იანვარი (ლათ. Jānuārius mēnsis «იანუსის თვე») — იანუსი რომაული მითოლოგიის მიხედვით, სათავის დადების და ყოველივეს საწყისის ღვთაებად მოიაზრებოდა. აქედან მოდის იანვრის მიმართ განახლების და სიახლის სინონიმად აღქმის დამოკიდებულება. ასტროლოგიურად ეს თვე, ორ საკმაოდ განსხვავებულ ნიშანს: თხის რქას და მერწყულს აერთიანებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მერწყულის შემთხვევაში თხის რქის მმართველი სატურნი ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველობასაც ირგებს ღამით დაბადებულთა შემთხვევაში, ამიტომ თხის რქას და მერწყულს შორის ბევრი საერთო მახასიათებლის პოვნაც შეიძლება რიგ შემთხვევაში. მათ შორის უმთავრესი კი სატურნული უპირობო სიჯიუტე და პრინციპულობაა.
როგორია 19 იანვარს დაბადებული ადამიანი
19 იანვარს დაბადებული ადამიანები შემოქმედებითი და უზომოდ დიდი ფანტაზიის უნარის მქონე ინდივიდები არიან. მათი უმრავლესობა ინტერესდება მაგიით, მისტიკით, ამოუცნობი ობიექტებით, ეზოტერიკით და პარაფსიქოლოგიით. თუმცა სურვილი ნებისმიერ ფასად შეძლონ, თვალით უხილავ ირეალურ სამყაროში "გადახედვა" ხშირად ხდება მათთვის ფსიქოლოგიური პრობლემების საწინდარი.