საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2023 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
2023 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ე­ბი ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს ელო­დე­ბა. ზო­გი­ერთს და­უ­ვი­წყა­რი რო­მა­ნის ელის, ზოგს - ფლირ­ტი, ზოგ­საც ცხოვ­რე­ბის ბრძნუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი. გირ­ჩევთ, კარ­გად გა­ერ­კვეთ თი­თო­ე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რათა არ გა­ირ­თუ­ლოთ ცხოვ­რე­ბა და მი­ი­ღოთ მეტი პო­ზი­ტი­ვი. რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი, მათ შო­რის ყო­ფი­ლებ­თა­ნაც, გა­ზა­ფხულ­ზე გე­ლო­დე­ბათ. თი­თო­ე­უ­ლი გა­და­ეშ­ვე­ბით ემო­ცი­ე­ბი­სა და გრძნო­ბე­ბის ის­ტო­რი­ებ­ში, თუმ­ცა, გა­აზ­რე­ბუ­ლად მოქ­მე­დე­ბა ყვე­ლას­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

იან­ვარ-ივ­ნის­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი იმა­ტებს მარ­ტო­ხე­ლე­ბის და და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­შიც, ვი­საც ცვლი­ლე­ბე­ბის სურ­ვი­ლი აქვს. მეტი დი­ნა­მი­კუ­რო­ბა და ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­მოვ­ლე­ნა წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ჯო­ბია. აგ­ვის­ტო­სა და სექ­ტემ­ბერ­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მეტი დაკ­ვირ­ვე­ბით უნდა მი­ი­ღოთ. ამ პე­რი­ოდ­ში გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი მთელ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ზე იქო­ნი­ებს გავ­ლე­ნას. ოქ­ტომ­ბრი­დან დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით და­წყე­ბუ­ლი რო­მა­ნე­ბი და­უ­ვი­წყა­რი იქ­ნე­ბა, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ახალ­გაც­ნო­ბი­ლი თქვე­ნი მე­უღ­ლე არ გახ­დე­ბა.

ახლა კი გა­ე­ცა­ნით პროგ­ნოზს თქვე­ნი მზი­სა და ას­ცენ­დენ­ტის ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით:

ვერ­ძი

რაზე ოც­ნე­ბობს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი? რომ მის გრძნო­ბე­ბი და­ფას­დეს, სიყ­ვა­რუ­ლი ცალ­მხრი­ვი არ იყოს და პარტნი­ორ­მაც გრძნო­ბა­ზე გრძნო­ბით გი­პა­სუ­ხოთ. სწო­რედ ეს გსურთ თქვენ, მაგ­რამ მხო­ლოდ ბუ­ნე­ბა­ში მზი­ა­ნი დღე­ე­ბი არაა ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც ხში­რად იქ­ნე­ბა კონ­ფლიქ­ტე­ბი და ცხა­რე კა­მა­თი. ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით, რომ ემო­ცი­ებს აყო­ლი­ლი მარ­ტო არ დარ­ჩეთ. მარ­ტო­ხე­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა ცდუ­ნე­ბას ვერ გა­უძ­ლოთ და რო­მა­ნი და­ო­ჯა­ხე­ბულ ადა­მი­ან­თან გა­ა­ბათ. თუმ­ცა, მერე ნუ იწუ­წუ­ნებთ, რომ გა­მო­გი­ყე­ნეს და თქვე­ნი გრძნო­ბე­ბი არაფ­რად მი­იჩ­ნი­ეს. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ვნე­ბე­ბი ბო­ბოქ­რობს. დამ­შვი­დე­ბა გმარ­თებთ, სა­ნამ მე­უღ­ლეს რა­მეს ეტყვით. ხში­რად უნდა და­უთ­მოთ და გა­უ­ღი­მოთ. ხში­რად ჩარ­თეთ გო­ნე­ბა, მხო­ლოდ ფეთ­ქე­ბად იმ­პულ­სებს ნუ აჰ­ყვე­ბით. ხში­რად მო­უ­წყვეთ პა­ემ­ნე­ბი, რო­მან­ტი­კუ­ლი სი­ურპრი­ზე­ბი. ვერ­ძე­ბის უმე­ტე­სო­ბა 2023 წელს მშო­ბე­ლი გახ­დე­ბა. მშვი­დად უნდა გა­ნი­ხი­ლოთ სა­ყიდ­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის აღ­ზრდის სა­კი­თხე­ბი. უფრო მე­ტიც, მეტი დრო და­უთ­მეთ ბავ­შვებს, მათი აღ­ზრდი­სა და სწავ­ლის სა­კი­თხებს. მარ­ტო­ხე­ლებ­მა შე­ად­გი­ნეთ იმ ადა­მი­ა­ნის პორ­ტრე­ტი, ვინც ღირ­სე­ულ ად­გილს და­ი­კა­ვებს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში და რაც მთა­ვა­რია, გა­აქ­ტი­ურ­დით. სა­უ­კე­თე­სო წე­ლია ნიშ­ნო­ბი­სა და ქორ­წი­ნე­ბის­თვის.

