მთვარე სასწორის ზოდიაქოში გადავა 19 იანვარს 07:34-ზე და დარჩება 21 იანვრის 20:19-მდე
-
აქტიურია ჰაერის სტიქია.
-
ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
-
მოალამაზეთ თქვენი სახლი. ჩამოკიდეთ ლამაზი ნახატები, ინტერიერი მორთეთ დეკორით.
-
ეცადეთ, ოჯახის წევრებს შორის ჰარმონიულმა ურთიერთობამ დაისადგუროს.
-
კარგია მცენარეების მოლამაზება; მთვარე კლებადია და დარგვას არ გირჩევთ.
-
გაგიჩნდებათ სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი.
-
ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები, რაც მოცილებასთანაა დაკავშირებული, რადგან მთვარე კლებადია.
-
იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა.
-
შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები.
-
მიიღეთ სეზონური ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი. თუმცა, გაუფრთხილდით თირკმელებს. მოერიდეთ ძალიან ბევრი სითხისა და ალკოჰოლის მიღებას.