აპრილის ყვავილი თოვლს ტეხავსო – ასე ამბობდნენ ძველად. აპრილში დაბადებული ადამიანებიც, ამ ყვავილის შესაბამისად ჯიუტი, პრინციპული და მიზანსწრაფული ხასიათით არიან გამორჩეულნი. ეს თვე ცეცხლოვანი ვერძისა და მიწის სტიქიის პირველი წარმომადგენლის – კუროს ზოდიაქოს ნიშნებს აერთიანებს. აპრილის ადამიანები, გასაოცარი გამძლეობითა და სიცოცხლის უნარიანობით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომაც შეადარეს ისინი აპრილის ყვავილს – მამაც ყოჩივარდას.
19 აპრილს დაბადებული ადამიანები მომიჯნავე ზოდიაქოს ნიშნის – კუროს გავლენას განიცდიან და შესაბამისად, მათში ვერძული ცეცხლი და ტემპერამენტი შედარებით დაბალანსებულია. მათთვის ამოსავალ წერტილს ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები წარმოადგენს. თუმცა, ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ დაძლიონ გარშემო მყოფებზე ბატონობის ჩვევა. რადგან ამის გამო მათ, შესაძლოა ბრალი დესპოტიზმში დადონ.