პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2020 წლის ზაფხულისა და შემოდგომის საბედისწერო თარიღები - პლუტონი ზოდიაქოს ნიშნებს გლობალურ ცვლილებებს უმზადებს
2020 წლის ზაფხულისა და შემოდგომის საბედისწერო თარიღები - პლუტონი ზოდიაქოს ნიშნებს გლობალურ ცვლილებებს უმზადებს

2019 წლის ბო­ლოს უკვე ვი­ცო­დით, რომ სა­ინ­ტე­რე­სო წელი გვე­ლო­დე­ბო­და, - ნა­კი­ა­ნი წელი დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფან­ში და­ი­წყო (26 დე­კემ­ბერს გვქონ­და მზის, ხოლო 10 იან­ვარს - მთვა­რის). 2020 წელი სა­ტურ­ნი­სა და პლუ­ტო­ნის შე­ერ­თე­ბით და­ი­წყო თხის რქა­ში. მათ ახა­ლი-ახა­ლი ციკ­ლი და­ი­წყეს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ტურ­ნი თხის რქა­ში ეს არის: სიმ­კაც­რე, იერ­არ­ქი­უ­ლი მკაც­რი სა­ორ­გა­რი­ნი­ზა­ციო სის­ტე­მა, წარ­სულ­ზე დაყ­რდნო­ბა, ცვლი­ლე­ბე­ბის იგ­ნო­რი, ტრა­დი­ცი­ე­ბი. მაგ­რამ პლუ­ტო­ნი არის ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, მას სურს ტრანსფორ­მა­ცი­ე­ბი. ის მარ­თავს ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­სა და კრი­ზი­სებს, გვა­ცი­ლებს დრო­მოჭ­მულ­სა და არა­სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ანს. ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში პლუ­ტო­ნი გვაძ­ლევს აღ­დგე­ნი­სა და გარ­დაქ­მნის სა­შუ­ა­ლე­ბას. ამავდრო­უ­ლად მოგ­ვი­წო­დებს ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის­კენ. იმას, რა­საც პლუ­ტო­ნი შე­ე­ხე­ბა, ძვე­ლე­ბუ­რად აღარ იქ­ნე­ბა. პლუ­ტო­ნი მარ­თავს ნავ­თობს, კრი­მი­ნალს და მა­ფი­ას, სა­მემ­კვიდ­რეო და სა­ბან­კო საქ­მე­ებს , ის არის ხალ­ხის მა­სის სიმ­ბო­ლო, მა­ნი­პუ­ლა­ტო­რი, რე­ნი­მა­ტო­ლო­გი და ტი­რა­ნი. ზო­დი­ა­ქო­ში მარ­თავს ორ ნი­შანს ვერძსა და მო­რი­ელს .

პლუ­ტო­ნი ახლა თხის რქის ზო­დი­ა­ქო­შია, აქ ის 2008 წლი­დან სტუმ­რობს და დარ­ჩე­ბა 2024 წლის 19 ნო­ემ­ბრამ­დე. თუმ­ცა, მის გავ­ლე­ნას წელს და მომ­დევ­ნო წელს უფრო მძაფ­რად ვიგ­რძნობთ. რად­გან წელს მას ძლი­ე­რი პლა­ნე­ტე­ბი უერ­თდე­ბი­ან. პლა­ნე­ტე­ბის პლუ­ტონ­თან შე­ერ­თე­ბა გა­მო­იწ­ვევს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მსოფ­ლიო ეკო­მო­ნი­კა­სა და პო­ლი­ტი­კა­ში ცვლი­ლე­ბას, ტრანსფორ­მა­ცი­ებს. პირ­ვე­ლი ბიძ­გი იყო 2020 წლის 10-14 იან­ვარს, როცა თხის რქა­ში ოთხი პლა­ნე­ტა: მზე, მერ­კუ­რი, სა­ტურ­ნი და პლუ­ტო­ნი შე­ერ­თდა. ეს შე­ერ­თე­ბა ყვე­ლა­ზე მძაფ­რად შე­იგ­რძნეს იმ თხის რქებ­მა, ვისი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბიც (პლუს/მი­ნუს 2 დღე) და­ემ­თხვა 10-14 იან­ვარს. თუმ­ცა, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ვერ­ძის, სას­წო­რის, კირჩხი­ბის, კუ­როს, ქალ­წუ­ლი­სა და მო­რი­ე­ლის ცხოვ­რე­ბა­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­ზე, ვი­საც ამ ნიშ­ნე­ბის 23-25 გრა­დუს­ში ჰყავს პლა­ნე­ტე­ბი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი. ამ პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლდით იმის­გან, რაც დრო­მოჭ­მუ­ლი იყო; არ ჰქონ­და გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

