს და არ და­არ­ღვევთ კა­ნონს, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მო­ვა. იმის­თვის, რომ არ შე­გექ­მნათ პრობ­ლე­მე­ბი და არ და­ა­ზი­ა­ნოთ სა­კუ­თა­რი თავი, ფრთხი­ლად უნდა იყოთ. გა­მო­რი­ცხეთ ყვე­ლა სა­ხის კრი­მი­ნა­ლუ­რი და ავან­ტი­უ­რუ­ლი ქმე­დე­ბა. არ გირ­ჩევთ თაღ­ლი­თო­ბა­ში ჩაბ­მას და რა­ი­მე სა­ეჭ­ვო ინ­ვეს­ტი­ცი­ას. თქვენ უნდა აკონ­ტრო­ლოთ არა მხო­ლოდ პი­რა­დი ხარ­ჯე­ბი და შე­მო­სა­ვა­ლი, არა­მედ ახ­ლობ­ლე­ბის ბი­უ­ჯე­ტიც. სა­ჭი­რო თან­ხა შე­გიძ­ლი­ათ ისეს­ხოთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან. ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა ყუ­რა­დღე­ბით უნდა გა­ნი­ხი­ლოთ ყვე­ლა ინ­ვეს­ტი­ცი­ა­ზე. 2024 წელს გირ­ჩევთ, იცხოვ­როთ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, სეს­ხის გა­რე­შე.

ურა­ნის მოძ­რა­ობს თქვენს მე-10 სახ­ლში. სა­ვა­რა­უ­დოა მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი. ზოგს გა­უ­მარ­თლებს კა­რი­ე­რულ სა­კი­თხებ­ში, ზოგი კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად მი­ა­ტო­ვებს სამ­სა­ხურს და სხვა სა­მუ­შა­ოს გა­მო­ნა­ხავს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ახა­ლი პრო­ფე­სი­ის სწავ­ლამ მო­გი­წი­ოთ. ისე, თუ არ გსურს რა­ი­მე შეც­ვა­ლოთ სა­მუ­შაო სფე­რო­ში, და­ტო­ვეთ ყვე­ლა­ფე­რი ისე, რო­გორც არის. სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ელით მათ, ვინც 2024 წლამ­დე იშ­რო­მა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად. უფრო ოპ­ტი­მის­ტუ­რად შე­ხე­დეთ მო­მა­ვალს.

ნეპ­ტუ­ნის გავ­ლე­ნა

ნეპ­ტუ­ნი აგ­რძე­ლებს მოძ­რა­ო­ბას ლო­მის მე-8 სახ­ლში. ფო­კუ­სი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეთ იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვის­თა­ნაც ბედი და­გა­კავ­ში­რებთ. ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა არ იყ­ვნენ გულ­წრფე­ლე­ბი ან ჰქონ­დეთ ეგო­ის­ტუ­რი მიზ­ნე­ბი თქვენს მი­მართ. სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, არ გა­უმ­ხი­ლოთ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი უც­ნო­ბებს. მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა მო­ე­კი­დოთ ფი­ნან­სურ და იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხებს. ფრთხი­ლად იყა­ვით დო­კუ­მენ­ტე­ბის ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას. იგი­ვე ეხე­ბა ბი­ნის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვას. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი დიდი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი და­ნა­კარ­გე­ბი. ფრთხი­ლად იყა­ვით ცურ­ვი­სას ან ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტის დროს. შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს კვე­ბი­თი ალერ­გია. მი­მარ­თეთ ექიმს, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ და­ა­ვა­დე­ბის ქრო­ნი­კულ სტა­დი­ა­ში გა­დაქ­ცე­ვა. უფრთხილ­დით ფსი­ქი­კუ­რად არა­ჯან­საღ ტი­პებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. მით უმე­ტეს, თუ მათი ქცე­ვა არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა კონ­ტროლს. და­ის­ვე­ნეთ უფრო ხში­რად. ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად და­კავ­დით სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კი­თა და იო­გით.

