2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:07-ზე, მთვარე კირჩხიბშია

დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს. ივარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა.

ვერძი

თუ თქვენი პროექტი შეჩერებულია, გამოიყენეთ კრეატიული მიდგომა და შეხედეთ პრობლემას ობიექტურად. თქვენი ენერგია დღეს საკმარისი იქნება მრავალი პრობლემის მოსაგვარებლად. გაიხარეთ თავი. უმჯობესია შეზღუდოთ კონტაქტები და არ მოუსმინოთ ცუდ ამბებს.

კურო

დღე რთულია: უნდა გადალახოთ სირთულეები და იყოთ დაჟინებული თქვენი მიზნების მისაღწევად. სიფრთხილე გმართებთ ახალ ნაცნობებთან, ნუ იქნებით გულწრფელი უცნობებთან, რათა არ მოხვდეთ უსიამოვნო სიტუაციაში. ახლობლები მოგცემენ კარგ რჩევებს.

ტყუპი

მნიშვნელოვანია, რომ აკონტროლოთ თქვენი სურვილები, არ აჰყვეთ წამიერ ახირებებს. რაციონალური მიდგომა დაეხმარებათ, გაატაროთ წარმატებული დღე და მოაგვაროთ მნიშვნელოვანი საკითხები. მოუსმინეთ ოჯახის წევრების რჩევებს.

კირჩხიბი

ისაუბრეთ კოლეგებთან, პარტნიორებთან, მეგობრებთან, ნუ იტყვით უარს ახალ კომპანიებში მოწვევაზე. მოულოდნელი სიტუაციები სასარგებლო გამოცდილებას ან პროფესიული პოზიციის გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს.

ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება შორს იყოთ ნეგატიური ადამიანებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში განწყობა გაგიფუჭდებათ. 2 აგვისტოს თქვენს მსხვერპლს სხვები არ დააფასებენ, ამიტომ მადლიერებას ნუ ელით, პირველ რიგში თქვენს საჭიროებებზე იფიქრეთ.

ქალწული

საკითხები, რომლებსაც დღეს აგვარებთ, მოგიტანთ ფინანსურ სარგებელს და პროფესიულ წარმატებას უახლოეს მომავალში. ამიტომ, შეარჩიეთ თქვენი ამოცანები დღეს, ნუ დაკარგავთ დროს წვრილმანებზე. კონცენტრირდით ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, ნუ დახარჯავთ ენერგიას.

სასწორი

არ დატოვოთ გადაუჭრელი საკითხები მომავლისთვის; კომუნიკაციის დროს იყავით თავაზიანი, არ მოახდინოთ ზეწოლა მოწინააღმდეგეზე, რათა არ გაიფუჭოთ ურთიერთობა. საღამოს დაუთმეთ დრო საოჯახო საქმეებს. კარგი იქნება შინ მყუდრო ატმოსფეროს შექმნა.

მორიელი

დღე ამაღლებული ემოციური ფონის მქონეა. ვარსკვლავები გირჩევენ, კომპლექსური საკითხების მოგვარება სხვა დღეს გადადოთ, დღეს კი მარტივი და ნაცნობი სამუშაო შეასრულოთ. უფრო ხშირად ისაუბრეთ პროფესიულ თემებზე: შესაძლოა ვინმე გავლენიანმა შეგამჩნიოთ და მომგებიანი თანამშრომლობა შემოგთავაზოთ.

მშვილდოსანი

კარგი დღეა ახალი საინტერესო პროექტის დასაწყებად, ექსპერიმენტებისა და ინოვაციებისთვის. შეიძლება პირველად რაღაც არ გამოვიდეს, მაგრამ იყავით დაჟინებული და მოძებნეთ სხვა გზები თქვენი მიზნის მისაღწევად. 2 აგვისტოს ერთ რამეზე ფოკუსირება გჭირდებათ.

თხის რქა

რაღაც მოვლენა გაიძულებთ სხვანაირად შეხედოთ იმას, რაც ხდება, შესაძლოა შეიცვალოს თქვენი შეხედულებები. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია დაძაბული მომენტები და გაუგებრობები. შეეცადეთ იყოთ უფრო ნაზი საყვარელ ადამიანებთან.

მერწყული

თუ რამე არ გამოვა, ნუ იდარდებთ მასზე, გადაიტანეთ სხვა დღეს. ვარსკვლავები საინტერესო ნაცნობობას და მნიშვნელოვან შეხვედრებს გპირდებიან. ეს ადამიანები შეიძლება მოგვიანებით გახდნენ თქვენი ახლო მეგობრები. 2 აგვისტოს ფული არ გაფლანგოთ.

თევზები

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. მცირე სირთულეების მიუხედავად შეძლებთ შეასრულოთ ყველაფერი დაგეგმილი საქმე და დატკბეთ მიღებული შედეგებით. შესაძლებელია სასიამოვნო სიურპრიზები. ნუ სთხოვთ ვინმეს დახმარებას და ნუ გადაულოცავთ სხვას პასუხისმგებლობას. დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდენით.