მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი ვერძისთვის
2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი ვერძისთვის

მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი თვით­შე­ფა­სე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თქვენს სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბებს გა­მო­ავ­ლენთ. კო­ლე­გე­ბიც და­გა­ფა­სე­ბენ და მე­გობ­რე­ბიც. თქვენ სა­ინ­ტე­რე­სო და ორი­გი­ნა­ლუ­რი ინ­დი­ვი­დი ხართ და ამა­ზე ყვე­ლა­ნი ვთან­ხმდე­ბით. შან­სი მო­გე­ცე­მათ, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ კა­რი­ე­რა­ში, ახ­ლობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში - ჰარ­მო­ნი­ას. თუ ადრე ბევ­რს მუ­შა­ობ­დით გა­მარ­ჯვე­ბის მი­საღ­წე­ვად, ახლა უფრო იო­ლად გა­ი­მარ­ჯვებთ, მაგ­რამ თქვე­ნი ჩა­რე­ვის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვა. ამი­ტომ, ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­მოვ­ლე­ნაც ხში­რად მო­გი­წევთ. იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და მოთ­მი­ნე­ბითც აღი­ჭურ­ვეთ. დრო და ენერ­გია გო­ნივ­რუ­ლად გა­და­ა­ნა­წი­ლეთ და ნურც ემო­ცი­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნას იჩ­ქა­რებთ. ზო­მი­ე­რი აქ­ტი­უ­რო­ბა და ვარ­ჯი­ში კარ­გია, გახ­სოვ­დეთ, რომ ჯან­სა­ღი ძილი და დას­ვე­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო მკურ­ნა­ლია. ენერ­გი­ულ ვერ­ძებს იმ­პულ­სუ­რო­ბაც გა­ხა­სი­ა­თებთ და ამი­ტომ ეს სფე­როც უნდა და­ა­რე­გუ­ლი­როთ. ეცა­დეთ, ყვე­ლა­ფერ­ში და­ი­ცავთ ზო­მი­ე­რე­ბა, იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ნუ გა­დახ­ვალთ ზღვარს. თუ გო­ნივ­რუ­ლად იმოქ­მე­დებთ, კა­რი­ე­რულ წინსვლა­საც მი­აღ­წევთ და მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­საც გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებთ. ხში­რად შეხ­ვდით ნა­თე­სა­ვებს. ზო­გი­ერ­თი 2023 წელს მშო­ბე­ლი გახ­დე­ბით.

რას გიმ­ზა­დებთ იუ­პი­ტე­რი 2023 წელს

გა­მარ­ჯვე­ბი­სა და დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი თქვენს ნი­შან­ში იქ­ნე­ბა, ამი­ტომ, მო­ინ­დო­მეთ, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ გეგ­მე­ბი. მო­ი­მა­ტებს ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბა, გახ­დე­ბით გუ­ლუხ­ვი და მხი­ა­რუ­ლი. გე­ლო­დე­ბათ უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო, და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი შეხ­ვედ­რა. თა­ვა­დაც მო­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბით სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და პერ­სპექ­ტი­ვე­ბის­კენ. გახ­შირ­დე­ბა მი­მოს­ვლა, თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, თუ გსურ­დათ მოგ­ზა­უ­რო­ბა და სამ­ყა­როს შე­მეც­ნე­ბა, 2023 წელს თქვენ­თვის ყვე­ლა კარი ღიაა. ზო­გი­ერ­თი გა­და­წყვეტთ სწავ­ლას, ახა­ლი პრო­ფე­სი­ის ათ­ვი­სე­ბას, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას. გა­გი­ჭირ­დე­ბათ ერთ ად­გილ­ზე დიდ­ხანს ყოფ­ნა და შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოთ საქ­მი­ა­ნო­ბა, ოფი­სი. გახ­შირ­დე­ბა მივ­ლი­ნე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ. ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლო­დე­ბათ პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც. თუ პარტნი­ორ­თან თავს უბე­დუ­რად და მო­წყე­ნი­ლად გრძნობთ, რა­ღაც უნდა შეც­ვა­ლოთ. მაგ­რამ არ გირ­ჩევთ ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე რო­მა­ნის გაბ­მას, ჯერ გა­ერ­კვი­ეთ სა­კუ­თარ თავ­ში, სურ­ვი­ლებ­ში და მერე გა­დად­გით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი. კა­რი­ე­რა­ში ტრანსფორ­მა­ცია გე­ლო­დე­ბათ. მო­გი­წევთ მსხვილ პრო­ექ­ტში ჩარ­თვა ან ახა­ლის და­წყე­ბა. თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და ოპ­ტი­მიზ­მი მო­გე­მა­ტე­ბათ და ყვე­ლა­ფერს სა­უ­კე­თე­სოდ გა­არ­თმევთ თავს. მთა­ვა­რია, მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა. აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოთ ყვე­ლა პრო­ცეს­ში. ნუ იუ­კად­რი­სებთ წვრილ­მა­ნი საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. მე­ტად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი ტა­ლან­ტი. იმ სფე­რო­ებ­შიც კი, რაც ახლა სრუ­ლი­ად უცხოა თქვენ­თვის. ზოგ­ჯერ უნდა გა­რის­კოთ, მაგ­რამ გა­აზ­რე­ბუ­ლად. იყა­ვით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ რა­საც აკე­თებს სწო­რია, და­ი­ცა­ვით უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი, მხარ­და­ჭე­რა გე­ლო­დე­ბათ კო­ლე­გე­ბის, მე­გობ­რე­ბი­სა ნა­თე­სა­ვე­ბის­გან. თუმ­ცა, თქვენც იქ­ნე­ბით მათ­ზე გა­და­ყო­ლი­ლი.

