16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - ყურადღება მიაქციეთ იმ მინიშნებებს, რომლებსაც სამყარო დღეს გამოგიგზავნით

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - ყურადღება მიაქციეთ იმ მინიშნებებს, რომლებსაც სამყარო დღეს გამოგიგზავნით

შაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 16:55-ზე, მთვარე კუროშია

მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. მოერიდეთ ცხოველური საკვების მიღებას. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ.

ვერძი

მიზანშეწონილია დაუთმოთ დღე თქვენს სახლს და არა მხოლოდ მის სრულყოფილ მოწესრიგებას, არამედ მის მორთვასაც - შეგიძლიათ თანდათან შეცვალოთ ინტერიერი, მასში საახალწლო ნოტები შეიტანოთ.

კურო

აუცილებელია, რაც შეიძლება კეთილგანწყობილად მოექცეთ არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც მოგწონთ, არამედ მათაც, ვინც რატომღაც არ იწვევს თქვენში დადებით ემოციებს - არ არის საჭირო ახლა მათთან ჩხუბი.

ტყუპი

თუ მცირედი შესაძლებლობაც კი გაგიჩნდებათ დაეხმარეთ მათ, ვისაც ეს სჭირდება - მაგალითად, იყიდეთ სურსათი ხანდაზმული მეზობლისთვის ან საჩუქრები მრავალშვილიანი ოჯახისთვის, ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ, მომავალში კეთილად დაგიბრუნდებათ.

კირჩხიბი

ოჯახის წევრებთან კონფლიქტის დროს უნდა გამოიჩინოთ სიმტკიცე და მთლიანობა, ხანდახან უნდა აჩვენოთ, რომ თქვენც გაქვთ ხასიათი. თუმცა, დიპლომატიურობას ნუ დაკარგავთ და შერიგებისთვისაც თქვენ უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯი.

ლომი

ეს დღე უნდა მიუძღვნათ გონებრივი ძალების აღდგენას. მოიწყვეთ განტვირთვის დღე - მაგალითად, წადით საყიდლებზე, ეწვიეთ თეატრს ან დაკავდით თქვენი ჰობით.

ქალწული

არ უნდა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ დღეს მათთვის ოპტიმალური დღეა - შემაშფოთებელი შეცდომის დაშვების ალბათობა, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია, ძალიან დიდია.

სასწორი

სახლშიც კი არ უნდა გააკეთოთ რამდენიმე რამე ერთდროულად, დასუფთავება, რეცხვა და სამზარეულოში ფუსფუსი: აირჩიეთ ერთი პრიორიტეტული სფერო და ფოკუსირდით მასზე.

მორიელი

ბოლო დროს იმდენს მუშაობთ, რომ რისკავთ პირადად შეეჯახოთ ქრონიკული დაღლილობის სინდრომს - ამის თავიდან ასაცილებლად კვირაში ერთი დღე მაინც უნდა დაუთმოთ პასიურ დასვენებას და იყოს ეს შაბათი.

მშვილდოსანი

სხვებთან პრობლემების თავიდან აცილება მხოლოდ მათთან კომუნიკაციაზე უარის თქმით იქნება შესაძლებელი: შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ სახლში, გარეთ გასვლისას კი რაც შეიძლება ნაკლები ისაუბრეთ.

თხის რქა

ეს ის დღეა, როდესაც მიზანშეწონილია მოგზაურობა: თუნდაც მოკლე - მაგალითად, სასეირნოდ შემოდგომის ტყეში გასვლა - საშუალებას მოგცემთ არა მხოლოდ შეცვალოთ გარემო და დატკბეთ სუფთა ჰაერით, არამედ აღიდგინოთ ძალა.

მერწყული

ყურადღება მიაქციეთ იმ მინიშნებებს, რომლებსაც სამყარო დღეს გამოგიგზავნით. ხომ იცით, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გამოტოვოთ მისი მინიშნებები.

თევზები

ენერგია, რომლის სიჭარბესაც დღეს იგრძნობთ, უნდა იყოს მიმართული მშვიდობიანი მიზნების მისაღწევად - კატეგორიულად არ არის რეკომენდებული ჩხუბი და კონფლიქტი ვინმესთან - თუმცა, არც სხვა დროს, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად.