ავტორი:

2022 წლის ასტროპროგნოზი მშვილდოსნებისთვის: სიყვარული, ფინანსები, ჯანმრთელობა და ძირითადი აქცენტები

2022 წლის ასტროპროგნოზი მშვილდოსნებისთვის: სიყვარული, ფინანსები, ჯანმრთელობა და ძირითადი აქცენტები

უნდა გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება და სტაბილურობას მიაღწიოთ კარიერაში. ამასთან, გელით ცვლილებებიც, ეს ეხება საცხოვრებელ პირობებსაც, საყოფაცხოვრებოსაც და სამსახურსაც. შეიძლება საცხოვრებლად ან სამუშაოს გამო გადახვიდეთ სხვა ქალაქში, ქვეყანაში. გამორიცხული არაა, აითვისოთ ახალი სპეციალობა. მიიღებთ მაღალ თანამდებობას, ხოლო თუ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ხართ, ენერგიული და მცოდნე ადამიანები შემოიკრიბეთ. კოლეგებთან იყავით პოზიტიური. არაფერი გადადოთ ხვალისთვის, ყველაფერი მოაგვარეთ "დღესვე". გააფორმებთ საინტერესო ხელშეკრულებებს, გელით მივლინება, რაც ხელს შეგიწყობთ დაწინაურებაში. 2022 წელს უნდა მოიცილოთ ყველაფერი, რაც გიშლით ხელს განვითარებაში. მოგიწევთ შეხედულებების, ცხოვრების სტილის შეცვლა. მთავარია, დაიცვათ რეჟიმი, რეგულარულად დაისვენოთ, გამოიძინოთ. სასურველია, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან.

2022 წლის პროგნოზი ქალი მშვილდოსნებისთვის:

პირად ურთიერთობებში ცვლილებები გელით. ყველა უნდა მიუჩინოთ თავისი ადგილი. არაფერს არ უნდა შეუშინდეთ, იუპიტერი დაგეხმარებათ გასათავისუფლდეთ კომპლექსებისგან. სამსახურის პარალელურად უნდა გამონახოთ დრო საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად. იანვარ-ივლისი კარგი დროა რემონტისთვის, საბინაო საკითხების მოსაგვარებლად. ოღონდ, ძალიან და რთულად ნუ დაიტვირთვებით, პოზიტიურად და მსუბუქად უნდა იმოქმედოთ. გაზაფხული საუკეთესოა სიყვარულისა და რომანტიკისთვის. მიხვდებით, რომ ბედნიერება და სიცოცხლის ხალისი დაგიბრუნდათ. შემოდგომა საუკეთესო დროა მოგზაურობისა და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

იუპიტერის გავლენა მშვილდოსნებზე: 2022 წელზე

იუპიტერი გირჩევთ, მეტად იზრუნოთ ახლობლებზე. გაიუმჯობესეთ საცხოვრებელი პირობები. დაგეგმეთ რემონტი და ინტერიერის განახლება. იყავით რეალისტური და თავდაჯერებული. იუპიტერი დაგეხმარებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. სარფიანად გაყიდით ან იყიდით უძრავ ქონებას. ზოგიერთს გელით საცხოვრებლის მოულოდნელად შეცვლა. შინ გელით ახალი წევრის შემომატება. სავარაუდოდ, შვილის. სასურველია, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, ასაკით უფროს ნათესავებთან. გირჩევთ, დაიცავთ ოჯახური ტრადიციები. შერიგდებით და გააუმჯობესებთ დამოკიდებულებას შორეულ ნათესავებთან. გამორიცხული არაა, რომ მათ უზრუნველგყონ ფინანსურად, მიიღებთ მათგან ძვირფას საჩუქრებს.

2022 წლის პროგნოზი მამაკაცი მშვილდოსნებისთვის:

2022 წელს უამრავი ცვლილება გელით. მოგინდებათ, რომ ყველას დაუმტკიცოთ თქვენი ნიჭი, შესაძლებლობა. ფული ზომიერად უნდა ხარჯოთ, თუ არ გსურთ, რომ ფინანსური საფრთხე შეგექნათ. იყავით მშვიდი და გაწონასწორებული ყველა სიტუაციაში. წლის ნახევარში მოერიდეთ უსიამოვნებას კოლეგებთან. არ გირჩევთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას. ზაფხულში მოაგვარებთ ფინანსურ საკითხებს. შემოდგომაზე უნდა აკონტროლოთ საკუთარი ქცევა.