არ უნდა შე­უ­შინ­დეთ ცვლი­ლე­ბებს, ძვე­ლის ნაც­ვლად აუ­ცი­ლებ­ლად მოვა ახა­ლი

მე­ო­რე, 4 პლა­ნე­ტის მარ­სის, პლუ­ტო­ნის, იუ­პი­ტე­რი­სა და პლუ­ტო­ნის, ძლი­ე­რი შე­ერ­თე­ბა იყო 20 მარ­ტი­დან 5 აპ­რი­ლის პე­რი­ოდ­ში. და რო­გორც ვნა­ხეთ, იყო სირ­თუ­ლე­ე­ბიც, შე­ზღუდ­ვე­ბიც, აკ­რძალ­ვე­ბიც. ამ შე­ერ­თე­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ პე­რი­ოდ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი იგ­რძნობ­დით. ეს შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლეს, - ჩა­ვე­დით ერთი და ამო­ვე­დით სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი.

იუ­პი­ტე­რი სამ­ჯერ შე­უ­ერ­თდე­ბა პლუ­ტონს, პირ­ვე­ლად 5 აპ­რილს, მე­ო­რედ 30 ივ­ნისს და მე­სა­მედ 13 ნო­ემ­ბერს . აგ­რეთ­ვე სამ­ჯერ და­ე­ძა­ბე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მარსთან: 18 აგ­ვის­ტოს, 9 ოქ­ტომ­ბერს და 13 დე­კემ­ბერს .

30 ივ­ნი­სი ეს არის დღე, რო­მე­ლიც ხვდე­ბა დაბ­ნე­ლე­ბებს შო­რის და აქ­ვეა იუ­პი­ტერ-პლუ­ტო­ნის მე­ო­რე შე­ერ­თე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ამ პე­რი­ო­დის­თვის ორი­ვე პლა­ნე­ტა რეტ­როგ­რა­დუ­ლი (უკან­მა­ვა­ლი) იქ­ნე­ბა და სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცე­მა გა­და­ვა­კე­თოთ, შევ­ცვა­ლოთ რა­ღა­ცე­ბი, საქ­მე­ე­ბი, ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბიც კი შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვეც­ვა­ლოს:

  • შე­იძ­ლე­ბა სხვა­ნა­ი­რად და­ვი­ნა­ხოთ ყვე­ლა­ფე­რი და წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ ჩვე­ნი თავი. რა არის თქვენ­თვის მი­სა­ღე­ბი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი.
  • შე­იძ­ლე­ბა გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ იმის­გან, რაც არ მოგ­ვწონს, მოგ­ვბეზ­რდა.
  • შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბიც კი მი­ი­ღოთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ელით იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ამ პე­რი­ოდ­ში აქვს და­ბა­დე­ბის დღე. პლუს/მი­ნუს 2 დღე.

