პარტნიორები:

    16 მარტს დაბადებული ადამიანებს უჭირთ საკუთარ იდეალებს ბოლომდე მიჰყვნენ

    16 მარტს დაბადებული ადამიანებს უჭირთ საკუთარ იდეალებს ბოლომდე მიჰყვნენ

    მარტი (ლათ. Martius) გრიგორიანული კალენდრის მესამე თვეა. სახელწოდება ომის რომაული ღვთაების მარსის მიხედვით ეწოდა, რომელიც იმ დროს ასევე გაზაფხულისა და მიწათმოქმედების ღმერთად ითვლებოდა. იანვრისა და თებერვლის დამატებამდე მარტი იყო კალენდრის პირველი თვე. მარტის ძველქართული სახელწოდებაა მირკანი. მარტის თვე ორ რადიკალურად განსხვავებული ბუნების ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს - თევზებს და ვერძს. თევზები სენსიტიური, რბილი, დამყოლი ნიშანია. ვერძი კი შემტევი, აქტიური და გარკვეულწილად აგრესიული.

    • როგორია 16 მარტს დაბადებული ადამიანი

    16 მარტს დაბადებულ ადამიანებს გააჩნიათ უნიკალური ნიჭი, გარშემო მყოფებს მოტივაცია შეუქმნან და ახალ-ახალი იდეების განხორციელებისკენ წააქეზონ. თუმცა, თავად მათ, ხშირად უჭირთ საკუთარ იდეალებს ბოლომდე მიჰყვნენ და დაიცვან ის მოსაზრებები, რაც მართლა ფასეულად მიაჩნიათ.