მთვარე ქალწულში გადავა 20 დეკემბერს 11:41-ზე და დარჩება 22 დეკემბერს 23:08-მდე
- აქტიურია მიწის სტიქია.
- მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
- ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
- კარგია სამზარეულოს, მაცივრის დალაგება. საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარემონტება.
- მიირთვით ახალმომზადებული კერძი.
- მოერიდეთ ამ დღეებში მცენარეების გადარგვას.
- მოიმატებს შრომისუნარიანობა.
- მეტად გამოიჩენთ ყურადღება ჯანმრთელობის მიმართ.
- კარგია სახლის, პირადი ნივთების დალაგება. გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.
- თუ მიწის ნაკვეთი გაქვთ, შეგიძლიათ დაამუშაოთ.
- ცუდია მუცლის პლასტიკა, მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევა. მუცლის ვარჯიშების შესრულება.