მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
16 ნოემბრს სავსემთვარეობაა: ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან - მოსალოდნელია რევოლუციური ცვლილებები, დაძაბულობა და კონფლიქტები საზოგადოებაში
16 ნოემბრს სავსემთვარეობაა: ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან - მოსალოდნელია რევოლუციური ცვლილებები, დაძაბულობა და კონფლიქტები საზოგადოებაში

16 ნო­ემ­ბერს, თბი­ლი­სის დრო­ით 1:29 სა­ათ­ზე სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბა (გან­ვი­ხი­ლოთ მე­სო­ა­მე­რი­კუ­ლი ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით). ეს 2024 წელ­ში ბო­ლოს­წი­ნა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბაა და მას ინ­დი­ე­ლე­ბი თახ­ვის მთვა­რეს უწო­დე­ბენ. თახ­ვე­ბი ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის მდი­ნა­რე­ებ­ზე სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში იწყე­ბენ "კაშხლე­ბის" მშე­ნებ­ლო­ბას, რათა ზამ­თრის­თვის მო­ემ­ზა­დონ. სიმ­ბო­ლუ­რად ეს მი­ა­ნიშ­ნებს ემო­ცი­უ­რი, ფი­ზი­კუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მა­რა­გის შექ­მნას, რათა უფრო "მძი­მე პე­რი­ო­დის­თვის" მზად აღ­მოვ­ჩნდეთ. ეს არის ემო­ცი­უ­რი დაც­ვა, მზად­ყოფ­ნა და ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, რაც თა­ვის მხრივ უკავ­შირ­დე­ბა ღრმა და ინ­ტენ­სი­ურ გან­ცდებს.


ეს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა კუ­როს ნი­შან­ში იქ­ნე­ბა. ეს არის პრაქ­ტი­კუ­ლი და რე­ა­ლის­ტი ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც "მყა­რად დგას მი­წა­ზე" და არ­სად არ ეჩ­ქა­რე­ბა. მას თა­ვი­სი ტემ­პო-რიტ­მი გა­აჩ­ნია, რო­მე­ლიც ხში­რად შე­ნე­ლე­ბუ­ლია. ამი­ტომ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა მოხ­დე­ბა ნელა, თუმ­ცა მყა­რად და პრაქ­ტი­კულ ჭრილ­ში. ეს ეხე­ბა რო­გორც გლო­ბა­ლურ, ისე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­კი­თხებს.


თუ მა­ი­ას კა­ლენ­დარს, კონ­კრე­ტუ­ლად კი ცოლ­კინს გა­მო­ვი­ყე­ნებთ, ეს არის ჩი­ჩა­ნი (ჩი­ჩე­ნი), ანუ ზე­ცი­უ­რი გვე­ლი. ეს მი­ა­ნიშ­ნებს "ზე­ცი­ურ წყალ­ზე" (წყა­ლო­ბა?), რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს სიბ­რძნეს, სი­კე­თე­სა და სი­უხ­ვეს მი­ა­გებს. თუმ­ცა მი­წი­ურ სამ­ყა­რო­ში (ნე­გა­ტი­ურ ას­პექ­ტში) ზოგ­ჯერ ეს არის ია­გუ­ა­რი. ამი­ტომ ის ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­ი­შიფ­როს რო­გორც გვე­ლის კბე­ნა ან ია­გუ­ა­რის თავ­დას­ხმა. ამი­ტომ ეს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა მი­უ­ხე­და­ვად შე­ნე­ლე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა, თა­ვის თავ­ში მა­ინც შე­ი­ცავს მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის ეფექტს. სიმ­ბო­ლუ­რად, კუ­როც დინ­ჯი, მშვი­დი ნი­შა­ნია, თუმ­ცა წყო­ბი­ლე­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ის და­მან­გრე­ვე­ლი ხდე­ბა. მსგავ­სად, ფი­ზი­კუ­რი ხა­რი­სა, რო­მელ­მაც კო­რი­და­ზე შე­იძ­ლე­ბა ტო­რე­ა­დო­რი რქე­ბით გა­ფატ­როს.


სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 16 ნო­ემ­ბერს ტრო­პი­კუ­ლი ზო­დი­ა­ქო­თიც გვაქვს მიწა-წყლის სინ­თე­ზი (კურო-მო­რი­ე­ლი), რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­ურ, მძლავრ ენერ­გი­ას და ვლინ­დე­ბა რო­გორც და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბა, მე­ტის მიღ­წე­ვის სურ­ვი­ლი და რა­დი­კა­ლიზ­მი. ეს მას­შტა­ბიც არის და ხში­რად საკ­მა­ოდ დიდი. ამი­ტომ გლო­ბა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი წინ წა­მო­ი­წე­ვა გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა.


15-16 ნო­ემ­ბერს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ხდე­ბა ურან­თან შე­ერ­თე­ბა­ში, ამ დღე­ებ­ში მზეც ურან­თან ოპო­ზი­ცი­ა­ში შე­დის. ეს პე­რი­ო­დი ემო­ცი­უ­რი პი­კია, შე­საძ­ლოა ამან მოვ­ლე­ნე­ბის აფეთ­ქე­ბა, კონ­ფლიქ­ტი ან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­წყვე­ტა გა­მო­იწ­ვი­ოს. ამ დროს მა­ტუ­ლობს თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა და სურ­ვი­ლი, რომ ყვე­ლა ბა­რი­ე­რი და­ინ­გრეს. შე­საძ­ლოა და­ი­შა­ლოს არას­ტა­ბი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, გარ­თულ­დეს სა­ერ­თო მდგო­მა­რე­ო­ბა ფი­ნან­სურ ბა­ზარ­ზე და ბიზ­ნეს­ში. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ხდე­ბა კუ­როს 24-ე გრა­დუს­ში, რაც კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და ფი­ნან­სებს. რთუ­ლი გახ­დე­ბა პრობ­ლე­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი – და­ძა­ბუ­ლო­ბა, პრო­ტეს­ტე­ბი და კონ­ფლიქ­ტე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.


savsemtvareoba_kuroshi


თუ ამ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას თბი­ლი­სის დრო­ზე გად­მო­ვი­ტანთ, მი­ვი­ღებთ 3-9 სახ­ლე­ბის სინ­თეზს, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა სი­ტყვებს "აქ" და "იქ". რე­ა­ლუ­რად, ეს არის ინ­ფორ­მა­ცია, კო­მუ­ნი­კა­ცია, ურ­თი­ერ­თო­ბა, თუმ­ცა გა­ნა­წი­ლე­ბა ხდე­ბა ჩვენს რე­ა­ლო­ბას (აქ) და უცხო­ეთს, უცხო­ე­ლებს შო­რის (იქ). ეს მი­ა­ნიშ­ნებს ჩვენს პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­ზე, რო­მელ­შიც კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა უცხო­ე­თის ფაქ­ტო­რი. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს გავ­ლე­ნა არა თუ სუს­ტდე­ბა, არა­მედ პი­რი­ქით, გაძ­ლი­ერ­დე­ბა.


ამ ყვე­ლაფ­რის გვერ­დით, ცის კა­ბა­დონ­ზე ნარ­ჩუნ­დე­ბა მარ­სი-პლუ­ტო­ნის ოპო­ზი­ცი­აც, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა მა­ღალ დი­ნა­მი­კას, და­ძა­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებს, და­პი­რის­პი­რე­ბებ­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ შე­ტა­კე­ბებს. ცხა­დია, ისევ მა­ღა­ლი რჩე­ბა ტექ­ნი­კუ­რი ავა­რი­ე­ბი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის ალ­ბა­თო­ბაც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მსგავს ად­გი­ლებ­ში ცხოვ­რობს ან უხ­დე­ბა ყოფ­ნა, სიფრ­თხი­ლე და წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა სჭირ­დე­ბა.

