მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2022 წლის მთავარი ასტროლოგიური მოვლენები: 4 დაბნელება, საუკეთესო პერიოდები საქმეების დასაწყებად და პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
2022 წლის მთავარი ასტროლოგიური მოვლენები: 4 დაბნელება, საუკეთესო პერიოდები საქმეების დასაწყებად და პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2022 წელი სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბით იქ­ნე­ბა დატ­ვირ­თუ­ლი. წლის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტაა იუ­პი­ტე­რი - "დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის" პლა­ნე­ტა, რო­მე­ლიც გვა­ი­მე­დებს, რომ წელი შე­და­რე­ბით უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე წინა. თუმ­ცა, ჯერ წლის მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნე­ბი გან­ვი­ხი­ლოთ და დას­კვნე­ბი მერე გა­მო­ვი­ტა­ნოთ.

ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ახა­ლი წელი 20 მარტს, 19:33-ზე, გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბა­ზე დად­გე­ბა. გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბამ­დე წლის მმარ­თვე­ლი ჯერ კი­დევ სა­ტურ­ნი იქ­ნე­ბა, მერე ჩა­ი­ბა­რებს მმარ­თვე­ლო­ბას იუ­პი­ტე­რი. ამი­ტომ ორ­მა­გად გა­უ­მარ­თლებთ თევ­ზე­ბი­სა და ვერ­ძის ნი­შა­ნე­ბის. მოვ­ლე­ნებს ცოტა წინ გა­ვუს­წრებ და გე­ტყვით, რომ 2023 წელი იქ­ნე­ბა მარ­სის და მეტი აქ­ტი­უ­რო­ბა მოგ­ვე­თხო­ვე­ბა. სა­სურ­ვე­ლია, წელს იუ­პი­ტე­რის სა­ჩუქ­რე­ბი, გა­მარ­თლე­ბე­ბი, შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი კარ­გად მი­ვი­ღოთ და მომ­დევ­ნო წლი­დან გა­ვაქ­ტი­ურ­დეთ სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად. იუ­პი­ტე­რი თევ­ზებ­ში გა­და­ვი­და 2021 წლის 29 დე­კემ­ბერს (2021 წლის ზა­ფხულ­ში ცოტა ხნით იყო უკვე თევ­ზებ­ში). 11 მა­ისს ცოტა ხნით ეს­ტუმ­რე­ბა ვერძს და მერე ისევ და­უბ­რუნ­დე­ბა თევ­ზებს, სა­ნამ 20 დე­კემ­ბერს სა­ბო­ლო­ოდ არ გა­და­ვა ვერ­ძში.

სა­ინ­ტე­რე­სო დღეა 12 აპ­რი­ლიც, როცა იუ­პი­ტე­რი ნეპ­ტუნს შე­უ­ერ­თდე­ბა. ას­პექ­ტის გავ­ლე­ნას ვიგ­რძნობთ 25 მარ­ტი­დან პირ­ვე­ლი მა­ი­სის ჩათ­ვლით. ასე­თი შე­ერ­თე­ბა 2009 წელს გვქონ­და. გა­იხ­სე­ნეთ, რა იდე­ა­ლე­ბი გქონ­დათ, რა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ამ შე­ერ­თე­ბამ ადა­მი­ა­ნებ­ში ახა­ლი იდე­ა­ლე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნოს, ან დიდი ტყუ­ი­ლი, ბუნ­დო­ვა­ნე­ბა.

2022 წლის 12 ივ­ნისს გვე­ლის პლა­ნე­ტე­ბის აღ­ლუ­მი. ეს არის მოვ­ლე­ნა, როცა პლა­ნე­ტე­ბი (4-ზე მეტი) ერთ ხაზ­ზე დგე­ბა. ეს იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო დღე ყვე­ლა ნიშ­ნის­თვის, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით ტყუ­პის­თვის.

წლის და­სა­წყის­ში, 19 იან­ვარს კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი იც­ვლი­ან ნი­შანს და ტყუ­პი-მშვილ­დოს­ნი­დან გა­და­დი­ან კურო-მო­რი­ე­ლის ღერძზე, სა­დაც გა­ჩერ­დე­ბი­ან 2023 წლის 17 ივ­ლი­სამ­დე. ამა­ვე ღერძზე გვე­ლო­დე­ბა 4 დაბ­ნე­ლე­ბა - 2 მზის და 2 მთვა­რის. 30 აპ­რილს გვე­ლო­დე­ბა მზის დაბ­ნე­ლე­ბა კუ­რო­ში, 16 მა­ისს მო­რი­ელ­ში - მთვა­რის. 25 ოქ­ტომ­ბერს მზის დაბ­ნე­ლე­ბა გვე­ლო­დე­ბა მო­რი­ელ­ში, 8 ნო­ემ­ბერს მთვა­რის - კუ­რო­ში. ასე­თი დაბ­ნე­ლე­ბა გვქონ­და 18 წლის წინ გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და ამ პე­რი­ოდ­ში, რა საქ­მე­ე­ბი, პრო­ექ­ტე­ბი გქონ­დათ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ან ზო­გა­დად, რა ხდე­ბო­და თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დღე­ებ­ში, რა­საც "დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფანს" ვე­ძა­ხით, არ და­გეგ­მოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი, გეგ­მი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა, არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი. კურო-მო­რი­ე­ლი არის ფი­ნან­სე­ბის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, დაგ­რო­ვე­ბე­ბის ღერ­ძი. კუ­რო­ში დაბ­ნე­ლე­ბის დროს გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის, მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის ყიდ­ვის თე­მე­ბი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სე­ბის. მო­რი­ელ­ში დაბ­ნე­ლე­ბის დროს მო­სა­ლოდ­ნე­ლია მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, ტრანსფორ­მა­ცია ფი­ნან­სურ, ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში (უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით კურო-მო­რი­ე­ლი ღერძზე მზი­სა და მთავ­რის დაბ­ნე­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ და პროგ­ნოზს 12-ვე ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის­თვის უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ).

31 ივ­ლისს გვე­ლო­დე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ას­პექ­ტი ურა­ნი­სა და აღ­მა­ვა­ლი კვან­ძის შე­ერ­თე­ბა. ას­პექ­ტის გავ­ლე­ნას ვიგ­რძნობთ 6 ივ­ლი­სი­დან 28 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით. ურა­ნი უკვე დიდი ხა­ნია კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში მდე­ბა­რე­ობს. მისი გა­დას­ვლის­თა­ნა­ვე ვამ­ბობ­დი, რომ ფი­ნან­სურ და სა­ბან­კო სფე­რო­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ურპრი­ზე­ბე­ბი იქ­ნე­ბო­და. ამ პე­რი­ოდ­ში კი გვე­ლის გლო­ბა­ლურ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი სა­გა­და­სა­ხა­დო და სა­ბან­კო სფე­რო­ში.

თეთ­რი მთვა­რე, ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი 7 თვე­ში ერთხელ იც­ვლის ნი­შანს. 2022 წელს ორ ნი­შანს გა­ივ­ლის: 15 თე­ბერ­ვალს მერ­წყულს ეს­ტუმ­რე­ბა და 16 სექ­ტემ­ბერს თევ­ზებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. მერ­წყულ­ში ყოფ­ნის დროს და­ცუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით კო­ლექ­ტივ­ში, სა­მე­გობ­რო წრე­ში. უნდა ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ იდე­ა­ლებ­ში, სა­მო­მავ­ლო მიზ­ნებ­ში, კო­ლექ­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. თევ­ზებ­ში ყოფ­ნის დროს თეთ­რი მთვა­რე მოგ­ვი­ტანს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, და­ცუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით მის­ტი­კურ, ფსი­ქო­ლო­გი­ურ თე­მებ­ში, თაღ­ლი­თე­ბი­სა და აფე­რის­ტე­ბის­გან.

შავი მთვა­რეც (ლი­ლი­ტი) შე­იც­ვლის ნი­შანს და 15 აპ­რილს გა­დაბ­რძან­დე­ბა კირჩხიბ­ში, სა­დაც დარ­ჩე­ბა 2023 წლის 8 იან­ვრამ­დე, ამ დღეს ლომს ეს­ტუმ­რე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ წლის ბო­ლოს 13 დე­კემ­ბერს, ლი­ლი­ტი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა პლუ­ტონს და მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ, ფეთ­ქე­ბა­დი და და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტია და მოვ­ლე­ნებ­საც შე­სა­ფე­რისს გა­მო­იწ­ვევს. გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და 9 წლის წინ, როცა ლი­ლი­ტი კირჩხიბ­ში ბრძან­დე­ბო­და. ლი­ლი­ტის კირჩხიბ­ში ყოფ­ნის დროს მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­ი­კა­ვოთ თავი მშობ­ლებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის­გან; ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის დარ­ღვე­ვის­გან. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ბევ­რმა გა­და­წყვი­ტოს ემიგ­რა­ცია.

2022 წელს გვექ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე, როცა არ უნდა და­გეგ­მოთ არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. შე­იძ­ლე­ბა დე­ტა­ლუ­რად გათ­ვლი­ლი გეგ­მაც კი თავ­და­ყი­რა დად­გეს. მო­ე­რი­დეთ ამ დღეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბას, მგზავ­რო­ბას, ექ­სტრიმს; არ და­ნიშ­ნოთ გეგ­მი­უ­რი ოპე­რა­ცია. ასე­თი დღე­ე­ბი გვექ­ნე­ბა: 8, 16 და 23 თე­ბერ­ვალს; 8 მა­ისს, 28 ივ­ლისს, 4-5 და 12 აგ­ვის­ტოს და პირ­ველ ნო­ემ­ბერს.

14 ივ­ნის­სა და 13 ივ­ლისს გვე­ლო­დე­ბა სუ­პერ­სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა. ეს არის მოვ­ლე­ნა, როცა მთვა­რე მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი დე­და­მი­წას და იმა­ზე მკვეთ­რად ანა­თებს, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რივ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე. ამას­თან, მთვა­რე გან­სა­კუთ­რე­ბულ გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნებ­ზე, მო­მა­ტე­ბუ­ლია ემო­ცი­უ­რო­ბა.

2022 წელი იმი­თა­ცაა სა­ინ­ტე­რე­სო, რომ 12 სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა და 13 ახალმთვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა - პირ­ველ აპ­რილს ვერ­ძში და 30-ში - კუ­რო­ში. ამ დღეს გვე­ლო­დე­ბა მზის დაბ­ნე­ლე­ბაც ამი­ტომ, ფრთხი­ლად და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად უნდა ვი­ყოთ მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში - ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე 3 დღით ადრე და 3 დღის შემ­დე­გაც.

