მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
ვერძი
ტრავმის გაზრდილი რისკის გამო ჯობია თავი აარიდოთ გადაჭარბებულ ფიზიკურ აქტივობას, არ უნდა ეცადოთ მსოფლიო რეკორდის დამყარებას.
კურო
დღე სავსეა განწყობის მკვეთრი ცვლილებით, ამიტომ სასურველია, თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა რაიმე კარგზე დააფიქსიროთ.
ტყუპი
განწყობა უნდა აიმაღლოთ თქვენთვის ხელმისაწვდომი და მორალურად მისაღები ნებისმიერი საშუალებით.
კირჩხიბი
სერიოზული საკითხების მოგვარება დღეს არ არის მიზანშეწონილი: დასვენების დღე უნდა დაეთმო დასვენებას.
ლომი
დღის განმავლობაში ბრწყინვალე იდეები მოგივა თავში - ნუ გაატარებთ მათ, პირიქით, გულდასმით ჩაწერეთ ყველაფერი, რასაც შეიძლება სერიოზული პერსპექტივა ჰქონდეს.
ქალწული
არ უნდა დაიწყოთ სერიოზული პროექტების განხორციელება, რადგან მათ მაინც ვერ დაასრულებთ, ამიტომ ჯობია ადრე დაწყებული რუტინული და ერთფეროვანი ამოცანების შესრულებაზე გაამახვილოთ ყურადღება.
სასწორი
არავინ მოგიწყობთ დღესასწაულს, თუ ამას თავად არ გააკეთებთ, ასე რომ შეუდგეთ სამუშაოს: ყველაფერი თავად გააკეთეთ. ამგვარად დარწმუნებული იქნებით, რომ ყველაფერი გაკეთდება უმაღლეს დონეზე.
მორიელი
არ ეწვიოთ ხალხმრავალ ადგილებს, თუ აუცილებელი არაა: დღეს დიდია ინფექციური დაავადებით დაინფიცირების ალბათობა, რომლის მკურნალობაც ხანგრძლივად გაგრძელდება.
მშვილდოსანი
დღეს ადამიანები უფრო კეთილგანწყობილები არიან, ვიდრე სხვა დღეს, ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ ადამიანთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ვისთანაც დიდი ხანია ოცნებობდით მეგობრობაზე.
თხის რქა
დღე ხელსაყრელია კრეატიულობისთვის, რაც გაგიფანტავთ სევდიან ფიქრებს და მოგცემთ საშუალებას დატკბეთ ასეთი მშვიდობიანი საქმიანობით.
მერწყული
სასურველია დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ: ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, ერთმანეთის მხარდაჭერა და სითბოს გაცვლა ერთმანეთთან.
თევზები
დრო, რა თქმა უნდა, თუ ამინდი საშუალებას იძლევა, ბუნებაში უნდა გაატაროთ: სუფთა ჰაერს შეუძლია ნამდვილი სასწაულების მოხდენა, თქვენი განწყობა გაუმჯობესდება და მეტი ძალა გექნებათ სიცოცხლისთვის.