კურო

მარ­ტო­ხე­ლე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით, რომ და­წყვილ­დეთ, და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის კი მთა­ვა­რი ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა იქ­ნე­ბა. თქვე­ნი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა, და­გი­ცავთ პრობ­ლე­მე­ბი­სა და უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის­გან. მარ­ტო­ხე­ლე­ბი უკვე იან­ვარ­ში მიხ­ვდე­ბით, რომ მოგ­წყინ­დათ მარ­ტო­ო­ბა და გვერ­დით სა­ი­მე­დო ადა­მი­ა­ნი გჭირ­დე­ბათ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რო­მა­ნი გა­ა­ბათ მე­გო­ბარ­თან ან ადა­მი­ან­თან, ვი­საც დიდი ხა­ნია იც­ნობთ, ახ­ლობ­ლობთ. თქვენ­თვის მთა­ვა­რია, რომ კავ­ში­რი იყოს სა­ი­მე­დო და ხან­გრძლი­ვი, იყოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, და თუ ასე­თი ვა­რი­ან­ტი გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ, უარი არ თქვათ. არის კი­დევ ერთი მო­მენ­ტი, რომ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი გა­იც­ნოთ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას. და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­მა გა­იმ­რა­ვალ­ფე­როვ­ნეთ ცხოვ­რე­ბა რო­მან­ტი­კით. და­ეს­წა­რით კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, იმოგ­ზა­უ­რეთ, ერ­თად მო­ამ­ზა­დეთ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი კერ­ძე­ბი და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხე­ბიც შე­თან­ხმე­ბუ­ლად მო­აგ­ვა­რეთ. არ გირ­ჩევთ მცი­რე უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის დრა­მა­ტუ­ლად აღ­ქმას. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ერ­თად და­ი­წყოთ ბიზ­ნე­სი ან ჩა­ერ­თოთ სა­ერ­თო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

ტყუ­პი

შე­გეც­ვლე­ბათ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, წარ­მოდ­გე­ნა სიყ­ვა­რულ­ზეც, რო­მან­ტიკ­ზეც, თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ზეც. მიხ­ვდე­ბით, რომ მე­ტად უნდა და­ა­ფა­სოთ სა­კუ­თა­რი თავი, ინ­ტე­რე­სე­ბი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ქა­რაფ­შუ­ტულ ურ­თი­ერ­თო­ბებს სე­რი­ო­ზუ­ლი ამ­ჯო­ბი­ნოს. არ გირ­ჩევთ ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე რო­მა­ნის გა­ჩა­ღე­ბას, უმ­ჯო­ბე­სია, არ და­უ­ახ­ლოვ­დეთ ადა­მი­ანს, სა­ნამ კარ­გად არ გა­იც­ნობთ. სე­რი­ო­ზუ­ლი რო­მა­ნის და­წყე­ბა შე­მოდ­გო­მა­ზე გე­ლო­დე­ბათ, მა­ნამ­დე კი ჩა­მო­ყა­ლიბ­დით, რო­გო­რი პარტნი­ო­რი გსურთ გვერ­დით და თა­ვა­დაც იმუ­შა­ვეთ სა­კუ­თარ თავ­ზე, ეცა­დეთ, გა­მო­ას­წო­როთ ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც არ მოგ­წონთ სა­კუ­თარ თავ­ში ან რის გა­მოც და­გენგრათ ძვე­ლი კავ­ში­რე­ბი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­ცხოვ­რე­ბა გა­და­წყვი­ტოთ და ამ შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ სა­კუ­თარ სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე ნუ იფიქ­რებთ, ან­გა­რი­ში გა­უ­წი­ეთ პარტნი­ო­რის გრძნო­ბებს, მო­საზ­რე­ბებს. და­წყვი­ლე­ბულბ­მა შე­იძ­ლე­ბა იკა­მა­თოთ ფუ­ლის გამო; გახ­ში­რე­ბუ­ლი კა­მა­თი კი ჩა­აქ­რობს რო­მან­ტი­კი­სა და ვნე­ბის ცე­ცხლს. იფიქ­რეთ ამა­ზე, ფუ­ლით ყვე­ლა­ფერს ვერ იყი­დით. თუ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს არ და­უთ­მობთ, ერ­თად დიდ­ხანს ვერ გა­ჩერ­დე­ბით.

კირჩხი­ბი

თუ ყვე­ლას ენ­დო­ბით, იმედ­გაც­რუ­ე­ბის მეტს ვე­რა­ფერს მი­ი­ღებთ. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სიმ­შვი­დე იმ შემ­თხვე­ვა­ში და­ი­სად­გუ­რებს, თუ ინ­ტუ­ი­ცი­ა­საც ენ­დო­ბით და გა­აზ­რე­ბუ­ლა­დაც იმოქ­მე­დებთ. იზ­რუ­ნეთ სა­კუ­თარ თავ­ზე და მხო­ლოდ ახ­ლობ­ლებ­ზე, ყვე­ლა­ზე გა­და­ყო­ლი­ლი ნუ ხართ. ის­წავ­ლეთ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მორ­ჩე­ვა მათი თქვენ­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით. ჯერ ნა­ხეთ ისი­ნი რო­გორ გექ­ცე­ვი­ან და მერე იზ­რუ­ნეთ მათ­ზე. ნუ და­წყვილ­დე­ბით ადა­მი­ან­თან, ვინც თქვენ­გან მხო­ლოდ სარ­გე­ბელს ეძებს, და­ი­ტან­ჯე­ბით. უფრო მე­ტიც, სის­ხლით ნა­თე­სა­ვებ­მაც კი შე­იძ­ლე­ბა ბო­რო­ტად ისარ­გებ­ლონ თქვე­ნი კე­თი­ლი გუ­ლით. თუ არ­სე­ბულ პარტნი­ორ­თან და­შო­რე­ბა გა­და­წყვი­ტეთ, არ გირ­ჩევთ უს­წრა­ფე­სად ახა­ლი რო­მა­ნის გაბ­მას. ჯერ და­ფიქ­რდით, გა­ი­აზ­რეთ არ­სე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი და მერე გა­და­წყვი­ტეთ, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი გჭირ­დე­ბათ გვერ­დით. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის მე­ტად სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბა წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი. მე­უღ­ლეს­თან ერ­თად შეძ­ლებთ დიდი ხნის გეგ­მის, მიზ­ნის რე­ა­ლი­ზე­ბას. მარ­ტო­ხე­ლებს დე­კემ­ბერ­ში მო­გე­ცე­მათ სა­სურ­ველ ადა­მი­ან­თან და­წყვი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მაგ­რამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რა­ზეც ზე­ვით ვწერ­დი. იყა­ვით აქ­ტი­უ­რი, გა­ი­ცა­ნით თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი. მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ჭკვი­ან, გა­მოც­დილ, გულ­კე­თილ და ზრდი­ლო­ბი­ან ადა­მი­ა­ნებს.

