ავტორი:

2022 წლის ასტროპროგნოზი კირჩხიბებისთვის: სიყვარული, ფინანსები, ჯანმრთელობა და ძირითადი აქცენტები

2022 წლის ასტროპროგნოზი კირჩხიბებისთვის: სიყვარული, ფინანსები, ჯანმრთელობა და ძირითადი აქცენტები

მოულოდნელი სიურპრიზების, სასიამოვნო ცვლილებების წელია. რაღაც ახალი უნდა დაიწყოთ - ბიზნესი ან ინტერნეტპროექტი. შეიძლება მუშაობა დაიწყოთ ტელევიზიაში ან რადიოში. უნდა გააქტიურდეთ სოციალურად. თუ შვილები გყავთ, სასიამოვნო ვცლილებები ელით მათაც. მოზრდილები შეიძლება სხვა ქალაქში, ქვეყანაში გაემგზავრონ, სასწავლებლად, საცხოვრებლად. უყურადღებოდ არ დარჩება არც სასიყვარულო სფერო. შეხვდებით ადამიანს, ვინც თქვენი მეორე ნახევარი გახდება. შეხვედრა მოსალოდნელია წვეულებაზე ან საქმიან სფეროში, ან სამეგობროში. გაგიმარტივდებათ მუშაობა მათთან, ვისაც თქვენნაირი შეხედულებები, მიზნები აქვთ. გამორიცხული არაა, დაქორწინდეთ შვილიან ადამიანზე ან დაიწყოთ პედაგოგური საქმიანობა. ერთი სიტყვით, 2022 წელს სხვის შვილებზე ზრუნვა გახდება პრიორიტეტული. თუნდაც საბავშვო წვეულებების ორგანიზება. თუ სურვილი გექნებათ, საკუთარ შვილებსაც გააჩენთ. ხოლო, თუ შინ მოზრდილი შვილები გყავთ, ისინი დაქორწინდებია ან მშობლები გახდებიან. ბებია და ბაბუა კირჩხიბებმა შეიძლება შვილიშვილის დახმარებით გაიცნოთ თქვენი მომავალი მეორე ნახევარი.

2022 წლის პროგნოზი ქალი კირჩხიბებისთვის:

იანვრიდან სერიოზულად უნდა დაინტერესდეთ ოჯახისა და ბინის თემებით. ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით პირველ ადგილზე გამოვა მატერიალური საკითხების მოგვარება. ზამთრი დაუთმეთ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. თუ მათი შენარჩუნება გსურთ, ამბიციები უნდა დაივიწყოთ. გაზაფხულზე პირადი საკითხების მოგვარება გაგიადვილდებათ. რაც უფრო მეტად გამოავლენთ ინიციატივას, მით უკეთესია თქვენთვის. ამავე პერიოდში გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარება ახალ პროექტებში ჩართვით. შემოდგომაზე საქმეები ისე გადაანაწილეთ, რომ ოჯახისა და ახლო ურთიერთობებისთვის დაგრჩეთ დრო.

იუპიტერის გავლენა კირჩხიბზე: 2022 წელზე

ცვლილებები გელით სხვადასხვა სფეროში. გახშირდება გადაადგილება, საინტერესო ადამიანების გაცნობა, მოიმატებს სწავლის სურვილი. საინტერესო პროექტების, შემოქმედებითი იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. მნახველები აღფრთოვანებულები დარჩებიან თქვენი შედევრებით. თუ იურიდიული საკითხები გექნებათ მოსაგვარებელი, მიმართეთ ახლობელ იურისტს. 2022 მოგზაურობის წელია და არა მხოლოდ საქმიანი, რომანტიკულიც. საკუთარ თავში ახლა ნიჭს აღმოაჩენთ. შეიძლება საკუთარი ცოდნის სხვებისთვის გაზიარების სურვილი გაგიჩნდეთ. მინიმალურად შემცირდება სტრესული სიტუაციები და გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ახლობლებთან. მიაღწევთ იმ მწვერვალს რომელზეც ადრე ოცნებობდით.

2022 წლის პროგნოზი მამაკაცი კირჩხიბებისთვის:

ახალი სამსახური, ახალი იდეები და შემოსავლის ახალი წყაროები გელით. თუმცა, ყველაფერი თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. სასიყვარულო ურთიერთობა გახდება მეტად ჰარმონიული და სერიოზული. ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე ოჯახური პასუხისმგებლობის აღების. ოპტიმისტური განწყობა უამრავი საქმის გაკეთებაში დაგეხმარებათ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. იუპიტერის დახმარებით ფულის დაგროვებასაც კი შეძლებთ. იყავით მიზანმიმართული და შეუპოვარი სამსახურში და მოსიყვარულე და ერთგული - ოჯახში.

