14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:49-ზე, მთვარე კუროშია

საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.

ვერძი

მარტივი და წარმატებული დღეა. ენთუზიაზმით შეუდგებით საქმეს, რომელიც ადრე ძალიან რთული ჩანდა და ბრწყინვალედ გაუმკლავდებით მას. საქმიანი ურთიერთობები ჰარმონიულად ვითარდება, ადვილად პოულობთ საერთო ენას პარტნიორებთან და კოლეგებთან. არ არის გამორიცხული საოფისე რომანების დაწყება.

კურო

იყავით ფრთხილი და წინდახედული, ეს საკმარისია იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ რაიმე სირთულე და უსიამოვნება. სამსახურთან და ბიზნესთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრისას მოუსმინეთ პარტნიორების და უფრო გამოცდილი კოლეგების აზრს: არის შანსი მიიღოთ გონივრული რჩევები. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისა და შესყიდვებისგან, გონივრული დანაზოგი ზედმეტი არ იქნება. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ.

ტყუპი

მოსალოდნელია კარგი დამთხვევები და სასიამოვნო სიურპრიზები. ეს დღე ბევრ დადებით ემოციას მოგიტანთ. შესაძლოა ძველი ოცნებები აგისრულდეთ. სამსახურში არ გირჩევთ ზედმეტად სერიოზულ, მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეებთან დამოუკიდებლად შეჭიდებას.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა სამუშაოსთვის, პროფესიული საკითხების გადასაჭრელად, პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან, ასევე პოტენციურ დამსაქმებლებთან კომუნიკაციისთვის. არ გაგიჭირდებათ თქვენი საუკეთესო მხარის ჩვენება, ცოდნისა და პროფესიული თვისებების დემონსტრირება. დღე ძალიან ნაყოფიერია, შეგიძლიათ ბევრი სასარგებლო რამ გააკეთოთ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც. სასარგებლოა მონაწილეობა სოციალურ და საქველმოქმედო ღონისძიებებში.

ლომი

ხელსაყრელი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. საუკეთესო შთაბეჭდილებას დატოვებთ პარტნიორებზე. მტკიცედ დაიცავთ საკუთარ ინტერესებს, მაგრამ არავის მისცემთ პრეტენზიებისა და შეურაცხყოფის უფლებას. განიხილეთ გრძელვადიანი ხელშეკრულებების პირობები. ოჯახში უთანხმოებისა და სერიოზული კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ გამოიჩინეთ დელიკატურობას, იპოვით ურთიერთობების გაუმჯობესების გზას.

ქალწული

რთული დღეა და ფრთხილად უნდა იყოთ. ეს არის ერთადერთი გზა, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები და სირთულეები. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს, ჩაიწერეთ ან შეინახეთ. საღამოს დაისვენეთ, მიეცით საკუთარ თავს დატკბეთ უსაქმურობით.

სასწორი

გამორჩეული დიპლომატიური ნიჭის წყალობით, შეძლებთ დაამყაროთ იდეალური ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც ცნობილნი არიან თავიანთი ცუდი ხასიათით და თავიდან აიცილოთ კონფლიქტები მენეჯმენტთან და ბიზნესპარტნიორებთან. იქნება მომგებიანი გარიგებების დადების შანსი. შესაძლოა, რომანტიკული ურთიერთობის დაწყება, არც სასიყვარულო აღიარებებია გამორიცხული.

მორიელი

წარმატებული დღე გელოდებათ. მოიმატებს ოპტიმისტური განწყობა. თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება საკითხები, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. ხელსაყრელი დღეა სპორტისთვის. საღამოს შესაძლოა მცირე ფინანსური სირთულეები წარმოიშვას, მაგრამ მათ წარმატებით გაუმკლავდებით.

მშვილდოსანი

ნუ გარისკავთ და ნუ აჩქარდებით საქმეების მოგვარებისას. სამსახურში პრობლემებს აიცილებთ, თუ კოლეგებს გასაგებად აუხსნით თქვენს მოსაზრებებს. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ სამართლებრივი პრობლემები, დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ დადებული ყველა გარიგება აბსოლუტურად ლეგალურია.

თხის რქა

რაც უფრო ნაკლებად ინერვიულებთ, მით უფრო სწრაფად მიაღწევთ თქვენს მიზანს. დღე შესაფერისია ახალი პროექტების განსახილველად. დარწმუნდით, რომ თქვენი მოკავშირეები მზად არიან დაგეხმარონ. ზოგიერთს შესაძლებლობა გექნებათ აღადგინოთ რომანტიკული ურთიერთობები.

მერწყული

შეეცადეთ გაატაროთ დღე მშვიდად, აურზაურის გარეშე. ახალი პროექტები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აიღოთ, თუ ზუსტად იცით, როგორ და რას გააკეთებთ. ნებისმიერი გამოცდისა და გასაუბრებისთვის განსაკუთრებული სერიოზულად უნდა მოემზადოთ. დღის ბოლოს შესაძლებელია ფინანსური ზარალი, ფრთხილად იყავით.

თევზები

დღეს ჩვეულებრივზე უფრო ხშირად უნდა წახვიდეთ დათმობაზე. ამგვარად მრავალი უსიამოვნების თავიდან აცილებას შეძლებთ. შესაძლებელია სარფიანი გარიგებები; გრძელვადიანი თანამშრომლობის გაფორმება. სასურველია საღამო მშვიდად გაატაროთ, უარი თქვათ ალკოჰოლურ თრობაზე და ხალხმრავალ ღონისძიებებზე დასწრებაზე.