მთვარე ლომში გადავიდა 16 აპრილის 06:25-ზე და დარჩება 18 აპრილის 18:12-მდე
-
აქტიურია ცეცხლის სტიქია.
-
მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების, ფლირტის სურვილი, არტისტულობა.
-
უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება.
-
გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ. მიირთვით კალციუმით, კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები.
-
კარგია ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები.
-
ფუტკრის ნაწარმზე დამზადებული კრემების გამოყენება (თუ ალერგია არ გაქვთ).
-
ახლა მთვარე მზარდია და შეგიძლიათ თმის შეჭრა, რომ მოცულობასა და სიგრძეში სწრაფად გაიზარდოს.
-
ცუდია ყურების გახვრეტა, ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა. მარილიანი პროდუქტების ჭამა.
-
მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
-
გადადეთ ოპერაციები გულსა და ზურგზე.
-
კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
-
გაამდიდრეთ რაციონი ჩირით, მწვანილეულით.
-
შეალამაზეთ მცენარეები, მოაჭერით ზედმეტი ტოტები და ფოთლები.
-
შეასხურეთ მავნებლების გამანადგურებელი სითხე.
-
ოთახები თქვენი გემოვნებით გაახალისეთ, გადაადგილეთ ავეჯი, შინ შემოქმედებითი გარემო შექმენით. მეტად მორთეთ და გაამდიდრეთ ინტერიერი.
-
მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული, წვეულება.