სატურნის გავლენა კირჩხიბზე: 2022 წელზე

ღირებულებების გადაფასების წელია. გაერკვიეთ პრიორიტეტებში. ზოგს უნდა დაშორდეთ და ზოგსაც უნდა დაუახლოვდეთ. მიიღებთ ფინანსურ მხარდაჭერას რომელსაც არც კი ელოდით. ამასთან, გირჩევთ, მთელი წლის განავლობაში გონივრულად განკარგოთ ფინანსები. სატურნი აღარ გაგიშვებთ ნიჟარაში ყოფნას, უნდა გამოხვიდეთ და საზოგადოებას გააცნოთ თავი. თავს მეტად თავისუფლად, ლაღად იგრძნობთ. ყველა საქმე თქვენთვის სასიკეთოდ მოგვარდება. ჩაიხედეთ საკუთარ თავში, გამოასწორეთ ის, რაც ხელს გიშლით განვითარებაში. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. სატურნი დაგეხმარებათ, საკუთარ თავში ახალი ტალანტი აღმოაჩინოთ და მოიცილოთ ტოქსიკური ადამიანები. 2022 წელს უნდა შეძლოთ ვალების - ფულადი და კარმული - გასტუმრება. თუ ადამიანზე ნაწყენი ხართ, აპატიეთ, საკუთარ თავს ავნებთ, თანაც მასშტაბურად. უნდა გაუშვათ, აპატიოთ, იმისთვის, რომ თქვენ იყოთ კარგად. წყენის გულში ტარება მას კი არა თქვენ გამძიმებთ და არ გიშვებთ თავისუფლად სუნთქვის საშუალებას.

2022 წლის მნიშვნელოვანი ტენდენციები

- უნდა ისწავლოთ საკუთარ თავის, ემოციების მართვა. აკონტროლეთ თითოეული ნაბიჯი. ნუ აიკიდებთ თქვენთვის არაფრისმომცემ მიჯაჭვულობას.

- მატერიალური საკითხების მოგვარების წელია, გაზრდილი შემოსავალი საშუალებას მოგცემთ, გაისტუმროთ ვალები. გადადოთ ფული.

- დაფიქრდით, ვინ ან რა გიშლით ხელს განვითარებაში. რატომ უნდა ათრიოთ ეს სიძმიმე. როდის უნდა იფიქროთ საკუთარ კეთილდღეობაზე.

2022 წლის სიყვარული

ძლიერ და ღრმა გრძნობებზე იქნებით მობილიზებული, ფლირტი და ერთდღიანი თავგადასავალი არ დაგაინტერესებთ. დაკვირვებული უნდა იყოთ, რომ რთული საკითხები მშვიდობიანად მოაგვაროთ. მიმართეთ რჩევისთვის გამოცდილ მეგობრებს. მათი დახმარებით მიზნების განხორციელებას შეძლებთ. მარტოხელები გაიცნობთ ადამიანს, რომლის გვერდითაც მოგინდებათ მთელი ცხოვრების გატარება. მეუღლესთან ურთიერთობა უნდა დაათბოთ. განქორწინებულები ნუ ფიქრობთ, რომ ბედნიერებაზე აღარ უნდა იფიქროთ, რომანტიკული ნაცნობობა ჯვრისწერამდეც კი მიგიყვანთ. გამორიცხული არაა, რომ რომანი გააბათ კოლეგასთან. მოერიდეთ ვამპირ ადამიანებთან კონტაქტს; გამოფიტვისა და დეპრესიის მეტს არაფერს მოგიტანთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება და-ძმებთან, ნათესავებთან.

2022 წლის კარიერა

სატურნი მოგიწოდებთ, მაქსიმალურად გააზრებულად ხარჯოთ ფული. არ დააბანდოთ ფინანსები საეჭვო საქმიანობაში. სანამ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ან ახალი პროექტების განხორციელებას შეუდგებით, კარგად დაფიქრდით, რჩევა ჰკითხეთ გამოცდილ ადამიანებს. გამორიცხული არაა, რომ გავლენიანი მეგობრების დახმარებით კარიერულ ზრდას მიაღწიოთ. გამონახეთ დრო კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სწავლისთვის. შეიძლება განახორციელოთ ის ნატვრა, რაზეც თინეიჯერობის ასაკში ოცნებობდით. შრომა მოგიწევთ და ამისთვის თავიდანვე უნდა იყოთ მზად. ადამიანებს, რომლებიც გთრგუნავენ, ცუდ გავლენას ახდენენ თქვენზე, უნდა დაემშვიდობოთ. მხოლოდ საკუთარ საქმეებსა და ურთიერთობებზე იყავით კონცენტრირებული. მხოლოდ გამარჯვებაზე, წინსვლაზე, მიზნების განხორციელებაზე.

2022 წლის ჯანმრთელობა

ფიზიკურად გაგაძლიერებთ ფეხით სიარული, სპორტდარბაზში ვარჯიში. უქმეების ბუნებაში გატარება. დაიცავით დიეტა და დაიწყეთ ვარჯიში, ჩაეწერეთ იოგაზე, თუ არ გსურთ, შეგაწუხოთ ზედმეტმა კილოგრამებმა, გულის დაღლილობამ და ფარისებრმა ჯირკვალმა. პერიოდულად დაისვენეთ, გაიუმჯობესეთ კვების რეჟიმი, გაიძლიერეთ იმუნიტეტი. ზღვაზე დასვენება სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ. კარგი იქნება, თუ დალევთ სუფთა წყალს, ბალახების ჩაის. გაიწმინდავთ ორგანიზმს წიდებისგან. ჩაიტარებთ მასაჟის კურსს. შემოდგომაზე უნდა გაუფრთხილდეთ ხერხემალს და თბილად ჩაიცავთ.