აპრილის ყვავილი თოვლს ტეხავსო – ასე ამბობდნენ ძველად. აპრილში დაბადებული ადამიანებიც, ამ ყვავილის შესაბამისად ჯიუტი, პრინციპული და მიზანსწრაფული ხასიათით არიან გამორჩეულნი. ეს თვე ცეცხლოვანი ვერძისა და მიწის სტიქიის პირველი წარმომადგენლის – კუროს ზოდიაქოს ნიშნებს აერთიანებს. აპრილის ადამიანები, გასაოცარი გამძლეობითა და სიცოცხლის უნარიანობით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომაც შეადარეს ისინი აპრილის ყვავილს – მამაც ყოჩივარდას.
20 აპრილს დაბადებული ადამიანები ლიდერის თვისებებით და სიცოცხლისუნარიანობით არიან გამორჩეულნი. მათ გააჩნიათ საოცრად ძლიერი შინაგანი მოტივაცია და მზადყოფნა, საიმისოდ რომ იარონ წინ და მართონ მასები. თუმცა საზოგადოებაში ამბიციურებს და მკაცრებს, პირად ურთიერთობაში გასაოცარი სინაზის და ერთგულების გამოჩენა შეუძლიათ.