რას გიმ­ზა­დებთ სა­ტურ­ნი 2023 წელს

აკ­რძალ­ვე­ბის, შე­ზღუდ­ვე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის გამ­ზა­დებთ, რაც ყო­ველ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო არ იქ­ნე­ბა. ექ­სტერ­ნად მო­გი­წევთ გეგ­მე­ბის შეც­ვლა, მოყირ­ჭე­ბულ პრინ­ცი­პებ­თან გან­შო­რე­ბა, შე­გეც­ვლე­ბათ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, გა­რე­მოც კი. ნუ გა­ი­ხე­დე­ბით, დარ­ჩე­ბით წარ­სულ­ში. უნდა მოხ­დეს თქვე­ნი 100 პრო­ცენ­ტით რეს­ტარ­ტი. უნდა მო­ი­ცი­ლოთ ყვე­ლა­ფე­რი უსარ­გებ­ლო, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ზოგ­ჯერ მსხვერ­პლის გა­ღე­ბა მო­გი­წევთ და ზოგ­ჯერ რის­კზე წას­ვლაც. გახ­სოვ­დეთ, როცა იკე­ტე­ბა ერთი კარი აუ­ცი­ლებ­ლად იღე­ბა მე­ო­რე. მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვეთ, თქვენ ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სოდ გა­მო­გი­ვათ. უნდა მო­ინ­დო­მოთ, რომ მო­იხ­სნათ ზო­გი­ერ­თი ტაბუ, უნდა შე­იმ­სუ­ბუ­ქეთ რუ­ტი­ნა. ცოტა გა­რის­კეთ, რომ მე­ტად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოთ. იყა­ვით მზად ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის. მი­ე­ცით თავს უფ­ლე­ბა, რომ გა­ი­გოთ მეტი, გა­ი­მარ­ჯვოთ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ მიზ­ნე­ბი. "რე­მონ­ტი" უნდა გა­უ­კე­თოთ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას. ლიკ­ვი­და­ცია უნდა ჩა­უ­ტა­როთ ყვე­ლა­ფერ უსარ­გებ­ლოს, ეს ეხე­ბა სამ­სა­ხურ­საც, პი­რად კავ­ში­რებ­საც და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბებ­საც. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი უკე­თეს შე­დე­გებს მი­აღ­წევთ ყვე­ლა სფე­რო­ში. სა­ტურ­ნი ხში­რად შე­გიქ­მნით სა­შიშ სი­ტუ­ა­ცი­ებს, შუბ­ლით ხში­რად შე­ე­ჯა­ხე­ბით წი­ნა­ღო­ბებს, მაგ­რამ ეს სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა თქვე­ნი ზრდის­თვის.