და­ბო­ლოს, 13 ნო­ემ­ბე­რი, მარ­სი ამ დრო­ის­თვის რეტ­როგ­რა­დუ­ლი ხდე­ბა, სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ, სა­ბო­ლო­ოდ და­ას­რუ­ლოთ, ის რა­საც აკე­თებ­დით, ან შე­ი­ტა­ნოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კო­რექ­ტი­ვე­ბი, ობი­ექ­ტუ­რად, ცივი გო­ნე­ბით შე­ა­ფა­სოთ მოვ­ლე­ნე­ბი. პლუ­ტო­ნი და იუ­პი­ტე­რი კი ამ პე­რი­ოდ­ში სწო­რად­მა­ვა­ლი არი­ან. მო­გე­ცე­მათ ძალა და ენერ­გი­აც, რომ იმოქ­მე­დოთ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ გლო­ბა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი, შეც­ვა­ლოთ ის, რაც არას­წო­რი და აღა­რაფ­რის მომ­ტა­ნი აღა­რაა თქვენ­თვის. ამ პე­რი­ოდ­ში მზე კარგ ას­პექტს აკე­თებს პლუ­ტონ-იუ­პი­ტერ­თან, შე­იძ­ლე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნოთ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, შე­ა­ფა­სოთ თქვე­ნი თავი, ფარ­თო მა­სე­ბის­თვის გა­მო­ამ­ზე­უ­როთ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, სხვა­ნა­ი­რად და­ი­ნა­ხოთ სამ­ყა­რო და შე­იძ­ლე­ბა მო­გინ­დეთ სრუ­ლი­ად ახალ სარ­ბი­ელ­ზე გა­მოხ­ვი­დეთ ან მსოფ­ლი­ოს გა­აც­ნოთ თქვე­ნი თავი.

ავტორი:

2020 წლის ზაფხულისა და შემოდგომის საბედისწერო თარიღები - პლუტონი ზოდიაქოს ნიშნებს გლობალურ ცვლილებებს უმზადებს

2020 წლის ზაფხულისა და შემოდგომის საბედისწერო თარიღები - პლუტონი ზოდიაქოს ნიშნებს გლობალურ ცვლილებებს უმზადებს

2019 წლის ბოლოს უკვე ვიცოდით, რომ საინტერესო წელი გველოდებოდა, - ნაკიანი წელი დაბნელებების დერეფანში დაიწყო (26 დეკემბერს გვქონდა მზის, ხოლო 10 იანვარს - მთვარის). 2020 წელი სატურნისა და პლუტონის შეერთებით დაიწყო თხის რქაში. მათ ახალი-ახალი ციკლი დაიწყეს. შეგახსენებთ, რომ სატურნი თხის რქაში ეს არის: სიმკაცრე, იერარქიული მკაცრი საორგარინიზაციო სისტემა, წარსულზე დაყრდნობა, ცვლილებების იგნორი, ტრადიციები. მაგრამ პლუტონი არის ძირეული ცვლილებები, მას სურს ტრანსფორმაციები. ის მართავს ექსტრემალურ სიტუაციებსა და კრიზისებს, გვაცილებს დრომოჭმულსა და არასიცოცხლისუნარიანს. ჩვენს ცხოვრებაში პლუტონი გვაძლევს აღდგენისა და გარდაქმნის საშუალებას. ამავდროულად მოგვიწოდებს ძირეული ცვლილებებისკენ. იმას, რასაც პლუტონი შეეხება, ძველებურად აღარ იქნება. პლუტონი მართავს ნავთობს, კრიმინალს და მაფიას, სამემკვიდრეო და საბანკო საქმეებს , ის არის ხალხის მასის სიმბოლო, მანიპულატორი, რენიმატოლოგი და ტირანი. ზოდიაქოში მართავს ორ ნიშანს ვერძსა და მორიელს .

პლუტონი ახლა თხის რქის ზოდიაქოშია, აქ ის 2008 წლიდან სტუმრობს და დარჩება 2024 წლის 19 ნოემბრამდე. თუმცა, მის გავლენას წელს და მომდევნო წელს უფრო მძაფრად ვიგრძნობთ. რადგან წელს მას ძლიერი პლანეტები უერთდებიან. პლანეტების პლუტონთან შეერთება გამოიწვევს ხელისუფლებაში, მსოფლიო ეკომონიკასა და პოლიტიკაში ცვლილებას, ტრანსფორმაციებს. პირველი ბიძგი იყო 2020 წლის 10-14 იანვარს, როცა თხის რქაში ოთხი პლანეტა: მზე, მერკური, სატურნი და პლუტონი შეერთდა. ეს შეერთება ყველაზე მძაფრად შეიგრძნეს იმ თხის რქებმა, ვისი დაბადების დღეებიც (პლუს/მინუს 2 დღე) დაემთხვა 10-14 იანვარს. თუმცა, გავლენა მოახდინა ვერძის, სასწორის, კირჩხიბის, კუროს, ქალწულისა და მორიელის ცხოვრებაზე და განსაკუთრებით მათზე, ვისაც ამ ნიშნების 23-25 გრადუსში ჰყავს პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები. ამ პერიოდში შეიძლება გათავისუფლდით იმისგან, რაც დრომოჭმული იყო; არ ჰქონდა განვითარების შესაძლებლობა.