გენ­დერუ­ლი პლა­ნე­ტე­ბის - ვე­ნე­რა-მარ­სის შე­ერ­თე­ბა გვე­ლო­დე­ბა ორ­ჯერ: 16 თე­ბერ­ვალს და 6 მარტს. გა­და­ხე­დეთ თქვენს პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს. უმე­ტე­სო­ბას მო­გინ­დე­ბათ და­წყვი­ლე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა ან პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა. მარ­ტო­ხე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა შეხ­ვდე­ბა თა­ვის სიყ­ვა­რულს. არ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა კი მე­ტად გან­ვი­თარ­დე­ბა. სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში სა­ბე­დის­წე­რო მო­მენ­ტე­ბი გვექ­ნე­ბა 3 მარტს (ას­პექტს გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა პლუს/მი­ნუს 2 დღე), როცა პლუ­ტო­ნი და ვე­ნე­რა შეხ­ვდე­ბი­ან. ეს არის პე­რი­ო­დი, როცა მო­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ეჭ­ვი­ა­ნო­ბა, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის სურ­ვი­ლი, არ გირ­ჩევთ ფუ­ლის და­ბან­დე­ბას, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას, პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას.

წლის ყვე­ლა­ზე შე­ნე­ბუ­ლი თვე იქ­ნე­ბა სექ­ტემ­ბე­რი, რად­გან ამ თვე­ში 7 რეტ­როგ­რა­დუ­ლი გვე­ყო­ლე­ბა. 29 იან­ვრამ­დე რეტ­როგ­რა­დუ­ლი იქ­ნე­ბა ვე­ნე­რა, მო­ე­რი­დეთ ფუ­ლის და­ბან­დე­ბას, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას, არ გა­ა­ფორ­მოთ ფი­ნან­სუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, მო­ე­რი­დეთ პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­საც და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, არ გირ­ჩევთ ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბას. 14 იან­ვარს რეტ­როგ­რა­დულ ვე­ნე­რას შე­უ­ერ­თდა რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რი (4 თე­ბერ­ვლამ­დე). ამ პე­რი­ოდ­ში შე­ნელ­დე­ბა სა­ბუ­თებ­თან, მი­მოს­ვლას­თან, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. საქ­მე­ე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად კარ­გი პე­რი­ო­დია 5 თე­ბერ­ვლი­დან 26 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით. ამ დროს არ გვაქვს არც ერთი რეტ­როგ­რა­დუ­ლი პლა­ნე­ტა. 2022 წელს 16-20 მარ­ტის შუ­ა­ლედ­ში არ და­გეგ­მოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი, რთუ­ლი დღე­ე­ბია. 10 მა­ი­სი­დან 3 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით ისევ რეტ­როგ­რა­დულ ფა­ზა­ში გა­და­ვა მერ­კუ­რი (მე­სა­მე ფაზა და­ი­წყე­ბა 10 სექ­ტემ­ბერს და დას­რულ­დე­ბა ორ ოქ­ტომ­ბერს და წლის ბო­ლოს, 29 დე­კემ­ბერს მერ­კუ­რი კვლავ რეტ­როგ­რა­დულ სვლა­ში გა­და­ვა 2023 წლის 18 იან­ვრამ­დე). ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­სა­წყე­ბად და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის­თვის კარ­გი პე­რი­ო­დი და­ი­წყე­ბა 4 ივ­ნისს და გას­ტანს 9 სექ­ტემ­ბრამ­დე. მომ­დევ­ნო პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა 3-22 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­ში.

მარ­სი ტყუპ­ში გა­და­ვა 20 აგ­ვის­ტოს და დარ­ჩე­ბა 2023 წლის 25 მარტს. აქვე მო­უ­წევს რეტ­როგ­რა­დუ­ლი ფაზა, 30 ოქ­ტომ­ბრი­დან 2023 წლის 12 იან­ვრამ­დე. თუ ტყუპ­ში გყავთ ას­ცენ­დენ­ტი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი ან პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი მარ­სი გა­ი­ძუ­ლებთ, რომ გა­აქ­ტი­ურ­დეთ, ამოქ­მე­დეთ, მაგ­რამ მო­ე­რი­დეთ სი­ფი­ცხეს, აგ­რე­სი­უ­ლო­ბას. აქვე უნდა გი­თხრათ, რომ მარსს და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტი ექ­ნე­ბა ნეპ­ტუნ­თან: 12 ოქ­ტომ­ბერს და 20 ნო­ემ­ბერს. მარ­სი არის აქ­ტი­უ­რო­ბა და ცე­ცხლო­ვა­ნი პლა­ნე­ტა, ნეპ­ტუ­ნი არის წყლის პლა­ნე­ტა, ეს ორი კი ვერ მე­გობ­რობს. ამ დღე­ებ­ში (პლუს/მი­ნუს 2 დღე) მო­ი­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გა­დაღ­ლი­ლო­ბა, გა­ფან­ტუ­ლო­ბა. არ გირ­ჩევთ ფი­ზი­კურ აქ­ტი­უ­რო­ბას, მო­ე­რი­დეთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას, ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ, თუ ცე­ცხლო­ვან ინ­სტუ­მენ­ტებ­თან ან დე­ტა­ლებ­თან გი­წევთ მუ­შა­ო­ბა.