2023 წლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი

კურ­დღლის წე­ლი­წა­დი პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უამ­რავ სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენტს გპირ­დე­ბათ. მარ­ტო­ხე­ლე­ბი გა­იც­ნობთ თქვენ­თვის მი­სა­ღებ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც და­უ­ვი­წყარ ემო­ცი­ებს გა­ჩუ­ქებთ. შეხ­ვედ­რა მო­სა­ლოდ­ნე­ლია გა­ზა­ფხუ­ლი­დან შე­მოდ­გო­მის ჩათ­ვლით. იყა­ვით თა­მა­მი, გა­მო­უ­ტყდით ადა­მი­ანს გრძნო­ბებ­ში. ეს სა­უ­კე­თე­სო წე­ლია ქორ­წი­ნე­ბის­თვის. თუ უკვე გყავთ რჩე­უ­ლი, ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბა მშვი­დად, ხმის აწე­ვის გა­რე­შე მო­აგ­ვა­რეთ. ის­წავ­ლეთ პარტნი­ო­რის­თვის დათ­მო­ბა. ამის გა­რე­შე ბედ­ნი­ერ კავ­შირს ვერ შექ­მნით. აი­მაღ­ლეთ თვით­შე­ფა­სე­ბა, რათა მი­ი­ზი­დოთ სა­ინ­ტე­რე­სო და სიმ­პა­თი­უ­რი ადა­მი­ა­ნი.

2023 წლის ფი­ნან­სუ­რი პროგ­ნო­ზი

ცხოვ­რე­ბა ისე უნდა და­გეგ­მოთ, რომ სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სი­ბე­რის გამო არ და­გი­ზა­რალ­დეთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სფე­რო. წელს იყა­ვით ეკო­ნო­მი­უ­რი. მო­ე­რი­დეთ სა­რის­კო ქმე­დე­ბებს, ნუ და­ა­ბან­დებთ ფულს სა­ეჭ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. კურ­დღლის წე­ლი­წად­ში მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბი უნდა შე­ი­ძი­ნოთ.

2023 წლის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი

მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის პლა­ნე­ტა ურა­ნი არა­ორ­დი­ნა­რულ სი­ტუ­ა­ცი­ებს შე­გიქ­მნით: ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მო­მენ­ტა­ლუ­რი გა­მარ­ჯვე­ბა და მტკივ­ნე­უ­ლი და­ცე­მაც. მაქ­სი­მა­ლუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბით მო­აგ­ვა­რეთ უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტანთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. ამას­თან, კი­დევ ერთხელ გაფრ­თხი­ლებთ, რომ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყოთ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას. ნუ გა­რის­კავთ, იყა­ვით პრაქ­ტი­კუ­ლი შო­პინ­გი­სას. წარ­მა­ტე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ ახალ პრო­ექ­ტებს, კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ინ­ტერ­ნეტპ­რო­ექ­ტე­ბი, ზო­გი­ერთს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გე­ლო­დე­ბათ უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან, კომ­პა­ნი­ებ­თან.

2023 წელს სად იპო­ვით შთა­გო­ნე­ბას

უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა გექ­ნე­ბათ შთა­გო­ნე­ბის­თვის, და­გე­ბა­დე­ბათ სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბი. გა­იც­ნობთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს, გა­იღ­რმა­ვებთ ცოდ­ნას თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ში. მო­გინ­დე­ბათ ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში ჩარ­თვა. ამას­თან, უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ მო­ე­რი­დოთ ზო­გი­ერთ ადა­მი­ან­თან კონ­ტაქტს, გან­სა­კუთ­რებთ მათ, ვინც უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს თქვენ­ზე. ნუ გახ­დე­ბით მავ­ნე ჩვე­ვე­ბის მსხვერ­პლი, ნუ გა­წევ­რი­ან­დე­ბით სექ­ტა­ში. გუ­ლუხ­ვო­ბა კარ­გია, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს ნუ და­ა­ზა­რა­ლებთ. წარ­მა­ტე­ბუ­ლი წელი გე­ლო­დე­ბათ მწერ­ლებს, მხატ­ვრებს, ხე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებს. ფან­ტა­ზი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ.

