ავტორი:

2022 წლის ასტროპროგნოზი მერწყულებისთვის: სიყვარული, ფინანსები, ჯანმრთელობა და ძირითადი აქცენტები

2022 წლის ასტროპროგნოზი მერწყულებისთვის: სიყვარული, ფინანსები, ჯანმრთელობა და ძირითადი აქცენტები

პერსპექტიული წელი გელოდებათ. საინტერესო მოვლენების, ცვლილებების. გააქტიურდება პირადი ურთიერთობების თემა. მოგინდებათ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, უძრავი ქონების შეძენა ან უკვე არსებულის გარემონტება. ახალი ავეჯის შეძენა, ბინაში კომფორტის შექმნა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. გამორიცხული არაა, რომ ახალი ოჯახის წევრი შემოგემატოთ. ან პირიქით, შეიძლება მოზრდილმა შვილებმა დატოვონ მშობლიური სახლი. ცვლილებები გელით კარიერაშიც. ზოგიერთმა შეიძლება კარდინალურად შეიცვალოთ საქმიანობა. დაიწყოთ მუშაობა იმ სფეროში, რომელიც ადრე მიუღწეველი გეჩვენებოდათ. კარგი წელი გელით ბიზნესსაქმიანობაშიც.

2022 წლის პროგნოზი ქალი მერწყულებისთვის

ახალი მწვერვალების დაპყრობის წელია, ჰორიზონტების გაფართოების. ყველაზე თამამ გეგმებსაც კი სისრულეში მოიყვანთ. მთავარია, დაისახოთ კონკრეტული მიზანი და მიზანმიმართულად იმოქმედოთ. გამორიცხული არაა, მოგინდეთ თავისუფლება, მომაბეზრებელი ვალდებულებებისგან გათავისუფლება. მაგრამ სატურნი არ გაგიშვებთ, რომ უარი თქვათ ვალდებულებებზე. სატურნი მოგიწოდებთ იყოთ აკურატული, იმოქმედოთ გააზრებულად და დროულად. 2022 წელს მოსალოდნელია მოგზაურობა, მივლინება. იყავით ორგანიზებული. განავითარეთ საქმიანი კავშირები. ზაფხულში პარტნიორული ურთიერთობების, ქორწინების, რომანტიკული ურთიერთობების რადიკალურად შეცვლა მოგინდებათ. მამაკაცების ყურადღება და პატივისცემა არ მოგაკლდებათ. მარტივად გააბამთ სასურველ კავშირებს. წლის ბოლოს გაგიუმჯობესდებათ კარიერული მდგომარეობა. დახმარებას მიიღებთ სხვადასხვა წყაროსგან, მეგობრებისა და ნათესავებისგან.

იუპიტერის გავლენა მერწყულებზე: 2022 წელს

კონცენტრირებული უნდა იყოთ მატერიალური საკითხების მოგვარებაზე, შემოსავლის გაზრდაზე. სამსახურის საკითხეს, რთულ თემებსაც მარტივად მოაგვარებთ. იუპიტერი დაგეხმარებათ, დაიკავოთ უფრო მაღალი თანამდებობა და მიიღოთ უფრო დიდი ხელფასი. შეიძლება დამატებითი სამსახურიც დაიმატოთ. ფულის ხარჯვა მოგიწევთ საოჯახო საკითხებზე, გარდერობის განახლებაზე, თქვენი თვითშეფასების ამაღლებისთვის. 2022 წელ გაქვთ ყველა შანსი, შეიძინოთ სასურველი უძრავი ქონება.

2022 წლის პროგნოზი მამაკაცი მერწყულებისთვის:

თქვენი წარმატება თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. თუ მოინდომებთ, კარიერულ წინსვლასაც მიაღწევთ და პოპულარობასაც დაიმსახურებთ. განსაკუთრებით გაზაფხულის დასაწყისში უნდა იაქტიუროთ. ამ პერიოდში სარფიან ხელშეკრულებებსაც გააფორმებთ. წარმატება და საინტერესო შემოთავაზებები მარტო სამშობლოში კი არა, საზღვარგარეთაც გელით. შანსი მოგეცემათ, გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და ტალანტი. ახალ, უჩვეულო ჰობის გაიჩენთ. შემოდგომაზე - ახალ მეგობრებს, საქმიან პარტნიორებს, საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ.

