ვერძი
კრიტიკული დღეა. ერიდეთ დაფიცებებს, დაპირებებსა და უსარგებლო საუბრებს. ნუ დაიწყებთ სარისკო პროექტებს და თავი შეიკავეთ უძრავი ქონების შეძენისგან. გამორიცხული არაა, კონფლიქტურ სიტუაციას არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს.
კურო
ვარსკვლავები ბედის უეცარი შემობრუნების შესახებ გაფრთხილებენ. ხელსაყრელი დღეა თვითრეალიზაციისა და ფინანსური წარმატებისთვის. ერიდეთ სარისკო და გადაუმოწმებელ პროექტებს, შოპინგსა და უძრავი ქონების შეძენას. მოსალოდნელია დიდი ფინანსური ზარალი.
ტყუპები
ბოლო თვეების დაძაბული შრომის წყალობით დიდი ფინანსური შემოსავალი გელით. პირად ცხოვრებაში ყურადღებისა და სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. შესაძლოა, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან დაკავშირებული სანუკვარი ოცნება აისრულოთ. მეგობრების ვიზიტი ან მოულოდნელი სიურპრიზი საშუალებას მოგცემთ, მოდუნდეთ და დაისვენოთ.
კირჩხიბი
შესაძლოა, ამ დღემ საშუალება მოგცეთ, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან დაკავშირებული სანუკვარი ოცნება აისრულოთ. საქმიანი შეხვედრები სასურველ შედეგს არ მოგიტანთ, ამიტომ ჯობს, სხვა დროისთვის გადაიტანოთ. ერიდეთ ახალი საქმის წამოწყებას და ოჯახურ პრობლემებს მიხედეთ. საქმიან ქაღალდებთან მუშაობის დროს სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ.
ლომი
ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს მხოლოდ წინდახედულება, პრინციპულობა და ადამიანების დარწმუნების უნარი შეასუსტებს. ერიდეთ ადამიანებთან ურთიერთობას, უსარგებლო საუბრებსა და საბუთებთან მუშაობას. არახელსაყრელი დღეა უძრავი ქონებით ვაჭრობისა და კომერციისთვის. გამოცდას, რომელსაც ბედი გიმზადებთ, ერთგულ ადამიანთან ან მოკავშირესთან ერთად უფრო ადვილად დაძლევთ. კონფლიქტურ სიტუაციას შეიძლება არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს.
ქალწული
მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ახლობლებისა და ოჯახის წევრების მიმართ. ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და უსარგებლო საუბრებს. ვარსკვლავები გირჩევენ, ემოციები დაიცხროთ - გახსოვდეთ, კრიზისულ სიტუაციებში ცივი გონება საუკეთესო მრჩეველია.
სასწორი
საუკეთესო დღეა დაგეგმვის, სოციალური კონტაქტებისა და ემოციური მიჯაჭვულობისთვის. მართალია, ეს სულაც არ მოეწონებათ თქვენს ახლობლებს, რომლებთანაც კონფლიქტური სიტუაცია მწიფდება. პირად ცხოვრებას წინააღმდეგობრივი ტენდენციები ახლავს - მეუღლეებსა და შეყვარებულებს ერთმანეთის გაგება უჭირთ. კამათის შედეგად, წაგებული აღმოჩნდებით.
მორიელი
საქმიანი ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, საქმიანი შეხვედრა დღის პირველ ნახევარში არ დაგეგმოთ. ხასიათის უეცარი ცვლილებები გელით. ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს და ჯანმრთელობის მდგომარეობას.
მშვილდოსანი
კრიტიკული დღეა. პროფესიულ საქმიანობაში ისევე, როგორც პირად ცხოვრებაში არასტაბილურობა გელით, კომერციულ საქმეებში ნაკლები იაქტიურეთ. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, წინააღმდეგობის დაძლევას ვერ შეძლებთ. ხასიათის ცვლილება და თავის ტკივილი გელით.
თხის რქა
ახალი ნაცნობობის დროს მეტი სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ - გამორიცხული არაა კონფლიქტი, რომელსაც არაპროგნოზირებადი შედეგები ექნება. გირჩევთ, საკუთარი ამბიციები მოთოკოთ - ცივი გონება და საკუთარი შესაძლებლობების ობიექტური შეფასება კრიზისულ სიტუაციაში საუკეთესო მრჩეველია.
მერწყული
ახალი ნაცნობობა ან ძველ მეგობრებთან ურთიერთობა შეიძლება გაუგებრობისა და დაღლილობის მიზეზი გახდეს. ნათესავების მოულოდნელი ვიზიტი ან უსიამოვნო შეტყობინება გელით. ამ დღეს სასიყვარულო საქმეებში სერიოზული გადაწყვეტილების მიღება არასასურველია.
თევზები
წინააღმდეგობრივი დღეა. მოსალოდნელია ხასიათის უეცარი ცვლილება, შეცდომები და რეალობის არასწორი აღქმა. განსაკუთრებული სიფრთხილე მგრძნობიარე ნერვული სისტემისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე თევზებს მართებთ.