არ უნდა შეუშინდეთ ცვლილებებს, ძველის ნაცვლად აუცილებლად მოვა ახალი

მეორე, 4 პლანეტის მარსის, პლუტონის, იუპიტერისა და პლუტონის, ძლიერი შეერთება იყო 20 მარტიდან 5 აპრილის პერიოდში. და როგორც ვნახეთ, იყო სირთულეებიც, შეზღუდვებიც, აკრძალვებიც. ამ შეერთებას ყველაზე მეტად ამ პერიოდში დაბადებულები იგრძნობდით. ეს შეიძლება შევადაროთ მიწისქვეშა გადასასვლეს, - ჩავედით ერთი და ამოვედით სრულიად განსხვავებულები.

იუპიტერი სამჯერ შეუერთდება პლუტონს, პირველად 5 აპრილს, მეორედ 30 ივნისს და მესამედ 13 ნოემბერს . აგრეთვე სამჯერ დაეძაბება დამოკიდებულება მარსთან: 18 აგვისტოს, 9 ოქტომბერს და 13 დეკემბერს .

30 ივნისი ეს არის დღე, რომელიც ხვდება დაბნელებებს შორის და აქვეა იუპიტერ-პლუტონის მეორე შეერთება. საინტერესო ისაა, რომ ამ პერიოდისთვის ორივე პლანეტა რეტროგრადული (უკანმავალი) იქნება და საშუალება მოგვეცემა გადავაკეთოთ, შევცვალოთ რაღაცები, საქმეები, ჩვენი მოსაზრებები, შეხედულებებიც კი შეიძლება შეგვეცვალოს:

  • შეიძლება სხვანაირად დავინახოთ ყველაფერი და წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი. რა არის თქვენთვის მისაღები და ხელმისაწვდომი.
  • შეიძლება გავთავისუფლდეთ იმისგან, რაც არ მოგვწონს, მოგვბეზრდა.
  • შეიძლება სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილებებიც კი მიიღოთ. განსაკუთრებული ცვლილებები ელით იმ ადამიანებს, ვისაც ამ პერიოდში აქვს დაბადების დღე. პლუს/მინუს 2 დღე.

დაბოლოს, 13 ნოემბერი, მარსი ამ დროისთვის რეტროგრადული ხდება, საშუალება მოგეცემათ, საბოლოოდ დაასრულოთ, ის რასაც აკეთებდით, ან შეიტანოთ მნიშვნელოვანი კორექტივები, ობიექტურად, ცივი გონებით შეაფასოთ მოვლენები. პლუტონი და იუპიტერი კი ამ პერიოდში სწორადმავალი არიან. მოგეცემათ ძალა და ენერგიაც, რომ იმოქმედოთ და განახორციელოთ გლობალური პროექტები, შეცვალოთ ის, რაც არასწორი და აღარაფრის მომტანი აღარაა თქვენთვის. ამ პერიოდში მზე კარგ ასპექტს აკეთებს პლუტონ-იუპიტერთან, შეიძლება განსხვავებულად წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები, შეაფასოთ თქვენი თავი, ფართო მასებისთვის გამოამზეუროთ თქვენი შესაძლებლობები, სხვანაირად დაინახოთ სამყარო და შეიძლება მოგინდეთ სრულიად ახალ სარბიელზე გამოხვიდეთ ან მსოფლიოს გააცნოთ თქვენი თავი.

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი - გაიგე, როგორი დღე გაქვს

მაგიური მზის დაბნელება, ახალმთვარეობა და პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - მოემზადეთ 21 ივნისთან შესახვედრად

13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი დღე აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს