ავტორი:

2022 წლის ასტროპროგნოზი მორიელებისთვის: სიყვარული, ფინანსები, ჯანმრთელობა და ძირითადი აქცენტები

2022 წლის ასტროპროგნოზი მორიელებისთვის: სიყვარული, ფინანსები, ჯანმრთელობა და ძირითადი აქცენტები

წლის მთავარი თემა პარტნიორობა იქნება. შეიძლება ახალ სიყვარულს შეხვდეთ ან საქმიანი ხელშეკრულება გააფორმოთ მნიშვნელოვან ადამიანთან. ცვლილება ელით დაწყვილებულ მორიელებსაც. ზოგიერთმა შეიძლება შეიცვალოთ იმიჯი, ფიზიკური ფორმა, სამსახური. წარმატება გელით ყველა წამოწყებაში. გაქვთ შანსი რეალიზაციის, თვითშეფასების ამაღლების. ახალ მიზნებს დაისახვათ, შეიძლება შეგეცვალოთ პრიორიტეტები. ეს უკანასკნელი შეიძლება შეეხოს ურთიერთობებს ის, რაც ადრე მოგწონდათ, ახლა შეიძლება გაგაღიზიანოთ. თუ აქამდე ბევრ რამზე თვალებს ხუჭავდით, 2022 წელს ყველაფერი შეიცვლება. უნდა შეიცვალოთ მიზანი, არ გირჩევთ ნეგატივის დაგროვებას. თუ ჩუმად იქნებით, პარტნიორს გაუჭირდება თქვენი სურვილების გამოცნობა, უმჯობესია, მოთხოვნები დელიკატურად გააცნოთ.

2022 წლის პროგნოზი ქალი მორიელებისთვის:

თავდაჯერებული და მიზანდასახული იქნებით. ყველაფერი, რასაც გადაწყვიტავთ, რომ უნდა მიიღოთ, თქვენი გახდება. იყავით მომართული კონტაქტების დამყარებაზე გავლენიან, საჭირო ადამიანებთან. აკონტროლეთ ემოციები და ეცადეთ, გარშემო მყოფებზე კარგი წარმოდგენა მოახდინოთ და მათი პატივისცემა დაიმსახუროთ. თუ რადიკალურ ცვლილებებს ვერ ახერხებთ, სხვა მიმართულებაში იპოვით სიმშვიდეს. მოგინდებათ ცოდნის გაღრმავება, ახლის შესწავლა, გამოგიჩნდებათ ახლი ინტერესი, გაიჩენთ ახალ მეგობრებს. გაზაფხულის ბოლოდან ზაფხულის დასაწყისამდე მოერიდეთ კულუარულ ინტრიგებს. ნუ იქნებით მტრულად განწყობილი გარშემო მყოფებისადმი. კარგი იქნება, თუ ჩაერთვებით საზოგადოებრივ, საქველმოქმედო საქმიანობაში. გამოსცადეთ თქვენი ნიჭი შემოქმედებაში. წლის მეორე ნახევრიდან დინამიკურობა მოიმატებს, მეტად კომუნიკაბელური გახდებით, რაც დადებითად იმოქმედებს თქვენს პირად ცხოვრებაზე. მოსალონელია რომანტიკული ნაცნობობა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მთავარია, არ დაისახოთ ძალიან ბევრი მიზანი. იყავით მომართული გამარჯვებაზე.

იუპიტერის გავლენა მორიელებზე: 2022 წელზე

ახალი შესაძლებლობები, გასართობი გამოგიჩნდებათ. შეიძლება ახლი ჰობი აღმოაჩინოთ, ახალი მეგობრები გაიჩინოთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. მარტოხელებს გაქვთ შანსი, ახალი რომანი გააბათ. დაწყვილებულებმა მეტად უნდა გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. დაუმეგობრდით შვილებს. გამორიცხული არაა. 2022 წელს მშობელი გახდეთ. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ხელოვან ნიშნებს პროფესია წარმატება და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება გელოდებათ.

2022 წლის პროგნოზი მამაკაცი მორიელებისთვის:

პატიოსნება წლის დევიზად უნდა გაიხადოთ. უნდა იყოთ მიზანმიმართული, რომ მიაღწიოთ სასურველს. მიზანი უნდა იყოს კონკრეტული და რეალური. ნუ ეცდებით ერთდროულად ორი ბაჭიის დაჭერას. სანამ გეგმებს არ განახორციელებთ, ნურავის გაუმხელთ. მოგინდებათ რევოლუცია, შეიძლება ზოგ შემთხვევაში ბუნტის თავიც კი გახდეთ. ენერგია და შეუპოვრობა მიმართეთ დამატებითი შემოსავლის მოსაძიებლად, ახალი სამსახურის დასაწყებად. ვერ გეტყვით, რომ მარტივად მიაღწევთ ყველაფერს, მაგრამ თქვენ ისედაც არ გიყვართ ადვილი გზებით სიარული. სირთულეების გადალახვა კიდევ უფრო გაგაძლიერებთ. მოერიდეთ ცხოვრების რადიკალურად შეცვლას. მეტი დრო დაუთმეთ არსებულ საქმეებს, პროექტებს. უფრო შინაგან და სულიერ ზრდაზე უნდა იყოთ მომართული.

სატურნის გავლენა მორიელებზე: 2022 წელზე

განსაკუთრებულ ცვლილებებს ერთბაშად ნუ ელით, პატარ-პატარა გააზრებული ნაბჯებით იმოძრავეთ მიზნისკენ და წლის ბოლოსთვის ნახავთ, რომ გამარჯვების მწვერვალზე დგახართ. მოგინდებათ ფესვებთან, მშობლურ ადგილებთან მიბრუნება, გვარის გენეოლოგიაში, ისტორიაში გარკვევა. გამორიცხული არაა, განაახლოთ შეხვედრები ადამიანებთან, ვისთანაც წარსულში რაღაც გაკავშირებდათ. ზოგი ძველ საქმიანობასაც შეიძლება მიუბრუნდეს, განაახლოს. აქტიურად უნდა იყოთ ჩართული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში; შეიძლება პრესტიჟულ უბანში გადახვიდეთ საცხოვრებლად. ბინაში მოგინდებათ რემონტის გაკეთება, ავეჯის განახლება.ზოგადად, მთელი წლის განმავლობაში მომართული უნდა იყოთ გაუმჯობესებაზე, დალაგებაზე: ურთიერთობების, საქმეების, პირობების. პერიოდულად კარგი იქნება თქვენთვის სიმშვიდე და განმარტოება. ნუ გგონიათ, რომ სამყარო თქვენ გარშემო ბრუნავს, ახლობლები სათანადო ყურადღებას არ გაქცევენ. პირიქით, უნდა დაივიწყოთ ეგოიზმი და თავად უნდა იზრუნოთ ახლობლებზე.

2022 წლის მნიშვნელოვანი ტენდენციები

- კომფორტის შექმნა, ბინის კეთილმოწყობა. სულიერი სიმშვიდის მოპოვება.

- ახლობლებთან ურთიერთობის დალაგება. პატივი უნდა სცეთ და გაითვალისწინოთ ახლობლების მოთხოვნები. მეტად უნდა გასცეთ, ვიდრე მიიღოთ.

- აიღეთ პასუხისმგებლობა სასიყვარულო ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ.

2022 წლის სიყვარული

მარტოხელებს საინტერესო წელი გელოდებათ. უკვე გაზაფხულიდან ელოდეთ სასიამოვნო ცვლილებებს. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, ვინც დაგატკბობთ, გაგიხალისებთ ცხოვრებას, გაჩუქებთ სითბოს, სიყვარულს. დაწყვილებულებმა უნდა იფიქროთ თანაცხოვრებაზე, ბუდის მოწყობაზე, ურთიერთობის გასერიოზულებაზე. ზაფხულის დაწყებამდე იუპიტერი თევზებში, თქვენს მონათესავე სტიქიაში იქნება და მოგიტანთ სასიამოვნო ცვლილებებს, რომანტიკას. მგრძნობიარე გახდებით სხვათა სურვილების მიმართ. თუ წუნია ხართ, რომანტიკული შეხვედრების 2022 წლის ბოლომდე გელით. დიდი შეყვარებულების უმეტესობა დაქორწინებას გადაწყვეტს. აი, ახალდაწყვილებულებმა უმჯობესია, არ იჩქაროთ ოფიციალურად დაქორწინება და ერთმანეთი უკეთ გაიცნოთ. ზაფხულში იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, კარიერულ წინსვლაზე.

2022 წლის კარიერა

უნდა მოინდომოთ, დაისახოთ მიზანი, რომ გადალახოთ ყველა დაბრკოლება წარმატებისკენ სავალ გზაზე. საკუთარი პოტენციალის რეალიზების უამრავი შანსი მოგეცემათ. გაუმჯობესებული მატერიალური მდგომარეობა და ძველი ვალების დაფარვის შესაძლებლობასაც კი მოგცემთ. წარმატება გელით ფსიქოლოგიის, ფსიქოთერაპიის, მედიცინის სფეროში. არანაკლებ წარმატებული იქნებით ისინი, ვინც ინფორმაციის, ინტერნეტრესურსების სფეროში ხართ. შემოქმედი მორიელები იდეების (ბავშვობის დროინდელსაც კი) განხორციელებას შეძლებთ და მატერიალურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ. იზრუნეთ ბიზნესის გაფართოებაზე, განვითარებაზე. გაიჩენთ გავლენიან მფარველებს. თუ მოინდომებთ, შემოსავლის დამატებით წყაროსაც გაიჩენთ. შემოთავაზებების მხრივ აპრილ-მაისია გამორჩეული. შემოდგომაზე ახალ იდეებს ნურავის გაუმხელთ. მოერიდეთ აფერისტებთან საქმიანობის დაწყებას. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება უძრავი ქონების შეძენის სურვილს გაგიჩენთ.

2022 წლის ჯანმრთელობა

წლის დასაწყისში ჩაიტარეთ სრული სამედიცინო პროფილაქტიკური კვლევა. უნდა აკონტროლოთ ემოციები. არ გირჩევთ იმპულსურობას. კარგია ზომიერი ფიზიკური აქტიურობა. თუნდაც საღამოობით ფეხით სეირნობა სუფთა ჰაერზე. გადადით ჯანსაღ კვებაზე. წლის განმავლობაში მინიმუმადე უნდა შეამციროთ ალკოჰოლი და განსაკუთებით - გაზაფხულზე. პერიოდულად დაისვენეთ სანატორიუმებში. კარგი იქნება წყლის პროცედურები.