17 მაისის იუბილარი

17 მაისის იუბილარი

მაისის თვე ძველბერძნული ქალღმერთის – მაიას სახელს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ ნაყოფიერების, ქალურობისა და შვილიერების სიმბოლოდ ითვლებოდა ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს: კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც. და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესიტყვება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.

როგორია 17 მაისს დაბადებული ადამიანი

17 მაისს დაბადებული ადამიანები, გამოირჩევიან სიძლიერით, როგორც ფიზიკური ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მათ უყვართ საკუთარ ჭკუაზე ცხოვრება და იცავენ წესებს, რომელიც თავად აქვთ შემუშავებული. მიაჩნიათ რა, რომ სწორედ ასე შეიძლება "სწორად იცხოვროს" ადამიანმა. ყოველივე ამის გამო, მათ ხშირად ექმნებათ კონფლიქტი მათივე მსგავს, ძალაუფლებისმოყვარულ და ამბიციურ პიროვნებებთან.