2 იანვარს დაბადებული ადამიანის სხვებისთვის გაწეული სიკეთე და მზრუნველობა ნაკლებად ფასდება

2 იანვარს დაბადებული ადამიანის სხვებისთვის გაწეული სიკეთე და მზრუნველობა ნაკლებად ფასდება

იანვარი (ლათ. Jānuārius mēnsis «იანუსის თვე») — იანუსი რომაული მითოლოგიის მიხედვით, სათავის დადების და ყოველივეს საწყისის ღვთაებად მოიაზრებოდა. აქედან მოდის იანვრის მიმართ განახლების და სიახლის სინონიმად აღქმის დამოკიდებულება. ასტროლოგიურად ეს თვე, ორ საკმაოდ განსხვავებულ ნიშანს: თხის რქას და მერწყულს აერთიანებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მერწყულის შემთხვევაში თხის რქის მმართველი სატურნი ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველობასაც ირგებს ღამით დაბადებულთა შემთხვევაში, ამიტომ თხის რქას და მერწყულს შორის ბევრი საერთო მახასიათებლის პოვნაც შეიძლება რიგ შემთხვევაში. მათ შორის უმთავრესი კი სატურნული უპირობო სიჯიუტე და პრინციპულობაა.

როგორია 2 იანვარს დაბადებული ადამიანი

2 იანვარს დაბადებული ადამიანები უზომოდ შრომისმოყვარე და მიზანსწრაფული ინდივიდები არიან. მათ ახასიათებთ საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემო მყოფების მიმართ. რის ხარჯზეც ხშირად ნაკლებად ფასდება მათ მიერ სხვებისთვის გაწეული სიკეთე და მზრუნველობა, გამომდინარე იქიდან რომ ადამიანები ხშირად მათ სიმკაცრეს დიქტატურად აღიქვამენ.