ავტორი:

2022 წლის ასტროპროგნოზი თევზებისთვის: სიყვარული, ფინანსები, ჯანმრთელობა და ძირითადი აქცენტები

2022 წლის ასტროპროგნოზი თევზებისთვის: სიყვარული, ფინანსები, ჯანმრთელობა და ძირითადი აქცენტები

2022 წელი კარს სრულიად ახალ სამყაროში გაგიღებთ. მოვლენები იქნება საინტერესო, მრავალფეროვანი, ნუ შეგეშინდებათ ახალი კონტაქტების, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, იყავით მზად სიახლეებისთვის, აღმოჩენებისთვის, საქმიანი და პირადი ურთიერთობებისთვის. საკუთარ თავში ახალ ნიჭს აღმოაჩენთ და მოინდომეთ მისი გამოვლენა. შანსი გაქვთ, დაიმსახურეთ გარშემო მყოფების აღიარება; მოექცეთ ყურადღების ცენტრში. კარგი წელი ელით კარიერისტ თევზებს. მოინდომეთ დაწინაურება, ხელფასის მომატება, საკუთარი საქმიანობის დაფასება. 2022 წელს ხელი მოგემართებათ ყველა წამოწყებაში. ინფორმაციის, ცოდნის მიღებისა და გაცემის წელია, მოსინჯეთ საკუთარი თავი რეპეტიტორობაში. ან თავად ჩაეწერეთ თქვენთვის საინტერესო, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. გაიჩენთ ნაცნობებს საზღვარგარეთ, გაეცნობით უცხო ქვეყნის კულტურას, განვითარდებით სულიერად. პლანეტები გიბიძგებენ, რომ განათლება მიიღოთ სხვა ქვეყანაში. საზღვარგარეთ გამგზავრებს მიზეზი შეიძლება გახდეს მოქალაქეობა ან სიყვარული.

2022 წლის პროგნოზი ქალი თევზებისთვის:

ინტუიციაზე დაყრდნობით უნდა იმოქმედოთ. მოუსმინეთ გულის ხმას. პლანტები დაგეხმარებათ კრეატიული იდეების განხორციელებაში. მართალია, შრომა მოგიწევთ, მაგრამ ჯილდო და შექების მიღება იქნება სასიამოვნო. იყავით მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ. შრომისმოყვარება კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. გახშირდება მიმოსვა - ქვეყნის ფარგლებშიც და საზღვარგარეთაც. გაიჩენთ გავლენიან მეგობრებს. ისინი კი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებიან. შეთნხმებულად იმუშავეთ პარტნიორებთან. დაიხმარეთ ყველაფერში, რჩევა ჰკითხეთ.

იუპიტერის გავლენა თევზებზე: 2022 წელზე

მოიმატებს ოპტიმიზმი. დაგილაგდებათ ურთიერთობა ყველა სფეროში. გახდებით მშვიდი და დალაგებული. უნდა შეძლოთ წარსული შეცდომების გამოსწორება, გაააცნობიეროთ თქვენი როლი ოჯახში, სამსახურში, საზოგადოებაში. გახდეთ თავდაჯერებული. თქვენი მმართველი იუპიტერი თქვენსავე ნიშანშია და ყველა საქმეში მოგემართებათ ხელი. მოიცილებთ წარსულის ტვირთს და თავაწეული იმოძრავებთ მიზნებისკენ. პრობლემები, რაც ადრე მოუგვარებელი და რთული გეჩვენებოდათ, მარტივად მოგვარდება. მთავარია, ცოტა მეტად მოინდომოთ. ნუ დაკარგავთ დროს წვრილმანებზე. იყავით კონცენტრირებული ძირითადზე. მუშაობისას არ დაუშვათ შეცდომები, დააკვირდით დეტალებს. ცვლილებების წელი გელით, სასიკეთოსკენ უნდა შეტრიალდეთ.

2022 წლის პროგნოზი მამაკაცი თევზებისთვის:

ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იქნებით ორიენტირებული. ამასთან, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ სამსახურშიც დაფასებული და აღიარებული იყოთ და პირადი ცხოვრებაც გაიუმჯობესოთ. გათვალეთ საკუთარი ძალები, შეასრულეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმე. დაისახეთ კონკრეტული მიზანი და ამოქმედდით. წარმატებული უნდა გახდეთ სამსახურში. წლის დასაწყისში შეხვედრებით დაგამახსოვრებთ თავს. გაიჩინეთ ახალი საქმიან პარტნიორები, სასიყვარულოც... ეცადეთ, ყველასგან რაღაც ისწავლოთ და რაც მთვარია, ყველა რამეში გამოიყენოთ, რომ თქვენ გახდეთ წარმატებული. გადაწყვეტილებები მიიღოთ დიდი დაკვირვების, გააზრების შემდეგ. ენდეთ ინტუიციას, თქვენ საკმაოდ განვითარებული გაქვთ.