ვის­თვის იქ­ნე­ბა 2022 წელი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი: გან­ვი­ხი­ლოთ ხუთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პლა­ნე­ტა: პლუ­ტო­ნი, რო­მე­ლიც არის ტრანსფორ­მა­ცია, ყვე­ლა­ფე­რი დრო­მოჭ­მუ­ლის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი. 2022 წელს პლუ­ტო­ნი გა­ივ­ლის თხის რქის 27-29 გრა­დუსს და გან­სა­კუთ­რე­ბით იმოქ­მე­დებს თქვენ­ზე, თუ ამ გრა­დუ­სებ­ში პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი გყავთ. პლუ­ტო­ნის გავ­ლე­ნას იგ­რძნო­ბენ ისი­ნი, ვინც და­ი­ბა­და 16-19 იან­ვარს. უნდა და­ამ­სხვი­ოთ ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლი და დრო­მოჭ­მუ­ლი და გა­მო­უ­თა­ვი­სუფ­ლოთ ად­გი­ლი ახალ­სა და კარ­გს. 16-10 აპ­რი­ლის, 18-21 ივ­ლი­სი­სა და 19-22 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცე­ბის გა­და­ლახ­ვა მო­გი­წევთ. ცვლი­ლე­ბებს ნუ შე­უ­შინ­დე­ბით, დროა, ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლოთ. ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას იგ­რძნობთ და მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ 16-19 მარ­ტის, 16-19 მა­ი­სის, 18-21 სექ­ტემ­ბრი­სა და 18-21 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს. გა­მო­ავ­ლი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა, თა­მა­მად იმოქ­მე­დეთ და გა­ი­მარ­ჯვეთ.

ნეპ­ტუ­ნი - არის სუ­ლი­ე­რე­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბა. მისი დახ­მა­რე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი ახალს, უჩ­ვე­უ­ლოს შე­იც­ნო­ბენ. 2022 წელს ნეპ­ტუ­ნი გა­ივ­ლის თევ­ზე­ბის 22-26 გრა­დუსს. თუ ამ გრა­დუ­სებ­ში პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი გყავთ, გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ ნეპ­ტუ­ნის გავ­ლე­ნას. ამას­თან, ის იმოქ­მე­დებს მათ­ზე, ვინც და­ი­ბა­და: 11-16 მარ­ტის შუ­ა­ლედ­ში. გა­გიმ­ძაფ­რდე­ბათ ინ­ტუ­ი­ცია, და­გე­ბა­დე­ბათ ახა­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი. კარ­გად გა­ერ­კვე­ვით ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში. 11-16 ივ­ნი­სის, 13-18 სექ­ტემ­ბრი­სა და 12-17 დე­კემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბა მეტი დრო და­უთ­მეთ სუ­ლი­ე­რე­ბას, მოხ­დე­ბა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა, და­ფიქ­რდე­ბით თქვენს ცხოვ­რე­ბი­სულ მიზ­ნებ­ზე, მის­წრა­ფე­ბებ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­მოქ­მე­დე­ბით აღ­მაფ­რე­ნას იგ­რძნო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც და­ი­ბად­ნენ: 11-15 იან­ვრის, 11-16 მა­ი­სის, 13-18 ივ­ლი­სი­სა და 13-18 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში. გა­მო­ავ­ლი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა და გა­მო­ი­ყე­ნეთ ყვე­ლა ის შან­სი, რა­საც სამ­ყა­რო თქვენ­თვის გა­მო­ი­მე­ტებს.

ურა­ნი არის თა­ვი­სუფ­ლე­ბის, რე­ფორ­მე­ბის პლა­ნე­ტა 2022 წელს ურა­ნი კუ­როს 11-19 გრა­დუსს გა­ივ­ლის. თუ ამ გრა­დუ­სებ­ში პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი გყავთ, გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ ურა­ნის გავ­ლე­ნას. 30 აპ­რი­ლი­სა და 9 მა­ი­სის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებ­მა მი­ე­ცით სა­კუ­თარ თავს არას­ტან­დარ­ტუ­ლად და პროგ­რე­სი­უ­ლად მოქ­მე­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ურა­ნი და­გეხ­მა­რე­ბათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მე­ბი ჩა­ა­ტა­როთ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში. 30 იან­ვრი­დან 7 თე­ბერ­ვლის, 3-11 აგ­ვის­ტოს და 3-11 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს გე­ლით სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია, საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ინ­ტე­რე­სებ­ში, ჰო­ბი­ში. უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ იმის­გან, რაც აღარ გჭირ­დე­ბათ. ურა­ნი და­გეხ­მა­რე­ბათ ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ შე­საც­ვლე­ლად მათ, ვინც და­ი­ბა­დეთ: პირ­ვე­ლი-9 მარ­ტის, 2-10 ივ­ლი­სის, 3-11 სექ­ტემ­ბრი­სა და პირ­ვე­ლი-8 იან­ვრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს. თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბის სიო და­უ­ბე­რავს.

სა­ტურ­ნი - სიბ­რძნი­სა და დის­ციპ­ლი­ნის პლა­ნე­ტა მო­ი­თხოვს, რომ გა­მო­ვავ­ლი­ნოთ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, მზრუნ­ვე­ლო­ბა, წე­სი­ე­რე­ბა. 2022 წელს ის გა­ივ­ლის მერ­წყუ­ლის 12-25 გრა­დუსს. თუ ამ გრა­დუ­სებ­ში პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი გყავთ, გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნას. 31 იან­ვრის 14 თე­ბერ­ვლის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს ხში­რად მო­გი­წევთ გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა სა­ტურ­ნის თე­მებ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­გე­თხო­ვე­ბათ მათ, ვინც და­ი­ბა­დეთ: პირ­ვე­ლი-5 აპ­რი­ლის, პირ­ვე­ლი 16 ივ­ნი­სის, 4-18 ოქ­ტომ­ბრი­სა და 3-17 დე­კემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს.

იუ­პი­ტე­რი - გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა 2022 წელს გა­ივ­ლის მან­ძილს თევ­ზე­ბის პირ­ვე­ლი გრა­დუ­სი­დან ვერ­ძის მე-9 გრა­დუ­სამ­დე. თუ ამ გრა­დუ­სებ­ში პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი გყავთ, გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ იუ­პი­ტე­რის გავ­ლე­ნას. წინა წელს კარ­გად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის იუ­პი­ტე­რი და­ა­ჯილ­დო­ებს ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც და­ი­ბად­ნენ: 19 თე­ბერ­ვლი­დან 29 მარ­ტის ჩათ­ვლით. მზად იყა­ვით სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის, ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის. გა­უ­ღეთ კარ­გი ყვე­ლა­ფერ ახალს, სა­ინ­ტე­რე­სოს, შეც­ვა­ლეთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ. იუ­პი­ტე­რის სა­ჩუქ­რებს მი­ი­ღე­ბენ ისი­ნი, ვინც და­ი­ბად­ნენ: 20 მარ­ტის-29 მა­ი­სის, 22 ივ­ნი­სის-31 ივ­ლი­სის, 24 ოქ­ტომ­ბრის-30 ნო­ემ­ბრი­სა და 22დე­კემ­ბრის-29 იან­ვრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი.

ეს იყო 2022 წლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბის მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვა, რათა წი­ნას­წარ და­გეგ­მოთ თქვე­ნი საქ­მე­ე­ბი. ყო­ველ თვე­ში, რა თქმა უნდა, ვრცლად მოგ­წერთ თი­თო­ე­უ­ლის შე­სა­ხებ.

ბედ­ნი­ერ და სა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნე­ბით აღ­სავ­სე 2022 წელს გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

2022 წლის მთავარი ასტროლოგიური მოვლენები: 4 დაბნელება, საუკეთესო პერიოდები საქმეების დასაწყებად და პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2022 წლის მთავარი ასტროლოგიური მოვლენები: 4 დაბნელება, საუკეთესო პერიოდები საქმეების დასაწყებად და პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2022 წელი საინტერესო მოვლენებით იქნება დატვირთული. წლის მმართველი პლანეტაა იუპიტერი - "დიდი ბედნიერების" პლანეტა, რომელიც გვაიმედებს, რომ წელი შედარებით უკეთესი იქნება, ვიდრე წინა. თუმცა, ჯერ წლის მთავარი მოვლენები განვიხილოთ და დასკვნები მერე გამოვიტანოთ.

ასტრონომიული ახალი წელი 20 მარტს, 19:33-ზე, გაზაფხულის ბუნიობაზე დადგება. გაზაფხულის ბუნიობამდე წლის მმართველი ჯერ კიდევ სატურნი იქნება, მერე ჩაიბარებს მმართველობას იუპიტერი. ამიტომ ორმაგად გაუმართლებთ თევზებისა და ვერძის ნიშანების. მოვლენებს ცოტა წინ გავუსწრებ და გეტყვით, რომ 2023 წელი იქნება მარსის და მეტი აქტიურობა მოგვეთხოვება. სასურველია, წელს იუპიტერის საჩუქრები, გამართლებები, შემოთავაზებები კარგად მივიღოთ და მომდევნო წლიდან გავაქტიურდეთ სასურველის მისაღწევად. იუპიტერი თევზებში გადავიდა 2021 წლის 29 დეკემბერს (2021 წლის ზაფხულში ცოტა ხნით იყო უკვე თევზებში). 11 მაისს ცოტა ხნით ესტუმრება ვერძს და მერე ისევ დაუბრუნდება თევზებს, სანამ 20 დეკემბერს საბოლოოდ არ გადავა ვერძში.

საინტერესო დღეა 12 აპრილიც, როცა იუპიტერი ნეპტუნს შეუერთდება. ასპექტის გავლენას ვიგრძნობთ 25 მარტიდან პირველი მაისის ჩათვლით. ასეთი შეერთება 2009 წელს გვქონდა. გაიხსენეთ, რა იდეალები გქონდათ, რა შემოქმედებითი იდეები განახორციელეთ. გამორიცხული არაა, ამ შეერთებამ ადამიანებში ახალი იდეალები გამოავლინოს, ან დიდი ტყუილი, ბუნდოვანება.

2022 წლის 12 ივნისს გველის პლანეტების აღლუმი. ეს არის მოვლენა, როცა პლანეტები (4-ზე მეტი) ერთ ხაზზე დგება. ეს იქნება საინტერესო დღე ყველა ნიშნისთვის, მაგრამ განსაკუთრებით ტყუპისთვის.

