პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
16 ოქტომბერს ახალმთვარეობაა: "ეს პატარა ახალი წელია და როგორც მას შეხვდებით ასე გაატარებთ მთელ თვეს" - რჩევები ასტროლოგისგან
16 ოქტომბერს ახალმთვარეობაა: "ეს პატარა ახალი წელია და როგორც მას შეხვდებით ასე გაატარებთ მთელ თვეს" - რჩევები ასტროლოგისგან

ახალმთვა­რე­ო­ბას 16 ოქ­ტომ­ბერს 23:31 სას­წო­რის ზო­დი­ა­ქო­ში ვე­ლო­დე­ბით. მარ­თა­ლია, ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე მთვა­რე ჩვე­ნი თვა­ლის­თვის და­მა­ლუ­ლია, მაგ­რამ ის ახლა მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლია დე­და­მი­წას და მის გავ­ლე­ნას გრძნო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ბუ­ნე­ბა, ზღვე­ბი და ოკე­ა­ნე­ე­ბი. ეცა­დეთ, ახალმთვა­რე­ო­ბას არ შეხ­ვდეთ ვა­ლე­ბით - მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და მო­რა­ლუ­რი, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბით. ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე და მის მომ­დევ­ნო დღე­საც ნუ გა­დატ­ვირ­თავთ კუჭს და ნურც ორ­გა­ნიზმს - ზედ­მე­ტი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბით. იმუ­ნი­ტე­ტი სუს­ტდე­ბა და ამი­ტომ, დი­ე­ტურ საკ­ვებს მი­ა­ნი­ჭეთ უპი­რა­ტე­სო­ბა. ეცა­დეთ, ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე კარგ გან­წყო­ბა­ზე იყოთ, რად­გან ეს პა­ტა­რა ახა­ლი წე­ლია და რო­გორც მას შეხ­ვდე­ბით ასე გა­ა­ტა­რებთ მთელ თვეს 15 ნო­ემ­ბრამ­დე - ახა­ლი ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე.

16-ში მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გვექ­ნე­ბა მთვა­რის 29-ე დღე. ეს რთუ­ლი ენერ­გი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი დღეა. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვეთ თავი და არ აჰ­ყვეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს. მშვი­დად მი­ი­ღეთ ყვე­ლა­ფე­რი, ნე­ბის­მი­ე­რი კონ­ფლიქ­ტი ძა­ლა­სა და ენერ­გი­ას წა­გარ­თმევთ და მერე მისი აღ­დგე­ნა ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­დე­ბათ. უსი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნებ­საც კი, გა­უგ­ზავ­ნეთ სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სი­კე­თის სხი­ვი. ეს თქვენ უფრო წა­გად­გე­ბათ, ზო­გა­დად ეს წესი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ. ამ­გვა­რად ცუდი ადა­მი­ა­ნი თქვე­ნი ვე­ლი­დან თა­ვი­სით გაქ­რე­ბა, რად­გან ის თქვე­ნი უარ­ყო­ფი­თი ენერ­გი­ით იკ­ვე­ბე­ბა და თუ მას და­დე­ბითს გა­უგ­ზავ­ნით, თქვენ გვერ­დით ვე­ღარ გა­ჩერ­დე­ბა. ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით (10-15) ადრე აან­თეთ სან­თე­ლი და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეთ სამ­ყა­როს იმ ყვე­ლაფ­რის­თვის (კარ­გიც და ცუ­დიც) რაც იყო თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ამ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ადრე და­წო­ლას არ გირ­ჩევთ. და­ახ­ლო­ე­ბით ახალმთვა­რე­ო­ბი­დან 1 სა­ა­თი მა­ინც იყა­ვით ფხი­ზე­ლი.

