ავტორი:

2022 წლის ასტროპროგნოზი ტყუპისთვის: სიყვარული, ფინანსები, ჯანმრთელობა და ძირითადი აქცენტები

2022 წლის ასტროპროგნოზი ტყუპისთვის: სიყვარული, ფინანსები, ჯანმრთელობა და ძირითადი აქცენტები

მომავალი წელი დასამახსოვრებელი მომენტებით იქნება აღსავსე. შეძლებთ კარმის გაუმჯობესებას. მთავარია, წარსულს არ გაეკიდოთ. მოერიდეთ შეცდომების დაშვებას, არაფერი ინანოთ. იაქტიურეთ და იყავით თავდაჯერებული, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, მიიღოთ შესაფერისი თანამდებობა. მოინახულებთ ადგილებს, სადაც აივსებით ენერგიითა და ძალით. ეს შეიძლება იყოს სანატორიუმი ან მონასტერი ან მოგინდეთ სრული განმარტოება. იზრუნეთ ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. მეტად უნდა დაისვენოთ, გაერიდოთ ხმაურიან წვეულებებს, ზოგადად ქალაქის ხმაურს. დაიცავით რეჟიმი, სამუშაო განრიგი და მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. დაიცავით დისტანცია ადამიანებთან. შეიძლება მოგინდეთ სოციალურ საქმიანობაში ჩართვა, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა. თქვენთვის კარგი იქნება იოგა, ეზოტერიკა, მედიტაცია. ზოგიერთმა შეიძლება შეიცვალოს საცხოვრებელი მისამართი, საზღვარგარეთ გაემგზავროთ. ინტუიციის წყალობით საიდუმლოებების ამოხსნას შეძლებთ. შეიძლება საიდუმლო სამსახურშიც კი დაიწყოთ მუშაობა. გამორიცხული არაა, დაგიბრუნდეთ ადამიანი, ვისთანაც ადრე რაღაც მნიშვნელოვანი გაკავშირებათ.

2022 წლის პროგნოზი ქალი ტყუპისთვის:

თავისუფლად მოქმედება გსურთ. მიიღებთ ყველაფერს, რაზეც ოცნებობთ. გირჩევთ, ყველაფერს დააკვირდეთ და გააანალიზოთ. მოვლენებით აღსავსე წელი გელოდებათ, მზად იყავით თავგადასავლებისთვის, შეხვედრებისთვის. ნუ დაკარგავთ იუმორის გრძნობას და ოპტიმიზმს. იანვარში დაწყებულ სიყვარულზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ. ნამდვილი გრძნობა თქვენთან ზაფხულ-შემოდგომაზე გეწვევათ. მოიმატებს სამუშაოს რაოდენობა. ნუ შეუშინდებით სირთულეებს, პასუხისმგებლობას. თქვენ ყველაფერს იდეალურად გაუმკლავდებით და გამარჯვებასაც მიაღწევთ. ივლისიდან სტაბილურობა გელით ფინანსებში. შეძლებთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. რემონტის გაკეთებას ან ახალი უძრავი ქონების შეძენას.

იუპიტერის გავლენა ტყუპზე: 2022 წელზე

დიდი ბედნიერების პლანეტა - იუპიტერი ავტორიტეტის ამაღლებას, პროექტების წარმატებით რეალიზებას, მივლინებებსა და ბიზნესის განვითარებას გპირდებათ. ზოგიერთმა შეიძლება მაღალი თანამდებობა დაიკაოთ. ან ოფიციალურად დაქორწინება გადაწყვიტოთ. წარმატება და აღიარება, აი, რას გპირდებათ იუპიტერი 2022 წელს. საინტერესო ისაა, რომ საქმიანობა სიამოვნებას მოაგნიჭებთ, მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. ახალი ინტერესები გაგიჩნდებათ. იყავით სამართლიანი, არასდროს უთხრათ დახმარებაზე უარი მათ, ვინც მოგმართავთ. ნუ დახარჯავთ ენერგიას ტყუილად, იყავით მიზანმიმართული და კონკრეტულ საქმიანობას მეტი დრო და ენერგია დაახარჯეთ. არ გაგიჭირდებათ კონკურენტებთან ღირსეული ბრძოლა. მიაღწევთ იმას, რაზეც ოცნებობდით.

2022 წლის პროგნოზი მამაკაცი ტყუპისთვის:

თავბრუდამხვევი წარმატება გელით კარიერასა და სამსახურში. დაწინურდებით, მიიღებთ აღიარებას და დაფასებას. ამასთან, არ გირჩევთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას. უმჯობესია, გავლენიანი ადამიანების გარემოცვაში იტრიალოთ. ისწავლეთ ემოციების მართვა. თუ გსურთ, რომ გამარჯვებას მიაღწიოთ, უნდა იშრომოთ. დაკვირვებული იყოთ დეტალებისადმი. ხანდახან გადახედეთ თქვენ მიერ შესრულებულ საქმეებს და საჭიროების შემთხვევაში გამოასწორეთ შეცდომები. ისეთ საქმეებს მოკიდეთ ხელი, რაც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. შემოდგომა ცოტა დაძაბული გექნებათ, მაგრამ სირთულეებს ღირსეულად გადალახავთ. დაარეგულირეთ დამოკიდებულება ნათესავებთან, ოჯახთან; შინ კომფორტული, ჰარმონიული გარემო უნდა გქონდეთ. სექტემბერში უყურადღებოდ ნუ დატოვებთ მათ, ვინც თქვენგან ელის მატერიალურ კეთილდღეობას და მხარდაჭერას.

