ავტორი:

2022 წლის ასტროპროგნოზი ლომებისთვის: სიყვარული, ფინანსები, ჯანმრთელობა და ძირითადი აქცენტები

2022 წლის ასტროპროგნოზი ლომებისთვის: სიყვარული, ფინანსები, ჯანმრთელობა და ძირითადი აქცენტები

თქვენს ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს თქვენ უფრო შეამჩნევენ, ვიდრე გარშემო მყოფები. კარდინალური ცვლილებები გელით კარიერაში, პროფესიაში, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური სფერო. ნაყოფიერი სამუშაოს გარდა მაღალ თანამდებობასაც მიიღებთ. უმეტესობა დაიწყებთ პირად ბიზნესს, წამოიწყებთ ახალ საქმეს. თუ საპენსიო ხართ, საკუთარ თავს დასვენების უფლებას მისცემთ. ამასთან, სათანადოდ იქნება დაფასებული თქვენი შრომა. ლომების უმეტესობა ოფიციალურად დაქორწინებას გადაწყვეტს. ან ახალ ბინაში, ქვეყანაში გადასვლას საცხოვრებლად. მოიმატებს თქვენი აქტიურობა სოციალურ ცხოვრებაში, რაც ავტორიტეტის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. თუ შვილის გაჩენას ფიქრობდით, ეს სურვილიც აგისრულდებათ. გლობალური ცვლილებები ელით ახლო ნათესავებს ცხოვრებაში. შეიძლება მსხვილი მემკვიდრეობა მიიღოთ. ნათესავისგან საჩუქრად მიიღოთ მიწის ნაკვეთი, ბინა. თუ აქამდე მშობლებთან ერთად ცხოვრობდით, ცალკე გადახვალთ. ან არსებული ბინიდან მიიღებთ შემოსავალს.

2022 წლის პროგნოზი ქალი ლომებისთვის:

წელს ნამდვილი დედოფალივით იქნებით და მოშურნეებსაც ბევრს გაიჩენთ. ბრძნულად უნდა მოაგვაროთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. მოგინდებათ თავისუფლება, აქტიურად ჩაერთვებით სამუშაოში. შემოქმედებით სფეროში წარმატებები გელით. 15 მაისამდე გაგიმძაფრდებათ ინტერესი ხელოვნებისა და ფსიქოლოგიისადმი. მეტად უნდა იზრუნოთ გარეგნობაზე, იმიჯის შეცვლაზე. ზაფხულში წარმატებებს და სასიამოვნო ნაცნობობას ელოდეთ. გაზაფხულიდან დეკემბრამდე ფრთხილად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები. თითოეული ნაბიჯი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. იყავით თავდაჯერებული და გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას არ დაარღვიოთ ეტიკეტი.

იუპიტერის გავლენა ლომებზე: 2022 წელზე

2022 წელს სარფიან შემოთავაზებებს მიიღებთ, ხელშეკრულებებს გააფორმებთ. მიიღებთ გამოცდილებას, მატერიალურ სარგებელს. აკონტროლეთ სექსუალური სფერო. მოიმატებს სასიყვარულო თავგადასავლების, ინტიმური კავშირების რაოდენობა. საყვარელი ადამიანის მიმართ კი მეტად რომანტიკული გახდებით. მოიმატებს ინტუიცია. შეძლებთ შიშების, კომპლექსების დაძლევას. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გარშემო მყოფებისთვის ფსიქოლოგის როლს მოირგებთ. გირჩევთ, ზომიერად განკარგოთ ენერგორესურსები და ფინანსებიც. დაიბრუნებთ დიდი ხნის ვალებს, მიიღებთ მემკვიდრეობას, სარფიან შემოთავაზებებს. მოიცილეთ ტოქსიკური კავშირები (საქმიანიც და პირადიც).

2022 წლის პროგნოზი მამაკაცი ლომებისთვის:

წელს მიაღწევთ ყველა იმ მწვერვალს, რაზეც ადრე ოცნებობდით. წარმატება და პოპულარობა გელით. ამასთან, უნდა იყოთ მაქსიმალურად დაკვირვებული, ნუ გადავარდებით ილუზიებში. მომატებული ვალდებულებების გამო თებერვალ-ივლისის შუალედში იმატებს ქრონიკული გადაღლილობა. გაზაფხულიდან დაისახეთ კონკრეტული მიზანი, სურვილი. წარმატება გელით ყველაფერში, ამიტომ გააქტიურდით. ენდეთ ინტუიციას; განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში.