სატურნის გავლენა თევზებზე: 2022 წელზე

სატურნი მობილიზებულობისა და დაკვირვებულობისკენ მოგიწოდებთ. განახლების დროა, უნდა მოიცილოთ ძველი ტვირთი, რაც ხელს გიშლით განვითარებაში. 2022 წელი ბალასტის მოცილების წელია. გაერკვიეთ კომპლექსებში, ეჭვებში, ხანდახან შეიძლება თავდაჯერებულობა გაკლდეთ. 2022 წელს თითქოს თავიდან დაიბადებით. ხშირად შეაქებთ საკუთარ თავს იმ საუკეთესოდ შესრულებული საქმეებისთვის, რაც ადრე არ ან რთულად გამოგდიოდათ. პედანტურობა და წესრიგი გმართებთ მუშაობისას. ცვლილებები შეიძლება არ იყოს მარტივი, მაგრამ იყავით რადიკალური. ყველა საშუალება გაქვთ, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოთ. დაივიწყეთ, გაუშვით ძველი წყენა, უსიამოვნებები მოიცილეთ გულიდან. არც კი დაკარგოთ დრო წარსულ უსიამოვნებაზე ფიქრზე. გათავისუფლებული უფრო მეტს მიაღწევთ. დროდადრო უნდა დაისვენოთ და სუფთა ჰაერზე ფეხით ისეირნოთ. მზე და წყალი ნერვების დამშვიდებაში დაგეხმარებათ.

2022 წლის მნიშვნელოვანი ტენდენციები

- თვითგანვითარების წელია, კულისებში ჯდომა აღარ გამოგივათ.

- მიაქციეთ ყურადღება ფიზიკურ აქტიურობას, სულიერ სიმშვიდეს. გათავისუფლდით ფსიქოლოგიური წნეხისგან.

- სატურნი მოგიწოდებთ პასუხისმგებლობის, წესრიგისა და დისციპლინისკენ.

2022 წლის სიყვარული

თუ თავად ჰარმონიული იქნებით საკუთარ თავთან, გათვისუფლდებით შინაგანი შიშებისა და კომპლექსებისგან, საყვარელ ადამიანთანაც დაგილაგდებათ ურთიერთობა. ახალი რომანების, დაუვიწყარი შეხვედრების დრო თებერვლიდან გეწყებათ. მეტი დრო და მზუნველობა უნდა დაუთმოთ ოჯახს. გაითვალისწინოთ პარტნიორის სურვილები, მაგრამ ნურც საკუთარ თავს დაივიწყებთ. ეცადეთ, რომ ოჯახს მატერიალური პრობლემები არ შეექმნას. ახალდაშორებულებს ნუ გგონიათ, რომ "ცხოვრება დასრულდა", ახალი რომანის დაწყება გელით. შეიძლება თქვენი მეორე მომავალი ნახევარი თქვენ გვერდითაა, მაგრამ ჯერ ვერ ამჩნევთ მას.

2022 წლის კარიერა

კარიერული საკითხების საგვარებლად საუკეთესო პერიოდია იანვრის ბოლოდან ზაფხულამდე. იყავით მიზანმიმართული, მოინდომეთ და გამოგივათ. წლის პირველ ნახევარში შეიძლება შეიცვალოთ სამსახური, საქმიანობა, ჰობი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, ისე იმოქმედეთ, რომ მათი პატივისცემა დაიმსახუროთ. უნდა დაიცვათ გრაფიკი და რეჟიმი. უფრო მეტი წარმატება ელით ხელოვან - ფლორისტი, კულინარი, დიზაინერი - თევზებს. მეტად განავითარეთ საკუთარ თავში შემოქმედებითი ნიჭი. გაგიჩნდებათ აუდიტორია, რომელიც შეიყვარებს თქვენს ქმნილებებს.

2022 წლის ჯანმრთელობა

ყურადღება გმართებთ კვების მიმართ. მოსუქების შანსი იმატებს. დაისახეთ ახალი მიზანი - დილაობით ივარჯიშთ. გამორიცხეთ რაციონიდან მავნე პროდუქტები - ფასფუდი, ალკოჰოლი. მკაცრი დიეტა თქვენთვის აკრძალულია, დეპრესიაში შეიძლება ჩაგაგდოთ, მაგრამ ზომიერება კვებაში კარგი იქნება. დაუთმეთ დრო დასვენებას, ძილის რეჟიმის გაუმჯობესებას. დააკვირდით, რა განიჭიებთ სულიერ სიმშვიდეს - ბუნებაში სეირნობა, თუ განმარტოება. რაც უფრო მეტად გაუფრთხილდებით საკუთარ თავს, მით ჯანმრთელი იქნებით.