სატურნის გავლენა მშვილდოსნებზე: 2022 წელზე

უამრავ ინფორმაციას მიიღებთ. უნდა განავითაროთ ის ნიჭი და უნარები, რაც გაგაჩნიათ. მარტივად შეძლებთ იდეების განხორციელებას. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული, განსაკუთრებით დეტალებთან, წვრილმანებთან მუშაობისას. მოერიდეთ ურთიერთობების დაძაბვას გარემო მყოფებთან, მეზობლებთან. იყავით მომართული ურთიერთობების აღდგენაზე, გაუმჯობესებაზე. ვეღარ დახარჯავთ დროსა და ენერგიას ტყუილად, კონკრეტულ მიზნებზე უნდა იყოთ კონცენტრირებული. ზოგჯერ მოგინდებათ განმარტოება და ამ დროს შეიძლება ახალი იდეები დაგებადოთ და განახორციელოთ კიდეც ისინი. არავის გაუმხილოთ თქვენი საიდუმლო. უნდა იზრუნოთ, რომ აიმაღლოთ ავტორიტეტი კოლექტივში, საზოგადოებაში. კარგი იქნება, თუ იზრუნებთ კვალიფიკაციის ამაღლებაზე; ჩაეწერეთ კურსებზე, სემინარებზე, დაესწარით კონფერენციებს. უნდა გამოავლინოთ ინიციატივა და იყოთ კომუნიკაბელური. დაკვირვება გმართებთ თუ აპირებთ უცხოეთში დამკვიდრებას.

2022 წლის მნიშვნელოვანი ტენდენციები

- გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში იყავით აკურატული და გეგმაზომიერი. წესრიგი დაიცავით და შეინარჩუნეთ ყველგან და ყველაფერში.

- აასრულეთ დანაპირები. აკონტროლეთ ჟესტები და ქცევები.

- გამოავლინეთ თქვენი ნიჭი შემოქმედებაში - წიგნის დაწერა, ნახატის დახატვა - შედევრში შეიძლება კარგი ჰონორარი მიიღოთ.

2022 წლის სიყვარული

თავისუფალმა ნიშნებმა მეტად უნდა მოინდომოთ, რომ დაწყვილდეთ, დაწყვილებულებმა კი ეცადეთ, შეინარჩუნოთ არსებული კავშირი. თავდაპირველად იზრუნეთ, საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად, კომპლექსების დასაძლევად. თუ დაწყვილება გსურთ, სახლში ნუ გამოიკეტებით. მეტი უნდა იკონტაქტოთ, იმოგზაუროთ. მთავარია, არ გააიდეალოთ ადამიანი. 2022 წელს სასიყვარულო თავგადასავლები გელით და მზად იყავით. გაზაფხულის ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით პირად ცხოვრებაში სიახლეები გელით. შეიძლება გადაწყვიტოთ ძველი კავშირების აღდგენა, ახალი შეხვედრა იქნება დაუვიწყარი. შემოდგომაზე ნუ გასცემთ დაპირებებს, რომლებსაც ვერ აასრულებთ.

2022 წლის კარიერა

უნდა იმუშაოთ, რომ მყარად იდგეთ. უნდა მოინდომოთ, რომ პროფესიაში წარმატებას მიაღწიოთ. ამასთან, ხელი მოკიდეთ მხოლოდ იმ საქმეებს, რაშიც კარგად ერკვევით. ფინანსურ სტაბილურობას მოგიტანთ საზღვარგარეთ მივლინება, გავლენიანი ახლობლების მხარდაჭერა. გაზაფხულზე მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. უნდა მოიპოვოთ ადგილი მზის გულზე. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. თუმცა, სასარგებლოა, ფული გააზრებულად ხარჯოთ. ფინანსები მხოლოდ სარფიან საქმეებში დააბანდეთ. დეკემბერში ძვირად ღირებული ნივთების შეძენას შეძლებთ. თუ კოლეგებთან ან საქმიან პარტნიორებთან საერთო ენას გამონახავთ, საქმეებსა და ბიზნეს საუკეთესოდ წარმართავთ. ზოგჯერ პროექტებზე დამოუკიდებლად მოგიწევთ მუშაობა. ეს კარგიც შეიძლება იყოს. მთავარია, ენერგია თანაბრად გადაანაწილოთ და დეტალები გათვლილი გქონდეთ.

2022 წლის ჯანმრთელობა

თუ ჯანმრთელობაზე იზრუნებთ, საფრთხე არ გემუქრებათ. ვირუსების სეზონს მომზადებული უნდა შეხვდეთ, გაიძლიერეთ იმუნიტეტი. გამონახეთ დრო და ბევრი იარეთ ფეხით. ცხოვრების პასიური წესი და ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა კარგს არაფერს მოგიტანთ. ზაფხულში მიიღეთ ბუნებრივი ვიტამინები, გაიკაჟეთ სხეული, ივარჯიშეთ. დეკემბერში ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მომნელებელ სისტემას. იკვებეთ ჯანსაღად.