თა­ვა­დაც იცით, რომ იდე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში არ ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ ახალმთვა­რე­ო­ბა სას­წო­რის ზო­დი­ა­ქო­ში მოგ­ვი­წო­დებს, და­ვა­ბა­ლან­სოთ სა­კუ­თა­რი თავი, ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. ვი­ყოთ ჰარ­მო­ნი­უ­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც და ოჯახ­შიც. და­ფიქ­რდით, რა მოვ­ლე­ნე­ბი გიშ­ლით ყვე­ლა­ზე მე­ტად ნერ­ვებს, რას გა­მოჰ­ყავ­ხართ წყო­ბი­დან (ბრა­ზი, წყე­ნაც) და ეცა­დეთ, მთე­ლი ენერ­გია მის მოგ­ვა­რე­ბა-და­რე­გუ­ლი­რე­ბას და­უთ­მოთ. არ­სე­ბობს მარ­ტი­ვი, მაგ­რამ ძლი­ე­რი ლოც­ვა, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ: ღმერ­თო, მო­მე­ცი სუ­ლი­ე­რი ძალა, მი­ვი­ღო ის, რისი შეც­ვლაც არ შე­მიძ­ლია, მო­მე­ცი სი­თა­მა­მე, რომ შევ­ცვა­ლო ის, რისი შეც­ვლაც შე­მიძ­ლია და მო­მე­ცი სიბ­რძნე, რათა შევ­ძლო და გა­ვარ­ჩიო ერთი მე­ო­რის­გან.

სას­წო­რი არის პარტნი­ო­რუ­ლი ნი­შა­ნი. ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ადა­მი­ა­ნი (შვი­ლი, მშო­ბე­ლი, მე­უღ­ლე, მე­ზო­ბე­ლი, კო­ლე­გა და ა.შ.) ჩვე­ნი პარტნი­ო­რია. ზოგ­ჯერ მათ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა სუ­ლი­ე­რად გვან­გრევს. და­ფიქ­რდით, შე­გიძ­ლი­ათ მათი შეც­ვლა? არა, რად­გან ხან­და­ხან სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ვლაც კი არ შეგ­ვიძ­ლია, ამი­ტომ, მარ­ტი­ვი ვარ­ჯი­ში შე­ას­რუ­ლეთ, ჩა­ი­სუნ­თქეთ ღრმად, მი­ი­ღეთ ის სი­ტუ­ა­ცია, ან ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის შეც­ვლაც თქვენ არ შე­გიძ­ლი­ათ და ამო­სუნ­თქვა­ზე გა­უგ­ზავ­ნეთ მას სი­კე­თე და ბედ­ნი­ე­რე­ბა. ასე შე­გიძ­ლი­ათ სხვა ნე­ბის­მი­ერ დრო­საც კი მო­იქ­ცეთ, არა მარ­ტო ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე. მთა­ვა­რია, ბრა­ზი და ბოღ­მა არ და­იგ­რო­ვოთ, ის თქვენ ში­ნა­გა­ნად და­გან­გრევთ, სხვას კი ვერც ავ­ნებს.

16 ოქ­ტომ­ბერს, ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე ჩა­მო­წე­რეთ იმ საქ­მე­ე­ბის სია, რომ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გსურთ . აქვე ისიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ახალმთვა­რე­ო­ბას ორი რეტ­როგ­რა­დუ­ლი (უკან­მა­ვა­ლი) პლა­ნე­ტით: მერ­კუ­რი­თა და სა­ტურ­ნით ვე­გე­ბე­ბით. თავი წარ­მო­იდ­გი­ნეთ სა­ცობ­ში, აი, და­ახ­ლო­ე­ბით ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ ჩვენ. ამი­ტომ, გეგ­მი­ურ ოპე­რა­ცი­ებს, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას და ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას არ გირ­ჩევთ. მაგ­რამ უსაქ­მუ­რა­დაც არ გირ­ჩევთ ყოფ­ნას. სა­ცობ­ში ყოფ­ნის დრო­საც შე­იძ­ლე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო საქ­მით და­კავ­დეთ. მო­ა­წეს­რი­გეთ სა­კუ­თა­რი თავი, თქვე­ნი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო. და­ა­ხა­რის­ხეთ საქ­მე­ე­ბი, ნივ­თე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, გა­და­ხე­დეთ თქვენს გეგ­მებს, მო­ი­წეს­რი­გეთ ჯან­მრთე­ლო­ბა, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახ­ლობ­ლებ­თან, და­ას­რუ­ლეთ ადრე და­წყე­ბუ­ლი და მი­ტო­ვე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი, შე­ა­კე­თეთ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა. ყვე­ლა "კუდი" მო­ი­შო­რეთ, რომ ნო­ემ­ბრის ახალმთვა­რე­ო­ბას (გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გი პე­რი­ო­დია 15- 26 ნო­ემ­ბე­რი) ვა­ლე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი შეხ­ვდეთ და თა­მა­მად მო­სინ­ჯოთ სა­კუ­თა­რი თავი სი­ახ­ლე­ებ­ში.

ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე მზე და მთვა­რე შე­ერ­თე­ბუ­ლია სას­წო­რის ოც­და­მე­ო­თხე გრა­დუს­ში. რთუ­ლი გრა­დუ­სია. ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ აგ­რე­სი­სა და ომის პლა­ნე­ტა მარ­სი (ამ­ჯე­რად ისიც რეტ­როგ­რა­დუ­ლია) ცუ­დად უპი­რის­პირ­დე­ბა მზე­სა და მთვა­რეს. ამი­ტომ კი­დევ ერთხელ მო­გი­წო­დებთ სიმ­შვი­დი­სა და ჰარ­მო­ნი­ის­კენ. სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი პლა­ნე­ტე­ბის (სა­ტურ­ნი, იუ­პი­ტე­რი და პლუ­ტო­ნი) და­პი­რის­პი­რე­ბის გამო შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ და­ძა­ბუ­ლი ფონი შე­ი­ნიშ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში. იყა­ვით მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი, ეცა­დეთ, რომ თქვე­ნი და თქვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ჰარ­მო­ნი­ამ და­ი­სად­გუ­როს. ეცა­დეთ, ყვე­ლა საქ­მე­სა და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და­ი­ცავთ ბა­ლან­სი. აკონ­ტრო­ლეთ უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბი, იყა­ვით დიპ­ლო­მა­ტი­უ­რე­ბი.

ახალმთვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად იმოქ­მე­დებს მათ­ზე, ვინც 14-18 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი. მო­გე­ცე­მათ ახ­ლის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნის და­წყე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, იმ სფე­რო­ბე­ში, სა­დაც თქვენს პი­რად რუ­კა­ში მზე მდე­ბა­რე­ობს. შეც­ვა­ლეთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წელი იქ­ნე­ბა თქვენ­თვის. ხოლო მომ­დევ­ნო პე­რი­ო­დებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს, - 10-16 იან­ვა­რი, 9-14 აპ­რი­ლი და 11-17 ივ­ლი­სი - მეტი გარ­ჯა მო­უ­წევთ, რომ სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დეც შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ და არც მიღ­წე­ვებ­ზე თქვა უარი. აკონ­ტრო­ლეთ თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი, სი­ტყვა, თეთ­რი. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. კარ­გი პე­რი­ო­დი ელით შემ­დეგ პე­რი­ო­დებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს: 10-15 თე­ბერ­ვა­ლი, 11-17 ივ­ნი­სი, 13-17 აგ­ვის­ტო და 12-17 დე­კემ­ბე­რი. ფორ­ტუ­ნა თქვენს მხა­რე­საა. თუ პი­რა­დი რუკა შედ­გე­ნი­ლი გაქვთ, ნა­ხეთ, რო­მელ სახ­ლში ხვდე­ბა სას­წორს 24-ე გრა­დუ­სი. ამ სფე­რო­ში ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ხოლო თუ 24-დან 26 გრა­დუ­სამ­დე პლა­ნე­ტე­ბი­ცაა გან­ლა­გე­ბუ­ლი, ცვლი­ლე­ბე­ბი მო­სალ­დნე­ლია სახ­ლი­სა და პლა­ნე­ტის ფუნ­ქცი­ის მი­ხედ­ვით. ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი კი იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი სა­კუ­თარ თავ­თან და გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. ბედ­ნი­ერ ახალმთვა­რე­ო­ბას გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

16 ოქტომბერს ახალმთვარეობაა: "ეს პატარა ახალი წელია და როგორც მას შეხვდებით ასე გაატარებთ მთელ თვეს" - რჩევები ასტროლოგისგან

16 ოქტომბერს ახალმთვარეობაა: "ეს პატარა ახალი წელია და როგორც მას შეხვდებით ასე გაატარებთ მთელ თვეს" - რჩევები ასტროლოგისგან

ახალმთვარეობას 16 ოქტომბერს 23:31 სასწორის ზოდიაქოში ველოდებით. მართალია, ახალმთვარეობაზე მთვარე ჩვენი თვალისთვის დამალულია, მაგრამ ის ახლა მაქსიმალურად მოახლოებულია დედამიწას და მის გავლენას გრძნობენ ადამიანები, ბუნება, ზღვები და ოკეანეები. ეცადეთ, ახალმთვარეობას არ შეხვდეთ ვალებით - მატერიალური და მორალური, დაუსრულებელი საქმეებით. ახალმთვარეობაზე და მის მომდევნო დღესაც ნუ გადატვირთავთ კუჭს და ნურც ორგანიზმს - ზედმეტი ფიზიკური აქტიურობით. იმუნიტეტი სუსტდება და ამიტომ, დიეტურ საკვებს მიანიჭეთ უპირატესობა. ეცადეთ, ახალმთვარეობაზე კარგ განწყობაზე იყოთ, რადგან ეს პატარა ახალი წელია და როგორც მას შეხვდებით ასე გაატარებთ მთელ თვეს 15 ნოემბრამდე - ახალი ახალმთვარეობამდე.

