აპრილის ყვავილი თოვლს ტეხავსო – ასე ამბობდნენ ძველად. აპრილში დაბადებული ადამიანებიც, ამ ყვავილის შესაბამისად ჯიუტი, პრინციპული და მიზანსწრაფული ხასიათით არიან გამორჩეულნი. ეს თვე ცეცხლოვანი ვერძისა და მიწის სტიქიის პირველი წარმომადგენლის – კუროს ზოდიაქოს ნიშნებს აერთიანებს. აპრილის ადამიანები, გასაოცარი გამძლეობითა და სიცოცხლის უნარიანობით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომაც შეადარეს ისინი აპრილის ყვავილს – მამაც ყოჩივარდას.
2 აპრილს დაბადებული ადამიანები გულღია ხასიათით უზომო სიკეთითა და კეთილშობილებით გამოირჩევიან. ისინი გამოკვეთილი იდეალისტები არიან და პერიოდულად მათი სიალალე ყოველგვარ ზღვარს სცდება ხოლმე. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები გაცილებით უფრო სკეპტიკური აზროვნების მქონე ხალხის რჩევას საჭიროებენ, გარკვეულ საკითხებში. რათა თანდაყოლილმა ბავშვურმა სიალალემ პრობლემები არ შეუქმნას მათ მომავალში.