პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 20:51-ზე, მთვარე ქალწულშია
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად; ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
ვერძი
დღე ხელსაყრელია ახალი - ძირითადად პროფესიული - წამოწყებისთვის, მაგრამ წარმატებას ეს დღე არ მოგიტანთ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყურადღებით მოემზადეთ სამუშაოსთვის.
კურო
დროა გამოასწოროთ ურთიერთობა იმ ადამიანთან, ვისთან უთანხმოებაც ამცირებს ცხოვრებით ტკბობის უნარს - დღეს ის მზად იქნება მიიღოს თქვენი ბოდიში და აღიაროს საკუთარი შეცდომა.
ტყუპი
დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნებისმიერ ბიზნესში არის იმის გაგება, თუ როგორ ვხედავთ საბოლოო შედეგს: თუ არ არის მკაფიო გაგება იმისა, რისი მიღებაც გსურთ, მაშინ არც კი უნდა დაიწყოთ მოქმედება - საქმეს აზრი მაინც არ ექნება.
კირჩხიბი
როგორი მნიშვნელოვანი პროფესიული ამოცანებიც არ უნდა გქონდეთ, ეცადეთ არ გადაიღალოთ. რაც არ უნდა ეცადოთ, ყველა საქმეს დღეს ვერ გააკეთებთ და მხოლოდ ერთი ჯანმრთელობა გაქვთ - ის დაცვას საჭიროებს.
ლომი
ყველაფერი, რასაც დღეს გარშემო მყოფები გეუბნებიან, არ უნდა დაიჯეროთ: შეეცადეთ გააანალიზოთ ნებისმიერი ინფორმაცია, - ისიც კი, რომელიც იმსახურებს ასპროცენტიან ნდობას.
ქალწული
დღე, როდესაც უნდა იმოქმედოთ დაუფიქრებლად: ნებისმიერი აზრი შეიძლება გადაიზარდოს ეჭვებში და ისინი ხელს შეგიშლით საქმიანობაში, რაც შეანელებს თქვენს მოძრაობას თქვენი მიზნისკენ.
სასწორი
უნდა იბრძოლოთ თქვენი ინტერესებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ისინი რეალურია და, შესაბამისად, მათი მიღწევა შესაძლებელია, სხვაგვარად, აზრი არ აქვს თქვენი ენერგიისა და დროის დაკარგვას.
მორიელი
დღეს ბედმა შეიძლება გამოგიგზავნოთ ორაზროვანი ნიშნები, რომლებიც გპირდებიან ცხოვრების სწრაფ ცვლილებებს - არ უნდა უგულებელყოთ ისინი.
მშვილდოსანი
არ უნდა გამოიტანოთ ნაადრევი დასკვნები იმ მოვლენებიდან, რაც შეიძლება დღეს დაგემართოს: თავიდან მოგეჩვენებათ, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, უარყოფითია, საღამოსთვის კი პოზიტიური აღმოჩნდება.
თხის რქა
იდეალური დღეა დიდი ხნის ოცნების ასასრულებლად, რისი იმედიც ალბათ არც გქონდათ - დღეს ამისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი, ამიტომ ეცადეთ არ გაუშვათ იღბლიანი შანსი ხელიდან.
მერწყული
დღეს არამარტო შესაძლებელია, არამედ აუცილებელიცაა საყვარელი ადამიანისთვის თქვენი გრძნობების აღიარება, თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი.
თევზები
ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი სახის ფინანსური ტრანზაქციებისთვის, ისინი წარმატებული იქნებიან, თუნდაც გარკვეული რისკის შემცველი იყოს - მთავარია, ზედმეტად არ გაგიტაცოთ ასეთმა ქმედებებმა.