16-ში მთელი დღის განმავლობაში გვექნება მთვარის 29-ე დღე. ეს რთული ენერგიებით დატვირთული დღეა. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. მშვიდად მიიღეთ ყველაფერი, ნებისმიერი კონფლიქტი ძალასა და ენერგიას წაგართმევთ და მერე მისი აღდგენა ძალიან გაგიჭირდებათ. უსიამოვნო ადამიანებსაც კი, გაუგზავნეთ სიყვარულისა და სიკეთის სხივი. ეს თქვენ უფრო წაგადგებათ, ზოგადად ეს წესი მთელი ცხოვრება შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამგვარად ცუდი ადამიანი თქვენი ველიდან თავისით გაქრება, რადგან ის თქვენი უარყოფითი ენერგიით იკვებება და თუ მას დადებითს გაუგზავნით, თქვენ გვერდით ვეღარ გაჩერდება. ახალმთვარეობამდე რამდენიმე წუთით (10-15) ადრე აანთეთ სანთელი და მადლობა გადაუხადეთ სამყაროს იმ ყველაფრისთვის (კარგიც და ცუდიც) რაც იყო თქვენს ცხოვრებაში ამ ერთი თვის განმავლობაში. ადრე დაწოლას არ გირჩევთ. დაახლოებით ახალმთვარეობიდან 1 საათი მაინც იყავით ფხიზელი.

თავადაც იცით, რომ იდეალურ სამყაროში არ ვცხოვრობთ, მაგრამ ახალმთვარეობა სასწორის ზოდიაქოში მოგვიწოდებს, დავაბალანსოთ საკუთარი თავი, შინაგანი სამყარო, დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ვიყოთ ჰარმონიულები საზოგადოებაშიც და ოჯახშიც. დაფიქრდით, რა მოვლენები გიშლით ყველაზე მეტად ნერვებს, რას გამოჰყავხართ წყობიდან (ბრაზი, წყენაც) და ეცადეთ, მთელი ენერგია მის მოგვარება-დარეგულირებას დაუთმოთ. არსებობს მარტივი, მაგრამ ძლიერი ლოცვა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ: ღმერთო, მომეცი სულიერი ძალა, მივიღო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია, მომეცი სითამამე, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და მომეცი სიბრძნე, რათა შევძლო და გავარჩიო ერთი მეორისგან.

სასწორი არის პარტნიორული ნიშანი. ნებისმიერი სხვა ადამიანი (შვილი, მშობელი, მეუღლე, მეზობელი, კოლეგა და ა.შ.) ჩვენი პარტნიორია. ზოგჯერ მათთან დაპირისპირება სულიერად გვანგრევს. დაფიქრდით, შეგიძლიათ მათი შეცვლა? არა, რადგან ხანდახან საკუთარი თავის შეცვლაც კი არ შეგვიძლია, ამიტომ, მარტივი ვარჯიში შეასრულეთ, ჩაისუნთქეთ ღრმად, მიიღეთ ის სიტუაცია, ან ადამიანი, რომლის შეცვლაც თქვენ არ შეგიძლიათ და ამოსუნთქვაზე გაუგზავნეთ მას სიკეთე და ბედნიერება. ასე შეგიძლიათ სხვა ნებისმიერ დროსაც კი მოიქცეთ, არა მარტო ახალმთვარეობაზე. მთავარია, ბრაზი და ბოღმა არ დაიგროვოთ, ის თქვენ შინაგანად დაგანგრევთ, სხვას კი ვერც ავნებს.