ლომი

ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო თა­ვი­სით მოგ­ვარ­დე­ბა. აი, პი­რად ცხოვ­რე­ბას კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ. თო­რემ საქ­მე­ებს გა­და­ყო­ლი­ლი რო­ბოტს და­ემ­სგავ­სე­ბით. ვე­ნე­რა ხში­რად გა­გა­ნე­ბივ­რებთ რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბით, ფლირ­ტით. თუ კავ­ში­რი უი­მე­დო იქ­ნე­ბა, ეცა­დეთ, გა­ა­ნა­ლი­ზოთ მომ­ხდა­რი და ღირ­სე­უ­ლად გა­მოხ­ვი­დეთ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნოთ, რომ გაქ­რა ვნე­ბა, ჰარ­მო­ნია. თა­ვი­სით არა­ფე­რი გა­მოს­წორ­დე­ბა და იყა­ვით აქ­ტი­უ­რი, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. მშვი­დად და­ე­ლა­პა­რა­კეთ, გა­ნი­ხი­ლეთ სა­ჭირ­ბო­რო­ტო თე­მე­ბი, ერ­თად მო­აგ­ვა­რეთ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხე­ბი. მარ­ტო­ხე­ლებს ფლირ­ტი, რო­მან­ტი­კუ­ლი პა­ემ­ნე­ბი გე­ლო­დე­ბათ, მაგ­რამ თუ თა­ვად არ მო­ინ­დო­მებთ, არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. ამას­თან, არც კი გირ­ჩევთ შე­უ­ფე­რე­ბელ კან­დი­დატ­თან და­წყვი­ლე­ბას. წლის ბო­ლოს უფრო არის შან­სი, რომ სა­სურ­ველ ადა­მი­ანს შეხ­ვდეთ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ზო­გი­ერ­თმა ყო­ფილ­თან გა­ნა­ახ­ლოთ ურ­თი­ერ­თო­ბა.

ქალ­წუ­ლი

პრაქ­ტი­კუ­ლი და ან­გა­რი­ში­ა­ნი იყა­ვით მუ­შა­ო­ბი­სას, პი­რად გრძნო­ბებ­ში კი ემო­ცი­ე­ბით იმოქ­მე­დეთ. ნუ ხართ ზედ­მე­ტად ცივი იმ ადა­მი­ან­თან, ვი­საც თქვენ მი­მართ რო­მან­ტი­კუ­ლი გრძნო­ბე­ბი გა­აჩ­ნია. მარ­ტო­ხე­ლებს სა­ინ­ტერ­სო ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლო­დე­ბათ, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბა გან­ვი­თარ­დე­ბა თუ არა, მხო­ლოდ თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­მა მე­ტად უნდა იზ­რუ­ნოთ ურ­თი­ერ­თო­ბის დათ­ბო­ბა­ზე. არ გირ­ჩევთ კავ­ში­რის გა­წყვე­ტას, უმ­ჯო­ბე­სია, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, იზ­რუ­ნოთ ჰარ­მო­ნი­უ­ლო­ბი­სა და ვნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე. კი­დევ ერთი მი­ნიშ­ნე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბულ ქალ­წუ­ლებს, არ გირ­ჩევთ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ში უცხო­ე­ბის ჩა­რე­ვას, ნუ გა­ამ­ხელთ პი­რად ცხოვ­რე­ბას. მარ­ტო­ხე­ლე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეთ სწავ­ლის, მოგ­ზა­უ­რო­ბის, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის დროს.

სას­წო­რი

სტრე­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცია და გან­შო­რე­ბე­ბი იკ­ლებს. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი მზრუნ­ვე­ლო­ბით აგავ­სებთ და სიმ­შვი­დეს მო­ი­პო­ვებთ. გვერ­დით ყო­ველ­თვის გე­ყო­ლე­ბათ ადა­მი­ა­ნი, ვისი ნდო­ბაც შე­იძ­ლე­ბა, ვის გვერ­დი­თაც სუ­ლი­ერ კომ­ფორ­ტს იგ­რძნობთ. ნუ იქ­ნე­ბით ზედ­მე­ტად მომ­თხოვ­ნი და პრე­ტენ­ზი­უ­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ. თქვენ სა­უ­კე­თე­სო და­იმ­სა­ხუ­რეთ იმი­ტომ, რომ ასე­თი ხართ. ახ­ლობ­ლე­ბის მი­მარ­თაც იყა­ვით ლო­ი­ა­ლუ­რი, დამთმო­ბი და უპ­რე­ტენ­ზიო. მეტი სიბ­რძნე გა­მო­ავ­ლი­ნეთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­დე­ბი­თი პერ­სო­ნის სა­ხე­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ. და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­მა მე­ტად მო­ინ­დო­მეთ, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­უღ­ლეს­თან. მას ნუ­რა­ვის შე­ა­და­რებთ, ის თქვე­ნი ერ­თდერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი უნდა გახ­დეს. სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში უნდა მორ­ბო­დეთ, სა­დაც სიმ­ყუდ­რო­ვე და სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო გე­ლო­დე­ბათ. საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ჩა­ხუ­ტე­ბე­ბი და კოც­ნე­ბი. უქ­მე­ე­ბი ერ­თად, იდი­ლი­უ­რად გა­ა­ტა­რეთ. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბის შან­სი ივ­ლის-დე­კემ­ბერ­ში გეძ­ლე­ვათ. ნუ ეძებთ ადა­მი­ან­ში უარ­ყო­ფითს, ნუ წუ­წუ­ნებთ წვრილ­მა­ნებ­ზე.