წლის დასაწყისში, 19 იანვარს კარმული კვანძები იცვლიან ნიშანს და ტყუპი-მშვილდოსნიდან გადადიან კურო-მორიელის ღერძზე, სადაც გაჩერდებიან 2023 წლის 17 ივლისამდე. ამავე ღერძზე გველოდება 4 დაბნელება - 2 მზის და 2 მთვარის. 30 აპრილს გველოდება მზის დაბნელება კუროში, 16 მაისს მორიელში - მთვარის. 25 ოქტომბერს მზის დაბნელება გველოდება მორიელში, 8 ნოემბერს მთვარის - კუროში. ასეთი დაბნელება გვქონდა 18 წლის წინ გაიხსენეთ, რა ხდებოდა ამ პერიოდში, რა საქმეები, პროექტები გქონდათ განსახორციელებელი ან ზოგადად, რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ დაბნელებების დღეებში, რასაც "დაბნელებების დერეფანს" ვეძახით, არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები, გეგმიური ოპერაციები, ხელშეკრულებების გაფორმება, არ განახორციელოთ ფინანსური ოპერაციები. კურო-მორიელი არის ფინანსების, ღირებულებების, დაგროვებების ღერძი. კუროში დაბნელების დროს გააქტიურდება უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთების ყიდვის თემები. გამორიცხული არაა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების. მორიელში დაბნელების დროს მოსალოდნელია მკვეთრი ცვლილებები, ტრანსფორმაცია ფინანსურ, ეკონომიკურ საკითხებში (უფრო დაწვრილებით კურო-მორიელი ღერძზე მზისა და მთავრის დაბნელებების შესახებ და პროგნოზს 12-ვე ზოდიაქოს ნიშნისთვის უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ).

31 ივლისს გველოდება საინტერესო ასპექტი ურანისა და აღმავალი კვანძის შეერთება. ასპექტის გავლენას ვიგრძნობთ 6 ივლისიდან 28 აგვისტოს ჩათვლით. ურანი უკვე დიდი ხანია კუროს ზოდიაქოში მდებარეობს. მისი გადასვლისთანავე ვამბობდი, რომ ფინანსურ და საბანკო სფეროში მოულოდნელი სიურპრიზებები იქნებოდა. ამ პერიოდში კი გველის გლობალურ, საერთაშორისო სისტემაში ცვლილებები საგადასახადო და საბანკო სფეროში.

თეთრი მთვარე, ჩვენი მფარველი 7 თვეში ერთხელ იცვლის ნიშანს. 2022 წელს ორ ნიშანს გაივლის: 15 თებერვალს მერწყულს ესტუმრება და 16 სექტემბერს თევზებში გადაინაცვლებს. მერწყულში ყოფნის დროს დაცულები ვიქნებით კოლექტივში, სამეგობრო წრეში. უნდა ჩამოვყალიბდეთ იდეალებში, სამომავლო მიზნებში, კოლექტიურ საქმიანობაში. თევზებში ყოფნის დროს თეთრი მთვარე მოგვიტანს შემოქმედებითი იდეების განხორციელებას, დაცულები ვიქნებით მისტიკურ, ფსიქოლოგიურ თემებში, თაღლითებისა და აფერისტებისგან.

შავი მთვარეც (ლილიტი) შეიცვლის ნიშანს და 15 აპრილს გადაბრძანდება კირჩხიბში, სადაც დარჩება 2023 წლის 8 იანვრამდე, ამ დღეს ლომს ესტუმრება. საინტერესო ისაა, რომ წლის ბოლოს 13 დეკემბერს, ლილიტი დაუპირისპირდება პლუტონს და მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ, ფეთქებადი და დაძაბული ასპექტია და მოვლენებსაც შესაფერისს გამოიწვევს. გაიხსენეთ, რა ხდებოდა 9 წლის წინ, როცა ლილიტი კირჩხიბში ბრძანდებოდა. ლილიტის კირჩხიბში ყოფნის დროს მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ თავი მშობლებთან, ნათესავებთან დაპირისპირებისგან; ოჯახური ტრადიციების დარღვევისგან. გამორიცხული არაა, ბევრმა გადაწყვიტოს ემიგრაცია.

2022 წელს გვექნება რამდენიმე მნიშვნელოვანი დღე, როცა არ უნდა დაგეგმოთ არაფერი მნიშვნელოვანი. შეიძლება დეტალურად გათვლილი გეგმაც კი თავდაყირა დადგეს. მოერიდეთ ამ დღეს ხელშეკრულებების გაფორმებას, მგზავრობას, ექსტრიმს; არ დანიშნოთ გეგმიური ოპერაცია. ასეთი დღეები გვექნება: 8, 16 და 23 თებერვალს; 8 მაისს, 28 ივლისს, 4-5 და 12 აგვისტოს და პირველ ნოემბერს.

14 ივნისსა და 13 ივლისს გველოდება სუპერსავსემთვარეობა. ეს არის მოვლენა, როცა მთვარე მაქსიმალურადაა მოახლოებული დედამიწას და იმაზე მკვეთრად ანათებს, ვიდრე ჩვეულებრივ სავსემთვარეობაზე. ამასთან, მთვარე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ადამიანებზე, მომატებულია ემოციურობა.