სატურნის გავლენა მერწყულებზე: 2022 წელს

სატურნი არაერთხელ გამოგცდით სიმყარეზე, სანდოობაზე. თუ ფეხზე მყარად იდგებით, ვერანაირი ქარბორბალა ვერ წაგაქცევთ. თავდაჯერებული უნდა იყოთ მაშინაც კი, როცა დეპრესია შემოგიტევთ. ჰარმონიული უნდა იყოთ საკუთარ თავთან. უნდა გამონახოთ ძალა, რომ იყოთ ლიდერი. სატურნი მოგიწოდებთ, გადახედოთ, გამოასწოროთ, დეტალურად შეისწავლოთ. იყავით მომართული ხანგრძლივვადიან პროექტებზე. ხანდახან წაგებაც კი ღირსეულად უნდა მიიღოთ, მელანქოლიაში არ უნდა ჩავარდეთ, უნდა გაითვალისწინოთ შეცდომები და მოემზადოთ მორიგი გამარჯვებისთვის.

2022 წლის მნიშვნელოვანი ტენდენციები

- იმუშავეთ საკუთარ თავზე, საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე. შეიცვალეთ იმიჯი. გააქტიურდით სოციუმში.

- ნუ შეუშინდებით პასუხისმგებლობას. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. სირთულეების გარეშე ზრდა წარმოუდგენელია.

- დაგეგმეთ თითოეული დღე; საქმეები, პერსპექტივები. შეეჩვიეთ გეგმიურ საქმიანობას.

2022 წლის სიყვარული

წლის დასაწყისში ახალი რომანის განვითარებას ნუ ელით. თებერვალში ფარული ურთიერთობას გააბამთ. ამის მიზეზი შეიძლება იყოს: დაოჯახებულ ადამიანის შეყვარება, კოლეგა. დაწყვილებულებმა შეიძლება გაიგოთ მეუღლეზე საიდუმლო, რაც არ გესიამოვნებათ. ახალი ნაცნობობისთვის კარგი პერიოდი მარტის თვეა. ეს თვე დაუთმეთ გარეგნობის, იმიჯის შეცვლას. მოიმატებს თქვენი პოპულარობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში. მაისიდან დაიწყეთ "სცენაზე გამოსვლა", გაიცნობთ საინტერესო, საჭირო ადამიანებს. აპრილში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი მოგეცემათ. ივნისის ბოლოდან რომანტიკული შეხვედრების, სიურპრიზების პერიოდი გეწყებათ. უამრავ დადებით ემოციას მიიღებთ. დეკემბერში საყვარელი ადამიანის გამო ფულის ხარჯვა მოგიწევთ.

2022 წლის კარიერა

იყავით მიზანმიმართული, კონცენტრირებული გამარჯვებაზე, დაწინაურებაზე, საქმების საუკეთესოდ მოგვარებაზე. დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები, ეცადეთ, დადებითად განაწყოთ თანამოსაუბრე თქვენ მიმართ. შანსი მოგეცემათ, საკუთარი ფირმის ფილიალები გახსნათ სხვადასხვა რეგიონში. განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიამონა დაკავშირებულია ტექნოლოგიებთან. გააუმჯობესეთ საქმიანი კავშირები, გააფორმეთ ხელშეკრულებები. ბიზნესსაქმიანობაში ხელი მოგემართებათ თებერვლიდან. თუ სწორ სარეკლამო კამპანიას შეარჩევთ, შემოსავალიც გაგიუმჯობესდებათ. წარმატება გელით, თუ უცხო ენის სპეციალისტი ხართ, ხელოვნების სფეროში მოღვაწეობთ. ნეპტუნი გირჩევთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ. სასურველია, ბუღალტრულად აღრიცხოთ ყველა შემოსავალ-გასავალი.

2022 წლის ჯანმრთელობა

წლის დასაწყისში იზრუნეთ იმუნიტეტს ამაღლებაზე. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ნერვული სისტემა. ეცადეთ, არ გადაიღალოთ, გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი. მიიღეთ ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები. მარტში გაფრთხილდით, მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო ტრავმა. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს, ფიზიკურ გადაღლილობას. უქმეები სრულყოფილ დასვენებას დაუთმეთ. არ გირჩევთ მავნე საკვების ჭამას, ალკოჰოლის მიღებას.