სატურნის გავლენა ტყუპზე: 2022 წელზე

ჩამოყალიბდით, სად გსურთ წარმატების მიღწევა, სად უნდა მიმართოთ თქვენი ენერგია. უმჯობესია, ისეთი საქმეები შეასრულოთ, რაც მატერალურ კეთილდღეობას მოგიტანთ და ნუ მოცდებით არაფრისმომცემ საქმეებზე, ვიღაცის ხათრის გამო. კომფორტულად უნდა გრძნობეთ თავს საქმეებშიც და საკუთარ თავთანაც. ყურადღება გმართებთ მგზავრობისას. არა აქვს მნიშვნელობა, შორი მანძილი გაქვთ გასავლელი და ახლო. თუ რამის შესწავლას აპირებთ, იყავით მობილიზებული, პუნქტუალური. მიზნები რომ განახორციელოთ, პრაქტიკული უნდა იყოთ. მეტად გამოავლინეთ სიბრძნე, ფაქტებზე დაყრდნობით იმოქმედეთ. მოიცილეთ საკუთარი ძალების ურწმუნობა და პასიურობა. 2022 წელს კომპლექსებისგან და შიშებისგან უნდა გათავისუფლდეთ. სწავლასა და მიზნების რეალიზებას დრო და ენერგია ზომიერად უნდა ხარჯოთ. მხოლოდ სერიოზულ საქმეებზე უნდა დაკავდეთ.

2022 წლის მნიშვნელოვანი ტენდენციები

- სწორად უნდა გამოიყენოთ ადრე მიღებული ცოდნა და გამოცდილება.

- დეტალებსა და ფაქტებზე დაკვირვება ბევრი უსიამოვნებისგან დაგიცავთ.

- შეიცვალეთ, მაგრამ მხოლოდ უკეთესობისკენ, მწვერვალების დასაპყრობად მხოლოდ პატიოსანი გზა უნდა აირჩიოთ.

2022 წლის სიყვარული

თუ თქვენ გვერდით არის ადამიანი, ვის მიმართაც ნამდვილი გრძნობა გაკავშირებთ, გამოუტყდით. გამორიცხული არაა, რომ სიამოვნება ხანმოკლე კავშირებმა, სექსუალურმა თავგადასვლებმა მოგანიჭოთ. მთავარია, რას გეუბნებათ გული და რას გრძნობთ ინტუიციურად. გაფრთხილდით, ინტიმური სიახლოვისას. მარტოხელებს გაქვთ ყველა შანსი, რომ ბედი დაუკავშიროთ იმ ერთადერთსა და განუმეორებელს. გამორიცხული არაა, რომანი გააბათ სამსახურში, მეგობართან ან თქვენზე სოციალურად მაღლა მდგომ ადამიანთან. რომანტიკული ნაცნობობა მოსალოდნელია ოფისში ან სამედიცინო დაწესებულებაში. გაზაფხულზე დაწყებული რომანი ხანგრძლივი იქნება. გამორიცხული არა, მეორედ იქირწინოთ ადამიანზე, ვისაც ადრე დაშორდით. ან მეორე ქორწინებაში უპირატესობა მიანიჭოთ ადამიანის ინტელექტის დონეს. თუ მოზრდილი შვილები გყავთ, დაქორწინება მათაც ელით.

2022 წლის კარიერა

გადახედეთ თქვენს მიზნებსა და გეგმებს. საკუთარ თავზე მუშაობა ყველაზე რთულია, მაგრამ უნდა მოინდომოთ, რომ გაუმჯობესდეთ. ისწავლეთ ენერგიის გადანაწილება ოჯახსა და კარიერაზე. დახმარებას მიიღებთ ადამიანისგან, ვისაც ადრე ენდობოდით. ეცადეთ, სანდო ადამიანები მუდამ გვერდით გყავდეთ. აკონტროლეთ ის საქმეები და სფერო, სადაც წარმატების მიღწევა გსურთ. ნუ ენდობით საეჭვო ადამიანებს, გადაამოწმეთ უმნიშვნელო დეტალიც, თეთრიც კი. თუ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ხართ, ნუ გააჩერებთ ადამიანს, ვის პროფესიონალიზმშიც ეჭვი შეგეპარებათ. ფულთან სიფრთხილე გმართებთ. უმჯობესია, ეკონომია, ვიდრე ფლანგვა. მცირე თანხა ყოველკვირეულად გადადეთ. შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობა. ან დაიბრუნოთ ძველი ვალი.

2022 წლის ჯანმრთელობა

მთელი წლის განმავლობაში ყურადღებით უნდა იყოთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მიმართ. დაიცავით კვების რეჟიმი, მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას, ნუ გაერთობით ალკოჰოლით. შეამცირეთ ცხიმიანი და ფქვილოვანი ნაწარმი. თებერვალში მეტად მოუფრთხილდით ჯანმრთელობას: სახსრებს, ხერხემალს. ზაფხულში იზრუნეთ იმუნიტეტის გაუმჯობესებაზე. მეტად ისეირნეთ ფეხით სუფთა ჰაერზე. უმქეები მაინც გაატარეთ ბუნებაში. გაიკაჟეთ სხეული. შემოდგომაზე მოგიწევთ დიეტის დაცვა, ორგანიზმის გაწმენდა, დაიწყეთ ვარჯიში.