2022 წელი იმითაცაა საინტერესო, რომ 12 სავსემთვარეობა და 13 ახალმთვარეობა გველოდება - პირველ აპრილს ვერძში და 30-ში - კუროში. ამ დღეს გველოდება მზის დაბნელებაც ამიტომ, ფრთხილად და დაკვირვებულად უნდა ვიყოთ მთელი კვირის განმავლობაში - ახალმთვარეობამდე 3 დღით ადრე და 3 დღის შემდეგაც.

გენდერული პლანეტების - ვენერა-მარსის შეერთება გველოდება ორჯერ: 16 თებერვალს და 6 მარტს. გადახედეთ თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებს. უმეტესობას მოგინდებათ დაწყვილება და ურთიერთობების გამოაშკარავება ან პარტნიორული ურთიერთობების ძირეული ცვლილება. მარტოხელების უმეტესობა შეხვდება თავის სიყვარულს. არსებული ურთიერთობა კი მეტად განვითარდება. სასიყვარულო სფეროში საბედისწერო მომენტები გვექნება 3 მარტს (ასპექტს გავლენა ექნება პლუს/მინუს 2 დღე), როცა პლუტონი და ვენერა შეხვდებიან. ეს არის პერიოდი, როცა მომატებული იქნება ეჭვიანობა, პირად ცხოვრებაში ცვლილებების სურვილი, არ გირჩევთ ფულის დაბანდებას, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, პლასტიკური ოპერაციების ჩატარებას.

წლის ყველაზე შენებული თვე იქნება სექტემბერი, რადგან ამ თვეში 7 რეტროგრადული გვეყოლება. 29 იანვრამდე რეტროგრადული იქნება ვენერა, მოერიდეთ ფულის დაბანდებას, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, არ გააფორმოთ ფინანსური ხელშეკრულებები, მოერიდეთ პლასტიკური ოპერაციების ჩატარებასაც და რაც ყველაზე მთავარია, არ გირჩევთ ოფიციალურ ქორწინებას. 14 იანვარს რეტროგრადულ ვენერას შეუერთდა რეტროგრადული მერკური (4 თებერვლამდე). ამ პერიოდში შენელდება საბუთებთან, მიმოსვლასთან, ინტელექტუალურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. საქმეების მოსაგვარებლად კარგი პერიოდია 5 თებერვლიდან 26 აპრილის ჩათვლით. ამ დროს არ გვაქვს არც ერთი რეტროგრადული პლანეტა. 2022 წელს 16-20 მარტის შუალედში არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები, რთული დღეებია. 10 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით ისევ რეტროგრადულ ფაზაში გადავა მერკური (მესამე ფაზა დაიწყება 10 სექტემბერს და დასრულდება ორ ოქტომბერს და წლის ბოლოს, 29 დეკემბერს მერკური კვლავ რეტროგრადულ სვლაში გადავა 2023 წლის 18 იანვრამდე). ახალი პროექტების დასაწყებად და სხვა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის კარგი პერიოდი დაიწყება 4 ივნისს და გასტანს 9 სექტემბრამდე. მომდევნო პერიოდი იქნება 3-22 ოქტომბრის შუალედში.

მარსი ტყუპში გადავა 20 აგვისტოს და დარჩება 2023 წლის 25 მარტს. აქვე მოუწევს რეტროგრადული ფაზა, 30 ოქტომბრიდან 2023 წლის 12 იანვრამდე. თუ ტყუპში გყავთ ასცენდენტი, მნიშვნელოვანი წერტილები ან პირადი პლანეტები მარსი გაიძულებთ, რომ გააქტიურდეთ, ამოქმედეთ, მაგრამ მოერიდეთ სიფიცხეს, აგრესიულობას. აქვე უნდა გითხრათ, რომ მარსს დაძაბული ასპექტი ექნება ნეპტუნთან: 12 ოქტომბერს და 20 ნოემბერს. მარსი არის აქტიურობა და ცეცხლოვანი პლანეტა, ნეპტუნი არის წყლის პლანეტა, ეს ორი კი ვერ მეგობრობს. ამ დღეებში (პლუს/მინუს 2 დღე) მოიმატებული იქნება გადაღლილობა, გაფანტულობა. არ გირჩევთ ფიზიკურ აქტიურობას, მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, ყურადღება გმართებთ, თუ ცეცხლოვან ინსტუმენტებთან ან დეტალებთან გიწევთ მუშაობა.

ვისთვის იქნება 2022 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი: განვიხილოთ ხუთი მნიშვნელოვანი პლანეტა: პლუტონი, რომელიც არის ტრანსფორმაცია, ყველაფერი დრომოჭმულის გამანადგურებელი. 2022 წელს პლუტონი გაივლის თხის რქის 27-29 გრადუსს და განსაკუთრებით იმოქმედებს თქვენზე, თუ ამ გრადუსებში პირადი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები გყავთ. პლუტონის გავლენას იგრძნობენ ისინი, ვინც დაიბადა 16-19 იანვარს. უნდა დაამსხვიოთ ყველაფერი ძველი და დრომოჭმული და გამოუთავისუფლოთ ადგილი ახალსა და კარგს. 16-10 აპრილის, 18-21 ივლისისა და 19-22 ოქტომბრის შუალედში დაბადებულებს კრიზისული სიტუაცების გადალახვა მოგიწევთ. ცვლილებებს ნუ შეუშინდებით, დროა, ყველაფერი შეცვალოთ. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და მიზნების განხორციელება არ გაგიჭირდებათ 16-19 მარტის, 16-19 მაისის, 18-21 სექტემბრისა და 18-21 ნოემბრის შუალედში დაბადებულებს. გამოავლინეთ ინიციატივა, თამამად იმოქმედეთ და გაიმარჯვეთ.