ლი­ლი­ტის გავ­ლე­ნა

იან­ვრი­დან ივ­ლი­სამ­დე ლი­ლი­ტი გა­ივ­ლის თქვე­ნი შე­მო­სავ­ლე­ბი­სა და ფი­ნან­სე­ბის სახ­ლს. ამ დროს შე­საძ­ლოა გა­ჭირ­დეს ფი­ნან­სე­ბის შე­მო­დი­ნე­ბა ან შე­მოგ­თა­ვა­ზონ სა­ეჭ­ვო, არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი შე­მო­სა­ვა­ლი, რო­მე­ლიც უსი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გი­ტანთ. ივ­ლი­სი­დან წლის ბო­ლომ­დე ლი­ლი­ტი გა­და­ვა თქვე­ნი კონ­ტაქ­ტე­ბის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, ახლო ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სექ­ტორ­ში. მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას შე­საძ­ლოა გა­ურ­კვე­ვე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან ჩხუ­ბი, მო­ე­რი­დეთ მათ­ზე ჭო­რა­ო­ბას. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას.

წარ­მა­ტე­ბე­ბი, ბედ­ნი­ე­რე­ბა და ყო­ვე­ლი­ვე სა­უ­კე­თე­სო მო­ე­ტა­ნოს თქვენ­თვის 2024 წელს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის: “შეძლებთ ყველა სირთულის გადალახვას“

2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის: “შეძლებთ ყველა სირთულის გადალახვას“

2024 წლის ზოგადი ტენდენცია

ეს წელი თქვენთვის განუმეორებლად ნათელი, საოცარი და მოულოდნელი მოვლენებით აღსავსე იქნება. რა თქმა უნდა, უღრუბლო არ იქნება, ამიტომ ძალიან ნუ მოდუნდებით. პირიქით, რამდენიმე მომენტი დაძაბულიც კი იქნება, მაგრამ სწორედ ამ დროს იგრძნობთ თავს ძლიერად და მიზანსწრაფულად. საბოლოო ნაბიჯის გადადგმამდე დაფიქრდით, სწორი გზა აირჩიეთ თუ არა? ნურაფრის ნუ გეშინიათ. მეტიც, დიდებისა და წარმატების მწვერვალისკენ მიმავალი გზა 2024 წელს არც ისე ეკლიანი და რთული იქნება თქვენთვის. იანვრიდან ივნისამდე ყურადღება გაამახვილეთ საზოგადოებაში თქვენს სტატუსზე, პროფესიულ საკითხებზე და პირად მიზნებზე. ეს დაგეხმარებათ თავდაჯერებულად განახორციელოთ თქვენი გეგმები. დიდი შანსი გაქვთ, მიაღწიოთ წარმატებას იმ საქმეებში, რაც ივნისამდე დაგეგმეთ. ძირითადად, ისინი დაკავშირებულია კარიერასთან და პარტნიორებს შორის ავტორიტეტის მოპოვებასთან. ემოციური განწყობა წლის მეორე ნახევარში სულ სხვა, უფრო პოზიტიური და ხალისიანი გაგიხდებათ. მოგეცემათ საშუალება დაისვენოთ, განიტვირთოთ და დაიწყოთ თქვენი საქმე. შეეგუეთ იმას, რომ გარშემო მყოფები გამუდმებით შეგაქებენ და დაგპატიჟებენ სხვადასხვა ღონისძიებასა და პრეზენტაციაზე. უარს ნუ იტყვი, წადით. თქვენი ნიჭი დაფასებული და აღიარებული უნდა იყოს, ისე, როგორც ამას იმსახურებთ.

2024 წლის ივნისიდან დეკემბრამდე შეგიძლიათ გააძლიეროთ საკუთარი ავტორიტეტი. თქვენი პოპულარობა გამოიწვევს იმას, რაზეც ოცნებობდით - ხალხის ნდობას. შესანიშნავი პერიოდია შემოქმედებითი, არტისტული ადამიანებისთვის, პოლიტიკოსებისა და მსახიობებისთვის.