მო­რი­ე­ლი

სა­კუ­თარ თავს პრობ­ლე­მებს რომ თა­ვად უქ­მნით ამას უკვე მიხ­ვდით, თუ ჯერ ვერა? იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი, ჰარ­მო­ნი­უ­ლი კავ­ში­რის შექ­მნა­ზე და არა ეჭ­ვი­ა­ნო­ბა­სა და მე­სა­კუთ­რე­ო­ბა­ზე. რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბის შან­სი იან­ვრი­დან გეძ­ლე­ვათ და გა­აქ­ტი­ურ­დით. ნუ ეძებთ იდე­ა­ლურ პარტნი­ორს, ასე­თი ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს, ეძე­ბეთ ისე­თი, ვინც თქვენ რთულ ხა­სი­ათს აი­ტანს. აგ­რეთ­ვე, არ გირ­ჩევთ ახა­ლი პარტნი­ო­რის ყო­ფილ­თან შე­და­რე­ბას. და­ხუ­რეთ ყვე­ლა წარ­სუ­ლის კარი, და­ი­ვი­წყეთ ყო­ფი­ლე­ბი. ახლა ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა და­ი­წყოთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ყვე­ლა ცუდი და თქვენ­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლია, მარ­ტო­ო­ბას ვერ­სად გა­ექ­ცე­ვით. საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს გრძნო­ბე­ბი და­უმ­ტკი­ცეთ ქცე­ვით, სა­ჩუქ­რე­ბით. და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­საც იმა­ვეს გირ­ჩევთ და კი­დევ, მო­ეშ­ვით უსა­ფუძ­ვლო ეჭ­ვი­ა­ნო­ბას. უს­მი­ნეთ სა­კუ­თარ გუ­ლის­ხმას და რა გარ­შე­მო მყო­ფე­ბის ჭო­რებს. თუ დიდი ხნის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი ხართ, გა­იმ­რა­ვალ­ფე­როვ­ნეთ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, მო­ი­წყვეთ რო­მან­ტი­კუ­ლი უქ­მე­ე­ბი, თაფ­ლო­ბის თვე.

მშვილ­დო­სა­ნი

2023 წელი სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს მო­გი­ტანთ. მო­გე­მა­ტებთ თვითრწმე­ნა და შეძ­ლებთ სა­სურ­ვე­ლი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მთე­ლი 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სი­ა­მონ­ვო სი­ახ­ლე­ე­ბი გე­ლო­დე­ბათ. გირ­ჩევთ, აკონ­ტრო­ლოთ ემო­ცი­ე­ბი და სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე; საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ლი­დე­რო­ბა კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. მარ­ტო­ხე­ლებს სა­სი­ა­მოვ­ნო ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლო­დე­ბათ და თუ ადა­მი­ა­ნი ნამ­დვი­ლად მო­გე­წო­ნე­ბათ, მო­უ­წყვეთ რო­მან­ტი­კუ­ლი სი­ურპრი­ზე­ბი. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბიც ნუ მო­აკ­ლებთ მე­უღ­ლეს მზრუნ­ვე­ლო­ბა­სა და სა­ჩუქ­რებს. გა­ზა­ფხულ­ზე შან­სი მო­გე­ცე­მათ, შე­ი­ძი­ნოთ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, და­ი­წყოთ ბი­ნის კე­თილ­მო­წყო­ბა, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა კი ბუ­დის ერ­თად აშე­ნე­ბა გა­და­წყვი­ტოთ. უნდა გა­ი­ზარ­დოთ, მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღოთ პარტნი­ორ­ზე, სა­კუ­თარ ქმე­დე­ბა­ზე. თუ დიდი ხანი ფიქ­რობ­დით მწვა­ლებ­ლუ­რი კავ­ში­რის გა­წყვე­ტას, ეს სა­უ­კე­თე­სო წე­ლია. იყა­ვით ღირ­სე­უ­ლი, შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სიმ­შვი­დე, მო­მა­ვალ­ში უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბა გე­ლო­დე­ბათ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, კავ­ში­რი გა­წყვი­ტოთ ნა­თე­სავ­თა­ნაც, ან უახ­ლო­ეს მე­გო­ბარ­თან. და ბოლო რჩე­ვა, რო­გორც წესი, თქვე­ნი სახ­ლი ყო­ველ­თვის ყვე­ლას­თვის ღიაა, მაგ­რამ ეცა­დეთ, წელს მხო­ლოდ ღირ­სე­ულ ადა­მი­ა­ნებს გა­უ­ღოთ კარი.

თხის რქა

თქვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი კა­რი­ე­რა, სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბია. მაგ­რამ 2023 წელს ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მო­წყო­ბაც პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი გახ­დე­ბა. მი­მო­ი­ხე­დეთ, შე­იძ­ლე­ბა, თქვენ გვერ­დით არის ადა­მი­ა­ნი, ვის­თან ერ­თა­დაც ცხოვ­რე­ბის გა­ტა­რე­ბა მო­გინ­დე­ბათ. ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა მშვი­დი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი, თუ პარტნი­ორ­თან ერ­თად გა­და­წყვეტთ სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ სა­კუ­თარ თავ­ზე ზედ­მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ და­ო­ჯა­ხე­ბას ან შვი­ლის გა­ჩე­ნას აპ­რებთ. ერ­თად იმოგ­ზა­უ­რეთ, ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ ჰობი და დღე­ში ათ­ჯერ მა­ინც ჩა­ე­ხუ­ტეთ და აკო­ცეთ. ნუ და­დარ­დი­ან­დე­ბით, თუ არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რი ბედ­ნი­ე­რე­ბას აღარ გა­ნი­ჭებთ. ეცა­დეთ, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ის, რაც გაქვთ, მაგ­რამ თუ ამ ადა­მი­ა­ნის გვერ­დით გა­ჩე­რე­ბა აუ­ტა­ნე­ლია, და­შორ­დით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ღე­ბა ზა­ფხუ­ლის და­სა­წყის­ში გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ. ნუ ეძებთ სტა­ტუ­სი­ან პარტნი­ორს, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნიც შე­იძ­ლე­ბა იდე­ა­ლუ­რი იყოს. მთა­ვა­რია, მას­თან გა­კავ­ში­რებ­დეთ გრძნო­ბე­ბი, ვნე­ბა, რო­მან­ტი­კა.