ნეპტუნი - არის სულიერება და შემოქმედება. მისი დახმარებით ადამიანები ახალს, უჩვეულოს შეიცნობენ. 2022 წელს ნეპტუნი გაივლის თევზების 22-26 გრადუსს. თუ ამ გრადუსებში პირადი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები გყავთ, განსაკუთრებით იგრძნობთ ნეპტუნის გავლენას. ამასთან, ის იმოქმედებს მათზე, ვინც დაიბადა: 11-16 მარტის შუალედში. გაგიმძაფრდებათ ინტუიცია, დაგებადებათ ახალი შემოქმედებითი იდეები. კარგად გაერკვევით ადამიანების ფსიქოლოგიაში. 11-16 ივნისის, 13-18 სექტემბრისა და 12-17 დეკემბრის შუალედში დაბადებულება მეტი დრო დაუთმეთ სულიერებას, მოხდება ღირებულებების გადაფასება, დაფიქრდებით თქვენს ცხოვრებისულ მიზნებზე, მისწრაფებებზე. განსაკუთრებულ შემოქმედებით აღმაფრენას იგრძნობენ ადამიანები, ვინც დაიბადნენ: 11-15 იანვრის, 11-16 მაისის, 13-18 ივლისისა და 13-18 ნოემბრის შუალედში. გამოავლინეთ ინიციატივა და გამოიყენეთ ყველა ის შანსი, რასაც სამყარო თქვენთვის გამოიმეტებს.

ურანი არის თავისუფლების, რეფორმების პლანეტა 2022 წელს ურანი კუროს 11-19 გრადუსს გაივლის. თუ ამ გრადუსებში პირადი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები გყავთ, განსაკუთრებით იგრძნობთ ურანის გავლენას. 30 აპრილისა და 9 მაისის შუალედში დაბადებულებმა მიეცით საკუთარ თავს არასტანდარტულად და პროგრესიულად მოქმედების შესაძლებლობა. ურანი დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი რეფორმები ჩაატაროთ თქვენს ცხოვრებაში, სხვადასხვა სფეროში. 30 იანვრიდან 7 თებერვლის, 3-11 აგვისტოს და 3-11 ნოემბრის შუალედში დაბადებულებს გელით სერიოზული რეორგანიზაცია, საქმიანობაში, ინტერესებში, ჰობიში. უნდა გათავისუფლდეთ იმისგან, რაც აღარ გჭირდებათ. ურანი დაგეხმარებათ ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად მათ, ვინც დაიბადეთ: პირველი-9 მარტის, 2-10 ივლისის, 3-11 სექტემბრისა და პირველი-8 იანვრის შუალედში დაბადებულებს. თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებების სიო დაუბერავს.

სატურნი - სიბრძნისა და დისციპლინის პლანეტა მოითხოვს, რომ გამოვავლინოთ მეტი პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა, მზრუნველობა, წესიერება. 2022 წელს ის გაივლის მერწყულის 12-25 გრადუსს. თუ ამ გრადუსებში პირადი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები გყავთ, განსაკუთრებით იგრძნობთ სატურნის გავლენას. 31 იანვრის 14 თებერვლის შუალედში დაბადებულებს ხშირად მოგიწევთ გამოცდების ჩაბარება სატურნის თემებში. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოგეთხოვებათ მათ, ვინც დაიბადეთ: პირველი-5 აპრილის, პირველი 16 ივნისის, 4-18 ოქტომბრისა და 3-17 დეკემბრის შუალედში დაბადებულებს.

იუპიტერი - გაფართოებისა და დიდი ბედნიერების პლანეტა 2022 წელს გაივლის მანძილს თევზების პირველი გრადუსიდან ვერძის მე-9 გრადუსამდე. თუ ამ გრადუსებში პირადი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები გყავთ, განსაკუთრებით იგრძნობთ იუპიტერის გავლენას. წინა წელს კარგად შესრულებული საქმეებისთვის იუპიტერი დააჯილდოებს ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ: 19 თებერვლიდან 29 მარტის ჩათვლით. მზად იყავით სასიამოვნო სიახლეებისთვის, ცვლილებებისთვის. გაუღეთ კარგი ყველაფერ ახალს, საინტერესოს, შეცვალეთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. იუპიტერის საჩუქრებს მიიღებენ ისინი, ვინც დაიბადნენ: 20 მარტის-29 მაისის, 22 ივნისის-31 ივლისის, 24 ოქტომბრის-30 ნოემბრისა და 22დეკემბრის-29 იანვრის შუალედში დაბადებულები.

ეს იყო 2022 წლის მნიშვნელოვანი მოვლენების მოკლე მიმოხილვა, რათა წინასწარ დაგეგმოთ თქვენი საქმეები. ყოველ თვეში, რა თქმა უნდა, ვრცლად მოგწერთ თითოეულის შესახებ.

ბედნიერ და სასიამოვნო მოვლენებით აღსავსე 2022 წელს გისურვებთ!