2024 წელს გელოდებათ უამრავი კონტაქტი, მოძრაობა და საერთო პროექტებში მონაწილეობა. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც შეხვდეთ პირველ, სასკოლო ან სტუდენტურ, სიყვარულს. შესაძლოა, მეგობრებმა მოულოდნელად აღმოაჩინოთ, რომ დიდი ხანია გიყვართ ერთმანეთი. ისე, თუ გრძნობა დაფუძნებულია საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზე, მაშინ ურთიერთობა ხანგრძლივი იქნება.

2024 წლის პროგნოზი ლომი მანდილოსნებისთვის

2024 წელს მზად ხართ ფლირტისა და შეყვარებისთვის. მთელი წელი რომანტიკულ ხასიათზე იქნებით. გაზაფხული თავდაჯერებულობას შეგმატებთ. მთავარია, სწორად დასახოთ თქვენი პრიორიტეტები და შეხედოთ საგნებს რეალისტურად. ქალბატონი ლომები, რომლებიც საკუთარი საქმით არიან დაკავებულნი, უფრო აქტიურები და რაციონალური უნდა გახდნენ. მაშინ შეძლებთ შექმნათ ძლიერი პლატფორმა თქვენი კარიერისთვის და გააძლიეროთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. თუმცა, წლის პირველ თვეებში შესაძლოა დაბრკოლებები არსებობდეს მიზნისკენ მიმავალ გზაზე. დიასახლისი ლომების ცხოვრებაც წარმატებული იქნება. გელოდებათ შესამჩნევი წინსვლა და ავტორიტეტის ზრდა სოციალურ სფეროში. დაქორწინებულებს გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა მეუღლეებთან. კარგი იქნება, თუ ერთად წახვალთ დასასვენებლად, გაუკეთებთ ერთმანეთს სიურპრიზებს. ასეთი წვრილმანები დადებითად მოქმედებს ურთიერთობის დატკბობაზე.

2024 წლის პროგნოზი ლომი მამაკაცებისთვის

ლომ მამაკაცს მოუწევთ საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღების გამოვლენა. მარტოხელებმა გამოავლინეთ მეგობრულობა და მგრძნობიარობა და მაშინ ბედი დაგაჯილდოებთ ისე, როგორც ამას იმსახურებთ. 2024 წელს გირჩევთ, წინასწარ დაგეგმოთ საქმეები და ჩამოწეროთ თქვენი მიზნები ნაბიჯ-ნაბიჯ. თქვენ შეძლებთ ყველა სირთულის გადალახვას და მიაღწევთ უპრეცედენტო სიმაღლეებს. უფრო ხშირად იყავით თქვენს ოჯახში და საყვარელი ადამიანების გვერდით. ისინი დაგეხმარებიან ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი. ხშირად მოიწყვეთ კულტურული დასვენება: ვიზიტი თეატრში, გამოფენაზე ან კონცერტზე. სხვათა შორის, პლაჟზე წიგნით ხელში წოლაც სასიამოვნო და სასარგებლოა. განსაკუთრებით გაუმართლებს მათ, ვინც შემოქმედებითა და ხელოვნებით არის დაკავებული. მომღერლები, მხატვრები, რედაქტორები და მსახიობები მიიღებენ განსაცვიფრებელ წარმატებას და აპლოდსმენტებს.

2024 წლის სასიყვარულო პროგნოზი

2024 წლის იანვარში კარგ განწყობაზე იქნებით. თქვენთვის ეს იქნება ფლირტის, გაცნობის, რომანტიკის თვე. დაწყვილებულებმა ერთად გაატარეთ დრო. წადით დასასვენებლად მთელი ოჯახი, ან გასართობ ცენტრებში, შეეჯიბრეთ ერთმანეთს თხილამურებით სრიალში.

16 თებერვლიდან 11 მარტამდე ხელსაყრელი პერიოდია თავისუფალი ლომისთვის. ამ დროს შეგიძლიათ შეხვდეთ საინტერესო ადამიანს, რომელთანაც შეგიძლიათ მუდმივი ურთიერთობის დამყარება.

3 მარტს ურანისა და ვენერას დაპირისპირებამ შეიძლება სერიოზული უთანხმოება გამოიწვიოს. ამ დროს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ. 11 მარტიდან თვის ბოლომდე ხელსაყრელი პერიოდია ურთიერთობების გასაღრმავებლად და სხვა დონის მისაღწევად. მაგალითად, შეყვარებულები გადაწყვეტთ ერთად ცხოვრების დაწყებას ან შეხვდებით თქვენი პარტნიორის ოჯახს, მაგრამ იქნებიან ისეთებიც, ვინც ურთიერთობას გაწყვეტს. მარტოხელა ლომებისთვის ეს არის ფლირტის დრო.

2024 წლის 23 მაისამდე შესაფერისი პერიოდია სტატუსის შესაცვლელად. ზოგისთვის ეს იქნება ქორწილი, ზოგისთვის მშობლის სტატუსი.

23 მაისიდან 17 ივნისამდე შესანიშნავი დროა სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, შეხვედრების ორგანიზებისთვის და მეგობრებთან ერთად დასვენებისთვის. თავისუფალი ლომები საინტერესო ადამიანს გაიცნობთ მეგობრების დახმარებით. ან გაცნობა მოხდება ინტერნეტით.

11 ივლისს ვენერა თქვენს ნიშანში გადმოდის 5 აგვისტომდე. ხელსაყრელი პერიოდია გარეგანი გარდაქმნებისთვის, პირად ურთიერთობებში ინიციატივის გამოვლენისთვის. საყვარელი ადამიანისთვის სიურპრიზების ორგანიზებისთვის, მთელი ოჯახით დასვენებისთვის ან ერთად, საჩუქრების ყიდვისთვის. მარტოხელებმა გამოიჩინეთ ინიციატივა, რომ გაიცნოთ საინტერესო ადამიანი.

2024 წლის 17 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით შესანიშნავი პერიოდია დასვენებისთვის, ვნებიანი რომანებისა და გართობისთვის. მოიწყვეთ რომანტიკული თავგადასავალი.

2024 წლის ფინანსური პროგნოზი

სატურნი მოძრაობს თქვენს მე-8 სახლში, რომელიც პასუხისმგებელია ერთობლივ ფინანსებზე, სესხებზე, გადასახადებზე, სახელმწიფოს გადახდებზე. სატურნი მოგიწოდებთ, იყოთ უფრო ყურადღებიანი და მოწესრიგებულები სხვისი ფულის ხარჯვისას. კარგად დაფიქრდით სესხის აღებამდე. ასევე უნდა დაფიქრდეთ, თუ ვინმესთან ერთობლივ საქმიანობას გეგმავთ. ეს ასევე ეხება ფულის ინვესტირებასაც.

2024 წლის 13 თებერვლიდან 11 მარტამდე კარგი პერიოდია პარტნიორებთან ერთად ფულის გამომუშავებისთვის, იმ ადამიანების მოსაძებნად, ვისთანაც მომავალში შეძლებთ თანამშრომლობას.

მარტის პირველ დეკადაში განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ფულთან, მოსალოდნელია დანაკარგები და საეჭვო შეთავაზებები.

23 მაისამდე ზოგიერთ ლომს ელოდება ხელფასის მატება ან დაწინაურება.

23 მარტიდან 17 ივნისამდე კარგი პერიოდია ფულის შოვნისთვის, შესაძლოა ვინმემ თავისი პროექტის სპონსორი იპოვოს, სხვებს ნათესავები მისცემენ ფულს.