მერ­წყუ­ლი

თით­ქოს და­ი­ღა­ლეთ ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნის­გან და ახალ შვე­ბას რო­მან­ტიკ­სა და პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ჰპო­ვებთ. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან; მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დე­ბით. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში პო­ზი­ტი­ურ ცვლი­ლე­ბებს უკვე იან­ვრი­დან იგ­რძნობთ და უკვე ივ­ნის­ში და­წყვილ­დე­ბით. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რო­მა­ნი კო­ლე­გასთნ, საქ­მი­ან პარტნი­ორ­თან გა­ა­ბათ ან ადა­მი­ან­თან, ვის­თა­ნაც, სა­ერ­თო საქ­მე, ინ­ტე­რე­სი გა­კავ­ში­რებთ. ფლირ­ტიც კი შე­იძ­ლე­ბა ღრმა და ვნე­ბი­ან რო­მან­ში გა­და­ი­ზარ­დოს. გრძნო­ბე­ბის და­მალ­ვას ვერ შეძ­ლებთ. მუ­დამ მო­გინ­დე­ბათ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ სით­ბოს გა­მო­ხატ­ვა, კოც­ნა და ჩა­ხუ­ტე­ბა. და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­მა ერ­თად მო­ამ­ზა­დეთ რო­მან­ტი­კუ­ლი ვახ­შა­მი, გა­ა­ნე­ბივ­რეთ მე­უღ­ლე სი­ურპრი­ზე­ბით, კომ­პლი­მენ­ტე­ბით. ნუ მო­გე­რი­დე­ბათ გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვა, მი­ე­ცით თავს ბედ­ნი­ე­რე­ბის უფ­ლე­ბა.

თევ­ზე­ბი

და­ი­ვი­წყეთ ილუ­ზი­ე­ბი, ფიქ­რებ­ში ფრე­ნა და რე­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი მო­ძებ­ნეთ. რე­ა­ლუ­რად შე­ა­ფა­სეთ თქვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა. წარ­სულ­მა უსი­ა­მოვ­ნო რო­მა­ნებ­მა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მაც მო­გა­ყე­ნათ, მაგ­რამ ბევ­რიც გას­წავ­ლათ, ამი­ტომ, ახლა ათი ყური და თვა­ლი უნდა გა­მო­ი­ბათ, რომ აღა­რა­ვინ შეძ­ლოს თქვენ­თვის გუ­ლის ტკე­ნა. მი­ზანს მი­აღ­წევთ მა­შინ, როცა ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბით, რო­გო­რი პარტნი­ო­რი გსურთ გვერ­დით, ვის გვერ­დით იქ­ნე­ბით ბედ­ნი­ე­რი, მაგ­რამ მხო­ლოდ რე­ა­ლუ­რი მიზ­ნე­ბი და­ი­სა­ხეთ. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე. გა­იხ­სე­ნეთ ძვე­ლი ინ­ტე­რე­სი, საქ­მე, ჰობი, რაც ადრე სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებ­დათ. ივ­ნის­ში შე­იძ­ლე­ბა და­უ­ახ­ლოვ­დეთ ადა­მი­ანს, ვი­საც ადრე მე­გობ­რად მი­იჩ­ნევ­დით, და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­მა და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტოთ. და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­მა მო­ინ­დო­მეთ, რომ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა მე­ტად რო­მან­ტი­კუ­ლი და სი­ურპრი­ზე­ბით აღ­სავ­სე გა­ხა­დოთ, ცხოვ­რე­ბა კი - ბედ­ნი­ე­რი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

2023 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2023 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

პირად ცხოვრებაში მოულოდნელოები ზოდიაქოს ყველა ნიშნის წარმომადგენელს ელოდება. ზოგიერთს დაუვიწყარი რომანის ელის, ზოგს - ფლირტი, ზოგსაც ცხოვრების ბრძნული გაკვეთილები. გირჩევთ, კარგად გაერკვეთ თითოეულ სიტუაციაში, რათა არ გაირთულოთ ცხოვრება და მიიღოთ მეტი პოზიტივი. რომანტიკული შეხვედრები, მათ შორის ყოფილებთანაც, გაზაფხულზე გელოდებათ. თითოეული გადაეშვებით ემოციებისა და გრძნობების ისტორიებში, თუმცა, გააზრებულად მოქმედება ყველასთვის აუცილებელია.

იანვარ-ივნისში მოულოდნელი სიტუაციები იმატებს მარტოხელების და დაწყვილებულების ცხოვრებაშიც, ვისაც ცვლილებების სურვილი აქვს. მეტი დინამიკურობა და ინიციატივის გამოვლენა წლის მეორე ნახევრიდან ჯობია. აგვისტოსა და სექტემბერში გადაწყვეტილებები მეტი დაკვირვებით უნდა მიიღოთ. ამ პერიოდში გადადგმული ნაბიჯი მთელ თქვენს ცხოვრებაზე იქონიებს გავლენას. ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით დაწყებული რომანები დაუვიწყარი იქნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახალგაცნობილი თქვენი მეუღლე არ გახდება.

