ორშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 17:15-ზე, მთვარე 10:35-დან მორიელში იქნება
თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.
ვერძი
დიდია საყვარელ ადამიანებთან ჩხუბის ალბათობა. ეცადეთ სასიამოვნო თემებზე ისაუბროთ, უფრო ხშირად უთხარით მათ კეთილი სიტყვები. გაღიზიანებას შეუძლია სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეგიშალოთ: ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა. ემოციური სტრესის მოხსნა შესაძლებელია ვარჯიშით ან სეირნობით.
კურო
იმპულსური ქმედებები შეცდომებსა და ჩხუბს გამოიწვევს. დღეს გჭირდებათ სიტყვების კონტროლი და დაკვირვებული მოქმედება. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც საჭიროებს კონცენტრაციას. დღევანდელი კომუნიკაცია სასარგებლო იქნება; უთხარით პარტნიორებს თქვენი იდეების ან გეგმების შესახებ.
ტყუპი
თანამოაზრეების გუნდში მუშაობა უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე ინდივიდუალური აქტივობა. განიხილეთ ახალი პროექტები, შესთავაზეთ თქვენი იდეები, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს თქვენი ეფექტურობის გაზრდას და უკეთესი შედეგების მიღწევას. ნუ მოითხოვთ დაჟინებით, მოერგეთ ოპონენტებს.
კირჩხიბი
თქვენი კონკურენტები ან არაკეთილსინდისიერები შესაძლოა გააქტიურდნენ 17 ივლისს და შეგიქმნან სირთულეები თქვენს საქმიანობაში. იყავით უფრო დაკვირვებული და არ გადაუხვიოთ დასახულ გეგმებს. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების ყიდვას. კარგი დღეა შერიგების ან ახსნა-განმარტებისთვის.
ლომი
იყავით რეალისტები თქვენი შესაძლებლობების მიმართ და გააკეთეთ ის, რაც შეგიძლიათ წარმატებით დაასრულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ იმუშაოთ კომფორტული ტემპით და არ გადაიტვირთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ჯანმრთელობა შეიძლება გაუარესდეს. ახლობელს თუ სჭირდება თქვენი დახმარება, უარს ნუ ეტყვით.
ქალწული
ნუ ეჭვიანობთ, თუ ვინმე თქვენზე უკეთ აკეთებს რამეს. მალე იღბალი თქვენს მხარეს იქნება და მიაღწევთ იმას, რაზეც ოცნებობდით. მოუსმინეთ საუბრებს: ვიღაცამ შეიძლება შესანიშნავი იდეა მოგაწოდოთ. მარტოხელა ქალწულებისთვის 17 ივლისი კარგი დღეა რომანტიკული ნაცნობობისა და ახალი ურთიერთობის დასაწყებად.
სასწორი
თქვენი ნიჭის დემონსტრირებას ყველასთან არ გირჩევთ. ნუ დახარჯავთ ენერგიას ამაზე. გაანალიზეთ თქვენი პირადი ან ოჯახური ბიუჯეტი, იფიქრეთ იმაზე, როგორ იპოვოთ შემოსავლის დამატებითი წყარო. ამ დღეს მიიღებთ ახალ და სასარგებლო გამოცდილებას, რომელიც მალე გამოგადგებათ.
მორიელი
რთული დღეა ემოციურად. გაგაღიზიანებთ კოლეგები, მათი განცხადებები თუ კრიტიკა. კარგი იდეა იქნება დღის მარტო გატარება, თუ ეს შესაძლებელია, სახლიდან მუშაობა. არ უნდა მიმართოთ ახლობლებს დახმარებისთვის, მათი შესრულებული საქმის შედეგი არ დაგაკმაყოფილებთ.
მშვილდოსანი
მთელი დღის განმავლობაში ცუდ ხასიათზე რომ არ იყოთ, დილიდან შეიქმენით პოზიტიური განწყობა. თქვენი პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ იუმორის გრძნობა და მოძებნეთ ოპტიმისტი ადამიანები, რომლებიც შემოგიერთდებიან საქმიანობაში. ეცადეთ უფრო მშვიდად იყოთ იმაზე, რაც გარშემო ხდება, იზრუნეთ საკუთარ ნერვებზე.
თხის რქა
გამოიჩინეთ გამბედაობა და გამძლეობა საქმიანობაში, არ მისცეთ უფლება კონკურენტებს დაგჩაგრონ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას შეარჩიეთ სასიამოვნო ან ნეიტრალური თემები, ნუ გადაიტანთ თქვენს პრობლემებს მათზე, რათა არ გააბრაზოთ ისინი. საღამოს იფიქრეთ თქვენს შეცდომებზე ან წარმატებებზე.
მერწყული
მოერიდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც გაღიზიანებენ, რათა არ გაიფუჭოთ განწყობა. თქვენი იდეები თუ ნიჭი დღეს მოთხოვნადი იქნება, ნუ მოგერიდებათ საკუთარ თავზე სხვებთან საუბარი, გაუზიარეთ თქვენი გეგმები საქმიან პარტნიორებს. 17 ივლისს საინტერესო თანამშრომლობის შეთავაზების მიღების შანსი გაქვთ.
თევზები
გადაჭარბებული ემოციურობა ხელს შეგიშლით რაციონალური და გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე სხვა დღისთვის გადადოთ. მოგზაურობები წარმატებული და საინტერესო იქნება, ნუ იტყვით უარს მიწვევებზე. მარტოხელებს გელოდებათ საბედისწერო ნაცნობობა, რომანტიკული ურთიერთობის დაწყება.