2023 წლის ჯან­მრთე­ლო­ბა

გაფრ­თხილ­დით, რომ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გა­დატ­ვირ­თვი­სა და სტრე­სის გამო არ და­გი­ზი­ან­დეთ ფსი­ქი­კა. იან­ვრი­დან ივ­ლი­სის ჩათ­ვლით სა­მუ­შაო გრა­ფი­კი ისე შე­ად­გი­ნეთ, რომ დას­ვე­ნე­ბის­თვი­საც გა­მო­ნა­ხოთ დრო. სუ­ლი­ე­რი ბა­ლან­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ იოგა, მა­სა­ჟი, სპა-პრო­ცე­დუ­რე­ბი. მო­ე­რი­დეთ სპორ­ტის ექტრე­მა­ლურ სა­ხე­ო­ბებს, ზო­გა­დად, სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ მკვეთ­რი ილე­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას. გა­ზა­ფხულ­სა და ზა­ფხულ­ში მო­უფრ­თხილ­დით ძვლო­ვან სის­ტე­მას. ფი­ზი­კუ­რი ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ ცურ­ვა, ფიტ­ნე­სი, ტრე­ნა­ჟო­რე­ბი. ივ­ლი­სი­დან დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით ჩა­ი­ტა­რეთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი კვლე­ვა. მი­ი­ღეთ ვი­ტა­მი­ნე­ბი ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის სა­ხით. თუ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს და­ნერ­გავთ, მო­უფრ­თხილ­დე­ბით ფულ­საც და ნერ­ვებ­საც. მსუ­ბუ­ქი და რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ჯი­ში, დრო­უ­ლი დას­ვე­ნე­ბა და ჯან­სა­ღი კვე­ბა აი, თქვე­ნი რე­ცეპ­ტი, რაც შე­გი­ნარ­ჩუ­ნებთ იმუ­ნი­ტეტს და დიდი ხნით შეგ­ძენთ მხნე­ო­ბას და ახალ­გაზ­რდუ­ლო­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი ვერძისთვის

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი ვერძისთვის

მოიმატებს თქვენი თვითშეფასება და საზოგადოებაში თქვენს საუკეთესო თვისებებს გამოავლენთ. კოლეგებიც დაგაფასებენ და მეგობრებიც. თქვენ საინტერესო და ორიგინალური ინდივიდი ხართ და ამაზე ყველანი ვთანხმდებით. შანსი მოგეცემათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ კარიერაში, ახლობლებთან ურთიერთობაში - ჰარმონიას. თუ ადრე ბევრს მუშაობდით გამარჯვების მისაღწევად, ახლა უფრო იოლად გაიმარჯვებთ, მაგრამ თქვენი ჩარევის გარეშე არაფერი გამოვა. ამიტომ, ინიციატივის გამოვლენაც ხშირად მოგიწევთ. იყავით მიზანმიმართული და მოთმინებითც აღიჭურვეთ. დრო და ენერგია გონივრულად გადაანაწილეთ და ნურც ემოციების გამოვლენას იჩქარებთ. ზომიერი აქტიურობა და ვარჯიში კარგია, გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი ძილი და დასვენება საუკეთესო მკურნალია. ენერგიულ ვერძებს იმპულსურობაც გახასიათებთ და ამიტომ ეს სფეროც უნდა დაარეგულიროთ. ეცადეთ, ყველაფერში დაიცავთ ზომიერება, იყავით მომართული სულიერ განვითარებაზე. ნუ გადახვალთ ზღვარს. თუ გონივრულად იმოქმედებთ, კარიერულ წინსვლასაც მიაღწევთ და მატერიალურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ. ხშირად შეხვდით ნათესავებს. ზოგიერთი 2023 წელს მშობელი გახდებით.