16 ოქტომბერს, ახალმთვარეობაზე ჩამოწერეთ იმ საქმეების სია, რომლების შესრულებაც მთელი თვის განმავლობაში გსურთ . აქვე ისიც გაითვალისწინეთ, რომ ახალმთვარეობას ორი რეტროგრადული (უკანმავალი) პლანეტით: მერკურითა და სატურნით ვეგებებით. თავი წარმოიდგინეთ საცობში, აი, დაახლოებით ასეთ სიტუაციაში ვართ ჩვენ. ამიტომ, გეგმიურ ოპერაციებს, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და ახალი საქმეების დაწყებას არ გირჩევთ. მაგრამ უსაქმურადაც არ გირჩევთ ყოფნას. საცობში ყოფნის დროსაც შეიძლება სასიამოვნო საქმით დაკავდეთ. მოაწესრიგეთ საკუთარი თავი, თქვენი შინაგანი სამყარო. დაახარისხეთ საქმეები, ნივთები, ურთიერთობები, გადახედეთ თქვენს გეგმებს, მოიწესრიგეთ ჯანმრთელობა, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ახლობლებთან, დაასრულეთ ადრე დაწყებული და მიტოვებული საქმეები, შეაკეთეთ გაფუჭებული ტექნიკა. ყველა "კუდი" მოიშორეთ, რომ ნოემბრის ახალმთვარეობას (განსაკუთრებით კარგი პერიოდია 15- 26 ნოემბერი) ვალებისგან თავისუფალი შეხვდეთ და თამამად მოსინჯოთ საკუთარი თავი სიახლეებში.

ახალმთვარეობაზე მზე და მთვარე შეერთებულია სასწორის ოცდამეოთხე გრადუსში. რთული გრადუსია. ამას ისიც ემატება, რომ აგრესისა და ომის პლანეტა მარსი (ამჯერად ისიც რეტროგრადულია) ცუდად უპირისპირდება მზესა და მთვარეს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სიმშვიდისა და ჰარმონიისკენ. სხვა სოციალური პლანეტების (სატურნი, იუპიტერი და პლუტონი) დაპირისპირების გამო შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაძაბული ფონი შეინიშნება საზოგადოებაში, მსოფლიო ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. იყავით მშვიდობისმყოფელი, ეცადეთ, რომ თქვენი და თქვენი ახლობლების ცხოვრებაში ჰარმონიამ დაისადგუროს. ეცადეთ, ყველა საქმესა და ურთიერთობაში დაიცავთ ბალანსი. აკონტროლეთ უარყოფითი ემოციები, იყავით დიპლომატიურები.

ახალმთვარეობა ყველაზე მეტად იმოქმედებს მათზე, ვინც 14-18 ოქტომბრის შუალედშია დაბადებული. მოგეცემათ ახლის, მნიშვნელოვანის დაწყების შესაძლებლობა, იმ სფერობეში, სადაც თქვენს პირად რუკაში მზე მდებარეობს. შეცვალეთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ, ეს მნიშვნელოვანი წელი იქნება თქვენთვის. ხოლო მომდევნო პერიოდებში დაბადებულებს, - 10-16 იანვარი, 9-14 აპრილი და 11-17 ივლისი - მეტი გარჯა მოუწევთ, რომ სულიერი სიმშვიდეც შეინარჩუნონ და არც მიღწევებზე თქვა უარი. აკონტროლეთ თითოეული ნაბიჯი, სიტყვა, თეთრი. იყავით დაკვირვებული. კარგი პერიოდი ელით შემდეგ პერიოდებში დაბადებულებს: 10-15 თებერვალი, 11-17 ივნისი, 13-17 აგვისტო და 12-17 დეკემბერი. ფორტუნა თქვენს მხარესაა. თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, ნახეთ, რომელ სახლში ხვდება სასწორს 24-ე გრადუსი. ამ სფეროში ცვლილებები გელით მთელი თვის განმავლობაში. ხოლო თუ 24-დან 26 გრადუსამდე პლანეტებიცაა განლაგებული, ცვლილებები მოსალდნელია სახლისა და პლანეტის ფუნქციის მიხედვით. ყველა დანარჩენი კი იყავით დაკვირვებული, დიპლომატიური და ჰარმონიული საკუთარ თავთან და გარშემო მყოფებთან. ბედნიერ ახალმთვარეობას გისურვებთ!

"წინასწარ დაწყობილი გეგმები შესაცვლელი გაგიხდებათ" - რა ხდება 7 ოქტომბერს ცაზე და რის შესახებ გვაფრთილებს ასტროლოგი

"ცვლილებების დროა" - ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელზეც 2 ოქტომბრის სავსემთვარეობა ყველაზე მეტად იმოქმედებს

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი - "ცისფერი სავსემთავრეობა" და იშვიათი მოვლენები, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის