იანვარი (ლათ. Jānuārius mēnsis «იანუსის თვე») — იანუსი რომაული მითოლოგიის მიხედვით, სათავის დადების და ყოველივეს საწყისის ღვთაებად მოიაზრებოდა. აქედან მოდის იანვრის მიმართ განახლების და სიახლის სინონიმად აღქმის დამოკიდებულება. ასტროლოგიურად ეს თვე, ორ საკმაოდ განსხვავებულ ნიშანს: თხის რქას და მერწყულს აერთიანებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მერწყულის შემთხვევაში თხის რქის მმართველი სატურნი ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველობასაც ირგებს ღამით დაბადებულთა შემთხვევაში, ამიტომ თხის რქას და მერწყულს შორის ბევრი საერთო მახასიათებლის პოვნაც შეიძლება რიგ შემთხვევაში. მათ შორის უმთავრესი კი სატურნული უპირობო სიჯიუტე და პრინციპულობაა.
როგორია 18 იანვარს დაბადებული ადამიანი
18 იანვარს დაბადებული ადამიანები ბუნებით უზომოდ ინფანტილური, მხიარული, ხალისიანი და იუმორის დიდი გრძნობით დაჯილდოებული ინდივიდები არიან. მათ უმრავლესობას ძალა შესწევს, იუმორის დახმარებით ყველაზე რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციასაც კი გაუმკლავდეს და მომავლის ოპტიმისტური ხედვა შეინარჩუნოს. თუმცა, სურვილი სხვებსაც ასეთივე "ფერად ჭრილში" დაანახვონ სამყარო, ზოგჯერ მათ მიმართ გაჩენილი ანტიპათიის მიზეზიც ხდება გარშემო მყოფების მხრიდან.