რას გიმზადებთ იუპიტერი 2023 წელს

გამარჯვებისა და დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი თქვენს ნიშანში იქნება, ამიტომ, მოინდომეთ, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრების სხვადასხვა სფერო, განახორციელოთ გეგმები. მოიმატებს ოპტიმისტური განწყობა, გახდებით გულუხვი და მხიარული. გელოდებათ უამრავი საინტერესო, დასამახსოვრებელი შეხვედრა. თავადაც მომართული იქნებით სიახლეებისა და პერსპექტივებისკენ. გახშირდება მიმოსვლა, თავგადასავლები, თუ გსურდათ მოგზაურობა და სამყაროს შემეცნება, 2023 წელს თქვენთვის ყველა კარი ღიაა. ზოგიერთი გადაწყვეტთ სწავლას, ახალი პროფესიის ათვისებას, კვალიფიკაციის ამაღლებას. გაგიჭირდებათ ერთ ადგილზე დიდხანს ყოფნა და შეიძლება შეიცვალოთ საქმიანობა, ოფისი. გახშირდება მივლინება საზღვარგარეთ. ცვლილებები გელოდებათ პირად ცხოვრებაშიც. თუ პარტნიორთან თავს უბედურად და მოწყენილად გრძნობთ, რაღაც უნდა შეცვალოთ. მაგრამ არ გირჩევთ ერთდროულად რამდენიმე რომანის გაბმას, ჯერ გაერკვიეთ საკუთარ თავში, სურვილებში და მერე გადადგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი. კარიერაში ტრანსფორმაცია გელოდებათ. მოგიწევთ მსხვილ პროექტში ჩართვა ან ახალის დაწყება. თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი მოგემატებათ და ყველაფერს საუკეთესოდ გაართმევთ თავს. მთავარია, მეტად გამოავლინოთ პასუხისმგებლობის გრძნობა. აქტიურად ჩაერთოთ ყველა პროცესში. ნუ იუკადრისებთ წვრილმანი საქმეების შესრულებას. მეტად უნდა გამოავლინოთ თქვენი ტალანტი. იმ სფეროებშიც კი, რაც ახლა სრულიად უცხოა თქვენთვის. ზოგჯერ უნდა გარისკოთ, მაგრამ გააზრებულად. იყავით დარწმუნებული, რომ რასაც აკეთებს სწორია, დაიცავით უსაფრთხოების ნორმები, მხარდაჭერა გელოდებათ კოლეგების, მეგობრებისა ნათესავებისგან. თუმცა, თქვენც იქნებით მათზე გადაყოლილი.

რას გიმზადებთ სატურნი 2023 წელს

აკრძალვების, შეზღუდვებისა და პასუხისმგებლობის პლანეტა სატურნი მოულოდნელი ცვლილებებისთვის გამზადებთ, რაც ყოველთვის სასიამოვნო არ იქნება. ექსტერნად მოგიწევთ გეგმების შეცვლა, მოყირჭებულ პრინციპებთან განშორება, შეგეცვლებათ შეხედულებები, გარემოც კი. ნუ გაიხედებით, დარჩებით წარსულში. უნდა მოხდეს თქვენი 100 პროცენტით რესტარტი. უნდა მოიცილოთ ყველაფერი უსარგებლო, დაზიანებული. ზოგჯერ მსხვერპლის გაღება მოგიწევთ და ზოგჯერ რისკზე წასვლაც. გახსოვდეთ, როცა იკეტება ერთი კარი აუცილებლად იღება მეორე. მოთმინებით აღიჭურვეთ, თქვენ ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ. უნდა მოინდომოთ, რომ მოიხსნათ ზოგიერთი ტაბუ, უნდა შეიმსუბუქეთ რუტინა. ცოტა გარისკეთ, რომ მეტად წარმატებული იყოთ. იყავით მზად ცვლილებებისთვის. მიეცით თავს უფლება, რომ გაიგოთ მეტი, გაიმარჯვოთ და განახორციელოთ მიზნები. "რემონტი" უნდა გაუკეთოთ საკუთარ ცხოვრებას. ლიკვიდაცია უნდა ჩაუტაროთ ყველაფერ უსარგებლოს, ეს ეხება სამსახურსაც, პირად კავშირებსაც და საყოფაცხოვრებო პირობებსაც. გათავისუფლებული და ბედნიერი უკეთეს შედეგებს მიაღწევთ ყველა სფეროში. სატურნი ხშირად შეგიქმნით საშიშ სიტუაციებს, შუბლით ხშირად შეეჯახებით წინაღობებს, მაგრამ ეს სასარგებლო იქნება თქვენი ზრდისთვის.

