მაისის თვე ძველბერძნული ქალღმერთის – მაიას სახელს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ ნაყოფიერების, ქალურობისა და შვილიერების სიმბოლოდ ითვლებოდა ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს: კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც. და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესიტყვება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.
როგორია 15 მაისს დაბადებული ადამიანი
15 მაისს დაბადებული ადამიანები გასაოცარი გულწრფელობითა და სისადავით გამოირჩევიან. მათ ახასიათებთ თავგანწირვის დიდი უნარი და გარშემო მყოფებს ხშირად უმსუბუქებენ ცხოვრებას საკუთარი თანადგომის ხარჯზე. სწორედ ამის გამოა რომ ადამიანები მათ გვერდით თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობენ, ზუსტად ამ მიზეზითვე იხსნებიან ისინი ამ დღეს დაბადებულ პიროვნებასთან ბოლომდე.