11 ივლისს ვენერა თქვენს ნიშანში გადმოვა და 5 აგვისტომდე შესანიშნავი დროა ინიციატივებისთვის ფულის შოვნის სფეროში. ზოგი უფროსს ხელფასის გაზრდას სთხოვს, ზოგიც მაღალანაზღაურებად სამუშაოს მოძებნის. იმიჯის შეცვლამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. თქვენი ქარიზმა და გარეგნობა მოხიბლავს თქვენს პარტნიორებს, კლიენტებს და უფროსებს.

სექტემბერში გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, შესაძლებლობები და დაამტკიცეთ, რომ თქვენი მომსახურება უფრო მეტი ღირს.

17 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით განსაკუთრებით პროდუქტიული პერიოდია შემოქმედებითი პიროვნებებისა და მეწარმეებისთვის. დანერგეთ ახალი ტექნოლოგიები, გააცანით თქვენი იდეები მათ, ვისაც შეუძლია მათი ფინანსური შეფასება.

2024 წლის სამუშაოსა და ბიზნესის პროგნოზი

წლის პირველი ნახევარი ხელსაყრელია პროფესიული საკითხების მოსაგვარებლად. თებერვალსა და მარტში მოსალოდნელია ახალი საქმიანი თანამშრომლობის დაწყება. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი კომუნიკაციის უნარი გაუმჯობესდა, რაც საშუალებას მოგცემთ გამოხატოთ თქვენი იდეები უფრო ეფექტურად. თუ ლიდერის პოზიციაზე ხართ, ამ გადასვლამ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი ცვლილებები თქვენი გუნდის დინამიკაში.

მარტში მოგიწევთ იყოთ უფრო მოქნილი და მზად სხვადასხვა ცვლილებისთვის. ეს საშუალებას მოგცემთ სწრაფად მოერგოთ ახალ გარემოს და დაიკავოთ უფრო ხელსაყრელი პოზიცია კოლეგებთან და კონკურენტებთან შედარებით. ასევე დატვირთული იქნება მაისი და ივნისის პირველი ნახევარი. შეიძლება მივლინებაში წახვიდეთ ან დაიწყოთ პარტნიორების, თანამშრომლების, კლიენტების წრის გაფართოება. ზოგს ელოდება დაწინაურება ან ახალი მაღალანაზღაურებადი სამუშაო. ასევე იქნებიან ისეთებიც, რომლებსაც სურთ საკუთარი საქმის დაწყება, ბიზნესის გახსნა.

2024 წლის სექტემბერი და ოქტომბრის პირველი ნახევარი ასევე აქტიური პერიოდია სხვადასხვა მოლაპარაკების, ტრანზაქციისა და მოგზაურობისთვის. შესაძლოა, ნათესავები დაგეხმარონ სამსახურის დაწყებაში ან ბიზნესის გაფართოებაში.

ნოემბერში რეკომენდირებულია გადახედოთ თქვენს მოვალეობებს და თავიდან აიცილოთ სამუშაოს რუტინად გადაქცევა. მეწარმეები შეძლებენ გააფართოონ ბიზნესი, კრეატიული ადამიანები შეძლებენ კლიენტების პოვნას.

2024 წლის ჯანმრთელობის პროგნოზი

დაავადებებისგან დასაცავად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, უნდა დაიცვათ პრევენციული ზომები. ცივ სეზონზე გჭირდებათ ვიტამინების მიღება. თუ ალერგიის სიმპტომები გამოგივლინდებათ, მაშინვე მიიღეთ წამლები. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაგეხმარებათ მის შენარჩუნებაში. გამონახეთ დრო დილაობით სირბილისთვის, შაბათ-კვირას ეწვიეთ აუზს, ხოლო თბილ ამინდში უფრო ხშირად გადით ბუნებაში.