ეს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა დიდ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს:

• კუ­რო­ებ­ზე;


• ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც პი­რად ჰო­როს­კოპ­ში კუ­როს დიდი გავ­ლე­ნა აქვთ (ას­ცენ­დენ­ტი, მთვა­რე, სტე­ლი­უ­მი, ჰო­როს­კო­პის მმარ­თვე­ლი, შავი მთვა­რე);


• მო­რი­ე­ლებ­ზე (გან­სა­კუთ­რე­ბით 12-22 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებ­ზე);


• იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვი­საც პი­რად ჰო­როს­კოპ­ში კუ­როს 21-27 გრა­დუ­სებ­ში რო­მე­ლი­მე პლა­ნე­ტა იმ­ყო­ფე­ბა;


• ლო­მებ­სა და მერ­წყუ­ლებ­ზე;


• იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი, ანუ პი­რად ჰო­როს­კოპ­ში მზე-მთვა­რის ოპო­ზი­ცია აქვთ.


ზო­დი­ა­ქოს და­ნარ­ჩენ ნიშ­ნებ­ზე ამ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის გავ­ლე­ნა მი­ნი­მა­ლუ­რი იქ­ნე­ბა.


ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი


დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

16 ნოემბრს სავსემთვარეობაა: ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან - მოსალოდნელია რევოლუციური ცვლილებები, დაძაბულობა და კონფლიქტები საზოგადოებაში

16 ნოემბრს სავსემთვარეობაა: ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან - მოსალოდნელია რევოლუციური ცვლილებები, დაძაბულობა და კონფლიქტები საზოგადოებაში

16 ნოემბერს, თბილისის დროით 1:29 საათზე სავსემთვარეობა იქნება (განვიხილოთ მესოამერიკული ცოდნის გამოყენებით). ეს 2024 წელში ბოლოსწინა სავსემთვარეობაა და მას ინდიელები თახვის მთვარეს უწოდებენ. თახვები ჩრდილოეთ ამერიკის მდინარეებზე სწორედ ამ პერიოდში იწყებენ "კაშხლების" მშენებლობას, რათა ზამთრისთვის მოემზადონ. სიმბოლურად ეს მიანიშნებს ემოციური, ფიზიკური და მატერიალური მარაგის შექმნას, რათა უფრო "მძიმე პერიოდისთვის“ მზად აღმოვჩნდეთ. ეს არის ემოციური დაცვა, მზადყოფნა და ცვლილებების საჭიროება, რაც თავის მხრივ უკავშირდება ღრმა და ინტენსიურ განცდებს.


ეს სავსემთვარეობა კუროს ნიშანში იქნება. ეს არის პრაქტიკული და რეალისტი ნიშანი, რომელიც "მყარად დგას მიწაზე“ და არსად არ ეჩქარება. მას თავისი ტემპო-რიტმი გააჩნია, რომელიც ხშირად შენელებულია. ამიტომ მოვლენების განვითარება მოხდება ნელა, თუმცა მყარად და პრაქტიკულ ჭრილში. ეს ეხება როგორც გლობალურ, ისე ინდივიდუალურ საკითხებს.


თუ მაიას კალენდარს, კონკრეტულად კი ცოლკინს გამოვიყენებთ, ეს არის ჩიჩანი (ჩიჩენი), ანუ ზეციური გველი. ეს მიანიშნებს "ზეციურ წყალზე“ (წყალობა?), რომელიც ადამიანებს სიბრძნეს, სიკეთესა და სიუხვეს მიაგებს. თუმცა მიწიურ სამყაროში (ნეგატიურ ასპექტში) ზოგჯერ ეს არის იაგუარი. ამიტომ ის ასევე შეიძლება გაიშიფროს როგორც გველის კბენა ან იაგუარის თავდასხმა. ამიტომ ეს სავსემთვარეობა მიუხედავად შენელებული მოქმედებებისა, თავის თავში მაინც შეიცავს მოულოდნელობის ეფექტს. სიმბოლურად, კუროც დინჯი, მშვიდი ნიშანია, თუმცა წყობილებიდან გამოსვლის შემდეგ ის დამანგრეველი ხდება. მსგავსად, ფიზიკური ხარისა, რომელმაც კორიდაზე შეიძლება ტორეადორი რქებით გაფატროს.


საინტერესოა, რომ 16 ნოემბერს ტროპიკული ზოდიაქოთიც გვაქვს მიწა-წყლის სინთეზი (კურო-მორიელი), რომელიც იძლევა ძალიან ინტენსიურ, მძლავრ ენერგიას და ვლინდება როგორც დაუკმაყოფილებლობა, მეტის მიღწევის სურვილი და რადიკალიზმი. ეს მასშტაბიც არის და ხშირად საკმაოდ დიდი. ამიტომ გლობალური საკითხები წინ წამოიწევა გააქტიურდება.


15-16 ნოემბერს სავსემთვარეობა ხდება ურანთან შეერთებაში, ამ დღეებში მზეც ურანთან ოპოზიციაში შედის. ეს პერიოდი ემოციური პიკია, შესაძლოა ამან მოვლენების აფეთქება, კონფლიქტი ან ურთიერთობების გაწყვეტა გამოიწვიოს. ამ დროს მატულობს თავისუფლების მოთხოვნილება და სურვილი, რომ ყველა ბარიერი დაინგრეს. შესაძლოა დაიშალოს არასტაბილური ურთიერთობები, გართულდეს საერთო მდგომარეობა ფინანსურ ბაზარზე და ბიზნესში. უნდა აღინიშნოს, რომ სავსემთვარეობა ხდება კუროს 24-ე გრადუსში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ურთიერთობებსა და ფინანსებს. რთული გახდება პრობლემური ურთიერთობების შენარჩუნება. გლობალურ დონეზე მოსალოდნელია რევოლუციური ცვლილებები – დაძაბულობა, პროტესტები და კონფლიქტები საზოგადოებაში.


savsemtvareoba_kuroshi


თუ ამ სავსემთვარეობას თბილისის დროზე გადმოვიტანთ, მივიღებთ 3-9 სახლების სინთეზს, რომელიც უკავშირდება სიტყვებს "აქ“ და "იქ“. რეალურად, ეს არის ინფორმაცია, კომუნიკაცია, ურთიერთობა, თუმცა განაწილება ხდება ჩვენს რეალობას (აქ) და უცხოეთს, უცხოელებს შორის (იქ). ეს მიანიშნებს ჩვენს პოლიტიკურ კრიზისზე, რომელშიც კიდევ უფრო გააქტიურდება უცხოეთის ფაქტორი. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ეს გავლენა არა თუ სუსტდება, არამედ პირიქით, გაძლიერდება.


ამ ყველაფრის გვერდით, ცის კაბადონზე ნარჩუნდება მარსი-პლუტონის ოპოზიციაც, რომელიც უკავშირდება მაღალ დინამიკას, დაძაბულ სიტუაციებს, დაპირისპირებებსა და შეიარაღებულ შეტაკებებს. ცხადია, ისევ მაღალი რჩება ტექნიკური ავარიებისა და ბუნებრივი კატაკლიზმების ალბათობაც. აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანს, რომელიც მსგავს ადგილებში ცხოვრობს ან უხდება ყოფნა, სიფრთხილე და წინდახედულობა სჭირდება.

ეს სავსემთვარეობა დიდ გავლენას მოახდენს:

• კუროებზე;


• ადამიანებზე, რომლებსაც პირად ჰოროსკოპში კუროს დიდი გავლენა აქვთ (ასცენდენტი, მთვარე, სტელიუმი, ჰოროსკოპის მმართველი, შავი მთვარე);


• მორიელებზე (განსაკუთრებით 12-22 ნოემბრის შუალედში დაბადებულებზე);


• იმ ადამიანებზე, ვისაც პირად ჰოროსკოპში კუროს 21-27 გრადუსებში რომელიმე პლანეტა იმყოფება;


• ლომებსა და მერწყულებზე;


• იმ ადამიანებზე, ვინც სავსემთვარეობის პერიოდში არიან დაბადებულები, ანუ პირად ჰოროსკოპში მზე-მთვარის ოპოზიცია აქვთ.


ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებზე ამ სავსემთვარეობის გავლენა მინიმალური იქნება.


ასტროლოგი რამაზ გიგაური