სატურნის გავლენა ლომებზე: 2022 წელზე

სატურნი გირჩევთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ნათესავებთან, საქმიან პარტნიორებთან. შეიძლება დაგიბრუნდეთ წარსული საქმეები, კავშირები და ისინი უნდა გამოასწოროთ. უნდა გათავისუფლდეთ იმ მარწუხებისგან, რაც თავისუფლად მოქმედებას გიზღუდავთ. უნდა გახდეთ მზრუნველი და თუ მთელი გულით გიყვართ, არ შეზღუდოთ გრძნობების გამოხატვა. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ახლობელი ადამიანი თქვენს მიმართ გახდება კრიტიკული, ტირანული, ეს სატურნის ოინებია. ყველა უსიამოვნება მიიღეთ როგორც ცხოვრებისეული გაკვეთილი და ეცადეთ, ღირსეულად გაართვათ თავი. ახალდაწყებული კავშირები შეიძლება ქორწინებით დაგვირგვინდეს. საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ, ახლობლებს დანაპირები შეუსრულოთ. მოიცილებთ არაფრისმომცემ ურთიერთობებს და დაამყარებთ სერიოზულ, ხანგრძლივ კავშირებს.

2022 წლის მნიშვნელოვანი ტენდენციები

- იყავით გულწრფელი, სამართლიანი საქმეებშიც და პირად ურთიერთობაშიც.

- მოინდომეთ მყარი, ხანგრძლივი კავშირის შექმნა. მოერიდეთ ქარაფშუტულ ურთიერთობებს.

2022 წლის სიყვარული

მთელ წელს რომანტიკულ გარემოში გაატარებთ. მოსალოდნელია ცვლილებები, საბედისწერო შეხვედრა. ამასთან, ზოგიერთ წყვილს მოუნდება თავისუფლება. სახლში მოერიდეთ დიქტატორობას, ლიდერობას. იყავით მეტად რომანტიკული, შეინარჩუნეთ ქორწინება. შეყვარებული ლომების გულებში ვნებისა და ეჭვიანობის ცეცხლი დაინთება. თუ მარტოხელა ხართ, თქვენს მონათესავე სულს შეხვდებით. ოფიციალური ქორწინება დამყარებული იქნება საიმედოობაზე, მეგობრობასა და ვნებაზე. დაწყვილებულებს მოგინდებათ ექსპერიმენტები და თავგადასვალები. ზოგიერთმა შეიძლება ინტერნეტრომანი გააბათ. მიიზიდავთ ინტელექტუალურად განვითრებულ ადამიანს. ნაცნობობა შესაძლებელია სახლიდან შორს, მივლინების ან მოგზაურობის დროს. თუ დაქორწინებული იყავით, წელს მეორედ დაოჯახებას არ გირჩევთ, უმჯობესია, კარგად გაიცნოთ ადამიანი. გამორიცხული არაა, რომანი გააბათ ადამიანთან, ვისთანაც ადრე ერთად მუშაობდით. ახალი რომანი განგკურნავთ და ბევრსაც გასწავლით.

2022 წლის კარიერა

ახალ პროექტებს ხალისით შეუდექით, გამოცდილებასაც მიიღებთ, პოპულარობასაც და ფულსაც. კარგი წელი გელით შემოქმედებით ნიშნებს, - დიზაინერ, მსახიობ, ხელოვნების წარმომადგენლებს. თუ პედაგოგო ხართ, აღიარება და დაფასება გელით. წარმატება ელით სპორტსმენ და სარეკლამო სფეროში მოღვაწე ნიშნებსაც. ბიზნესმენებმა უნდა გამონახოთ განვითარების ახალი შესაძლებლობები. შეიძლება დაგჭირდეთ ახალი ცოდნის მიღება. იყავით მომართული მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, შემოდგომის ბოლომდე კარგი პერიოდი გაქვთ ხელშეკრულებების გასაფორმებლად. გაფრთხილდით, ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება დიდი მატერიალური ზარალი მოგიტანოთ. არ გირჩევთ რისკს, ავანტიურას. ნურავის ჩაახედებთ თქვენს ფინანსებში. ზოგადად ეცადეთ, ფული მოზომილად ხარჯოთ. არა ისე, როგორც თქვენ გახასიათებთ. სამსახურის გამო ნუ იტყვით უარს ოჯახთან ერთად დასვენებაზე. პირიქით, მეტი დრო დაუთმეთ შვილებს, იზრუნეთ ნათესავებზე. არ დაუშვათ, რომ ფინანსურმა უსიამოვნებებმა ოჯახურ ურთიერთობაზე იმოქმედოს და პირიქით, - საოჯახო პრობლემებმა შეგაფერხოთ მუშაობაში.

2022 წლის ჯანმრთელობა

დრო სწორად გადაანაწილეთ, გამონახეთ დასვენების წუთები. ჩაიტარეთ სრული სამედიცინო კვლევა, განსაკუთრებით, თუ ქრონიკული დაავადება გაწუხებთ. გადახედეთ კვების რეაციონს. უპირატესობა მიანიჭეთ ხილს, ბოსტნეულს, თევზს. რეგულარულად და ზომიერად ივარჯიშეთ და ბევრი იარეთ ფეხით სუფთა ჰაერზე. ზაფხულში აუცილებლად გამგზავრეთ ზღვაზე და დაიმუხეთ მზის ენერგიით.