ვნახოთ რა გავლენას მოახდენენ ლომებზე პლანეტების ტრანზიტები 2024 წელს

სატურნის გავლენა

სატურნი თქვენს მე-8 სახლშია. ეს რთული პერიოდია. მაგრამ თუ დაიცავთ წესებს და არ დაარღვევთ კანონს, მაშინ ყველაფერი კარგად გამოვა. იმისთვის, რომ არ შეგექმნათ პრობლემები და არ დააზიანოთ საკუთარი თავი, ფრთხილად უნდა იყოთ. გამორიცხეთ ყველა სახის კრიმინალური და ავანტიურული ქმედება. არ გირჩევთ თაღლითობაში ჩაბმას და რაიმე საეჭვო ინვესტიციას. თქვენ უნდა აკონტროლოთ არა მხოლოდ პირადი ხარჯები და შემოსავალი, არამედ ახლობლების ბიუჯეტიც. საჭირო თანხა შეგიძლიათ ისესხოთ საყვარელი ადამიანებისგან. ბიზნესმენებმა ყურადღებით უნდა განიხილოთ ყველა ინვესტიციაზე. 2024 წელს გირჩევთ, იცხოვროთ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, სესხის გარეშე.

ურანის მოძრაობს თქვენს მე-10 სახლში. სავარაუდოა მოულოდნელი სიტუაციები. ზოგს გაუმართლებს კარიერულ საკითხებში, ზოგი კი მოულოდნელად მიატოვებს სამსახურს და სხვა სამუშაოს გამონახავს. არ არის გამორიცხული, ახალი პროფესიის სწავლამ მოგიწიოთ. ისე, თუ არ გსურს რაიმე შეცვალოთ სამუშაო სფეროში, დატოვეთ ყველაფერი ისე, როგორც არის. სერიოზული გამოცდილება ელით მათ, ვინც 2024 წლამდე იშრომა მაღალი თანამდებობის მოსაპოვებლად. უფრო ოპტიმისტურად შეხედეთ მომავალს.

ნეპტუნის გავლენა

ნეპტუნი აგრძელებს მოძრაობას ლომის მე-8 სახლში. ფოკუსირება მოახდინეთ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბედი დაგაკავშირებთ. ისინი შეიძლება არ იყვნენ გულწრფელები ან ჰქონდეთ ეგოისტური მიზნები თქვენს მიმართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ გაუმხილოთ საიდუმლოებები უცნობებს. მაგრამ განსაკუთრებით სერიოზულად უნდა მოეკიდოთ ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს. ფრთხილად იყავით დოკუმენტების ან ხელშეკრულებების გაფორმებისას. იგივე ეხება ბინის ყიდვა-გაყიდვას. არ არის გამორიცხული დიდი და მოულოდნელი დანაკარგები. ფრთხილად იყავით ცურვისას ან ექსტრემალური სპორტის დროს. შეიძლება მოხდეს კვებითი ალერგია. მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ დაავადების ქრონიკულ სტადიაში გადაქცევა. უფრთხილდით ფსიქიკურად არაჯანსაღ ტიპებთან ურთიერთობას. მით უმეტეს, თუ მათი ქცევა არ ექვემდებარება კონტროლს. დაისვენეთ უფრო ხშირად. ნერვული სისტემის გასაძლიერებლად დაკავდით სულიერი პრაქტიკითა და იოგით.

ლილიტის გავლენა

იანვრიდან ივლისამდე ლილიტი გაივლის თქვენი შემოსავლებისა და ფინანსების სახლს. ამ დროს შესაძლოა გაჭირდეს ფინანსების შემოდინება ან შემოგთავაზონ საეჭვო, არაკეთილსინდისიერი შემოსავალი, რომელიც უსიამოვნებას მოგიტანთ. ივლისიდან წლის ბოლომდე ლილიტი გადავა თქვენი კონტაქტების, კომუნიკაციის, ახლო ნათესავებთან ურთიერთობის სექტორში. მოგზაურობისას შესაძლოა გაურკვეველი სიტუაციები, ახლობელ ადამიანებთან ჩხუბი, მოერიდეთ მათზე ჭორაობას. იყავით დაკვირვებული დოკუმენტების გაფორმებისას.

წარმატებები, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო მოეტანოს თქვენთვის 2024 წელს!