2023 წლის სასიყვარულო პროგნოზი

კურდღლის წელიწადი პირად ურთიერთობაში უამრავ სასიამოვნო მომენტს გპირდებათ. მარტოხელები გაიცნობთ თქვენთვის მისაღებ ადამიანს, რომელიც დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ. შეხვედრა მოსალოდნელია გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით. იყავით თამამი, გამოუტყდით ადამიანს გრძნობებში. ეს საუკეთესო წელია ქორწინებისთვის. თუ უკვე გყავთ რჩეული, ყველა უსიამოვნება მშვიდად, ხმის აწევის გარეშე მოაგვარეთ. ისწავლეთ პარტნიორისთვის დათმობა. ამის გარეშე ბედნიერ კავშირს ვერ შექმნით. აიმაღლეთ თვითშეფასება, რათა მიიზიდოთ საინტერესო და სიმპათიური ადამიანი.

2023 წლის ფინანსური პროგნოზი

ცხოვრება ისე უნდა დაგეგმოთ, რომ სიყვარულისა და სიბერის გამო არ დაგიზარალდეთ მატერიალური სფერო. წელს იყავით ეკონომიური. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს, ნუ დააბანდებთ ფულს საეჭვო საქმიანობაში. კურდღლის წელიწადში მხოლოდ აუცილებელი ნივთები უნდა შეიძინოთ.

2023 წლის მკვეთრი ცვლილებები

მოულოდნელობების პლანეტა ურანი არაორდინარულ სიტუაციებს შეგიქმნით: ეს შეიძლება იყოს მომენტალური გამარჯვება და მტკივნეული დაცემაც. მაქსიმალური დაკვირვებით მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. წარმატებას მოგიტანთ შემოქმედებითი და ჰუმანიტარული პროექტები. ამასთან, კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, რომ დაკვირვებული იყოთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. ნუ გარისკავთ, იყავით პრაქტიკული შოპინგისას. წარმატებით განახორციელებთ ახალ პროექტებს, კარგ შედეგს მოგიტანთ ინტერნეტპროექტები, ზოგიერთს თანამშრომლობა გელოდებათ უცხოელ პარტნიორებთან, კომპანიებთან.

2023 წელს სად იპოვით შთაგონებას

უამრავი საშუალება გექნებათ შთაგონებისთვის, დაგებადებათ საინტერესო იდეები. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, გაიღრმავებთ ცოდნას თქვენთვის საინტერესო თემებში. მოგინდებათ ქველმოქმედებაში ჩართვა. ამასთან, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მოერიდოთ ზოგიერთ ადამიანთან კონტაქტს, განსაკუთრებთ მათ, ვინც უარყოფით გავლენას ახდენს თქვენზე. ნუ გახდებით მავნე ჩვევების მსხვერპლი, ნუ გაწევრიანდებით სექტაში. გულუხვობა კარგია, მაგრამ საკუთარ თავს ნუ დააზარალებთ. წარმატებული წელი გელოდებათ მწერლებს, მხატვრებს, ხელოვან ადამიანებს. ფანტაზიის განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ.

2023 წლის ჯანმრთელობა

გაფრთხილდით, რომ სამსახურებრივი გადატვირთვისა და სტრესის გამო არ დაგიზიანდეთ ფსიქიკა. იანვრიდან ივლისის ჩათვლით სამუშაო გრაფიკი ისე შეადგინეთ, რომ დასვენებისთვისაც გამონახოთ დრო. სულიერი ბალანსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ იოგა, მასაჟი, სპა-პროცედურები. მოერიდეთ სპორტის ექტრემალურ სახეობებს, ზოგადად, სიფრთხილე გმართებთ მკვეთრი ილეთების შესრულებისას. გაზაფხულსა და ზაფხულში მოუფრთხილდით ძვლოვან სისტემას. ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ ცურვა, ფიტნესი, ტრენაჟორები. ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევა. მიიღეთ ვიტამინები ხილისა და ბოსტნეულის სახით. თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს დანერგავთ, მოუფრთხილდებით ფულსაც და ნერვებსაც. მსუბუქი და რეგულარული ვარჯიში, დროული დასვენება და ჯანსაღი კვება აი, თქვენი რეცეპტი, რაც შეგინარჩუნებთ იმუნიტეტს და დიდი ხნით შეგძენთ მხნეობას და ახალგაზრდულობას.