ახლა კი გაეცანით პროგნოზს თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:

ვერძი

რაზე ოცნებობს შეყვარებული ადამიანი? რომ მის გრძნობები დაფასდეს, სიყვარული ცალმხრივი არ იყოს და პარტნიორმაც გრძნობაზე გრძნობით გიპასუხოთ. სწორედ ეს გსურთ თქვენ, მაგრამ მხოლოდ ბუნებაში მზიანი დღეები არაა ურთიერთობაშიც ხშირად იქნება კონფლიქტები და ცხარე კამათი. ყურადღებით იყავით, რომ ემოციებს აყოლილი მარტო არ დარჩეთ. მარტოხელებმა შეიძლება ცდუნებას ვერ გაუძლოთ და რომანი დაოჯახებულ ადამიანთან გააბათ. თუმცა, მერე ნუ იწუწუნებთ, რომ გამოგიყენეს და თქვენი გრძნობები არაფრად მიიჩნიეს. დაწყვილებულების ცხოვრებაში ვნებები ბობოქრობს. დამშვიდება გმართებთ, სანამ მეუღლეს რამეს ეტყვით. ხშირად უნდა დაუთმოთ და გაუღიმოთ. ხშირად ჩართეთ გონება, მხოლოდ ფეთქებად იმპულსებს ნუ აჰყვებით. ხშირად მოუწყვეთ პაემნები, რომანტიკული სიურპრიზები. ვერძების უმეტესობა 2023 წელს მშობელი გახდება. მშვიდად უნდა განიხილოთ საყიდლებისა და ბავშვების აღზრდის საკითხები. უფრო მეტიც, მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს, მათი აღზრდისა და სწავლის საკითხებს. მარტოხელებმა შეადგინეთ იმ ადამიანის პორტრეტი, ვინც ღირსეულ ადგილს დაიკავებს თქვენს ცხოვრებაში და რაც მთავარია, გააქტიურდით. საუკეთესო წელია ნიშნობისა და ქორწინებისთვის.

კურო

მარტოხელები გააქტიურდებით, რომ დაწყვილდეთ, დაწყვილებულებისთვის კი მთავარი ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნება იქნება. თქვენი მმართველი პლანეტა ვენერა, დაგიცავთ პრობლემებისა და უსიამოვნებებისგან. მარტოხელები უკვე იანვარში მიხვდებით, რომ მოგწყინდათ მარტოობა და გვერდით საიმედო ადამიანი გჭირდებათ. გამორიცხული არაა, რომანი გააბათ მეგობართან ან ადამიანთან, ვისაც დიდი ხანია იცნობთ, ახლობლობთ. თქვენთვის მთავარია, რომ კავშირი იყოს საიმედო და ხანგრძლივი, იყოთ მატერიალურად უზრუნველყოფილი, და თუ ასეთი ვარიანტი გამოგიჩნდებათ, უარი არ თქვათ. არის კიდევ ერთი მომენტი, რომ საინტერესო ადამიანი გაიცნოთ მოგზაურობისას. დაწყვილებულებმა გაიმრავალფეროვნეთ ცხოვრება რომანტიკით. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს, იმოგზაურეთ, ერთად მოამზადეთ თქვენი საყვარელი კერძები და საყოფაცხოვრებო საკითხებიც შეთანხმებულად მოაგვარეთ. არ გირჩევთ მცირე უსიამოვნებების დრამატულად აღქმას. გამორიცხული არაა, ერთად დაიწყოთ ბიზნესი ან ჩაერთოთ საერთო საქმიანობაში.

ტყუპი

შეგეცვლებათ შეხედულებები, წარმოდგენა სიყვარულზეც, რომანტიკზეც, თანაცხოვრებაზეც. მიხვდებით, რომ მეტად უნდა დააფასოთ საკუთარი თავი, ინტერესები. ზოგიერთმა შეიძლება ქარაფშუტულ ურთიერთობებს სერიოზული ამჯობინოს. არ გირჩევთ ერთდროულად რამდენიმე რომანის გაჩაღებას, უმჯობესია, არ დაუახლოვდეთ ადამიანს, სანამ კარგად არ გაიცნობთ. სერიოზული რომანის დაწყება შემოდგომაზე გელოდებათ, მანამდე კი ჩამოყალიბდით, როგორი პარტნიორი გსურთ გვერდით და თავადაც იმუშავეთ საკუთარ თავზე, ეცადეთ, გამოასწოროთ ყველაფერი ის, რაც არ მოგწონთ საკუთარ თავში ან რის გამოც დაგენგრათ ძველი კავშირები. შეყვარებულებმა შეიძლება თანაცხოვრება გადაწყვიტოთ და ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ნუ იფიქრებთ, ანგარიში გაუწიეთ პარტნიორის გრძნობებს, მოსაზრებებს. დაწყვილებულბმა შეიძლება იკამათოთ ფულის გამო; გახშირებული კამათი კი ჩააქრობს რომანტიკისა და ვნების ცეცხლს. იფიქრეთ ამაზე, ფულით ყველაფერს ვერ იყიდით. თუ საყვარელ ადამიანს არ დაუთმობთ, ერთად დიდხანს ვერ გაჩერდებით.

კირჩხიბი

თუ ყველას ენდობით, იმედგაცრუების მეტს ვერაფერს მიიღებთ. პირად ცხოვრებაში სიმშვიდე იმ შემთხვევაში დაისადგურებს, თუ ინტუიციასაც ენდობით და გააზრებულადაც იმოქმედებთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე და მხოლოდ ახლობლებზე, ყველაზე გადაყოლილი ნუ ხართ. ისწავლეთ ადამიანების გამორჩევა მათი თქვენდამი დამოკიდებულებით. ჯერ ნახეთ ისინი როგორ გექცევიან და მერე იზრუნეთ მათზე. ნუ დაწყვილდებით ადამიანთან, ვინც თქვენგან მხოლოდ სარგებელს ეძებს, დაიტანჯებით. უფრო მეტიც, სისხლით ნათესავებმაც კი შეიძლება ბოროტად ისარგებლონ თქვენი კეთილი გულით. თუ არსებულ პარტნიორთან დაშორება გადაწყვიტეთ, არ გირჩევთ უსწრაფესად ახალი რომანის გაბმას. ჯერ დაფიქრდით, გაიაზრეთ არსებული შეცდომები და მერე გადაწყვიტეთ, როგორი ადამიანი გჭირდებათ გვერდით. დაწყვილებულებისთვის მეტად სასიამოვნო იქნება წლის მეორე ნახევარი. მეუღლესთან ერთად შეძლებთ დიდი ხნის გეგმის, მიზნის რეალიზებას. მარტოხელებს დეკემბერში მოგეცემათ სასურველ ადამიანთან დაწყვილების შესაძლებლობა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რაზეც ზევით ვწერდი. იყავით აქტიური, გაიცანით თქვენთვის საინტერესო ადამიანები. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჭკვიან, გამოცდილ, გულკეთილ და ზრდილობიან ადამიანებს.

ლომი

ცხოვრების ყველა სფერო თავისით მოგვარდება. აი, პირად ცხოვრებას კი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. თორემ საქმეებს გადაყოლილი რობოტს დაემსგავსებით. ვენერა ხშირად გაგანებივრებთ რომანტიკული შეხვედრებით, ფლირტით. თუ კავშირი უიმედო იქნება, ეცადეთ, გაანალიზოთ მომხდარი და ღირსეულად გამოხვიდეთ სიტუაციიდან. დაქორწინებულებმა შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ გაქრა ვნება, ჰარმონია. თავისით არაფერი გამოსწორდება და იყავით აქტიური, რომ შეინარჩუნოთ და გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მშვიდად დაელაპარაკეთ, განიხილეთ საჭირბოროტო თემები, ერთად მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები. მარტოხელებს ფლირტი, რომანტიკული პაემნები გელოდებათ, მაგრამ თუ თავად არ მოინდომებთ, არაფერი შეიცვლება. ამასთან, არც კი გირჩევთ შეუფერებელ კანდიდატთან დაწყვილებას. წლის ბოლოს უფრო არის შანსი, რომ სასურველ ადამიანს შეხვდეთ. გამორიცხული არაა, ზოგიერთმა ყოფილთან განაახლოთ ურთიერთობა.

ქალწული

პრაქტიკული და ანგარიშიანი იყავით მუშაობისას, პირად გრძნობებში კი ემოციებით იმოქმედეთ. ნუ ხართ ზედმეტად ცივი იმ ადამიანთან, ვისაც თქვენ მიმართ რომანტიკული გრძნობები გააჩნია. მარტოხელებს საინტერსო ნაცნობობა გელოდებათ, მაგრამ ურთიერთობა განვითარდება თუ არა, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. დაწყვილებულებმა მეტად უნდა იზრუნოთ ურთიერთობის დათბობაზე. არ გირჩევთ კავშირის გაწყვეტას, უმჯობესია, შენარჩუნება, იზრუნოთ ჰარმონიულობისა და ვნების დაბრუნებაზე. კიდევ ერთი მინიშნება დაქორწინებულ ქალწულებს, არ გირჩევთ საკუთარ ცხოვრებაში უცხოების ჩარევას, ნუ გაამხელთ პირად ცხოვრებას. მარტოხელები საინტერესო ადამიანს შეიძლება შეხვდეთ სწავლის, მოგზაურობის, ინტელექტუალური განვითარების დროს.

სასწორი

სტრესული სიტუაცია და განშორებები იკლებს. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ და სიმშვიდეს მოიპოვებთ. გვერდით ყოველთვის გეყოლებათ ადამიანი, ვისი ნდობაც შეიძლება, ვის გვერდითაც სულიერ კომფორტს იგრძნობთ. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და პრეტენზიული საკუთარი თავის მიმართ. თქვენ საუკეთესო დაიმსახურეთ იმიტომ, რომ ასეთი ხართ. ახლობლების მიმართაც იყავით ლოიალური, დამთმობი და უპრეტენზიო. მეტი სიბრძნე გამოავლინეთ, რომ საზოგადოებაში დადებითი პერსონის სახელი შეინარჩუნოთ. დაწყვილებულებმა მეტად მოინდომეთ, რომ გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება მეუღლესთან. მას ნურავის შეადარებთ, ის თქვენი ერთდერთი და განუმეორებელი უნდა გახდეს. სამსახურიდან სახლში უნდა მორბოდეთ, სადაც სიმყუდროვე და სასიამოვნო გარემო გელოდებათ. საყვარელ ადამიანთან ჩახუტებები და კოცნები. უქმეები ერთად, იდილიურად გაატარეთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობის შანსი ივლის-დეკემბერში გეძლევათ. ნუ ეძებთ ადამიანში უარყოფითს, ნუ წუწუნებთ წვრილმანებზე.

მორიელი

საკუთარ თავს პრობლემებს რომ თავად უქმნით ამას უკვე მიხვდით, თუ ჯერ ვერა? იყავით მომართული რომანტიკული, ჰარმონიული კავშირის შექმნაზე და არა ეჭვიანობასა და მესაკუთრეობაზე. რომანტიკული ნაცნობობის შანსი იანვრიდან გეძლევათ და გააქტიურდით. ნუ ეძებთ იდეალურ პარტნიორს, ასეთი ბუნებაში არ არსებობს, ეძებეთ ისეთი, ვინც თქვენ რთულ ხასიათს აიტანს. აგრეთვე, არ გირჩევთ ახალი პარტნიორის ყოფილთან შედარებას. დახურეთ ყველა წარსულის კარი, დაივიწყეთ ყოფილები. ახლა ახალი ურთიერთობა უნდა დაიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ყველა ცუდი და თქვენთვის შეუფერებელია, მარტოობას ვერსად გაექცევით. საყვარელ ადამიანს გრძნობები დაუმტკიცეთ ქცევით, საჩუქრებით. დაწყვილებულებსაც იმავეს გირჩევთ და კიდევ, მოეშვით უსაფუძვლო ეჭვიანობას. უსმინეთ საკუთარ გულისხმას და რა გარშემო მყოფების ჭორებს. თუ დიდი ხნის დაქორწინებულები ხართ, გაიმრავალფეროვნეთ ყოველდღიურობა, მოიწყვეთ რომანტიკული უქმეები, თაფლობის თვე.

მშვილდოსანი

2023 წელი სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ. მოგემატებთ თვითრწმენა და შეძლებთ სასურველი მიზნების განხორციელებას. პირად ცხოვრებაში მთელი 12 თვის განმავლობაში სასიამონვო სიახლეები გელოდებათ. გირჩევთ, აკონტროლოთ ემოციები და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. იყავით მომართული პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე; საყვარელ ადამიანთან ლიდერობა კარგს არაფერს მოგიტანთ. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ და თუ ადამიანი ნამდვილად მოგეწონებათ, მოუწყვეთ რომანტიკული სიურპრიზები. დაწყვილებულებიც ნუ მოაკლებთ მეუღლეს მზრუნველობასა და საჩუქრებს. გაზაფხულზე შანსი მოგეცემათ, შეიძინოთ უძრავი ქონება, დაიწყოთ ბინის კეთილმოწყობა, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. შეყვარებულებმა კი ბუდის ერთად აშენება გადაწყვიტოთ. უნდა გაიზარდოთ, მეტი პასუხისმგებლობა აიღოთ პარტნიორზე, საკუთარ ქმედებაზე. თუ დიდი ხანი ფიქრობდით მწვალებლური კავშირის გაწყვეტას, ეს საუკეთესო წელია. იყავით ღირსეული, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მომავალში უკეთესი ცხოვრება გელოდებათ. გამორიცხული არაა, კავშირი გაწყვიტოთ ნათესავთანაც, ან უახლოეს მეგობართან. და ბოლო რჩევა, როგორც წესი, თქვენი სახლი ყოველთვის ყველასთვის ღიაა, მაგრამ ეცადეთ, წელს მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს გაუღოთ კარი.

თხის რქა

თქვენი პრიორიტეტი კარიერა, სამსახური და ფინანსებია. მაგრამ 2023 წელს ყველაფერი შეიცვლება და პირადი ცხოვრების მოწყობაც პრიორიტეტული გახდება. მიმოიხედეთ, შეიძლება, თქვენ გვერდით არის ადამიანი, ვისთან ერთადაც ცხოვრების გატარება მოგინდებათ. ყველაფერი იქნება მშვიდი და ჰარმონიული, თუ პარტნიორთან ერთად გადაწყვეტთ საჭირბოროტო საკითხების მოგვარებას. ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება. განსაკუთრებით, თუ დაოჯახებას ან შვილის გაჩენას აპრებთ. ერთად იმოგზაურეთ, ერთად განახორციელეთ ჰობი და დღეში ათჯერ მაინც ჩაეხუტეთ და აკოცეთ. ნუ დადარდიანდებით, თუ არსებული კავშირი ბედნიერებას აღარ განიჭებთ. ეცადეთ, რომ შეინარჩუნოთ ის, რაც გაქვთ, მაგრამ თუ ამ ადამიანის გვერდით გაჩერება აუტანელია, დაშორდით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებს მიღება ზაფხულის დასაწყისში გაგიადვილდებათ. ნუ ეძებთ სტატუსიან პარტნიორს, უბრალო ადამიანიც შეიძლება იდეალური იყოს. მთავარია, მასთან გაკავშირებდეთ გრძნობები, ვნება, რომანტიკა.

მერწყული

თითქოს დაიღალეთ ყოველდღიური რუტინისგან და ახალ შვებას რომანტიკსა და პირად ურთიერთობებში ჰპოვებთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან; მათთვის საინტერესო და მიმზიდველი გახდებით. პირად ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებებს უკვე იანვრიდან იგრძნობთ და უკვე ივნისში დაწყვილდებით. გამორიცხული არაა, რომანი კოლეგასთნ, საქმიან პარტნიორთან გააბათ ან ადამიანთან, ვისთანაც, საერთო საქმე, ინტერესი გაკავშირებთ. ფლირტიც კი შეიძლება ღრმა და ვნებიან რომანში გადაიზარდოს. გრძნობების დამალვას ვერ შეძლებთ. მუდამ მოგინდებათ საყვარელი ადამიანის მიმართ სითბოს გამოხატვა, კოცნა და ჩახუტება. დაწყვილებულებმა ერთად მოამზადეთ რომანტიკული ვახშამი, გაანებივრეთ მეუღლე სიურპრიზებით, კომპლიმენტებით. ნუ მოგერიდებათ გრძნობების გამოხატვა, მიეცით თავს ბედნიერების უფლება.

თევზები

დაივიწყეთ ილუზიები, ფიქრებში ფრენა და რეალური პარტნიორი მოძებნეთ. რეალურად შეაფასეთ თქვენი მდგომარეობა. წარსულმა უსიამოვნო რომანებმა ფსიქოლოგიური ტრავმაც მოგაყენათ, მაგრამ ბევრიც გასწავლათ, ამიტომ, ახლა ათი ყური და თვალი უნდა გამოიბათ, რომ აღარავინ შეძლოს თქვენთვის გულის ტკენა. მიზანს მიაღწევთ მაშინ, როცა ჩამოყალიბდებით, როგორი პარტნიორი გსურთ გვერდით, ვის გვერდით იქნებით ბედნიერი, მაგრამ მხოლოდ რეალური მიზნები დაისახეთ. იყავით მომართული საკუთარი თავის გაბედნიერებაზე. გაიხსენეთ ძველი ინტერესი, საქმე, ჰობი, რაც ადრე სიამოვნებას განიჭებდათ. ივნისში შეიძლება დაუახლოვდეთ ადამიანს, ვისაც ადრე მეგობრად მიიჩნევდით, დაწყვილებულებმა დაქორწინება გადაწყვიტოთ. დაწყვილებულებმა მოინდომეთ, რომ ყოველდღიურობა მეტად რომანტიკული და სიურპრიზებით აღსავსე გახადოთ, ცხოვრება კი - ბედნიერი და ჰარმონიული.